სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იყიდება თუ არა თბილისის მაღაზიებში საფრთხის შემცველი საღებავით შეღებილი ტანსაცმელი - კვლევის შედეგები
იყიდება თუ არა თბილისის მაღაზიებში საფრთხის შემცველი საღებავით შეღებილი ტანსაცმელი - კვლევის შედეგები

"სტრა­ტე­გი­უ­ლი კვლე­ვე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრი“ თბი­ლი­სის მა­ღა­ზი­ებ­ში შე­ძე­ნი­ლი 20 სხვა­დას­ხვა ფირ­მის მა­ი­სუ­რის შე­მოწ­მე­ბის შე­დე­გებს აქ­ვეყ­ნებს. კვლე­ვა აზო-სა­ღე­ბა­ვე­ბის შემ­ცვე­ლო­ბა­ზე ჩა­ტარ­და.

ცენ­ტრის ცნო­ბით, აზო-სა­ღე­ბა­ვე­ბი ფარ­თოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ქსო­ვი­ლე­ბი­სა და ტყა­ვის შე­სა­ღე­ბად. კან­თან ხან­გრძლი­ვი შე­ხე­ბის დროს ისი­ნი ხელს უწყო­ბენ სიმ­სივ­ნის წარ­მო­შო­ბას, უჯრე­დე­ბის გა­დაგ­ვა­რე­ბა­სა და ადა­მი­ა­ნის რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი ფუნ­ქცი­ე­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბას.

"2019 წლის აპ­რილ­ში თბი­ლი­სის მა­ღა­ზი­ებ­ში შე­ვი­ძი­ნეთ 20 სხვა­დას­ხვა ფირ­მის მა­ი­სუ­რი და გა­ვაგ­ზავ­ნეთ ეს­პა­ნე­თის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში აზო-სა­ღე­ბა­ვე­ბის შემ­ცვე­ლო­ბის და­სად­გე­ნად. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ლა­ბო­რა­ტო­რი­ებს არა აქვთ აკ­რე­დი­ტა­ცია ასე­თი ტი­პის კვლე­ვე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად.

ევ­რო­კავ­შირ­ში, ისე­ვე რო­გორც მსოფ­ლი­ოს მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში, სა­მომ­ხმა­რებ­ლო სა­ქონ­ლის წარ­მო­ე­ბა­ში აზო-სა­ღე­ბა­ვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა ნორ­მირ­დე­ბა. თუმ­ცა, სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მომ­ხმა­რებ­ლო სა­ქონ­ლის აბ­სო­ლუ­ტურ უმ­რავ­ლე­სო­ბას­თან, მათ შო­რის, ტან­საც­მელ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, უსაფრ­თხო­ე­ბის მო­თხოვ­ნე­ბი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით არ არის დად­გე­ნი­ლი.

შე­სა­ბა­მი­სად, ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბით, არც სა­ხელ­მწი­ფო მა­კონ­ტრო­ლე­ბე­ლი უწყე­ბა არ­სე­ბობს, რო­მე­ლიც ასეთ სა­ქო­ნელს შე­ა­მოწ­მებს.

მა­ი­სუ­რე­ბის შე­მოწ­მე­ბუ­ლი ნი­მუ­შე­ბი აზო-სა­ღე­ბა­ვებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში ევ­რო­კავ­შირ­ში და­წე­სე­ბუ­ლი ნორ­მე­ბის ფარ­გლებ­ში აღ­მოჩ­ნდა" - აღ­ნიშ­ნუ­ლია momxmarebeli.ge-ს ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ნა­ხეთ სია, რო­მელ მა­ღა­ზი­ებ­ში რა ბრენ­დის მა­ი­სუ­რე­ბი შე­ა­მოწ­მეს კვლე­ვის ფარ­გლებ­ში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

იყიდება თუ არა თბილისის მაღაზიებში საფრთხის შემცველი საღებავით შეღებილი ტანსაცმელი - კვლევის შედეგები

იყიდება თუ არა თბილისის მაღაზიებში საფრთხის შემცველი საღებავით შეღებილი ტანსაცმელი - კვლევის შედეგები

"სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ თბილისის მაღაზიებში შეძენილი 20 სხვადასხვა ფირმის მაისურის შემოწმების შედეგებს აქვეყნებს. კვლევა აზო-საღებავების შემცველობაზე ჩატარდა.

ცენტრის ცნობით, აზო-საღებავები ფართოდ გამოიყენება ქსოვილებისა და ტყავის შესაღებად. კანთან ხანგრძლივი შეხების დროს ისინი ხელს უწყობენ სიმსივნის წარმოშობას, უჯრედების გადაგვარებასა და ადამიანის რეპროდუქციული ფუნქციების დაქვეითებას.

"2019 წლის აპრილში თბილისის მაღაზიებში შევიძინეთ 20 სხვადასხვა ფირმის მაისური და გავაგზავნეთ ესპანეთის ლაბორატორიაში აზო-საღებავების შემცველობის დასადგენად. სამწუხაროდ, საქართველოში ლაბორატორიებს არა აქვთ აკრედიტაცია ასეთი ტიპის კვლევების განსახორციელებლად.

ევროკავშირში, ისევე როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, სამომხმარებლო საქონლის წარმოებაში აზო-საღებავების გამოყენება ნორმირდება. თუმცა, საქართველოში სამომხმარებლო საქონლის აბსოლუტურ უმრავლესობასთან, მათ შორის, ტანსაცმელთან მიმართებაში, უსაფრთხოების მოთხოვნები კანონმდებლობით არ არის დადგენილი.

შესაბამისად, ევროკავშირის ქვეყნებისაგან განსხვავებით, არც სახელმწიფო მაკონტროლებელი უწყება არსებობს, რომელიც ასეთ საქონელს შეამოწმებს.

მაისურების შემოწმებული ნიმუშები აზო-საღებავებთან მიმართებაში ევროკავშირში დაწესებული ნორმების ფარგლებში აღმოჩნდა" - აღნიშნულია momxmarebeli.ge-ს ინფორმაციაში.

ნახეთ სია, რომელ მაღაზიებში რა ბრენდის მაისურები შეამოწმეს კვლევის ფარგლებში

პატრიარქი - ხალხის თანადგომა რომ არ იყოს, მე ვერ გავუძლებდი ამ სიმძიმეებს, 42 წელია მე ვარ სამიზნედ

"არავის უთქვამს, რომ სიგარეტის ფასი ხვალ და ზეგ 15 ლარი უნდა გახდეს" - ფინანსთა მინისტრის მოადგილე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

"ბორჯღალოსნებმა" ბელგიის ეროვნული ნაკრები 78:6 დაამარცხეს