მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კონკურსის დროს ჩავიკეტე, გამარჯვებამდე ბევრი ცუდი გადამხდა..." - როგორ ცხოვრობს ბარბარა სამხარაძე "ნიჭიერში" მოგებულ ბინაში და რაზე წერს წიგნს
"კონკურსის დროს ჩავიკეტე, გამარჯვებამდე ბევრი ცუდი გადამხდა..." - როგორ ცხოვრობს ბარბარა სამხარაძე "ნიჭიერში" მოგებულ ბინაში და რაზე წერს წიგნს

2016 წელს მისი ცხოვ­რე­ბა რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა - ბარ­ბა­რა სამ­ხა­რა­ძე, ლა­გო­დე­ხის სო­ფელ ჭა­ბუ­კი­ა­ნი­დან, სა­კუ­თა­რი ნი­ჭით მა­ყუ­რებ­ლის და ჟი­უ­რის ფა­ვო­რი­ტი და მე­გა­შოუ "ნი­ჭი­ე­რის" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­და.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ქარ­თუ­ლი შოუს ფა­ვო­რი­ტის სიმ­ღე­რა, რო­მე­ლიც ბარ­ბა­რამ "ნი­ჭი­ე­რის" შე­სარ­ჩევ ტურ­ზე შე­ას­რუ­ლა, ფე­ის­ბუქ-გვერ­დზე Singers Got Talent-ზე აიტ­ვირ­თა და ვი­დეო რამ­დე­ნი­მე დღე­ში 3 მი­ლი­ონ­ზე მეტ­მა ადა­მი­ან­მა ნახა.

AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და, დღეს სად არის, რას საქ­მი­ა­ნობს და რო­გორ ცხოვ­რობს გო­გო­ნა, რომ­ლის ცხოვ­რე­ბა­შიც სამი წლის წინ სა­ო­ცა­რი ამ­ბა­ვი მოხ­და.

რო­გორც გა­ვარ­კვი­ეთ, მუ­სი­კა­ლუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით ბარ­ბა­რა ჯერ­ჯე­რო­ბით სუ­ლაც არ სწავ­ლობს, სკო­ლა და­ამ­თავ­რა, მალე კო­ლეჯს და­ას­რუ­ლებს და შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბის, ან გა­რე­მოს დაც­ვის მე­ნე­ჯე­რი გახ­დე­ბა. გვე­უბ­ნე­ბა, რომ მო­მა­ვა­ლი პრო­ფე­სია ძა­ლი­ან მოს­წონს:

"ბოლო დროს უკვე ბევ­რი შემ­თხვე­ვა მოხ­და, მათ შო­რის ტრა­გი­კუ­ლიც, როცა სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას ადა­მი­ა­ნე­ბი და­შავ­დნენ თუ და­ი­ღუპ­ნენ... სწავ­ლას რომ და­ვას­რუ­ლებთ, მძი­მე შემ­თხვე­ვე­ბის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად და­ვი­წყებთ მუ­შა­ო­ბას... ცუ­დია, რომ მუ­შე­ბი იღუ­პე­ბი­ან, შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბას სე­რი­ო­ზუ­ლად უნდა მი­ე­ხე­დოს.

ძა­ლი­ან მინ­და, რომ და­ვამ­თავ­რებ, ამ სფე­რო­ში ვი­მუ­შა­ვო, დავ­საქმდე. მერე უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­შიც უნდა ჩა­ვა­ბა­რო, ფსი­ქო­ლო­გი­ურ ფა­კულ­ტეტ­ზე... მა­ნამ­დე, ამ სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ფე­სი­ით მუ­შა­ო­ბას და­ვი­წყებ, სა­ვა­რა­უ­დოდ, სტა­ბი­ლუ­რი შე­მო­სა­ვა­ლი მექ­ნე­ბა და ოჯახს ნაკ­ლე­ბად შე­ვა­წუ­ხებ.

რა­ტომ­ღაც ჰგო­ნი­ათ, რომ კო­ლე­ჯი უცო­დინ­რე­ბის თავ­შე­საყ­რე­ლი ად­გი­ლია. სამ­წუ­ხა­როა, რომ ასე­თი შე­ხე­დუ­ლე­ბა აქვთ ადა­მი­ა­ნე­ბის ნა­წილს, ანუ ჰგო­ნი­ათ, ვი­ღაც უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში თუ ვერ აბა­რებს, კო­ლე­ჯში ამი­ტომ ხვდე­ბა. ეჭ­ვის თვა­ლით უყუ­რე­ბენ იმას, რომ იქ ვინ­მეს ცოდ­ნის შე­ძე­ნა შე­უძ­ლია. მე ბევ­რი მის­ვამს კი­თხვას - რა მინ­დო­და კო­ლე­ჯში. უბ­რა­ლოდ მო­მინ­და, ასე­თი ნა­ბი­ჯი გა­და­მედ­გა და სტრე­ო­ტი­პი და­მენგრია, ზო­გა­დად მიყ­ვარს სტე­რე­ო­ტი­პე­ბის მსხვრე­ვა" - გვე­უბ­ნე­ბა ბარ­ბა­რა.

- პრო­ექ­ტის მო­გე­ბის შემ­დეგ თბი­ლის­ში ბი­ნით და­გა­სა­ჩუქ­რეს. ბინა მშე­ნე­ბა­რე კორ­პუს­ში იყო, დას­რულ­და და გად­მო­გე­ცა სა­ბო­ლო­ოდ?

- კი, გა­და­ვე­დი და დავ­ბი­ნავ­დი მო­გე­ბულ სახ­ლში, იქ ვცხოვ­რობ. ბინა გუ­რა­მიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზეა. სხვე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა, რად­გა­ნაც დათ­ქმულ დრო­ზე ადრე ჩა­მა­ბა­რეს. სულ იმას მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი - ჩვე­ნი ფა­ვო­რი­ტი ხარ და ამ­ხე­ლა სახ­ლი ჯერ არა­ვის­თვის გა­დაგ­ვი­ცი­აო. აივ­ნი­ა­ნად 50 კვ/მ-ა. კმა­ყო­ფი­ლი ვარ, აქ მე და ჩემი და ვცხოვ­რობთ.

- გარ­და იმი­სა, რომ ბინა მო­ი­გე, ხალ­ხმა გა­გიც­ნო, რა მო­გი­ტა­ნა კონ­კურ­სმა?

- დღემ­დე ვერ და­მი­ჯე­რე­ბია, რომ რე­ა­ლო­ბაა, რაც მა­შინ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში მოხ­და. მით უმე­ტეს, იმ პე­რი­ოდ­ში ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, თუ გა­ვი­მარ­ჯვებ­დი, თბი­ლის­ში ვი­ცხოვ­რებ­დი, მექ­ნე­ბო­და ჩემი სახ­ლი და მეტ­რო­თი ვიმ­გზავ­რებ­დი. დიახ, სრუ­ლი­ად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით ყო­ველ­დღი­უ­რი მგზავ­რო­ბა, ქუ­ჩა­ში ისე გავ­ლა, რომ ვინ­მეს ყუ­რა­დღე­ბა არ მო­ექ­ცია.

თუმ­ცა, ბევ­რმა ალ­ბათ არც იცის, რომ კონ­კურ­სის პე­რი­ოდ­ში სა­კუ­თარ თავ­ში ჩა­ვი­კე­ტე, გა­მარ­ჯვე­ბამ­დე ბევ­რი ცუდი რამ გა­დამ­ხდა. გა­რეთ ვერ გავ­დი­ო­დი, სა­შინ­ლად ვი­ყა­ვი...

ჯერ მე­გო­ბა­რი გარ­და­მეც­ვა­ლა და მერე, სამ დღე­ში ბე­ბია და ეს ყვე­ლა­ფე­რი ფი­ნა­ლამ­დე მოხ­და. სა­ერ­თოდ არ მემ­ღე­რე­ბო­და, მაგ­რამ ამა­ზე მა­შინ არც მი­ლა­პა­რა­კია. იმ სა­ში­ნელ ემო­ცი­ებ­ზე სპაზ­მუ­რი შე­ტე­ვე­ბი და­მე­წყო. მარ­თლა ვერ ვი­ყა­ვი კარ­გად. მოკ­ლედ, სა­ერ­თოდ არ მემ­ღე­რე­ბო­და, მაგ­რამ უნდა მემ­ღე­რა. ეს მა­შინ არა­ვის გა­უ­გია, რად­გან ამით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა არ მინ­დო­და.

- რომ არ მი­სუ­ლი­ყა­ვი მაგ კონ­კურ­სზე, რა იქ­ნე­ბო­და. ამა­ზე თუ გი­ფიქ­რია?

- ვიცი, რომ სწავ­ლას გა­ვაგ­რძე­ლებ­დი, სწავ­ლას ახ­ლაც ვაგ­რძე­ლებ და შე­წყვე­ტას არც მო­მა­ვალ­ში ვა­პი­რებ, მაგ­რამ ახლა უფრო სხვა­ნა­ი­რად ვა­ფა­სებ და ვუ­ყუ­რებ ყვე­ლა­ფერს - სა­კუ­თარ თავ­ში დავ­რწმუნ­დი, მეტი ძალა მო­მე­მა­ტა, უფრო თა­მა­მი ვარ. თუ მიზ­ნად და­ი­სა­ხავ, გა­და­უ­ლა­ხა­ვი პრობ­ლე­მა არ არ­სე­ბობს. იმა­საც ვგრძნობ, რომ ბევრ ადა­მი­ანს ვუყ­ვარ­ვარ - ჩემ­ზე გა­ჭირ­ვე­ბუ­ლებ­საც და კარ­გად მყო­ფებ­საც. ასე რომ, არაფ­რის მე­ში­ნია, 15 წლი­სამ იმ­დე­ნი რამ გა­მო­ვი­ა­რე და გა­მოვ­ცა­დე კარ­გიც და ცუ­დიც, რომ მარ­თლა არაფ­რის შიში აღარ მაქვს, თან, უკვე 18 წლის ვარ.

- ხალ­ხმა სიმ­ღე­რით გა­გიც­ნო. ამ მხრივ რა ხდე­ბა შენს ცხოვ­რე­ბა­ში?

- ამ ეტაპ­ზე არა­ფე­რი, როცა პი­ა­ნი­ნოს­თან მოვ­ხვდე­ბი, ვწერ ხოლ­მე სიმ­ღე­რებს. ეს ძი­რი­თა­დად ჩემ­თან სო­ფელ­ში ხდე­ბა, თბი­ლის­ში არ მაქვს პი­ა­ნი­ნო, ჩემი შე­მო­სა­ვა­ლი როცა მექ­ნე­ბა, მა­შინ შე­ვი­ძენ.

რა­ღაც ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ ხოლ­მე. ახლა საქ­ველ­მოქ­მე­დო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში ვერ­თვე­ბი - 21 წლის ფო­ტოგ­რაფს, გი­ორ­გი კა­ლი­ა­ევს მე­გობ­რე­ბი ეხ­მა­რე­ბი­ან, ცდი­ლო­ბენ, გა­და­არ­ჩი­ნონ და ამ ადა­მი­ა­ნებს სუ­ლით და გუ­ლით ვეხ­მა­რე­ბი - როცა დას­ჭირ­დე­ბათ, მივ­დი­ვარ და ვმღე­რი, ლა­ივს ვრთავ, ხალ­ხს ვთხოვ, მობ­რძან­დნენ, უყუ­რონ და და­ეხ­მა­რონ... და­ვი­წყე წიგ­ნის წე­რაც.

- რაზე წერ წიგნს?

- ჩემს გან­ვლილ გა­ზა­ზე. ისე და­ვი­წყე და ისე დავ­წე­რე რამ­დე­ნი­მე თავი, გა­ო­ცე­ბუ­ლი დავ­რჩი, რო­გორ ვწერ­დი-მეთ­ქი... მე­გობ­რებ­ზეა, მე ვარ მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟი, ვის გარ­შე­მოც ვტრი­ა­ლებ და ჩემს ემო­ცი­ებ­საც ამის გარ­შე­მო გად­მოვ­ცემ... რო­დე­საც გა­ვი­გე, რომ ჩემი მე­გო­ბა­რი მო­უ­ლოდ­ნე­ლად გარ­და­იც­ვა­ლა, რო­მელ­თა­ნაც კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და, ჩემი სკო­ლე­ლი იყო, რა­ღაც და­მე­მარ­თა... ვინც ფი­ნა­ლი­სა და ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლის ჩემს გა­მოს­ვლის ვი­დე­ოს კარ­გად და­აკ­ვირ­დე­ბა, მიხ­ვდე­ბა, რომ კარ­გად ვერ ვარ. სა­ხე­ზე მა­წე­რია, რა მჭირ­და და რას გან­ვიც­დი­დი მა­შინ.

- რა და­ე­მარ­თა მე­გო­ბარს?

- გა­ზით გა­ი­გუ­და... მისი დაკ­რძალ­ვი­დან სამ დღე­ში, ჩემი გამ­ზრდე­ლი ბე­ბია გარ­და­იც­ვა­ლა. ადა­მი­ა­ნი, ვინც ყვე­ლა­ზე მე­ტად მგულ­შე­მატ­კივ­რობ­და და ეს მე­ო­რე დარ­ტყმა მი­ვი­ღე... იმ დროს იცით, რას ვა­და­რებ - ტორ­ტი რომ ჭამო და ზე­მო­დან წი­წა­კა და­ა­ყო­ლო - ტკბილ-მწა­რე ემო­ცი­ე­ბის მო­ნაც­ვლე­ო­ბა მქონ­და.

- სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან რა რჩე­ვის მი­ცე­მა შე­გიძ­ლია მათ­თვის, ვინც ამა თუ იმ კონ­კურ­სში აპი­რებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას?

- რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი რა­ღაც ნა­ბიჯს დგამ, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი უნდა იყო, რომ უკან და­სა­ხევ გზას არ იჭრი შენი ხე­ლით. ანუ ტოტი, რო­მელ­ზეც ზი­ხარ, სა­კუ­თა­რი ხე­ლით არ უნდა მოჭ­რა. წარ­მა­ტე­ბას ადა­მი­ა­ნი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის და ვი­ღა­ცე­ბის დახ­მა­რე­ბი­თაც აღ­წევს, მაგ­რამ თავ­თან მარ­ტო რომ დარ­ჩე­ბი, უკ­მა­ყო­ფი­ლო არ უნდა იყო, რომ შე­ნით ვე­რა­ფე­რი შე­ძე­ლი, არ გა­მო­გი­ვი­და.

პირ­ველ რიგ­ში, ჯერ სა­კუ­თა­რი თა­ვის იმე­დი უნდა გქონ­დეს და მერე სხვას უნდა და­აბ­რა­ლო ყვე­ლა­ფე­რი. არას­დროს მქო­ნია და არც მექ­ნე­ბა გან­ცდა, რომ ჩე­მით არაფ­რის­თვის მი­მიღ­წე­ვია. როცა რა­ღაც შე­დეგ­ზე გა­ვე­დი, სულ ხალ­ხის დახ­მა­რე­ბით... მად­ლო­ბა მათ! ხში­რად რჩე­ვებს მთხო­ვენ, მწე­რენ, მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ გა­ვიზ­რდე­ბით ბარ­ბა­რა სამ­ხა­რა­ძე გვინ­და გა­მო­ვი­დეთ და რა გა­ვა­კე­თოთ ამის­თვი­სო? ყვე­ლას ვე­უბ­ნე­ბი, სა­კუ­თარ თავ­ში ძა­ლე­ბი მო­იკ­რი­ბონ, იაქ­ტი­უ­რონ, არ გა­ჩერ­დნენ და ასე იცხოვ­რონ... მე ასე მგო­ნია და ასე ვფიქ­რობ, ეს არის წარ­მა­ტე­ბის და კარ­გი ცხოვ­რე­ბის ფორ­მუ­ლა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"კონკურსის დროს ჩავიკეტე, გამარჯვებამდე ბევრი ცუდი გადამხდა..." - როგორ ცხოვრობს ბარბარა სამხარაძე "ნიჭიერში" მოგებულ ბინაში და რაზე წერს წიგნს

"კონკურსის დროს ჩავიკეტე, გამარჯვებამდე ბევრი ცუდი გადამხდა..." - როგორ ცხოვრობს ბარბარა სამხარაძე "ნიჭიერში" მოგებულ ბინაში და რაზე წერს წიგნს

2016 წელს მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა - ბარბარა სამხარაძე, ლაგოდეხის სოფელ ჭაბუკიანიდან, საკუთარი ნიჭით მაყურებლის და ჟიურის ფავორიტი და მეგაშოუ "ნიჭიერის" გამარჯვებული გახდა.

რამდენიმე დღის წინ ქართული შოუს ფავორიტის სიმღერა, რომელიც ბარბარამ "ნიჭიერის" შესარჩევ ტურზე შეასრულა, ფეისბუქ-გვერდზე Singers Got Talent-ზე აიტვირთა და ვიდეო რამდენიმე დღეში 3 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა.

AMBEBI.GE დაინტერესდა, დღეს სად არის, რას საქმიანობს და როგორ ცხოვრობს გოგონა, რომლის ცხოვრებაშიც სამი წლის წინ საოცარი ამბავი მოხდა.

როგორც გავარკვიეთ, მუსიკალური მიმართულებით ბარბარა ჯერჯერობით სულაც არ სწავლობს, სკოლა დაამთავრა, მალე კოლეჯს დაასრულებს და შრომის უსაფრთხოების, ან გარემოს დაცვის მენეჯერი გახდება. გვეუბნება, რომ მომავალი პროფესია ძალიან მოსწონს:

"ბოლო დროს უკვე ბევრი შემთხვევა მოხდა, მათ შორის ტრაგიკულიც, როცა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ადამიანები დაშავდნენ თუ დაიღუპნენ... სწავლას რომ დავასრულებთ, მძიმე შემთხვევების აღმოსაფხვრელად დავიწყებთ მუშაობას... ცუდია, რომ მუშები იღუპებიან, შრომის უსაფრთხოებას სერიოზულად უნდა მიეხედოს.

ძალიან მინდა, რომ დავამთავრებ, ამ სფეროში ვიმუშავო, დავსაქმდე. მერე უმაღლეს სასწავლებელშიც უნდა ჩავაბარო, ფსიქოლოგიურ ფაკულტეტზე... მანამდე, ამ საინტერესო პროფესიით მუშაობას დავიწყებ, სავარაუდოდ, სტაბილური შემოსავალი მექნება და ოჯახს ნაკლებად შევაწუხებ.

რატომღაც ჰგონიათ, რომ კოლეჯი უცოდინრების თავშესაყრელი ადგილია. სამწუხაროა, რომ ასეთი შეხედულება აქვთ ადამიანების ნაწილს, ანუ ჰგონიათ, ვიღაც უმაღლეს სასწავლებელში თუ ვერ აბარებს, კოლეჯში ამიტომ ხვდება. ეჭვის თვალით უყურებენ იმას, რომ იქ ვინმეს ცოდნის შეძენა შეუძლია. მე ბევრი მისვამს კითხვას - რა მინდოდა კოლეჯში. უბრალოდ მომინდა, ასეთი ნაბიჯი გადამედგა და სტრეოტიპი დამენგრია, ზოგადად მიყვარს სტერეოტიპების მსხვრევა" - გვეუბნება ბარბარა.

- პროექტის მოგების შემდეგ თბილისში ბინით დაგასაჩუქრეს. ბინა მშენებარე კორპუსში იყო, დასრულდა და გადმოგეცა საბოლოოდ?

- კი, გადავედი და დავბინავდი მოგებულ სახლში, იქ ვცხოვრობ. ბინა გურამიშვილის გამზირზეა. სხვებისგან განსხვავებით, ძალიან გამიმართლა, რადგანაც დათქმულ დროზე ადრე ჩამაბარეს. სულ იმას მეუბნებოდნენ კომპანიის წარმომადგენლები - ჩვენი ფავორიტი ხარ და ამხელა სახლი ჯერ არავისთვის გადაგვიციაო. აივნიანად 50 კვ/მ-ა. კმაყოფილი ვარ, აქ მე და ჩემი და ვცხოვრობთ.

- გარდა იმისა, რომ ბინა მოიგე, ხალხმა გაგიცნო, რა მოგიტანა კონკურსმა?

- დღემდე ვერ დამიჯერებია, რომ რეალობაა, რაც მაშინ ჩემს ცხოვრებაში მოხდა. მით უმეტეს, იმ პერიოდში ვერ წარმოვიდგენდი, თუ გავიმარჯვებდი, თბილისში ვიცხოვრებდი, მექნებოდა ჩემი სახლი და მეტროთი ვიმგზავრებდი. დიახ, სრულიად წარმოუდგენელი იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტით ყოველდღიური მგზავრობა, ქუჩაში ისე გავლა, რომ ვინმეს ყურადღება არ მოექცია.

თუმცა, ბევრმა ალბათ არც იცის, რომ კონკურსის პერიოდში საკუთარ თავში ჩავიკეტე, გამარჯვებამდე ბევრი ცუდი რამ გადამხდა. გარეთ ვერ გავდიოდი, საშინლად ვიყავი...

ჯერ მეგობარი გარდამეცვალა და მერე, სამ დღეში ბებია და ეს ყველაფერი ფინალამდე მოხდა. საერთოდ არ მემღერებოდა, მაგრამ ამაზე მაშინ არც მილაპარაკია. იმ საშინელ ემოციებზე სპაზმური შეტევები დამეწყო. მართლა ვერ ვიყავი კარგად. მოკლედ, საერთოდ არ მემღერებოდა, მაგრამ უნდა მემღერა. ეს მაშინ არავის გაუგია, რადგან ამით მანიპულირება არ მინდოდა.

- რომ არ მისულიყავი მაგ კონკურსზე, რა იქნებოდა. ამაზე თუ გიფიქრია?

- ვიცი, რომ სწავლას გავაგრძელებდი, სწავლას ახლაც ვაგრძელებ და შეწყვეტას არც მომავალში ვაპირებ, მაგრამ ახლა უფრო სხვანაირად ვაფასებ და ვუყურებ ყველაფერს - საკუთარ თავში დავრწმუნდი, მეტი ძალა მომემატა, უფრო თამამი ვარ. თუ მიზნად დაისახავ, გადაულახავი პრობლემა არ არსებობს. იმასაც ვგრძნობ, რომ ბევრ ადამიანს ვუყვარვარ - ჩემზე გაჭირვებულებსაც და კარგად მყოფებსაც. ასე რომ, არაფრის მეშინია, 15 წლისამ იმდენი რამ გამოვიარე და გამოვცადე კარგიც და ცუდიც, რომ მართლა არაფრის შიში აღარ მაქვს, თან, უკვე 18 წლის ვარ.

- ხალხმა სიმღერით გაგიცნო. ამ მხრივ რა ხდება შენს ცხოვრებაში?

- ამ ეტაპზე არაფერი, როცა პიანინოსთან მოვხვდები, ვწერ ხოლმე სიმღერებს. ეს ძირითადად ჩემთან სოფელში ხდება, თბილისში არ მაქვს პიანინო, ჩემი შემოსავალი როცა მექნება, მაშინ შევიძენ.

რაღაც ღონისძიებებში ვმონაწილეობ ხოლმე. ახლა საქველმოქმედო ღონისძიებაში ვერთვები - 21 წლის ფოტოგრაფს, გიორგი კალიაევს მეგობრები ეხმარებიან, ცდილობენ, გადაარჩინონ და ამ ადამიანებს სულით და გულით ვეხმარები - როცა დასჭირდებათ, მივდივარ და ვმღერი, ლაივს ვრთავ, ხალხს ვთხოვ, მობრძანდნენ, უყურონ და დაეხმარონ... დავიწყე წიგნის წერაც.

- რაზე წერ წიგნს?

- ჩემს განვლილ გაზაზე. ისე დავიწყე და ისე დავწერე რამდენიმე თავი, გაოცებული დავრჩი, როგორ ვწერდი-მეთქი... მეგობრებზეა, მე ვარ მთავარი პერსონაჟი, ვის გარშემოც ვტრიალებ და ჩემს ემოციებსაც ამის გარშემო გადმოვცემ... როდესაც გავიგე, რომ ჩემი მეგობარი მოულოდნელად გარდაიცვალა, რომელთანაც კარგი ურთიერთობა მქონდა, ჩემი სკოლელი იყო, რაღაც დამემართა... ვინც ფინალისა და ნახევარფინალის ჩემს გამოსვლის ვიდეოს კარგად დააკვირდება, მიხვდება, რომ კარგად ვერ ვარ. სახეზე მაწერია, რა მჭირდა და რას განვიცდიდი მაშინ.

- რა დაემართა მეგობარს?

- გაზით გაიგუდა... მისი დაკრძალვიდან სამ დღეში, ჩემი გამზრდელი ბებია გარდაიცვალა. ადამიანი, ვინც ყველაზე მეტად მგულშემატკივრობდა და ეს მეორე დარტყმა მივიღე... იმ დროს იცით, რას ვადარებ - ტორტი რომ ჭამო და ზემოდან წიწაკა დააყოლო - ტკბილ-მწარე ემოციების მონაცვლეობა მქონდა.

- საკუთარი გამოცდილებიდან რა რჩევის მიცემა შეგიძლია მათთვის, ვინც ამა თუ იმ კონკურსში აპირებს მონაწილეობას?

- როდესაც ადამიანი რაღაც ნაბიჯს დგამ, დარწმუნებული უნდა იყო, რომ უკან დასახევ გზას არ იჭრი შენი ხელით. ანუ ტოტი, რომელზეც ზიხარ, საკუთარი ხელით არ უნდა მოჭრა. წარმატებას ადამიანი ბიზნესმენების და ვიღაცების დახმარებითაც აღწევს, მაგრამ თავთან მარტო რომ დარჩები, უკმაყოფილო არ უნდა იყო, რომ შენით ვერაფერი შეძელი, არ გამოგივიდა.

პირველ რიგში, ჯერ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეს და მერე სხვას უნდა დააბრალო ყველაფერი. არასდროს მქონია და არც მექნება განცდა, რომ ჩემით არაფრისთვის მიმიღწევია. როცა რაღაც შედეგზე გავედი, სულ ხალხის დახმარებით... მადლობა მათ! ხშირად რჩევებს მთხოვენ, მწერენ, მეუბნებიან, რომ გავიზრდებით ბარბარა სამხარაძე გვინდა გამოვიდეთ და რა გავაკეთოთ ამისთვისო? ყველას ვეუბნები, საკუთარ თავში ძალები მოიკრიბონ, იაქტიურონ, არ გაჩერდნენ და ასე იცხოვრონ... მე ასე მგონია და ასე ვფიქრობ, ეს არის წარმატების და კარგი ცხოვრების ფორმულა!

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს