სამართალი
პოლიტიკა
Faceამბები

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას გულისხმობს ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით გაფართოებული ვალდებულება, რომელიც მწარმოებლებს დეკემბრიდან ექნებათ?
რას გულისხმობს ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით გაფართოებული ვალდებულება, რომელიც მწარმოებლებს დეკემბრიდან ექნებათ?

სა­წარ­მოო ნარ­ჩე­ნე­ბი დე­და­მი­წის უდი­დე­სი და­მა­ბინ­ძუ­რე­ბე­ლია, რო­მე­ლიც ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, მსოფ­ლი­ო­ში და­ახ­ლო­ე­ბით, 100 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხე­ბა.

ფილ­ტვის კი­ბო­თი გარ­დაც­ვა­ლე­ბის რის­კი 20%-ით მე­ტია იმ ადა­მი­ა­ნებ­ში, ვინც და­ბინ­ძუ­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ცხოვ­რობს ვიდ­რე მათ შემ­თხვე­ვა­ში, ვინც შე­და­რე­ბით ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა ად­გილ­ზე არი­ან და­სახ­ლე­ბუ­ლე­ბი.

დღეს, მი­წი­სა და წყლის ყვე­ლა­ზე პრობ­ლე­მა­ტურ და­მა­ბინ­ძუ­რებ­ლად პლას­ტი­კის პარ­კე­ბი, ბოთ­ლე­ბი, სა­ბუ­რა­ვე­ბი, სი­გა­რე­ტის ნამ­წვა­ვე­ბი და მსგავ­სი ხში­რად მოხ­მა­რე­ბა­დი პრო­დუქ­ტე­ბია მიჩ­ნე­უ­ლი. მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა წერ­ტილ­ში, პლას­ტი­კის პარ­კე­ბით და­ღუ­პუ­ლი ვე­შა­პე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია თით­ქმის რამ­დე­ნი­მე თვე­ში ერთხელ ვრცელ­დე­ბა. ასე­ვე, იღუ­პე­ბი­ან მცი­რე ზო­მის თევ­ზე­ბიც, ვე­ღარ ხა­რო­ბენ წყალმცე­ნა­რე­ე­ბი, სა­ზღვაო ეკო­სის­ტე­მის გა­ნად­გუ­რე­ბა­ში კი მთა­ვა­რი დამ­ნა­შა­ვე ჩვენ - ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ნარ­ჩე­ნე­ბით და­ბინ­ძუ­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით მდგო­მა­რე­ო­ბა უკვე კრი­ტი­კუ­ლად დამ­ძიმ­და და გან­ვი­თა­რე­ბულ­მა ქვეყ­ნებ­მა გა­რე­მოს­თვის მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნის შე­სამ­ცი­რებ­ლად მუ­შა­ო­ბა და­ი­წყეს, სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით, მიღ­წე­უ­ლი მა­ინც არ არის.

ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თვის პრო­ცეს­ში სა­ქარ­თვე­ლო მსოფ­ლი­ოს გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­თან ერ­თად უკვე წლე­ბია, ჩა­ერ­თო. წლი­დან წლამ­დე, ევ­რო­კავ­შირ­თან ერ­თად მუ­შავ­დე­ბა ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, რო­მე­ლიც გა­რე­მო­ზე ზრუნ­ვას ემ­სა­ხუ­რე­ბა. მა­გა­ლი­თად, 2019 წლის 1-ლი აპ­რი­ლი­დან პლას­ტი­კის ნარ­ჩე­ნე­ბით გა­რე­მოს და­ბინ­ძუ­რე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, ყვე­ლა სის­ქის პლას­ტი­კის პასრკი აიკ­რძა­ლა.

მიმ­დი­ნა­რე წლის 1-ლი დე­კემ­ბრი­დან სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნი­ნის „ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თვის კო­დექ­სის“ ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ძა­ლა­ში შე­დის მწარ­მო­ებ­ლის გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რაც გუ­ლის­ხმობს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ბიზ­ნეს-ოპე­რა­ტო­რე­ბი (მწარ­მო­ებ­ლე­ბი და ბა­ზარ­ზე გან­მარ­თავ­სე­ბე­ლი იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბი, მათ შო­რის, იმ­პორ­ტი­ო­რე­ბი) ვალ­დე­ბულ­ნი იქ­ნე­ბი­ან, უზ­რუნ­ველ­ყონ მათ მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზარ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის­გან წარ­მოქ­მნი­ლი ნარ­ჩე­ნე­ბის სე­პა­რი­რე­ბუ­ლი შეგ­რო­ვე­ბა, ტრან­სპორ­ტი­რე­ბა, აღ­დგე­ნა, (მათ შო­რის რე­ციკ­ლი­რე­ბა) და გა­რე­მოს­თან უსაფრ­თხო გან­თავ­სე­ბა.

მწარ­მო­ებ­ლის გა­ფარ­თო­ერ­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ეხე­ბა ნარ­ჩე­ნე­ბის შემ­დეგ ნა­კა­დებს: შე­ფუთ­ვი­სა და შე­სა­ფუ­თი მა­სა­ლის ნარ­ჩე­ნებს, ბა­ტა­რე­ებ­სა და აკუ­მუ­ლა­ტო­რებს, ნარ­ჩენ ზე­თებს, გა­მო­ყე­ნე­ბულ სა­ბუ­რა­ვებს, ელექტრო და ელექტრო­ნუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის ნარ­ჩე­ნებ­სა და ხმა­რე­ბი­დან ამო­ღე­ბულ სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბებს.

აღ­ნიშ­ნულ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრომ, ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით გა­მარ­თა შეხ­ვედ­რე­ბი. ბოლო ასე­თი შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თა 25 აპ­რილს, სა­დაც მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებ­დნენ სა­ერ­თა­შო­რი­სო და დო­ნო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის, კერ­ძო სექ­ტო­რის, სა­ვაჭ­რო პა­ლა­ტე­ბის, ბიზ­ნეს ასო­ცი­ა­ცი­ე­ბი­სა და სხვა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რე­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. არ­ნიშ­ნულ შეხ­ვედ­რა­ზე მო­ნა­წი­ლე­ებს კი­დევ ერთხელ ჰქონ­დათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გაც­ნო­ბოდ­ნენ მწარ­მო­ებ­ლის გა­ფარ­თო­ე­ბულ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ტექ­ნი­კუ­რი რეგ­ლა­მენ­ტის პრო­ექ­ტებს, რომ­ლე­ბიც შე­მუ­შავ­და სა­მი­ნის­ტრო­ში მიმ­დი­ნა­რე ევ­რო­კავ­ში­რის ტექ­ნი­კუ­რი დახ­მა­რე­ბის პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში და მი­ე­ღოთ პა­სუ­ხე­ბი მათ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო კი­თხვებ­ზე ად­გი­ლობ­რი­ვი და სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტე­ბის­გან. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კა­ნონ­ქვემ­დე­ბა­რე აქ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, პრე­ზენ­ტა­ცი­ას 150-ე მეტი პირი და­ეს­წრო.

ინ­სტი­ტუ­ცი­ურ მო­წყო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­და­სად­გმე­ლი სა­მო­მავ­ლო ნა­ბი­ჯე­ბი.

მწარ­მო­ებ­ლის გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ახალ კონ­ცეფ­ცი­ას წარ­მო­ად­გენს და მის და­სა­ნერ­გად აუ­ცი­ლე­ბე­ლია შე­სა­ბა­მი­სი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ჩარ­ჩო და სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და კერ­ძო სექ­ტო­რის ცნო­ბი­ე­რე­ბის სა­თა­ნა­დო დონე.

მწარ­მო­ებ­ლის გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლად შვე­დეთ­ში, თო­მას ლინდკ­ვის­ტის მიერ შვე­დე­თის გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თან წარ­დგე­ნილ 1990 წლის ან­გა­რიშ­ში წარ­მო­ად­გი­ნეს, არა­ერთ გა­რე­მოს­დაც­ვის აქ­ტი­ვო­ბას მო­ი­ცავს. უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, ნარ­ჩე­ნე­ბის სე­პა­რი­რე­ბულ შეგ­რო­ვე­ბა­სა და რე­სურ­სად გა­მო­ყე­ნე­ბას, მათი ხე­ლა­სახ­ლი გა­მო­ყე­ნე­ბის, რე­ციკ­ლი­რე­ბი­სა და აღ­დგე­ნის სხვა ფორ­მე­ბის და­ნერგვას, ნა­გავ­საყ­რე­ლებ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ნარ­ჩე­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის შემ­ცი­რე­ბას, სა­ხი­ფა­თო ნარ­ჩე­ნე­ბის უსაფრ­თხო და­მუ­შა­ვე­ბას, რე­სურ­სე­ბი­სა და ღი­რე­ბუ­ლი მე­ო­რა­დი ნედ­ლე­უ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბას, სხვა­დას­ხვა პრო­დუქ­ცი­ის სა­სი­ცო­ცხლო ციკლში ჩარ­თუ­ლი ყვე­ლა ოპე­რა­ტო­რის საქ­მი­ა­ნო­ბის გა­რე­მოს­დაც­ვი­თი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას, პრო­დუქ­ცი­ის უკე­თე­სი დი­ზა­ი­ნის შექ­მნას, ახა­ლი სა­წარ­მო­ე­ბი­სა და სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შექ­მნას და ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა­სა და გა­რე­მო­ზე უარ­ყო­ფი­თი ზე­მოქ­მე­დე­ბის შემ­ცი­რე­ბას.

გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის ხა­ტია წი­ლო­სა­ნის გან­ცხა­დე­ბით, ნარ­ჩე­ნე­ბის და­მუ­შა­ვე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია იყოს გა­ნახ­ლე­ბუ­ლი წყა­რო იმის­თვის, რომ პო­ზი­ტი­უ­რი შე­დე­გე­ბი მი­ი­ღოს რო­გორც ბიზ­ნეს­მა, ისე სა­ხელ­მწი­ფომ.

„ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თვის კო­დექ­სი“ ით­ვა­ლის­წი­ნებს სპე­ცი­ფი­უ­რი ნარ­ჩე­ნე­ბის იმგვა­რად შეგ­რო­ვე­ბას, რომ მწარ­მო­ებ­ლებ­მა, ასე­ვე, იმ­პორ­ტი­ო­რებ­მა და ბა­ზარ­ზე გან­თავ­სე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბელ­მა პი­რებ­მა თვი­თონ უზ­რუნ­ველ­ყონ სპე­ცი­ფი­უ­რი ნარ­ჩე­ნე­ბის შეგ­რო­ვე­ბა და და­მუ­შა­ვე­ბა. თა­ვის­თა­ვად ცხა­დია, ჩვენ 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აქ­ტი­უ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის გვქონ­და ბიზ­ნეს­თან და მათი ჩარ­თუ­ლო­ბით, მათი მო­საზ­რე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი იქნა კა­ნონ­ქვემ­დე­ბა­რე აქ­ტე­ბი, რო­მე­ლიც შე­სა­ბა­მი­სო­ბა­შია „ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თვის კო­დექსთან“ და შე­სა­ბა­მის ევ­რო­დი­რექ­ტი­ვებ­თან და ემ­სა­ხუ­რე­ბა მწარ­მო­ებ­ლის გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის ქვე­ყა­ნა­ში და­ნერგვას. ეს პრინ­ცი­პი აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლია ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში და მათ უკვე 20-წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვთ დაგ­რო­ვი­ლი, თუ რო­გორ უნდა მოხ­დეს ნარ­ჩე­ნე­ბის სწო­რად მარ­თვა და გან­სა­კუთ­რე­ბით, სპე­ცი­ფი­კუ­რი ნარ­ჩე­ნე­ბის ნა­კა­დე­ბის სწო­რად შეგ­რო­ვე­ბა და მათი იმგვა­რად და­მუ­შა­ვე­ბა, რომ არ და­ი­კარ­გოს ის სი­კე­თე, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა, ნარ­ჩე­ნე­ბის მე­ო­რა­დი გა­და­მუ­შა­ვე­ბის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი“,- აღ­ნიშ­ნა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ.

გა­რე­მოს­დაც­ვი­თი პო­ლი­ტი­კის სა­კი­თხებ­ში ექ­სპერ­ტის ხა­თუ­ნა გო­გა­ლა­ძის გან­მარ­ტე­ბით, მწარ­მო­ებ­ლის გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა არის სის­ტე­მა, რო­მე­ლიც მე­წარ­მე­ე­ბის­გან და არა­მარ­ტო მათ­გან, მო­ი­თხოვს გარ­კვე­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბას ნარ­ჩე­ნებ­ზე, რომ­ლე­ბიც მათ მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტი­დან წარ­მო­იქ­მნე­ბა.

„ეს არის სის­ტე­მა, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ხელი შე­ე­წყო­ბა ნარ­ჩე­ნე­ბის სე­პა­რი­რე­ბუ­ლად შეგ­რო­ვე­ბას, მათ გა­და­მუ­შა­ვე­ბას, რე­სურ­სის რე­სურ­სად გა­მოვ­ლე­ნას, ხე­ლახ­ლა გა­მო­ყე­ნე­ბას და მათ რაც შე­იძ­ლე­ბა მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით, უსაფრ­თხოდ გან­თავ­სე­ბას ნა­გავ­საყ­რე­ლებ­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, ეს არის თა­ნა­მედ­რო­ვე მიდ­გო­მა, რო­მე­ლიც კარ­გად არის აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი და და­ნერ­გი­ლი ევ­რო­პის და არა­მარ­ტო ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში და ამის სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ნერგვას 2019 წლი­დან. დღე­ვან­დე­ლი შეხ­ვედ­რის მი­ზა­ნია იმ სა­კა­ნონ­მდებ­ლო აქ­ტე­ბის წარ­მოდ­გე­ნა, რო­მე­ლიც შე­მუ­შავ­და და რო­მე­ლიც ხელს შე­უ­წყობს იმ გარ­კვე­უ­ლი ნარ­ჩე­ნე­ბის ნა­კა­დე­ბის მარ­თვას სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლიც მწარ­მო­ებ­ლის გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის ქვეშ ექ­ცე­ვა“, - აღ­ნიშ­ნა ექ­სპერ­ტმა გა­რე­მოს­დაც­ვი­თი პო­ლი­ტი­კის სა­კი­თხებ­ში.

მწარ­მო­ებ­ლე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბულ ვა­ლე­ბუ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ისა­უბ­რა ალექ­სან­დრე და­რას­მაც, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის წევ­რი და ატა­შეა, ასე­ვე, კავ­ში­რის, ენერ­გი­ის, გა­რე­მოს დაც­ვი­სა და კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბე­ბის სექ­ტო­რის კო­ორ­დი­ნა­ტო­რის პო­ზი­ცი­ას იკა­ვებს.

„სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­რე­მოს დაც­ვი­თი რის­კე­ბის შე­სამ­ცი­რებ­ლად ძა­ლი­ან ბევ­რი რამ შე­იძ­ლე­ბა, გა­კეთ­დეს და სწო­რედ ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ევ­რო­კავ­ში­რი დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობს, რომ მწარ­მო­ებ­ლის გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის კონ­ცეფ­ცია გავ­რცელ­დეს, რათა და­ვა­ფიქ­როთ მწარ­მო­ე­ბე­ლი.

უკვე წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რია, ამ პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში ჩა­მოყ­ვა­ნი­ლი გვყავს ექ­სპერტთა ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხებ­ზე მუ­შა­ობს. მათ შო­რის, ვმუ­შა­ობთ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბის სა­კი­თხებ­ზე, მაგ­რამ იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ამ ყვე­ლაფ­რის გამჭვირ­ვა­ლე­ო­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ვა­წყობთ დღე­ვან­დე­ლის მსგავს შეხ­ვედ­რებს, რათა კერ­ძო სექ­ტორ­მაც და­ი­ნა­ხოს, რა კეთ­დე­ბა, თა­ვი­დან­ვე ჩა­ერ­თოს და ეს ყვე­ლას­თვის მომ­გე­ბი­ა­ნი იყოს“, - გან­მარ­ტა მან.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ყო­ველ­წლი­უ­რად, სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ახ­ლო­ე­ბით, 900 000 ტონა მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ნარ­ჩე­ნი წარ­მო­იქ­მნე­ბა, რო­მე­ლიც 1000-მდე სა­ხი­ფა­თო და არა­სა­ხი­ფა­თო ნივ­თი­ე­რე­ბას შე­ი­ცავს, ამი­ტომ რო­გორც მე­წარ­მე­ე­ბის, ისე ყვე­ლა ჩვენ­გა­ნის მიერ გა­რე­მო­ზე ზრუნ­ვა სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

რას გულისხმობს ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით გაფართოებული ვალდებულება, რომელიც მწარმოებლებს დეკემბრიდან ექნებათ?

რას გულისხმობს ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით გაფართოებული ვალდებულება, რომელიც მწარმოებლებს დეკემბრიდან ექნებათ?

საწარმოო ნარჩენები დედამიწის უდიდესი დამაბინძურებელია, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში დაახლოებით, 100 მილიონი ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება.

ფილტვის კიბოთი გარდაცვალების რისკი 20%-ით მეტია იმ ადამიანებში, ვინც დაბინძურებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს ვიდრე მათ შემთხვევაში, ვინც შედარებით ეკოლოგიურად სუფთა ადგილზე არიან დასახლებულები.

დღეს, მიწისა და წყლის ყველაზე პრობლემატურ დამაბინძურებლად პლასტიკის პარკები, ბოთლები, საბურავები, სიგარეტის ნამწვავები და მსგავსი ხშირად მოხმარებადი პროდუქტებია მიჩნეული. მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, პლასტიკის პარკებით დაღუპული ვეშაპების შესახებ ინფორმაცია თითქმის რამდენიმე თვეში ერთხელ ვრცელდება. ასევე, იღუპებიან მცირე ზომის თევზებიც, ვეღარ ხარობენ წყალმცენარეები, საზღვაო ეკოსისტემის განადგურებაში კი მთავარი დამნაშავე ჩვენ - ადამიანები ვართ.

მიუხედავად იმისა, რომ ნარჩენებით დაბინძურების მიმართულებით მდგომარეობა უკვე კრიტიკულად დამძიმდა და განვითარებულმა ქვეყნებმა გარემოსთვის მიყენებული ზიანის შესამცირებლად მუშაობა დაიწყეს, სასურველი შედეგები ჯერჯერობით, მიღწეული მაინც არ არის.

ნარჩენების მართვის პროცესში საქართველო მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებთან ერთად უკვე წლებია, ჩაერთო. წლიდან წლამდე, ევროკავშირთან ერთად მუშავდება ახალი რეგულაციები, რომელიც გარემოზე ზრუნვას ემსახურება. მაგალითად, 2019 წლის 1-ლი აპრილიდან პლასტიკის ნარჩენებით გარემოს დაბინძურების პრევენციის მიზნით, ყველა სისქის პლასტიკის პასრკი აიკრძალა.

მიმდინარე წლის 1-ლი დეკემბრიდან საქართველოს კანინის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ ვალდებულებების შესაბამისად, ძალაში შედის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება, რაც გულისხმობს, რომ საქართველოს ბიზნეს-ოპერატორები (მწარმოებლები და ბაზარზე განმართავსებელი იურიდიული პირები, მათ შორის, იმპორტიორები) ვალდებულნი იქნებიან, უზრუნველყონ მათ მიერ საქართველოს ბაზარზე განთავსებული პროდუქციისგან წარმოქმნილი ნარჩენების სეპარირებული შეგროვება, ტრანსპორტირება, აღდგენა, (მათ შორის რეციკლირება) და გარემოსთან უსაფრთხო განთავსება.

მწარმოებლის გაფართოერბული ვალდებულება ეხება ნარჩენების შემდეგ ნაკადებს: შეფუთვისა და შესაფუთი მასალის ნარჩენებს, ბატარეებსა და აკუმულატორებს, ნარჩენ ზეთებს, გამოყენებულ საბურავებს, ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენებსა და ხმარებიდან ამოღებულ სატრანსპორტო საშუალებებს.

აღნიშნულ ვალდებულებასთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით გამართა შეხვედრები. ბოლო ასეთი შეხვედრა გაიმართა 25 აპრილს, სადაც მონაწილეობას იღებდნენ საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, კერძო სექტორის, სავაჭრო პალატების, ბიზნეს ასოციაციებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები. არნიშნულ შეხვედრაზე მონაწილეებს კიდევ ერთხელ ჰქონდათ შესაძლებლობა, გაცნობოდნენ მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებასთან დაკავშირებულ ტექნიკური რეგლამენტის პროექტებს, რომლებიც შემუშავდა სამინისტროში მიმდინარე ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში და მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტებისგან. აღსანიშნავია, რომ კანონქვემდებარე აქტებთან დაკავშირებით, პრეზენტაციას 150-ე მეტი პირი დაესწრო.

ინსტიტუციურ მოწყობასთან დაკავშირებული საკითხები და ამ მიმართულებით გადასადგმელი სამომავლო ნაბიჯები.

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება საქართველოსთვის ახალ კონცეფციას წარმოადგენს და მის დასანერგად აუცილებელია შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო და საზოგადოებისა და კერძო სექტორის ცნობიერების სათანადო დონე.

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება, რომელიც პირველად შვედეთში, თომას ლინდკვისტის მიერ შვედეთის გარემოს დაცვის სამინისტროსთან წარდგენილ 1990 წლის ანგარიშში წარმოადგინეს, არაერთ გარემოსდაცვის აქტივობას მოიცავს. უფრო კონკრეტულად, ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებასა და რესურსად გამოყენებას, მათი ხელასახლი გამოყენების, რეციკლირებისა და აღდგენის სხვა ფორმების დანერგვას, ნაგავსაყრელებზე განთავსებული ნარჩენების რაოდენობის შემცირებას, სახიფათო ნარჩენების უსაფრთხო დამუშავებას, რესურსებისა და ღირებული მეორადი ნედლეულის გამოყენებას, სხვადასხვა პროდუქციის სასიცოცხლო ციკლში ჩართული ყველა ოპერატორის საქმიანობის გარემოსდაცვითი მაჩვენებლების გაუმჯობესებას, პროდუქციის უკეთესი დიზაინის შექმნას, ახალი საწარმოებისა და სამუშაო ადგილების შექმნას და ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებას.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ხატია წილოსანის განცხადებით, ნარჩენების დამუშავება შესაძლებელია იყოს განახლებული წყარო იმისთვის, რომ პოზიტიური შედეგები მიიღოს როგორც ბიზნესმა, ისე სახელმწიფომ.

„ნარჩენების მართვის კოდექსი“ ითვალისწინებს სპეციფიური ნარჩენების იმგვარად შეგროვებას, რომ მწარმოებლებმა, ასევე, იმპორტიორებმა და ბაზარზე განთავსებაზე პასუხისმგებელმა პირებმა თვითონ უზრუნველყონ სპეციფიური ნარჩენების შეგროვება და დამუშავება. თავისთავად ცხადია, ჩვენ 2 წლის განმავლობაში აქტიური კომუნიკაციების გვქონდა ბიზნესთან და მათი ჩართულობით, მათი მოსაზრებების გათვალისწინებით შემუშავებული იქნა კანონქვემდებარე აქტები, რომელიც შესაბამისობაშია „ნარჩენების მართვის კოდექსთან“ და შესაბამის ევროდირექტივებთან და ემსახურება მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ქვეყანაში დანერგვას. ეს პრინციპი აპრობირებულია ევროპის ქვეყნებში და მათ უკვე 20-წლიანი გამოცდილება აქვთ დაგროვილი, თუ როგორ უნდა მოხდეს ნარჩენების სწორად მართვა და განსაკუთრებით, სპეციფიკური ნარჩენების ნაკადების სწორად შეგროვება და მათი იმგვარად დამუშავება, რომ არ დაიკარგოს ის სიკეთე, რომელიც შეიძლება, ნარჩენების მეორადი გადამუშავების შედეგად მიღებული“,- აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

გარემოსდაცვითი პოლიტიკის საკითხებში ექსპერტის ხათუნა გოგალაძის განმარტებით, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება არის სისტემა, რომელიც მეწარმეებისგან და არამარტო მათგან, მოითხოვს გარკვეული პასუხისმგებლობის აღებას ნარჩენებზე, რომლებიც მათ მიერ წარმოებული პროდუქტიდან წარმოიქმნება.

„ეს არის სისტემა, რომლის საშუალებითაც ხელი შეეწყობა ნარჩენების სეპარირებულად შეგროვებას, მათ გადამუშავებას, რესურსის რესურსად გამოვლენას, ხელახლა გამოყენებას და მათ რაც შეიძლება მცირე რაოდენობით, უსაფრთხოდ განთავსებას ნაგავსაყრელებზე. შესაბამისად, ეს არის თანამედროვე მიდგომა, რომელიც კარგად არის აპრობირებული და დანერგილი ევროპის და არამარტო ევროპის ქვეყნებში და ამის საქართველოში დანერგვას 2019 წლიდან. დღევანდელი შეხვედრის მიზანია იმ საკანონმდებლო აქტების წარმოდგენა, რომელიც შემუშავდა და რომელიც ხელს შეუწყობს იმ გარკვეული ნარჩენების ნაკადების მართვას საქართველოში, რომელიც მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ქვეშ ექცევა“, - აღნიშნა ექსპერტმა გარემოსდაცვითი პოლიტიკის საკითხებში.

მწარმოებლების გაფართოებულ ვალებულებასთან დაკავშირებით ისაუბრა ალექსანდრე დარასმაც, რომელიც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის წევრი და ატაშეა, ასევე, კავშირის, ენერგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილებების სექტორის კოორდინატორის პოზიციას იკავებს.

„საქართველოში გარემოს დაცვითი რისკების შესამცირებლად ძალიან ბევრი რამ შეიძლება, გაკეთდეს და სწორედ ამასთან დაკავშირებით ევროკავშირი დიდი ხნის განმავლობაში მუშაობს, რომ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების კონცეფცია გავრცელდეს, რათა დავაფიქროთ მწარმოებელი.

უკვე წელიწადნახევარია, ამ პროექტის ფარგლებში ჩამოყვანილი გვყავს ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც აღნიშნულ საკითხებზე მუშაობს. მათ შორის, ვმუშაობთ საკანონმდებლო ცვლილებების საკითხებზე, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ამ ყველაფრის გამჭვირვალეობა აუცილებელია, ვაწყობთ დღევანდელის მსგავს შეხვედრებს, რათა კერძო სექტორმაც დაინახოს, რა კეთდება, თავიდანვე ჩაერთოს და ეს ყველასთვის მომგებიანი იყოს“, - განმარტა მან.

აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურად, საქართველოში დაახლოებით, 900 000 ტონა მუნიციპალური ნარჩენი წარმოიქმნება, რომელიც 1000-მდე სახიფათო და არასახიფათო ნივთიერებას შეიცავს, ამიტომ როგორც მეწარმეების, ისე ყველა ჩვენგანის მიერ გარემოზე ზრუნვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი