პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვალუტის გადამცვლელ 25 პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმდა, 10 კი დაჯარიმდა - ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს
ვალუტის გადამცვლელ 25 პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმდა, 10 კი დაჯარიმდა - ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა ბან­კმა დე­და­ქა­ლა­ქის მას­შტა­ბით, მიმ­დი­ნა­რე შე­მოწ­მე­ბე­ბის ფარ­გლებ­ში,"ვა­ლუ­ტის გა­დამ­ცვლე­ლი პუნ­ქტე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ი­სა და რე­გუ­ლი­რე­ბის წე­სის "მო­თხოვ­ნა­თა დარ­ღვე­ვე­ბის გამო, ვა­ლუ­ტის გა­დამ­ცვლელ 25 პუნ­ქტს რე­გის­ტრა­ცია გა­უ­უქ­მა, ხოლო 10 პუნ­ქტს ფუ­ლა­დი ჯა­რი­მა და­ა­კის­რა. აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ეროვ­ნუ­ლი ბან­კი ავ­რცე­ლებს.

დე­და­ქა­ლა­ქის ტუ­რის­ტულ ზო­ნებ­ში მდე­ბა­რე სა­ვა­ლუ­ტო პუნ­ქტე­ბი მომ­ხმა­რებ­ლებს სა­თა­ნა­დოდ არ აწ­ვდიდ­ნენ ინ­ფორ­მა­ცი­ას ვა­ლუ­ტის გა­დაც­ვლის ოპე­რა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ. კერ­ძოდ, სა­ვა­ლუ­ტო პუნ­ქტებს არ ჰქონ­დათ მი­თი­თე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია სა­ყუ­რა­დღე­ბო კურ­სის შე­სა­ხებ, რი­თაც მომ­ხმა­რე­ბე­ლი შეგ­ნე­ბუ­ლად შეჰ­ყავ­დათ შეც­დო­მა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა ბან­კმა, ვა­ლუ­ტის გა­დამ­ცვლე­ლი პუნ­ქტე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის სრულ­ყო­ფი­სა და მომ­ხმა­რე­ბელ­თა ინ­ტე­რე­სე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რად დაც­ვის მიზ­ნით, სა­ვა­ლუ­ტო პუნ­ქტე­ბი ვალ­დე­ბულ­ნი არი­ან მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვი­სას მომ­ხმა­რე­ბელს მი­ა­წო­დონ სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია რო­გორც ვა­ლუ­ტის სა­ყუ­რა­დღე­ბო გაც­ვლი­თი კურ­სი­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­კო­მი­სი­ოს (ასე­თე­ბის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში) ოდე­ნო­ბის, ისე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ის 30 წუთ­ში გა­უქ­მე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბის შე­სა­ხებ. ასე­ვე, მომ­ხმა­რე­ბელს უნდა მი­ე­წო­დოს ინ­ფორ­მა­ცია იმის თა­ო­ბა­ზე, რომ ტრან­ზაქ­ცი­ის გა­უქ­მე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია ქვით­რის მი­ღე­ბი­დან 30 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, თუ ტრან­ზაქ­ცი­ის მო­ცუ­ლო­ბა არ აღე­მა­ტე­ბა 5 000 ლარს ან მის ეკ­ვი­ვა­ლენტს უცხო­ურ ვა­ლუ­ტა­ში.

„სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კი მო­მა­ვალ­შიც, პე­რი­ო­დუ­ლად, შე­ა­მოწ­მებს და მი­ი­ღებს შე­სა­ბა­მის ზო­მებს მომ­ხმა­რე­ბელ­თა უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად და ვა­ლუ­ტის გა­დამ­ცვლე­ლი პუნ­ქტე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მო­თხოვ­ნებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად. ეროვ­ნუ­ლი ბან­კი კი­დევ ერთხელ მო­უ­წო­დებს მომ­ხმა­რებ­ლებს, ვა­ლუ­ტის გა­დაც­ვლის ოპე­რა­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას გა­მო­ი­ჩი­ნონ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა და ტრან­ზაქ­ცი­ის შეს­რუ­ლე­ბამ­დე გა­და­ა­მოწ­მონ გაც­ვლით კურსთან და მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­კო­მი­სიო გა­და­სა­ხად­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ თვლით, რომ თქვე­ნი უფ­ლე­ბე­ბი და­ირ­ღვა, გთხოვთ, დაგ­ვი­კავ­შირ­დეთ სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ცხელ ხაზ­ზე - 2 406 406 ან მოგ­ვწე­როთ - cp@nbg.gov.ge“, - ნათ­ქვა­მია ეროვ­ნუ­ლი ბან­კის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ავტორი:

ვალუტის გადამცვლელ 25 პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმდა, 10 კი დაჯარიმდა - ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ვალუტის გადამცვლელ 25 პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმდა, 10 კი დაჯარიმდა - ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დედაქალაქის მასშტაბით, მიმდინარე შემოწმებების ფარგლებში,"ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის "მოთხოვნათა დარღვევების გამო, ვალუტის გადამცვლელ 25 პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმა, ხოლო 10 პუნქტს ფულადი ჯარიმა დააკისრა. აღნიშნულ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

დედაქალაქის ტურისტულ ზონებში მდებარე სავალუტო პუნქტები მომხმარებლებს სათანადოდ არ აწვდიდნენ ინფორმაციას ვალუტის გადაცვლის ოპერაციების შესახებ. კერძოდ, სავალუტო პუნქტებს არ ჰქონდათ მითითებული ინფორმაცია საყურადღებო კურსის შესახებ, რითაც მომხმარებელი შეგნებულად შეჰყავდათ შეცდომაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობის რეგულირების სრულყოფისა და მომხმარებელთა ინტერესების მაქსიმალურად დაცვის მიზნით, სავალუტო პუნქტები ვალდებულნი არიან მომსახურების გაწევისას მომხმარებელს მიაწოდონ სრული ინფორმაცია როგორც ვალუტის საყურადღებო გაცვლითი კურსისა და მომსახურების საკომისიოს (ასეთების არსებობის შემთხვევაში) ოდენობის, ისე განხორციელებული ოპერაციის 30 წუთში გაუქმების შესაძლებლობის შესახებ. ასევე, მომხმარებელს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ტრანზაქციის გაუქმება შესაძლებელია ქვითრის მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში, თუ ტრანზაქციის მოცულობა არ აღემატება 5 000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში.

„საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც, პერიოდულად, შეამოწმებს და მიიღებს შესაბამის ზომებს მომხმარებელთა უფლებების დასაცავად და ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მომხმარებლებს, ვალუტის გადაცვლის ოპერაციის განხორციელებისას გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება და ტრანზაქციის შესრულებამდე გადაამოწმონ გაცვლით კურსთან და მომსახურების საკომისიო გადასახადთან დაკავშირებული ინფორმაცია. იმ შემთხვევაში, თუ თვლით, რომ თქვენი უფლებები დაირღვა, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ საქართველოს ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზე - 2 406 406 ან მოგვწეროთ - cp@nbg.gov.ge“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო