პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ შეიტანა "თიბისი ბანკმა" სარჩელი "მარტელო გრუპის" წინააღმდეგ - მამუკა ხაზარაძე განმარტებას აკეთებს
რატომ შეიტანა "თიბისი ბანკმა" სარჩელი "მარტელო გრუპის" წინააღმდეგ - მამუკა ხაზარაძე განმარტებას აკეთებს

"თი­ბი­სი ბან­კმა" სა­სა­მარ­თლო­ში 17 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ტრან­ზაქ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლი „მარ­ტე­ლო გრუპ ლი­მი­ტე­დის" წი­ნა­აღ­მდეგ შე­ი­ტა­ნა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს ბან­კის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს ყო­ფილ­მა წევ­რმა, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სწო­რედ „მარ­ტე­ლო გრუპ ლი­მი­ტე­დი" ფი­გუ­რი­რებს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში "თი­ბი­სი ბან­კის" საქ­მე­ზე და­წყე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის საქ­მე­ში. დღე­ი­სათ­ვის ის ით­ვლე­ბა სა­და­ვო 17 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის სეს­ხის ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შემ­სრუ­ლებ­ლად „თი­ბი­სი ბან­კში”. ხა­ზა­რა­ძე აცხა­დებს, რომ ბან­კმა სა­სა­მარ­თლოს მხო­ლოდ იმის გამო მი­მარ­თა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მის გარ­შე­მო მიმ­დი­ნა­რე პრო­ცესს ნა­თე­ლი მო­ე­ფი­ნოს.

„ბან­კმა მა­ში­ნაც და ახ­ლაც იმოქ­მე­და სა­მარ­თლი­ა­ნად. ამ პრო­ცეს­ში და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მხო­ლოდ და მხო­ლოდ ორი ადა­მი­ა­ნია, ეს არის ბად­რი ჯა­ფა­რი­ძე და მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე. ბან­კმა შე­ი­ტა­ნა 17 მი­ლი­ო­ნის ტრან­ზაქ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით სარ­ჩე­ლი მხო­ლოდ და მხო­ლოდ იმის გამო, რომ პა­რა­ლე­ლუ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­მო­ძი­ე­ბა ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და ეს პრო­ცე­სი ნა­თელს მო­ფენს არა­მარ­ტო იმას, რაც ფა­რუ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ, არა­მედ მთელ იმ საქ­მეს სა­სა­მარ­თლო წე­სით, რა მოხ­და, რო­გორ მოხ­და და კი­დევ ერთხელ დარ­წმუნ­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა სად იდგა ბან­კი მა­შინ და სად დგას ახლა“, - გა­ნა­ცხა­და ხა­ზა­რა­ძემ.

ავტორი:

რატომ შეიტანა "თიბისი ბანკმა" სარჩელი "მარტელო გრუპის" წინააღმდეგ - მამუკა ხაზარაძე განმარტებას აკეთებს

რატომ შეიტანა "თიბისი ბანკმა" სარჩელი "მარტელო გრუპის" წინააღმდეგ - მამუკა ხაზარაძე განმარტებას აკეთებს

"თიბისი ბანკმა" სასამართლოში 17 მილიონი დოლარის ტრანზაქციასთან დაკავშირებით სასამართლოში სარჩელი „მარტელო გრუპ ლიმიტედის" წინააღმდეგ შეიტანა. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილმა წევრმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

არსებული ინფორმაციით, სწორედ „მარტელო გრუპ ლიმიტედი" ფიგურირებს პროკურატურაში "თიბისი ბანკის" საქმეზე დაწყებული გამოძიების საქმეში. დღეისათვის ის ითვლება სადავო 17 მილიონი დოლარის სესხის ვალდებულების შემსრულებლად „თიბისი ბანკში”. ხაზარაძე აცხადებს, რომ ბანკმა სასამართლოს მხოლოდ იმის გამო მიმართა, რომ აღნიშნული საქმის გარშემო მიმდინარე პროცესს ნათელი მოეფინოს.

„ბანკმა მაშინაც და ახლაც იმოქმედა სამართლიანად. ამ პროცესში დაზარალებული მხოლოდ და მხოლოდ ორი ადამიანია, ეს არის ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე. ბანკმა შეიტანა 17 მილიონის ტრანზაქციასთან დაკავშირებით სარჩელი მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ პარალელურად მიმდინარეობს პროკურატურაში გამოძიება ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით და ეს პროცესი ნათელს მოფენს არამარტო იმას, რაც ფარულად მიმდინარეობს ჩვენს წინააღმდეგ, არამედ მთელ იმ საქმეს სასამართლო წესით, რა მოხდა, როგორ მოხდა და კიდევ ერთხელ დარწმუნდება საზოგადოება სად იდგა ბანკი მაშინ და სად დგას ახლა“, - განაცხადა ხაზარაძემ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ