ახალგაზრდა მსახიობი ქეთი წიქვაძე ქართული გახმაურებული ტელესერიალის "ჩემი ცოლის დაქალების" ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის ჩიკას "სკანდალური" დაქალის როლს ასრულებს, თუმცა როგორც ქეთი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ხელოვანი ადამიანების გარემოცვაში გაიზარდა, პროფესიით ტელე-კინომენეჯერია და სრულიად შემთხვევით მოხვდა ამ როლის ქასთინგებზე. ქეთი მსახიობ ნანა ლორთქიფანიძის შვილი და რეჟისორ გიგა ლორთქიფანიძის შვილიშვილია.
ახალგაზრდა მსახიობს ორი შვილი ჰყავს. როგორც ქეთი აღნიშნავს, კინო-როლი მისთვის პირველია და საერთოდ არ ჰგავს იმ პერსონაჟს, რომელსაც სერიალში განასახიერებს.
ლეკას როლის შემსრულებელი "ბომონდის" ბლიც ინტერვიუს კითხვებს პასუხობს:
ბავშვობაში ვიყავი...
- საკმაოდ პუტკუნა და საყვარელი...
როლი, რომელსაც სიამოვნებით მოვირგებდი...
- დიახ, არც მეტი არც ნაკლები ჯულია რობერტსი ვიქნებოდი და დიდი სიამოვნებით მის ყველა როლს მოვირგებდი.
ოჯახი...
- ჩემთვის ოჯახი ყველაფერია, ეს არის ბედნიერება, რომელსაც წლებთან ერთად აანალიზებ და ხვდები, თუ რამდენად ძვირფასი რამ არის.
შემთხვევა, რომელმაც შემცვალა...
- შემთხვევას, როგორც ასეთს ვერ ვიხსენებ, თუმცა დანამდვილებით ვიცი, რომ სიყვარულმა განაპირობა ჩემი შეცვლა, ეს ისეთი გრძნობაა, რომელიც რადიკალურ ცვლილებებს იწვევს ყველა სულიერშიასე მგონია...
ნივთი, რომლის გარეშეც არ შემიძლია...
- ეს ტელეფონია, რომლის გარეშეც შეუძლებელი და გამორიცხულია სადმე წავიდე. საყვარელ ადამიანს ვერ ვაპატიებ...- ყველაფერს ვაპატიებ, იმიტომ არის ჩემთვის საყვარელი და გამორჩეული ადამიანი, რომ ყველაფრის პატიებას შევძლებ...წაიკითხეთ სრულად