პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ერთადერთი ხატი, რომელზეც ღვთისმშობელი იღიმის - ვინ და როგორ გამოსახა პირველად ქალწული მარიამი ხატებზე
ერთადერთი ხატი, რომელზეც ღვთისმშობელი იღიმის - ვინ და როგორ გამოსახა პირველად ქალწული მარიამი ხატებზე

ღვთის­მშობ­ლის სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი ხატი არ­სე­ბობს. ღვთის­მშობ­ლის ხა­ტის პირ­ვე­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის შექ­მნა ლუკა მა­ხა­რებ­ლის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა, რო­მელ­მაც ოთხი ხატი შექ­მნა:

პირ­ვე­ლი - „ელე­უ­სას“ (მო­წყა­ლე) ღვთის­მშო­ბე­ლი. ამ ხატ­ში ყრმა იესო დე­დას ლო­ყით ეხე­ბა, სწო­რედ ამი­ტომ მას­ში ხაზ­გას­მუ­ლია ადა­მი­ა­ნუ­რი გრძნო­ბა სით­ბო­სი სიყ­ვა­რუ­ლის გან­ცდი­სა.

მე­ო­რე - „ოდი­გიტ­რია“ (გზის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი), სა­დაც ღვთის­მშო­ბელს მარ­ცხე­ნა ხელ­ზე ყრმა უზის. მას წარ­დგი­ნე­ბი­თი ხა­ტიც ჰქვია. მას­ში ხაზ­გას­მუ­ლია ღვთა­ებ­რი­ო­ბა ყრმი­სა.

მე­სა­მე - „ორან­ტა“ (მვედ­რე­ბე­ლი) - ხატი იესო ქრის­ტეს გა­რე­შე, რო­დე­საც ღვთის­მშო­ბელს ხე­ლე­ბი გაწ­ვდი­ლი აქვს და ევედ­რე­ბა მა­ცხო­ვარს, ადა­მი­ან­თა შე­ცო­დე­ბის, შენ­დო­ბი­სა და მათი სუ­ლე­ბის ხსნის­თვის.

მე­ო­თხე - „აგი­ო­სო­რი­ტი­სა“ ან დე­ი­სუ­სი (მო­წყა­ლე) ხატი, სა­დაც ყრმა იე­სოს ღვთის­მშობ­ლის კი­სერ­ზე ხელი აქვს შე­მოხ­ვე­უ­ლი. ეს გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა მსხვერ­პლის იდე­ის მა­ტა­რე­ბე­ლია, სა­დაც ხაზ­გას­მუ­ლია წი­ნას­წა­რი გან­ცდა ტან­ჯვი­სა და ჯვარ­ზე გაკ­ვრი­სა.

ამ­დე­ნი ხა­ტი­დან ბეთ­ლე­მის ღვთის­მშო­ბე­ლი ერ­თა­დერ­თია, რო­მელ­ზეც ღვთის­მშო­ბე­ლი გა­ღი­მე­ბუ­ლია. ეს ღვთის­მშობ­ლის სას­წა­ულ­მო­ქე­დი ხატი, ქრის­ტე­შო­ბის ბა­ზი­ლი­კა­შია დაბ­რძა­ნე­ბუ­ლი. ის "ოდი­გიტ­რი­ას" (გზამ­კვლე­ვი) ტი­პი­საა, მას­ზე უფ­ლის დედა მო­წყა­ლედ იღი­მე­ბა.

რო­გორც მორ­წმუ­ნე­ე­ბი ამ­ბო­ბენ, ბეთ­ლე­მის ხატი ჩვენს დრო­შიც მრა­ვა­ლი სას­წა­უ­ლით გან­დიდ­და. მას არა მხო­ლოდ პა­ლეს­ტი­ნე­ლი ქრის­ტი­ა­ნე­ბი მი­ა­გე­ბენ დიდ პა­ტივს, არა­მედ მუს­ლი­მე­ბიც და მთე­ლი მსოფ­ლი­ო­დან ჩა­სუ­ლი ქრის­ტი­ა­ნე­ბი.

არ­სე­ბუ­ლი ტრა­დი­ცი­ით, ამ ხა­ტის წი­ნა­შე, რო­მე­ლიც მღვი­მის შე­სას­ვლელ­შია დაბ­რძა­ნე­ბუ­ლი, სა­დაც ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშო­ბელ­მა შვა მა­ცხო­ვა­რი, შვი­ლე­ბის მო­ნი­ჭე­ბი­სა და ოჯა­ხუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის ევედ­რე­ბი­ან.

ბეთ­ლემ­ში, ქრის­ტე­შო­ბის ბა­ზი­ლი­კა­ში, დაბ­რძა­ნე­ბუ­ლი ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშობ­ლის ხატი რუ­სე­თის სა­იმ­პე­რა­ტო­რო სახ­ლს XIX სა­უ­კუ­ნე­ში შე­უ­წი­რავს.

ხატი, რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, ოდი­გიტ­რი­ის ტი­პი­საა, მას­ზე უფ­ლის დედა მო­წყა­ლედ იღი­მე­ბა. ბეთ­ლე­მის ღვთის­მშობ­ლის ხსე­ნე­ბა 28 აგ­ვის­ტო­საა.

ზეინაბი
0

ღვთის მშობელი შეეწიოს საქართველოს და ქართველ ერს.

 

ავტორი:

ერთადერთი ხატი, რომელზეც ღვთისმშობელი იღიმის - ვინ და როგორ გამოსახა პირველად ქალწული მარიამი ხატებზე

ერთადერთი ხატი, რომელზეც ღვთისმშობელი იღიმის - ვინ და როგორ გამოსახა პირველად ქალწული მარიამი ხატებზე

ღვთისმშობლის სხვადასხვაგვარი ხატი არსებობს. ღვთისმშობლის ხატის პირველი გამოსახულების შექმნა ლუკა მახარებლის სახელს უკავშირდება, რომელმაც ოთხი ხატი შექმნა:

პირველი - „ელეუსას“ (მოწყალე) ღვთისმშობელი. ამ ხატში ყრმა იესო დედას ლოყით ეხება, სწორედ ამიტომ მასში ხაზგასმულია ადამიანური გრძნობა სითბოსი სიყვარულის განცდისა.

მეორე - „ოდიგიტრია“ (გზის მაჩვენებელი), სადაც ღვთისმშობელს მარცხენა ხელზე ყრმა უზის. მას წარდგინებითი ხატიც ჰქვია. მასში ხაზგასმულია ღვთაებრიობა ყრმისა.

მესამე - „ორანტა“ (მვედრებელი) - ხატი იესო ქრისტეს გარეშე, როდესაც ღვთისმშობელს ხელები გაწვდილი აქვს და ევედრება მაცხოვარს, ადამიანთა შეცოდების, შენდობისა და მათი სულების ხსნისთვის.

მეოთხე - „აგიოსორიტისა“ ან დეისუსი (მოწყალე) ხატი, სადაც ყრმა იესოს ღვთისმშობლის კისერზე ხელი აქვს შემოხვეული. ეს გამოსახულება მსხვერპლის იდეის მატარებელია, სადაც ხაზგასმულია წინასწარი განცდა ტანჯვისა და ჯვარზე გაკვრისა.

ამდენი ხატიდან ბეთლემის ღვთისმშობელი ერთადერთია, რომელზეც ღვთისმშობელი გაღიმებულია. ეს ღვთისმშობლის სასწაულმოქედი ხატი, ქრისტეშობის ბაზილიკაშია დაბრძანებული. ის "ოდიგიტრიას" (გზამკვლევი) ტიპისაა, მასზე უფლის დედა მოწყალედ იღიმება.

როგორც მორწმუნეები ამბობენ, ბეთლემის ხატი ჩვენს დროშიც მრავალი სასწაულით განდიდდა. მას არა მხოლოდ პალესტინელი ქრისტიანები მიაგებენ დიდ პატივს, არამედ მუსლიმებიც და მთელი მსოფლიოდან ჩასული ქრისტიანები.

არსებული ტრადიციით, ამ ხატის წინაშე, რომელიც მღვიმის შესასვლელშია დაბრძანებული, სადაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა შვა მაცხოვარი, შვილების მონიჭებისა და ოჯახური კეთილდღეობისთვის ევედრებიან.

ბეთლემში, ქრისტეშობის ბაზილიკაში, დაბრძანებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი რუსეთის საიმპერატორო სახლს XIX საუკუნეში შეუწირავს.

ხატი, როგორც აღვნიშნეთ, ოდიგიტრიის ტიპისაა, მასზე უფლის დედა მოწყალედ იღიმება. ბეთლემის ღვთისმშობლის ხსენება 28 აგვისტოსაა.