საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ უდიდეს ჩინურ კომპანია ZPMC-თან მემორანდუმი გააფორმა
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ უდიდეს ჩინურ კომპანია ZPMC-თან მემორანდუმი გააფორმა

1-ელ მა­ისს 12:00 სა­ათ­ზე, ანაკ­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­სორ­ცი­უმ­სა და ZPMC-ს შო­რის ამ­წე­ე­ბის თა­ო­ბა­ზე ხელ­მო­წე­რის ცე­რე­მო­ნია გა­ი­მარ­თა. ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუმს ხელი მო­ა­წე­რეს „ანაკ­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­სორ­ცი­უ­მის“ გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ლე­ვან ახვლე­დი­ან­მა და­კომ­პა­ნია ZPMC-ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა ლიუ ქი­ზონ­გმა.

უდი­დე­სი ჩი­ნუ­რი კომ­პა­ნია ZPMC ანაკ­ლი­ის პორ­ტს eRTG ტი­პის ამ­წე­ე­ბით მო­ა­მა­რა­გებს. eRTG ტი­პის ამ­წე­ე­ბი პორ­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კონ­ტე­ი­ნე­რე­ბის გა­და­სა­ად­გი­ლებ­ლად და და­სა­სა­წყო­ბებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა და „ანაკ­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­სორ­ცი­უ­მი“ ამ ეტაპ­ზე ZPMC-გან 12 ერ­თე­ულ ამ­წეს შე­ის­ყი­დის. „ანაკ­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­სორ­ცი­უმ­მა“ ZPMC გა­მარ­ჯვე­ბულ კომ­პა­ნი­ად სა­ერ­თა­შო­რი­სო ტენ­დე­რის შე­დე­გად გა­მო­ავ­ლი­ნა. ტენ­დე­რი რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და მას, „ანაკ­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­სორ­ცი­უმ­თან“ ერ­თად კონ­სორ­ცი­უ­მის პარტნი­ო­რი კომ­პა­ნი­ე­ბი - სა­კონ­ტე­ი­ნე­რო ტერ­მი­ნა­ლის ოპე­რა­ტო­რი SSA Marine და დე­ტა­ლუ­რი პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი BergerABAM უძღვე­ბოდ­ნენ. ტენ­დერ­ში დიდი სა­ერ­თა­შო­რი­სო, მათ შო­რის, ევ­რო­პუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ, ხოლო სა­ფი­ნა­ლო ეტაპ­ზე სამი წამ­ყვა­ნი კომ­პა­ნია გა­ვი­და.

ZPMC მსოფ­ლი­ოს უმ­სხვი­ლე­სი კომ­პა­ნი­აა, რო­მე­ლიც რთუ­ლი პი­რო­ბე­ბის­თვის გან­კუთ­ვნილ მძი­მე ტექ­ნი­კას აწარ­მო­ებს, მათ შო­რი­საა დიდი მო­ცუ­ლო­ბის სა­კონ­ტე­ი­ნე­რო და ნა­ყა­რი ტვირ­თის გა­დამ­ზი­და­ვი ტექ­ნი­კა, სა­ზღვაო და სხვა ტი­პის მძი­მე ტექ­ნი­კა. კომ­პა­ნია, ასე­ვე, მო­წი­ნა­ვეა მსოფ­ლი­ო­ში თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­სა და სა­ზღვაო ტექ­ნი­კის მა­ღა­ლი სტან­დარ­ტე­ბით წარ­მო­ე­ბა­ში.

კომ­პა­ნი­ის მფლო­ბე­ლო­ბა­შია 60,000 დან 100,000 ტო­ნის სიმ­ძლავ­რის 26 გემი, რომ­ლე­ბიც მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან. ZPMC-ის ცენ­ტრა­ლუ­რი ოფი­სი შან­ხა­ი­ში მდე­ბა­რე­ობს და კომ­პა­ნია შან­ხა­ის სა­ფონ­დო ბირ­ჟა­ზე კვო­ტი­რებს.

NS

sponsored by ContentRoom
ავტორი:

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ უდიდეს ჩინურ კომპანია ZPMC-თან მემორანდუმი გააფორმა

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ უდიდეს ჩინურ კომპანია ZPMC-თან მემორანდუმი გააფორმა

1-ელ მაისს 12:00 საათზე, ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და ZPMC-ს შორის ამწეების თაობაზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა დაკომპანია ZPMC-ის ვიცე-პრეზიდენტმა ლიუ ქიზონგმა.

უდიდესი ჩინური კომპანია ZPMC ანაკლიის პორტს eRTG ტიპის ამწეებით მოამარაგებს. eRTG ტიპის ამწეები პორტის ტერიტორიაზე კონტეინერების გადასაადგილებლად და დასასაწყობებლად გამოიყენება და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ამ ეტაპზე ZPMC-გან 12 ერთეულ ამწეს შეისყიდის. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ZPMC გამარჯვებულ კომპანიად საერთაშორისო ტენდერის შედეგად გამოავლინა. ტენდერი რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ერთად კონსორციუმის პარტნიორი კომპანიები - საკონტეინერო ტერმინალის ოპერატორი SSA Marine და დეტალური პროექტის ავტორი BergerABAM უძღვებოდნენ. ტენდერში დიდი საერთაშორისო, მათ შორის, ევროპული კომპანიები მონაწილეობდნენ, ხოლო საფინალო ეტაპზე სამი წამყვანი კომპანია გავიდა.

ZPMC მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიაა, რომელიც რთული პირობებისთვის განკუთვნილ მძიმე ტექნიკას აწარმოებს, მათ შორისაა დიდი მოცულობის საკონტეინერო და ნაყარი ტვირთის გადამზიდავი ტექნიკა, საზღვაო და სხვა ტიპის მძიმე ტექნიკა. კომპანია, ასევე, მოწინავეა მსოფლიოში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და საზღვაო ტექნიკის მაღალი სტანდარტებით წარმოებაში.

კომპანიის მფლობელობაშია 60,000 დან 100,000 ტონის სიმძლავრის 26 გემი, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით გადაადგილდებიან. ZPMC-ის ცენტრალური ოფისი შანხაიში მდებარეობს და კომპანია შანხაის საფონდო ბირჟაზე კვოტირებს.

NS

ქართულმა ფარმაცევტულმა საწარმო „ავერსი-რაციონალმა“ საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ მოიპოვა

როგორ გაუზომავენ სიცხეს მოსწავლეთა ერთდროულ ნაკადს?

5 რჩევა მათთვის, ვინც ბინის შეძენას აპირებს