პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ისტორიული ფაქტები ადასტურებს, რომ დავით გარეჯი საქართველოსია" - რას ამბობს ისტორიკოსი სადავო ტერიტორიაზე
"ისტორიული ფაქტები ადასტურებს, რომ დავით გარეჯი საქართველოსია" - რას ამბობს ისტორიკოსი სადავო ტერიტორიაზე

და­ვით გა­რე­ჯის სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექსთან და ზო­გა­დად, სა­ქარ­თვე­ლო-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ზღვარ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მა წლე­ბია არ­სე­ბობს და დრო­დად­რო მწვავ­დე­ბა. თუმ­ცა, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი არ არის ერ­თა­დერ­თი ქვე­ყა­ნა, რო­მელ­თა­ნაც სა­ქარ­თვე­ლოს ამ მხრივ პრობ­ლე­მე­ბი აქვს.

სწო­რედ ამა­ზე გა­ა­კე­თა აქ­ცენ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა "ამე­რი­კის ხმის­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში, როცა გა­ნა­ცხა­და, რომ სა­კი­თხზე მუ­შა­ო­ბა აქ­ტი­უ­რად უნდა და­ი­წყოს და დავა სა­ბო­ლო­ოდ გა­და­წყდეს.

"მე რომ ვი­ყა­ვი აზერ­ბა­ი­ჯან­ში და სომ­ხეთ­ში, ორი­ვე ად­გი­ლას ვთქვი, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლია გაგ­რძელ­დეს ის, რომ ჩვენ, ასე­თი მე­გობ­რუ­ლი ქვეყ­ნე­ბი, რომ­ლებ­საც მარ­თლაც არ აქვთ არა­ფე­რი გა­სა­ყო­ფი, ვერ მი­ვი­დეთ სა­ბო­ლოო დე­მარ­კა­ცი­ამ­დე, რო­მე­ლიც არის პირ­ვე­ლი ნი­შა­ნი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის" - აღ­ნიშ­ნა ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ინ­ტერ­ვი­უ­ში.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა და­ვით ზალ­კა­ლი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, რომ და­ვით გა­რე­ჯის სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექსთან და­კავ­ში­რე­ბით ვი­თა­რე­ბა ამ ეტაპ­ზე მოგ­ვა­რე­ბუ­ლია და მო­მა­ვალ­ში მხა­რე­ე­ბი აქ­ტი­უ­რად იმუ­შა­ვე­ბენ, რათა მოგ­ვარ­დეს სა­ქარ­თვე­ლო-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ზღვრის დე­ლი­მი­ტა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია რომ, და­ვით გა­რე­ჯის სა­კითხს გუ­შინ გა­მო­ეხ­მა­უ­რა „სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რებ აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ­თა ეროვ­ნუ­ლი კონ­გრე­სის“ თავ­მჯდო­მა­რე, ალი ბა­ბა­ე­ვი. ის არ გა­მო­რი­ცხავს, რომ და­ვით გა­რე­ჯის სა­კი­თხის გამ­წვა­ვე­ბა, შე­საძ­ლოა, გარ­კვე­ულ გარე ძა­ლებ­საც აძ­ლევ­დეს ხელს, "მე­სა­მე ქვე­ყა­ნას" - რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, იმი­სათ­ვის, რომ სა­ქარ­თვე­ლო-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის კე­თილ­მე­ზობ­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გა­ფუჭ­დეს.

შემ­თხვე­ვა, რო­მე­ლიც ბო­ლოს რამ­დე­ნი­მე დღის წინ და­ფიქ­სირ­და, პირ­ვე­ლი არ არის. ანა­ლო­გი­უ­რად, აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ­მა მე­სა­ზღვრე­ებ­მა და­ვით გა­რე­ჯის მო­ნას­ტრის­კენ მი­მა­ვა­ლი გზა გა­და­კე­ტეს და ბე­რებს წირ­ვა-ლოც­ვის აღ­ვლე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ მის­ცეს 2012 წელს, მა­ში­ნაც წი­ნა­სა­აღ­დგო­მო პე­რი­ოდ­ში მოხ­და.

და­ვინ­ტე­რეს­დით, რო­გო­რია ქარ­თულ-აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი დი­ლე­მის ის­ტო­რი­უ­ლი რა­კურ­სი და­ვით გა­რეჯ­თან მი­მარ­თე­ბა­ში და AMBEBI.GE ინ­ტერ­ვი­უს­თვის ის­ტო­რი­კოს გი­ორ­გი ოთხმე­ზურს და­უ­კავ­შირ­და. ის­ტო­რი­კო­სის მტკი­ცე­ბით, არ შე­იძ­ლე­ბა კი­თხვის ნი­შა­ნი არ­სე­ბობ­დეს იმა­ზე, არის თუ არა და­ვით გა­რე­ჯის ეს სა­დაო ტე­რი­ტო­რია სა­ქარ­თვე­ლო­სი:

"პრობ­ლე­მის გა­და­სა­წყვე­ტად არ­სე­ბობს ოთხი მი­მარ­თუ­ლე­ბა: პო­ლი­ტი­კუ­რი, სა­მარ­თლებ­რი­ვი, რე­ლი­გი­უ­რი და ის­ტო­რი­უ­ლი კონ­ტექ­სტი.

რე­ლი­გი­ურ და ის­ტო­რი­ულ ას­პექ­ტში ორი აზრი არ შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბობ­დეს იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ ვის უფრო ეკუთ­ვნის ეს ტე­რი­ტო­რია. სულ თა­ვი­დან რომ და­ვი­წყოთ, ჯერ კი­დევ მე­ექ­ვსე სა­უ­კუ­ნის შუა ხა­ნებ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­და 13 ასუ­რე­ლი მამა, რო­მელ­თა­გან ერთ-ერთი იყო და­ვით გა­რე­ჯე­ლი. იგი ჯერ მამა და­ვით­ზე მოღ­ვა­წე­ობ­და (ამი­ტო­მაც და­ერ­ქვა მა­მა­და­ვი­თი), მერე ქა­შუ­ე­თის ეკ­ლე­სი­ა­ში...

ბო­ლოს ის წა­ვი­და გა­რე­ჯში, გა­ა­შე­ნა ლავ­რე­ბი და აა­ღორ­ძი­ნა ქრის­ტი­ა­ნო­ბა. ერთ-ერთ გა­მოქ­ვა­ბულ­ში თა­ვად­ვე არის დაკ­რძა­ლუ­ლი. ზუს­ტად იმ სა­დაო თხე­მის გა­დაღ­მაა უდაბ­ნო და აქე­თაა ლავ­რა, ლავ­რას არ გვე­და­ვე­ბი­ან, თუმ­ცა იქეთ უდაბ­ნოს ტე­რი­ტო­რია, რო­მე­ლიც ახლა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­დის, ისიც სა­ქარ­თვე­ლო­სია ის­ტო­რი­უ­ლად.

არ­სე­ბობს საბ­ჭო­თა დრო­ინ­დე­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­ზღვრის აღ­მწე­რე­ლი რუ­კე­ბი. სა­უბ­რო­ბენ იმა­ზე, რომ ამ დო­კუ­მენ­ტე­ბის მი­ხედ­ვით უნდა მოხ­დეს სა­ზღვრე­ბის დად­გე­ნა, რაც არას­წო­რია, რად­გან ის რუ­კე­ბი თა­ვის დრო­ზე ხარ­ვე­ზე­ბი­თაა შედ­გე­ნი­ლი. კერ­ძოდ, ისე შე­ად­გი­ნეს რუ­კე­ბი, არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა დე­ლი­მი­ტა­ცია-დე­მარ­კა­ცი­ის პრო­ცე­სი. უნდა აღი­ნიშ­ნოს ისიც რომ, საბ­ჭო­თა რუ­კე­ბის ორი ვერ­სია არ­სე­ბობს: რუ­კე­ბის ერთი ნა­წი­ლი ამ­ტკი­ცებს, რომ ეს სა­დაო მო­ნაკ­ვე­თი სა­ქარ­თვე­ლო­სია, ხოლო მე­ო­რე დო­კუ­მენ­ტით დგინ­დე­ბა სა­პი­რის­პი­რო, რომ თით­ქოს აზერ­ბა­ი­ჯანს ეკუთ­ვნის.

რო­გორც არ უნდა იყოს, არ­სე­ბობს უამ­რა­ვი და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ის­ტო­რი­უ­ლი ფაქ­ტი იმი­სა, რომ და­ვით გა­რე­ჯი სა­ქარ­თვე­ლო­სია. ასე მა­გა­ლი­თად:

და­ვით გა­რე­ჯის უდაბ­ნო­თა წი­ნამ­ძღვრე­ბი და ბე­რე­ბი იყ­ვნენ სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო დარ­ბა­ზის წევ­რე­ბი, და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის­გან სა­გა­და­სა­ხა­დო შე­უ­ვა­ლო­ბა ჰქონ­დათ მი­ნი­ჭე­ბუ­ლი. რო­დე­საც დე­მეტ­რე მე­ო­რის ყა­ე­ნის კარ­ზე გამ­გზავ­რე­ბის სა­კი­თხი წყდე­ბო­და, ის­ტო­რი­უ­ლი წყა­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით, მო­იწ­ვი­ეს გა­რე­ჯე­ლი ბე­რე­ბი, რად­გან ისი­ნი აქ­ტი­ურ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებ­დნენ პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში.

უდაბ­ნო­ში არის მე­ცხრე-მე­ცხრა­მე­ტე სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წარ­წე­რე­ბი. ათას­ზე მეტი ქარ­თუ­ლი წარ­წე­რაა. იქა­ურ ეკ­ლე­სი­ებ­ში, გა­მოქ­ვა­ბუ­ლებ­ში ბაგ­რატ მე­ო­თხის, თა­მარ მე­ფის, და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის ფრეს­კე­ბი და პორ­ტრე­ტე­ბია სულ და თუ ის სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რია არ იყო და იყო აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ან ალ­ბა­ნე­თის (ალ­ბა­ნი­ზა­ცი­ის თე­ო­რია წა­მო­ა­ყე­ნეს აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებ­მა, თით­ქოს მათი წი­ნაპ­რე­ბი იყ­ვნენ ქრის­ტი­ა­ნი ალ­ბა­ნე­ლე­ბი, რომ­ლებ­საც ეკუთ­ვნო­დათ ეს ტე­რი­ტო­რია) რა ლო­გი­კაა იმა­ში, რომ მათ ქარ­თვე­ლი მე­ფე­ე­ბის პორ­ტრე­ტე­ბი მო­ხა­ტეს ყველ­გან და არა თა­ვი­ან­თი მმარ­თვე­ლე­ბის?" - ამ­ბობს ის­ტო­რი­კო­სი.

ოთხმე­ზუ­რის თქმით, ის რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი ახლა პრე­ტენ­ზი­ას გა­მოთ­ქვა­მენ და­ვით გა­რე­ჯზე, სერ­გო ორ­ჯო­ნი­კი­ძის (ამი­ერ­კავ­კა­სი­ის ფე­დე­რა­ცი­ის კავ­ბი­უ­როს ხელ­მძღვა­ნე­ლი) 1921 წელს მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის „დამ­სა­ხუ­რე­ბაა“:

"ორ­ჯო­ნი­კი­ძის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით მოხ­და შიდა სა­ზღვრე­ბის დად­გე­ნა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ­მა კო­მუ­ნის­ტებ­მა მო­ი­თხო­ვეს გარ­კვე­უ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი. ორ­ჯო­ნი­კი­ძემ ეს სა­კი­თხი გა­და­წყვი­ტა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­სარ­გებ­ლოდ, სირ­ცხვი­ლია მოძ­მე კო­მუ­ნის­ტებს შო­რის სა­ზღვრებ­ზე და­ვაო, ჩვენ მსოფ­ლიო პრო­ლე­ტა­რულ რე­ვო­ლუ­ცი­ას რომ მო­ვახ­დენთ, სა­ზღვრე­ბი სა­ერ­თოდ არ იქ­ნე­ბა და რა­ტომ უნდა ვი­და­ვოთ და რა­ტომ უნდა ვა­წყე­ნი­ნოთ ჩვენს ძმებ­სო?!

საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის შემ­დეგ, მხა­რე­ე­ბის დრო­ე­ბი­თი შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, პი­რო­ბი­თი სა­ზღვა­რი გავ­ლე­ბულ იქნა მო­ნას­ტრის თხემ­ზე ისე, რომ სა­მო­ნას­ტრო კომ­ლექ­სის ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბა არ შეც­ვლი­ლა.

სხვა­თა შო­რის, მა­შინ­დელ­მა ცეკა-ს მდი­ვან­მა ჯუმ­ბერ პა­ტი­აშ­ვილ­მა, 1987-88 წლებ­ში ქარ­თულ-აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ შეხ­ვედ­რებ­ზე, რომ­ლე­ბიც სწო­რედ ამ სა­ზღვრე­ბის დად­გე­ნას ეძღვნე­ბო­და (მა­რი­კა ლორ­თქიფ­ნი­ძე ეს­წრე­ბო­და და მის­გან ვიცი ეს), აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას წა­მო­უ­ყე­ნა სა­კი­თხი, რომ თუ ბერ­თუ­ბანს გად­მოგ­ვცემთ, ოთხ იმ­დენ ტე­რი­ტო­რი­ას მოგ­ცემთ სა­ნაც­ვლო­დო.

ეს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის გავ­ცლის პრაქ­ტი­კა საკ­მა­ოდ მი­ღე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბაა, თუმ­ცა მა­შინ ვერ მო­ხერ­ხდა. თუმ­ცა, მა­შინ უდაბ­ნო­ზე სა­უ­ბა­რიც არ იყო, ახლა კი უდაბ­ნო­ზეც გა­მოთ­ქვეს პრე­ტენ­ზია" - აღ­ნიშ­ნავს პრო­ფე­სო­რი.

გი­ორ­გი ოთხმე­ზუ­რი ის­ტო­რი­ულ პა­რა­ლე­ლებს ავ­ლებს და სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლეს ის­ტო­რი­ას იხ­სე­ნებს. იგი ამ­ბობს, რომ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ 2006 წელს ფაქ­ტობ­რი­ვად უპ­რობ­ლე­მოდ გა­დას­ცა სომ­ხეთს ხუ­ჯა­ბის ივე­რი­ის ღვთის­მშობ­ლის ქარ­თუ­ლი მო­ნას­ტრის ტე­რი­ტო­რია.

„ხუ­ჯა­ბის მო­ნას­ტე­რი სა­სა­ზღვრო ზოლ­ში იყო მოქ­ცე­უ­ლი. ის­ტო­რი­უ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბით, იგი ქარ­თუ­ლი მო­ნას­ტე­რია და მარ­ნე­უ­ლის რა­ი­ონ­ში შე­დი­ო­და. თუმ­ცა რად­გან მო­ნას­ტე­რი არ იყო მოქ­მე­დი, 2006 წელს გა­დას­ცეს სომ­ხეთს. იგი­ვე მოხ­დე­ბო­და და­ვით გა­რეჯ­თან მი­მარ­თე­ბა­შიც 2012 წელს, რო­დე­საც პირ­ვე­ლად ჩად­გნენ იქ აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი მე­სა­ზღვრე­ე­ბი. გა­რე­ჯი მა­შინ გა­და­არ­ჩი­ნა იმან, რომ ის მოქ­მე­დი მო­ნას­ტე­რია და ბე­რებ­მა ატე­ხეს გან­გა­ში, ის რომ მოქ­მე­დი არ ყო­ფი­ლი­ყო, დიდი ალ­ბა­თო­ბით, ახლა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იქ­ნე­ბო­და ოფი­ცი­ა­ლუ­რად" - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი ოთხმე­ზურ­მა.

ის­ტო­რი­კო­სის აზ­რით, გა­მო­სა­ვა­ლი სწო­რი და ქმე­დი­თი პო­ლი­ტი­კუ­რი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა­შია. მი­იჩ­ნევს, რომ უნდა შე­იქ­მნას ერ­თობ­ლი­ვი კო­მი­სია, რო­მელ­შიც შევ­ლენ რო­გორც აზერ­ბა­ი­ჯა­ნის და სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ასე­ვე, სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ი­სა და მუს­ლიმ­თა თე­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, გე­ოგ­რა­ფე­ბი, კარ­ტოგ­რა­ფე­ბი და ის­ტო­რი­კო­სე­ბი.

გა­რე­ჯის სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექ­სი და­ახ­ლო­ე­ბით 2,5 კი­ლო­მეტრზეა გან­თავ­სე­ბუ­ლი და მისი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი მოქ­ცე­უ­ლია სა­ქარ­თვე­ლო-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის 450 კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი სა­ზღვრის ერთ-ერთ და­უდ­გე­ნელ მო­ნაკ­ვეთ­ში. სა­ზღვრის სა­დე­ლი­მი­ტა­ციო ორ­მხრი­ვი სამ­თავ­რო­ბო კო­მი­სია, რო­მე­ლიც 1996 წლი­დან მუ­შა­ობ­და, არა­ერ­თი მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ვერ შე­თან­ხმდა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე - გა­რე­ჯის მთის ნა­ხევ­რად უდა­ბურ კალ­თა­ზე, რო­მელ­ზეც სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექ­სი მდე­ბა­რე­ობს.

და­ვით გა­რე­ჯის სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექ­სი ამ­ჟა­მად 20-ზე მეტი ის­ტო­რი­უ­ლი ძეგლის­გან შედ­გე­ბა. მათ შო­რი­საა სა­ბე­რე­ე­ბი, თეთ­რი უდაბ­ნო, ნათ­ლის­მცე­მე­ლი, წინ­წყა­რო, ჩი­ჩხი­ტუ­რი, ქო­ლა­გი­რი, თეთ­რი­სე­ნა­კე­ბი, დო­დოს რქა, დიდი ქვა­ბე­ბი, უდაბ­ნო, და­ვი­თის ლავ­რა, მრა­ვალ­წყა­რო, პი­რუ­კუღ­მა­რი, შავი სე­ნა­კე­ბი, ბერ­თა მთა, გან­სა­შო­რი, ბე­რე­ბის სერი, სა­ტორ­გე, კო­წა­ხუ­რა, ბერ­თუ­ბა­ნი, მღვი­მე, პა­ტა­რა ქვა­ბე­ბი, ვე­რან-გა­რე­ჯა... სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექსს აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი თა­ვი­ან­თი წი­ნაპ­რე­ბის - ქრის­ტი­ა­ნი ალ­ბა­ნე­ლე­ბის მემ­კვიდ­რე­ო­ბად მი­იჩ­ნე­ვენ და "კე­ში­კჩს" უწო­დე­ბენ. ქარ­თვე­ლი ის­ტო­რი­კო­სე­ბი­სათ­ვის კი და­ვით გა­რე­ჯი მე-6 სა­უ­კუ­ნის ქრის­ტი­ა­ნულ-მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სია და ქარ­თველ მარ­თლმა­დი­დე­ბელ­თა ერთ-ერთ მთა­ვა­რი სიწ­მინ­დეა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება
ავტორი:

"ისტორიული ფაქტები ადასტურებს, რომ დავით გარეჯი საქართველოსია" - რას ამბობს ისტორიკოსი სადავო ტერიტორიაზე

"ისტორიული ფაქტები ადასტურებს, რომ დავით გარეჯი საქართველოსია" - რას ამბობს ისტორიკოსი სადავო ტერიტორიაზე

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან და ზოგადად, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან დაკავშირებული პრობლემა წლებია არსებობს და დროდადრო მწვავდება. თუმცა, აზერბაიჯანი არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელთანაც საქართველოს ამ მხრივ პრობლემები აქვს.

სწორედ ამაზე გააკეთა აქცენტი საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუში, როცა განაცხადა, რომ საკითხზე მუშაობა აქტიურად უნდა დაიწყოს და დავა საბოლოოდ გადაწყდეს.

"მე რომ ვიყავი აზერბაიჯანში და სომხეთში, ორივე ადგილას ვთქვი, რომ შეუძლებელია გაგრძელდეს ის, რომ ჩვენ, ასეთი მეგობრული ქვეყნები, რომლებსაც მართლაც არ აქვთ არაფერი გასაყოფი, ვერ მივიდეთ საბოლოო დემარკაციამდე, რომელიც არის პირველი ნიშანი სახელმწიფოებრიობის" - აღნიშნა ზურაბიშვილმა ინტერვიუში.

რამდენიმე დღის წინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით ვითარება ამ ეტაპზე მოგვარებულია და მომავალში მხარეები აქტიურად იმუშავებენ, რათა მოგვარდეს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციასთან დაკავშირებული პრობლემა.

აღსანიშნავია რომ, დავით გარეჯის საკითხს გუშინ გამოეხმაურა „საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარე, ალი ბაბაევი. ის არ გამორიცხავს, რომ დავით გარეჯის საკითხის გამწვავება, შესაძლოა, გარკვეულ გარე ძალებსაც აძლევდეს ხელს, "მესამე ქვეყანას" - როგორც მან აღნიშნა, იმისათვის, რომ საქართველო-აზერბაიჯანის კეთილმეზობლური ურთიერთობები გაფუჭდეს.

შემთხვევა, რომელიც ბოლოს რამდენიმე დღის წინ დაფიქსირდა, პირველი არ არის. ანალოგიურად, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავით გარეჯის მონასტრისკენ მიმავალი გზა გადაკეტეს და ბერებს წირვა-ლოცვის აღვლენის შესაძლებლობა არ მისცეს 2012 წელს, მაშინაც წინასააღდგომო პერიოდში მოხდა.

დავინტერესდით, როგორია ქართულ-აზერბაიჯანული დილემის ისტორიული რაკურსი დავით გარეჯთან მიმართებაში და AMBEBI.GE ინტერვიუსთვის ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურს დაუკავშირდა. ისტორიკოსის მტკიცებით, არ შეიძლება კითხვის ნიშანი არსებობდეს იმაზე, არის თუ არა დავით გარეჯის ეს სადაო ტერიტორია საქართველოსი:

"პრობლემის გადასაწყვეტად არსებობს ოთხი მიმართულება: პოლიტიკური, სამართლებრივი, რელიგიური და ისტორიული კონტექსტი.

რელიგიურ და ისტორიულ ასპექტში ორი აზრი არ შეიძლება არსებობდეს იმასთან დაკავშირებით, თუ ვის უფრო ეკუთვნის ეს ტერიტორია. სულ თავიდან რომ დავიწყოთ, ჯერ კიდევ მეექვსე საუკუნის შუა ხანებში, საქართველოში ჩამოვიდა 13 ასურელი მამა, რომელთაგან ერთ-ერთი იყო დავით გარეჯელი. იგი ჯერ მამა დავითზე მოღვაწეობდა (ამიტომაც დაერქვა მამადავითი), მერე ქაშუეთის ეკლესიაში...

ბოლოს ის წავიდა გარეჯში, გააშენა ლავრები და ააღორძინა ქრისტიანობა. ერთ-ერთ გამოქვაბულში თავადვე არის დაკრძალული. ზუსტად იმ სადაო თხემის გადაღმაა უდაბნო და აქეთაა ლავრა, ლავრას არ გვედავებიან, თუმცა იქეთ უდაბნოს ტერიტორია, რომელიც ახლა აზერბაიჯანის შემადგენლობაში შედის, ისიც საქართველოსია ისტორიულად.

არსებობს საბჭოთა დროინდელი ადმინისტრაციული საზღვრის აღმწერელი რუკები. საუბრობენ იმაზე, რომ ამ დოკუმენტების მიხედვით უნდა მოხდეს საზღვრების დადგენა, რაც არასწორია, რადგან ის რუკები თავის დროზე ხარვეზებითაა შედგენილი. კერძოდ, ისე შეადგინეს რუკები, არ ჩატარებულა დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესი. უნდა აღინიშნოს ისიც რომ, საბჭოთა რუკების ორი ვერსია არსებობს: რუკების ერთი ნაწილი ამტკიცებს, რომ ეს სადაო მონაკვეთი საქართველოსია, ხოლო მეორე დოკუმენტით დგინდება საპირისპირო, რომ თითქოს აზერბაიჯანს ეკუთვნის.

როგორც არ უნდა იყოს, არსებობს უამრავი დამადასტურებელი ისტორიული ფაქტი იმისა, რომ დავით გარეჯი საქართველოსია. ასე მაგალითად:

დავით გარეჯის უდაბნოთა წინამძღვრები და ბერები იყვნენ საქართველოს სამეფო დარბაზის წევრები, დავით აღმაშენებლისგან საგადასახადო შეუვალობა ჰქონდათ მინიჭებული. როდესაც დემეტრე მეორის ყაენის კარზე გამგზავრების საკითხი წყდებოდა, ისტორიული წყაროების მიხედვით, მოიწვიეს გარეჯელი ბერები, რადგან ისინი აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ პოლიტიკურ პროცესებში.

უდაბნოში არის მეცხრე-მეცხრამეტე საუკუნეების წარწერები. ათასზე მეტი ქართული წარწერაა. იქაურ ეკლესიებში, გამოქვაბულებში ბაგრატ მეოთხის, თამარ მეფის, დავით აღმაშენებლის ფრესკები და პორტრეტებია სულ და თუ ის საქართველოს ტერიტორია არ იყო და იყო აზერბაიჯანის ან ალბანეთის (ალბანიზაციის თეორია წამოაყენეს აზერბაიჯანელებმა, თითქოს მათი წინაპრები იყვნენ ქრისტიანი ალბანელები, რომლებსაც ეკუთვნოდათ ეს ტერიტორია) რა ლოგიკაა იმაში, რომ მათ ქართველი მეფეების პორტრეტები მოხატეს ყველგან და არა თავიანთი მმართველების?" - ამბობს ისტორიკოსი.

ოთხმეზურის თქმით, ის რომ აზერბაიჯანელები ახლა პრეტენზიას გამოთქვამენ დავით გარეჯზე, სერგო ორჯონიკიძის (ამიერკავკასიის ფედერაციის კავბიუროს ხელმძღვანელი) 1921 წელს მიღებული გადაწყვეტილების „დამსახურებაა“:

"ორჯონიკიძის ხელმძღვანელობით მოხდა შიდა საზღვრების დადგენა და აზერბაიჯანელმა კომუნისტებმა მოითხოვეს გარკვეული ტერიტორიები. ორჯონიკიძემ ეს საკითხი გადაწყვიტა აზერბაიჯანის სასარგებლოდ, სირცხვილია მოძმე კომუნისტებს შორის საზღვრებზე დავაო, ჩვენ მსოფლიო პროლეტარულ რევოლუციას რომ მოვახდენთ, საზღვრები საერთოდ არ იქნება და რატომ უნდა ვიდავოთ და რატომ უნდა ვაწყენინოთ ჩვენს ძმებსო?!

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მხარეების დროებითი შეთანხმების საფუძველზე, პირობითი საზღვარი გავლებულ იქნა მონასტრის თხემზე ისე, რომ სამონასტრო კომლექსის ყოველდღიური ცხოვრება არ შეცვლილა.

სხვათა შორის, მაშინდელმა ცეკა-ს მდივანმა ჯუმბერ პატიაშვილმა, 1987-88 წლებში ქართულ-აზერბაიჯანულ შეხვედრებზე, რომლებიც სწორედ ამ საზღვრების დადგენას ეძღვნებოდა (მარიკა ლორთქიფნიძე ესწრებოდა და მისგან ვიცი ეს), აზერბაიჯანის ხელისუფლებას წამოუყენა საკითხი, რომ თუ ბერთუბანს გადმოგვცემთ, ოთხ იმდენ ტერიტორიას მოგცემთ სანაცვლოდო.

ეს ტერიტორიების გავცლის პრაქტიკა საკმაოდ მიღებული საერთაშორისო გამოცდილებაა, თუმცა მაშინ ვერ მოხერხდა. თუმცა, მაშინ უდაბნოზე საუბარიც არ იყო, ახლა კი უდაბნოზეც გამოთქვეს პრეტენზია" - აღნიშნავს პროფესორი.

გიორგი ოთხმეზური ისტორიულ პარალელებს ავლებს და საქართველოს უახლეს ისტორიას იხსენებს. იგი ამბობს, რომ წინა ხელისუფლებამ 2006 წელს ფაქტობრივად უპრობლემოდ გადასცა სომხეთს ხუჯაბის ივერიის ღვთისმშობლის ქართული მონასტრის ტერიტორია.

„ხუჯაბის მონასტერი სასაზღვრო ზოლში იყო მოქცეული. ისტორიული დოკუმენტებით, იგი ქართული მონასტერია და მარნეულის რაიონში შედიოდა. თუმცა რადგან მონასტერი არ იყო მოქმედი, 2006 წელს გადასცეს სომხეთს. იგივე მოხდებოდა დავით გარეჯთან მიმართებაშიც 2012 წელს, როდესაც პირველად ჩადგნენ იქ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები. გარეჯი მაშინ გადაარჩინა იმან, რომ ის მოქმედი მონასტერია და ბერებმა ატეხეს განგაში, ის რომ მოქმედი არ ყოფილიყო, დიდი ალბათობით, ახლა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იქნებოდა ოფიციალურად" - აღნიშნა გიორგი ოთხმეზურმა.

ისტორიკოსის აზრით, გამოსავალი სწორი და ქმედითი პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმაშია. მიიჩნევს, რომ უნდა შეიქმნას ერთობლივი კომისია, რომელშიც შევლენ როგორც აზერბაიჯანის და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე, საქართველოს ეკლესიისა და მუსლიმთა თემის წარმომადგენლები, გეოგრაფები, კარტოგრაფები და ისტორიკოსები.

გარეჯის სამონასტრო კომპლექსი დაახლოებით 2,5 კილომეტრზეა განთავსებული და მისი მნიშვნელოვანი ნაწილი მოქცეულია საქართველო-აზერბაიჯანის 450 კილომეტრიანი საზღვრის ერთ-ერთ დაუდგენელ მონაკვეთში. საზღვრის სადელიმიტაციო ორმხრივი სამთავრობო კომისია, რომელიც 1996 წლიდან მუშაობდა, არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვერ შეთანხმდა ტერიტორიაზე - გარეჯის მთის ნახევრად უდაბურ კალთაზე, რომელზეც სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს.

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი ამჟამად 20-ზე მეტი ისტორიული ძეგლისგან შედგება. მათ შორისაა საბერეები, თეთრი უდაბნო, ნათლისმცემელი, წინწყარო, ჩიჩხიტური, ქოლაგირი, თეთრისენაკები, დოდოს რქა, დიდი ქვაბები, უდაბნო, დავითის ლავრა, მრავალწყარო, პირუკუღმარი, შავი სენაკები, ბერთა მთა, განსაშორი, ბერების სერი, სატორგე, კოწახურა, ბერთუბანი, მღვიმე, პატარა ქვაბები, ვერან-გარეჯა... სამონასტრო კომპლექსს აზერბაიჯანელები თავიანთი წინაპრების - ქრისტიანი ალბანელების მემკვიდრეობად მიიჩნევენ და "კეშიკჩს" უწოდებენ. ქართველი ისტორიკოსებისათვის კი დავით გარეჯი მე-6 საუკუნის ქრისტიანულ-მართლმადიდებლური ეკლესია და ქართველ მართლმადიდებელთა ერთ-ერთ მთავარი სიწმინდეა.

"კობას რომ უთხრეს, გამოძიებით ადეიშვილთან მივდივართო, ვერაფრით დაეჯერებინა... სამართალმა დაიგვიანა!" - დავითაშვილის მეუღლე სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

დავით ბაგრატიონი მამის პანაშვიდზე მეორე მეუღლესთან ერთად გამოჩნდა - ფოტოები სვეტიცხოვლიდან

"ბევრი სირთულე გადავიტანეთ... ჩემი ვაჟისთვის საქართველოში ჩამოსვლა სანუკვარი ოცნება იყო" - როგორ ცხოვრობს ტეხასში ლევან მამალაძე, რას ამბობს ოჯახსა და ექსმაღალჩინოსნებზე?