ავტორი:

სომეხი "კანონიერი ქურდის" 21 წლის ქალიშვილის მდიდრულმა ქორწილმა სომხური და რუსული მედია აალაპარაკა

სომეხი "კანონიერი ქურდის" 21 წლის ქალიშვილის მდიდრულმა ქორწილმა სომხური და რუსული მედია აალაპარაკა

სომეხმა ე.წ კანონიერმა ქურდმა არმენ კაზარიანმა, მეტსახელად "პზომ" 21 წლის ქალიშვილს ერევანში გრანდიოზული ქორწილი გადაუხადა.

დიანა კაზარიანი ცოლად გაჰყვა სომხეთის ყოფილი ტრანსპორტის მინისტრის, ედუარდ მადატიანის ოჯახის წევრს.

ქორწილში გოგონას ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული დიზაინერის - ზუჰაირ მურადის (Zuhair Murad) კაბა ეცვა.

სომხური მედიის ინფორმაციით, ჯვრისწერის ცერემონია ეჩმიაძინში, წმინდა გაიანეს ტაძარში შედგა. რუსული მედია წერს, რომ ახალდაქორწინებულებისა და ასობით სტუმრის გართობაზე რუსული ესტრადის ვარსკვლავები ზრუნავდნენ, მათ შორის: სონია, სოსო პავლიაშვილი და სხვები.

VIDEO: კადრები სომეხი "კანონიერი ქურდის" ქალიშვილის ქორწილიდან, რომელსაც ბუბა კიკაბიძე და სოსო პავლიაშვილი ესწრებოდნენ

სტუმრებს შორის იყვნენ სომხეთის პარლამენტის ყოფილი დეპუტატები, ბიზნესმენები და "კრიმინალური ავტორიტეტები", რომლებიც ქორწილისთვის საგანგებოდ აშშ-დან ჩავიდნენ სომხეთში.

საქორწილო წვეულება ერევნის ცნობილ დარბაზში Dvin Music Hall-ში გაიმართა, რომლის მიმდებარე ტერიტორიას სპეცრაზმი იცავდა. ქორწილის სტუმრების ავტომანქანების რაოდენობამ ქუჩაში გრძელი საცობებიც კი გამოიწვია. როგორც topnews.ru წერს, ქორწილში სტუმრების ავტომანქანებს შორის ქართული და რუსული სახელმწიფო ნომრებიანი ავტომანქანებიც შენიშნეს.

რაც შეეხება "პზოს", ის "კანონიერ ქურდად" 1991 წელს "მონათლეს". 1996 წლიდან 2018 წლამდე კაზარიანი აშშ-ში ცხოვრობდა, სადაც დანაშაულებრივ სინდიკატს ხელმძღვანელობდა, რომლის შემადგენლობაში სომეხი ემიგრანტები შედიოდნენ.

"პზო" დედ ჰასანის კლანის მხარდამჭერია. კაზარიანის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ საქმედ მრავალმილიონიანი ქურდობის ორგანიზება ითვლება, რომელიც აშშ-ს ფედერალური ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამასთან იყო დაკავშირებული. მაქინაციის წყალობით, "პზომ" 165 მილიონი დოლარი იშოვა.

2010 წლის ოქტომბერში კაზარიანი აშშ-ს სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე დამნაშავედ ცნო და მან ციხეში 37 თვე გაატარა. სასჯელის ვადის ამოწურვის შემდეგ კი ის ქვეყნიდან გამოაძევეს.

ისრაელი კვლავ იბომბება  - სდეროთში განხორციელებული სარაკეტო თავდასხმისას ორი სახლი დაინგრა, დაჭრილია ერთი პირი

საიდუმლო ურთიერთობები რუსეთ-პალესტინას შორის - ცდილობს თუ არა პუტინი "ჰამასის" გაძლიერებით ამერიკისა და დასავლეთის დასუსტებას?

ნეთანიაჰუს გაფრთხილება: "ვთქვი, რომ "ჰამასსა" და სხვა ტერორისტულ ჯგუფებს დარტყმას მივაყენებდით და ასეც ვიქცევით, ეს ჯერ არ მორჩენილა"