პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზოდიაქოს 3 ყველაზე "ცეცხლოვანი" ნიშანი - ვერძების, ლომებისა და მშვილდოსნების ზუსტი ასტროლოგიური დახასიათება
ზოდიაქოს 3 ყველაზე "ცეცხლოვანი" ნიშანი - ვერძების, ლომებისა და მშვილდოსნების ზუსტი ასტროლოგიური დახასიათება

მზე ჩვე­ნი ეგოა, ჩვე­ნი ცნო­ბი­ე­რი, ნება, დრა­ი­ვი… იდენ­ტო­ბა, რო­მელ­თა­ნაც ჩვენ სა­კუ­თარ თავს ვა­ი­გი­ვებთ. ის არის ჩვე­ნი სა­სი­ცო­ცხლო ენერ­გი­აც. მზე ჩვენს რუ­კა­ზე "ბო­სია" და სწო­რედ ამი­ტომ ჩვენც, რო­დე­საც გე­კი­თხე­ბი­ან "ზო­დი­ა­ქო­თი რა ნი­შა­ნი ხარ?", მზის ზო­დი­ა­ქოს ნი­შანს ვპა­სუ­ხობთ. ის, რომ შენ ვერ­ძი ხარ, ნიშ­ნავს, რომ შენი და­ბა­დე­ბის მო­მენ­ტში მზე ვერ­ძის თა­ნა­ვარ­სკვლა­ვედ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. თქვენს ხა­სი­ათს, რა თქმა უნდა, მთლი­ა­ნად მზის ნი­შა­ნი არ გან­სა­ზღვრავს, მაგ­რამ ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს თა­მა­შობს თქვე­ნი ფსი­ქო­ტი­პის შექ­მნა­ში.

ზო­დი­ა­ქოს 12 ნი­შა­ნი, სტი­ქი­ე­ბის მი­ხედ­ვით, 4 ნა­წი­ლა­დაა და­ყო­ფი­ლი - ჰა­ე­რის, ცე­ცხლის, წყლის და მი­წის ნიშ­ნე­ბად. ამ­ჯე­რად ცე­ცხლის სტი­ქი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი - ვერ­ძი, ლომი და მშვილ­დო­სა­ნი გან­ვი­ხი­ლოთ:

ვერ­ძი

მაშ ასე, თქვენ ვერ­ძი ხართ - აქ­ტი­უ­რი, იმ­პულ­სუ­რი, ოპ­ტი­მის­ტი და ექ­სტრა­ვერ­ტი ადა­მი­ა­ნი.

ვერ­ძე­ბი ზო­დი­ა­ქოს წრე­ში პირ­ვე­ლე­ბი არი­ან და ეს მათ ხა­სი­ათ­შიც კარ­გად ჩანს. რა­საც უნდა აკე­თებ­დნენ, პირ­ვე­ლე­ბი იწყე­ბენ, პირ­ვე­ლე­ბი ამ­თავ­რე­ბენ და, ულე­ვი სა­სი­ცო­ცხლო ენერ­გი­ის წყა­ლო­ბით, ნე­ბის­მი­ე­რი მიზ­ნის მიღ­წე­ვას ახერ­ხე­ბენ, თუკი გზა­ში არ გა­და­ი­ფიქ­რეს.

გაქვთ ლი­დე­რო­ბის პო­ტენ­ცი­ა­ლი, რად­გან სხვე­ბის აყო­ლი­ე­ბას ახერ­ხებთ, ინი­ცი­ა­ტი­ვა და ძლი­ე­რი ნე­ბე­ლო­ბა გა­გაჩ­ნი­ათ, თან რაც გინ­დათ, იმის გა­ტა­ნას ყო­ველ­თვის ახერ­ხებთ. არც თავ­და­ჯე­რე­ბა გაკ­ლი­ათ, თუ ზედ­მე­ტი არ გაქვთ. ყო­ველ­თვის იცით, რა გსურთ და მიზ­ნის­კენ ყვე­ლა­ზე მოკ­ლე მარ­შუტს ირ­ჩევთ. ერ­თა­დერ­თი პრობ­ლე­მა ისაა, რომ ხან­და­ხან ენერ­გი­ას სრუ­ლი­ად უაზ­როდ ფლან­გავთ. იწ­ვით, სა­ნამ არ ჩაქ­რე­ბით და ხში­რად მძი­მე ავად­მყო­ფო­ბე­ბიც კი ფეხ­ზე გა­და­გაქვთ იქამ­დე, ვიდ­რე არ წა­იქ­ცე­ვით. ნუ აწ­ვე­ბით გაზს, როცა "წი­თე­ლი გინ­თებთ", სჯობს "საწ­ვა­ვი ჩა­ის­ხათ" და მშვი­დად გა­ნაგ­რძოთ გზა. ასე უფრო დიდ­ხანს ივ­ლით.

თქვე­ნი ძლი­ე­რი მხა­რე ნო­ვა­ტო­რო­ბაა, პი­ო­ნე­რი ხართ. უამ­რა­ვი ახა­ლი წა­მო­წყე­ბის ავ­ტო­რი შე­იძ­ლე­ბა იყოთ, თუმ­ცა საქ­მის ბო­ლომ­დე მიყ­ვა­ნის­თვის ნერ­ვე­ბი არ გყოფ­ნით (თუ რუ­კა­ში ამის მხარ­და­ჭე­რა არ არ­სე­ბობს) და ამი­ტომ გუნ­დი უნდა შეგ­ხვდეთ კარ­გი, რომ თქვე­ნი და­წყე­ბუ­ლი, სხვებ­მა და­ამ­თავ­რონ, თო­რემ იქ­ნე­ბით ასე უამ­რა­ვი და­წყე­ბუ­ლი და და­უმ­თავ­რე­ბე­ლი პრო­ექ­ტით.

პირ­და­პი­რი, ალა­ლი და უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნი ხართ და ზუს­ტად ამას ელო­დე­ბით სხვე­ბის­გა­ნაც, რის გა­მოც თქვე­ნი მო­ტყუ­ე­ბა ად­ვი­ლია. ამ­ბო­ბენ, რომ რთუ­ლი ხართ, მაგ­რამ ცდე­ბი­ან. რთუ­ლი ის არის, ვი­საც ვერ გა­ი­გებ გო­ნე­ბა­ში რა უდევს. თქვენ ის ხართ, რაც ხართ. არ თა­მა­შობთ, არ მა­ნი­პუ­ლა­ტო­რობთ, არ ხართ ყალ­ბი. ამ­ბობთ იმას, რა­საც ფიქ­რობთ და იქ­ცე­ვით ისე, რო­გორც გინ­დათ. თქვენ გა­სა­გე­ბი ადა­მი­ა­ნი ხართ, თა­ნაც ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად გა­სა­გე­ბი, უბ­რა­ლოდ მარ­თა­ლი ხალ­ხი ბევ­რს არ უყ­ვარს, თა­ნაც არც თქვენ გა­წყენ­დათ ცოტა მეტი ტაქ­ტი.

და­ბა­ლი გან­ვი­თა­რე­ბის დო­ნე­ზე ამ მდე­ბა­რე­ო­ბამ უხე­ში, ეგო­ის­ტი და აგ­რე­სი­უ­ლი ადა­მი­ა­ნის ტი­პა­ჟი შე­იძ­ლე­ბა მოგ­ვცეს, ფეთ­ქე­ბა­დის და უგ­ნუ­რე­ბამ­დე წინ­და­უ­ხე­და­ვის, რო­მე­ლიც იმ­პულ­სებ­მა იმ­დე­ნად შე­იძ­ლე­ბა და­აბრმა­ვოს, ყვე­ლა გა­და­თე­ლოს, ვინც გზა­ზე გა­და­ე­ღო­ბე­ბა. სა­მა­გი­ე­როდ, გან­ვი­თა­რე­ბის მა­ღალ სა­ფე­ხურ­ზე, თუკი თქვე­ნი ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბის და­მუ­შა­ვე­ბას მო­ა­ხერ­ხებთ (რაც ვერ­ძის შემ­თხვე­ვა­ში ურ­თუ­ლე­სია), მო­ა­ხერ­ხებთ გა­თა­ვი­სუფ­ლდეთ თქვე­ნი­ვე სურ­ვი­ლე­ბის მო­ნო­ბის­გან და ძა­ლი­ან დიდი სუ­ლი­ე­რი ევო­ლუ­ცია გა­ნი­ცა­დოთ. ამ შემ­თხვე­ვა­ში გე­ნი­ა­ლუ­რი პი­როვ­ნე­ბა დად­გე­ბით - ძლი­ე­რი და ამავდრო­უ­ლად ბავ­შვუ­რად სუფ­თა.

უზარ­მა­ზა­რი სა­სი­ცო­ცხლო ენერ­გი­ის მა­რაგს ფლობთ. სულ მოქ­მე­დე­ბა­ში ხართ, ერთ ად­გილ­ზე ვერ ის­ვე­ნებთ. ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა თქვენ­თვის სა­სი­ცო­ცხლოდ აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

პრობ­ლე­მე­ბი და დაბ­რკო­ლე­ბე­ბი თქვენ­თვის უბ­რა­ლოდ გა­მოწ­ვე­ვაა. რძე­ში ჩა­ვარ­დნი­ლი ორი ბა­ყა­ყის ის­ტო­რია გახ­სოვთ? ის, რო­მე­ლიც ბო­ლომ­დე ფარ­თხა­ლებს, რძეს დღვებს და ამო­დის ვერ­ძის ტი­პა­ჟია. გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი ოპ­ტი­მის­ტი ბო­ლომ­დე იბ­რძვით, ყო­ველ­გვა­რი გა­რან­ტი­ე­ბის გა­რე­შე. იმედს არას­დროს კარ­გავთ და ნე­ბის­მი­ე­რი სირ­თუ­ლის გა­და­ლახ­ვა შე­გიძ­ლი­ათ. პრობ­ლე­მე­ბი თქვენ­თვის გა­მოწ­ვე­ვაა და ამი­ტომ ახერ­ხებთ წა­მოდ­გეთ იმ­დენ­ჯერ, რამ­დენ­ჯე­რაც წა­იქ­ცე­ვით.

თავს არ იწა­მებთ გეგ­მე­ბით, არ უღ­რმავ­დე­ბით სა­კუ­თარ ემო­ცი­ებს, ხართ მო­უთ­მე­ნე­ლი და იმ­პულ­სებს აყო­ლი­ლი ძა­ლი­ან სპონ­ტა­ნუ­რად მოქ­მე­დებთ.

სა­შინ­ლად გულ­წრფე­ლი ხართ, სა­ოც­რად ალა­ლი და ექ­სპრე­სი­უ­ლი. ან ენ­თუ­ზი­აზ­მით ივ­სე­ბით, ან სრუ­ლი­ად გულ­გრი­ლი რჩე­ბით. არ გე­ში­ნი­ათ კონ­ფლიქ­ტე­ბის. უკი­დუ­რე­სი სუ­ბი­ექ­ტუ­რო­ბის გამო უბ­რა­ლოდ ვერ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რომ შე­იძ­ლე­ბა ცდე­ბო­დეთ, სულ მზად ხართ ხმა­ლი იშიშ­ვლოთ, "სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა აღად­გი­ნოთ" და "ყვე­ლას თა­ვი­სი ად­გი­ლი მი­უ­ჩი­ნოთ".

თქვენ ბავ­შვუ­რი სუ­ლის ადა­მი­ა­ნი ხართ - გულ­წრფე­ლი და პა­ტი­ო­სა­ნი, რომ­ლის­თვი­საც ორ­პი­რო­ბა და ღა­ლა­ტი უცხოა, თუ რა თქმა უნდა, რუ­კის და­ნარ­ჩენ ნა­წილ­ზეც მშვი­დო­ბაა. ბედ­ნი­ე­რი ხართ მა­შინ, რო­დე­საც რა­ღაც ხდე­ბა და თქვენ მოვ­ლე­ნე­ბის ეპი­ცენ­ტრში ბრძან­დე­ბით. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ მოთ­მი­ნე­ბას ის­წავ­ლით, შე­ნიშ­ვნის მი­ღე­ბას, სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის აზ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბას და ბო­ლომ­დე მი­იყ­ვანთ და­წყე­ბულ საქ­მეს. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

ავტორი:

ზოდიაქოს 3 ყველაზე "ცეცხლოვანი" ნიშანი - ვერძების, ლომებისა და მშვილდოსნების ზუსტი ასტროლოგიური დახასიათება

ზოდიაქოს 3 ყველაზე "ცეცხლოვანი" ნიშანი - ვერძების, ლომებისა და მშვილდოსნების ზუსტი ასტროლოგიური დახასიათება

მზე ჩვენი ეგოა, ჩვენი ცნობიერი, ნება, დრაივი… იდენტობა, რომელთანაც ჩვენ საკუთარ თავს ვაიგივებთ. ის არის ჩვენი სასიცოცხლო ენერგიაც. მზე ჩვენს რუკაზე "ბოსია" და სწორედ ამიტომ ჩვენც, როდესაც გეკითხებიან "ზოდიაქოთი რა ნიშანი ხარ?", მზის ზოდიაქოს ნიშანს ვპასუხობთ. ის, რომ შენ ვერძი ხარ, ნიშნავს, რომ შენი დაბადების მომენტში მზე ვერძის თანავარსკვლავედში იმყოფებოდა. თქვენს ხასიათს, რა თქმა უნდა, მთლიანად მზის ნიშანი არ განსაზღვრავს, მაგრამ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს თქვენი ფსიქოტიპის შექმნაში.

ზოდიაქოს 12 ნიშანი, სტიქიების მიხედვით, 4 ნაწილადაა დაყოფილი - ჰაერის, ცეცხლის, წყლის და მიწის ნიშნებად. ამჯერად ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლები - ვერძი, ლომი და მშვილდოსანი განვიხილოთ:

ვერძი

მაშ ასე, თქვენ ვერძი ხართ - აქტიური, იმპულსური, ოპტიმისტი და ექსტრავერტი ადამიანი.

ვერძები ზოდიაქოს წრეში პირველები არიან და ეს მათ ხასიათშიც კარგად ჩანს. რასაც უნდა აკეთებდნენ, პირველები იწყებენ, პირველები ამთავრებენ და, ულევი სასიცოცხლო ენერგიის წყალობით, ნებისმიერი მიზნის მიღწევას ახერხებენ, თუკი გზაში არ გადაიფიქრეს.

გაქვთ ლიდერობის პოტენციალი, რადგან სხვების აყოლიებას ახერხებთ, ინიციატივა და ძლიერი ნებელობა გაგაჩნიათ, თან რაც გინდათ, იმის გატანას ყოველთვის ახერხებთ. არც თავდაჯერება გაკლიათ, თუ ზედმეტი არ გაქვთ. ყოველთვის იცით, რა გსურთ და მიზნისკენ ყველაზე მოკლე მარშუტს ირჩევთ. ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ ხანდახან ენერგიას სრულიად უაზროდ ფლანგავთ. იწვით, სანამ არ ჩაქრებით და ხშირად მძიმე ავადმყოფობებიც კი ფეხზე გადაგაქვთ იქამდე, ვიდრე არ წაიქცევით. ნუ აწვებით გაზს, როცა "წითელი გინთებთ", სჯობს "საწვავი ჩაისხათ" და მშვიდად განაგრძოთ გზა. ასე უფრო დიდხანს ივლით.

თქვენი ძლიერი მხარე ნოვატორობაა, პიონერი ხართ. უამრავი ახალი წამოწყების ავტორი შეიძლება იყოთ, თუმცა საქმის ბოლომდე მიყვანისთვის ნერვები არ გყოფნით (თუ რუკაში ამის მხარდაჭერა არ არსებობს) და ამიტომ გუნდი უნდა შეგხვდეთ კარგი, რომ თქვენი დაწყებული, სხვებმა დაამთავრონ, თორემ იქნებით ასე უამრავი დაწყებული და დაუმთავრებელი პროექტით.

პირდაპირი, ალალი და უბრალო ადამიანი ხართ და ზუსტად ამას ელოდებით სხვებისგანაც, რის გამოც თქვენი მოტყუება ადვილია. ამბობენ, რომ რთული ხართ, მაგრამ ცდებიან. რთული ის არის, ვისაც ვერ გაიგებ გონებაში რა უდევს. თქვენ ის ხართ, რაც ხართ. არ თამაშობთ, არ მანიპულატორობთ, არ ხართ ყალბი. ამბობთ იმას, რასაც ფიქრობთ და იქცევით ისე, როგორც გინდათ. თქვენ გასაგები ადამიანი ხართ, თანაც ძალიან მარტივად გასაგები, უბრალოდ მართალი ხალხი ბევრს არ უყვარს, თანაც არც თქვენ გაწყენდათ ცოტა მეტი ტაქტი.

დაბალი განვითარების დონეზე ამ მდებარეობამ უხეში, ეგოისტი და აგრესიული ადამიანის ტიპაჟი შეიძლება მოგვცეს, ფეთქებადის და უგნურებამდე წინდაუხედავის, რომელიც იმპულსებმა იმდენად შეიძლება დააბრმავოს, ყველა გადათელოს, ვინც გზაზე გადაეღობება. სამაგიეროდ, განვითარების მაღალ საფეხურზე, თუკი თქვენი ნაკლოვანებების დამუშავებას მოახერხებთ (რაც ვერძის შემთხვევაში ურთულესია), მოახერხებთ გათავისუფლდეთ თქვენივე სურვილების მონობისგან და ძალიან დიდი სულიერი ევოლუცია განიცადოთ. ამ შემთხვევაში გენიალური პიროვნება დადგებით - ძლიერი და ამავდროულად ბავშვურად სუფთა.

უზარმაზარი სასიცოცხლო ენერგიის მარაგს ფლობთ. სულ მოქმედებაში ხართ, ერთ ადგილზე ვერ ისვენებთ. ფიზიკური აქტივობა თქვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია.

პრობლემები და დაბრკოლებები თქვენთვის უბრალოდ გამოწვევაა. რძეში ჩავარდნილი ორი ბაყაყის ისტორია გახსოვთ? ის, რომელიც ბოლომდე ფართხალებს, რძეს დღვებს და ამოდის ვერძის ტიპაჟია. გამოუსწორებელი ოპტიმისტი ბოლომდე იბრძვით, ყოველგვარი გარანტიების გარეშე. იმედს არასდროს კარგავთ და ნებისმიერი სირთულის გადალახვა შეგიძლიათ. პრობლემები თქვენთვის გამოწვევაა და ამიტომ ახერხებთ წამოდგეთ იმდენჯერ, რამდენჯერაც წაიქცევით.

თავს არ იწამებთ გეგმებით, არ უღრმავდებით საკუთარ ემოციებს, ხართ მოუთმენელი და იმპულსებს აყოლილი ძალიან სპონტანურად მოქმედებთ.

საშინლად გულწრფელი ხართ, საოცრად ალალი და ექსპრესიული. ან ენთუზიაზმით ივსებით, ან სრულიად გულგრილი რჩებით. არ გეშინიათ კონფლიქტების. უკიდურესი სუბიექტურობის გამო უბრალოდ ვერ წარმოგიდგენიათ, რომ შეიძლება ცდებოდეთ, სულ მზად ხართ ხმალი იშიშვლოთ, "სამართლიანობა აღადგინოთ" და "ყველას თავისი ადგილი მიუჩინოთ".

თქვენ ბავშვური სულის ადამიანი ხართ - გულწრფელი და პატიოსანი, რომლისთვისაც ორპირობა და ღალატი უცხოა, თუ რა თქმა უნდა, რუკის დანარჩენ ნაწილზეც მშვიდობაა. ბედნიერი ხართ მაშინ, როდესაც რაღაც ხდება და თქვენ მოვლენების ეპიცენტრში ბრძანდებით. კარგი იქნება, თუ მოთმინებას ისწავლით, შენიშვნის მიღებას, სხვა ადამიანების აზრის გათვალისწინებას და ბოლომდე მიიყვანთ დაწყებულ საქმეს. წაიკითხეთ სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს