ავტორი:

ნიკა მელიამ და ზაზა პაპუაშვილმა ერთმანეთი ცემეს - რა მოხდა პარლამენტის ეზოში

ნიკა მელიამ და ზაზა პაპუაშვილმა ერთმანეთი ცემეს - რა მოხდა პარლამენტის ეზოში

პარლამენტში დეპუტატები ნიკა მელია და ზაზა პაპუაშვილი ერთმანეთს ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ფიზიკური დაპირისპირების შესახებ ჟურნალისტებთან ინფორმაციას თავად ზაზა პაპუაშვილი ადასტურებს და აცხადებს, რომ შემთხვევა პარლამენტის ეზოში მოხდა.

დეპუტატები ერთმანეთს პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებენ, თუმცა არცერთი მათგანი კონკრეტულ მიზეზზე, რასაც ჯერ სიტყვიერი და მერე ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა, არ საუბრობენ. სიტუაცია ადგილზე დაცვის სამსახურმა განმუხტა. ამ წუთებში დეპუტატები სხდომათა დარბაზში იმყოფებიან.

"ბევრი რამ შერჩა ზაზა პაპუაშვილს და არ ვაპირებ ამ დეპუტატად წოდებული პაპუაშვილის ლანძღვა-გინების მოთმენას, რომელსაც ადგილი აქვს დღენიადაგ", - განუცხადა ჟურნალისტებს ნიკა მელიამ.

მელიას პაპუაშვილთან დაპირისპირების დეტალებზე არ უსაუბრია.

„ეს მართლაც ივანიშვილის კალთას ამოფარებული პაპაუშვილი. ერთი სიკეთე მაინც რა გაუკეთებია? ორი მოწვევის პარლამენტის წევრია. მთაწმინდის მაჟორიტარი იყო - ერთი მთაწმინდელი მანახეთ, ვინც იტყვის, რომ მისი სადეპუტატო უფლებამოსილება შეასრულა. ახლა დიდუბეში გახდა. მაგის საკრიტიკებელი ვინ არის“, - განაცხადა ნიკა მელიამ.