პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინსტაპოეზია სიყვარულზე, ფემინიზმზე, სექსსა და ძალადობაზე - ვინ არის თანამედროვე ავტორი, რომელსაც "ინსტაგრამზე" 4 მილიონი გამომწერი ჰყავს
ინსტაპოეზია სიყვარულზე, ფემინიზმზე, სექსსა და ძალადობაზე - ვინ არის თანამედროვე ავტორი, რომელსაც "ინსტაგრამზე" 4 მილიონი გამომწერი ჰყავს

ინ­სტა­პო­ე­ზია - ალ­ბათ, უც­ნა­უ­რად ჟღერს, მაგ­რამ ეს რე­ა­ლო­ბაა. რით­მი­ა­ნი თუ ურით­მო ფრა­ზე­ბი ინ­სტაგ­რამ­ზე, 3,6 მი­ლი­ო­ნი გა­მომ­წე­რი და მი­ლი­ო­ნო­ბით მო­წო­ნე­ბა - ეს 25 წლის ინ­დო­ე­ლი მწე­რა­ლი ქალი რუპი კა­უ­რია. თუმ­ცა ეს ყვე­ლა­ფე­რი არაა. ინ­სტა­პო­ე­ზი­ით და­წყე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის შემ­დეგ გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნი და 2,5 მი­ლი­ო­ნი გა­ყი­დუ­ლი ეგ­ზემპლა­რი ახალ­გაზ­რდა ავ­ტო­რის მიღ­წე­ვე­ბის რი­ცხვს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა.

ინ­სტა­პო­ე­ზია მთე­ლი მსოფ­ლი­ოს­თვის სა­ინ­ტე­რე­სო სი­ახ­ლე აღ­მოჩ­ნდა. ავ­ტო­რის გან­სა­კუთ­რე­ბულ პო­პუ­ლა­რო­ბას შე­მოქ­მე­დე­ბის ფორ­მატ­თან ერ­თად ხელი შე­უ­წყო იმ ფაქ­ტმაც, რომ ის წერს სო­ცი­ა­ურ ქსე­ლებ­ში მე­ტად აქ­ტუ­ა­ლურ თე­მებ­ზე, რო­გო­რი­ცაა სიყ­ვა­რუ­ლი, სექ­სი, უარ­ყო­ფა, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი.

თუმ­ცა, რუპი კა­უ­რი ეხე­ბა უფრო რთულ სა­კი­თხებ­საც რო­გო­რია ძა­ლა­დო­ბა, სი­ლა­მა­ზის სტან­დარ­ტე­ბი და რა­სიზ­მი. მისი მთა­ვა­რი სიძ­ლი­ე­რე კი ის არის, რომ კა­უ­რის პო­ე­ზია ძა­ლი­ან გულ­წრფე­ლია და შო­რი­დან კი არ უვ­ლის თე­მებს, არა­მედ პირ­და­პირ ეხე­ბა.

რო­გორ და­ი­წყო ეს ყვე­ლა­ფე­რი და რითი და­იმ­სა­ხუ­რა ახალ­გაზ­რდა ქალ­მა ადა­მი­ა­ნე­ბის ასე­თი სიყ­ვა­რუ­ლი?

პირ­ველ რიგ­ში, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ რუპი კა­უ­რი ისეთ ქა­ლებ­ზე წერს, რომ­ლებ­თაც უფ­ლე­ბებს უზღუ­და­ვენ, ცხოვ­რე­ბას უნად­გუ­რე­ბენ და სი­ჩუ­მე­ში ტკი­ვი­ლის ატა­ნას აი­ძუ­ლე­ბენ. ეს თემა დღე­ვან­დელ მსოფ­ლი­ო­ში მე­ტად აქ­ტუ­ა­ლუ­რია. უამ­რა­ვი რამ იწე­რე­ბა ამის შე­სა­ხებ, იმარ­თე­ბა კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი, ტარ­დე­ბა სხვა­დას­ხვა ტრე­ნინ­გე­ბი თუ პრო­ექ­ტე­ბი, იღე­ბენ რე­გუ­ლა­ცი­ებს, მაგ­რამ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მა­ინც ამ ყვე­ლაფ­რის მიღ­მა რჩე­ბა. რუპი კა­ურ­მა კი ეს თე­მე­ბიც წა­მო­წია წინ, არ შე­შინ­და და სტე­რე­ო­ტი­პე­ბი და­არ­ღვია. საკ­მა­ოდ თა­მა­მი და პირ­და­პი­რი სტი­ლი აქვს, თუმ­ცა არა მკაც­რი. გულ­წრფე­ლია და ყვე­ლა სა­კითხს მტკივ­ნე­უ­ლად გა­ნი­ხი­ლავს.

„ბევ­რად მეტი ხარ მინ­და იცო­დე“ - რუპი კა­უ­რი თა­ვი­სი ლექ­სე­ბით სწო­რედ ამის ჩვე­ნე­ბას ცდი­ლობს ქა­ლე­ბის­თვის. სურს, და­ა­ნა­ხოს მათ, თუ რამ­დე­ნად დიდი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გა­აჩ­ნი­ათ და სწო­რედ ამი­ტომ, არ უნდა და­ნებ­დნენ.

„ერთი წესი მა­ინც რომ მცოდ­ნო­და უსაფრ­თხო­ე­ბის, იქ­ნებ არას­დროს მივნდო­ბო­დი უხი­ლავ ხე­ლებს“ - ესეც რუპი კა­უ­რის პო­ე­ზი­აა. ესაა პო­ე­ზია, რო­მე­ლიც ქა­ლებს ყვე­ლა­ზე მძი­მე მო­მენ­ტებ­შიც კი აღ­მო­ა­ჩე­ნი­ნებს ცხოვ­რე­ბის სით­ბო­სა და მოტ­კბო არო­მატს, პო­ე­ზი­ი­სა და პრო­ზის სინ­თე­ზი ლტოლ­ვის, ძა­ლა­დო­ბის, სიყ­ვა­რუ­ლის, და­ნა­კარ­გე­ბი­სა და ფე­მი­ნუ­რო­ბის შე­სა­ხებ.

რუპი კა­უ­რი ინ­დო­ეთ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი და კა­ნა­და­ში გა­და­სახ­ლე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა მწე­რა­ლი, პო­ე­ტი და ილუსტრა­ტო­რია. მისი პირ­ვე­ლი კრე­ბუ­ლი „რძე და თაფ­ლი“ 2014 წელს გა­მო­ვი­და და გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბი­სა და მკი­თხვე­ლე­ბის­თვი­საც მეტ-ნაკ­ლე­ბად შო­კის­მომ­გვრე­ლი აღ­მოჩ­ნდა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, კრე­ბუ­ლი 30-ზე მეტ ენა­ზეა თარ­გმნი­ლი და 2,5 მი­ლი­ო­ნი ეგ­ზემპლა­რია გა­ყი­დუ­ლი.

კრე­ბუ­ლი მალე ქარ­თულ ენა­ზეც გა­მო­ი­ცე­მა. მას გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L” ამ­ზა­დებს. პო­ე­ზია ინ­გლი­სუ­რი­დან სა­ლო­მე ბე­ნი­ძემ თარ­გმნა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

ინსტაპოეზია სიყვარულზე, ფემინიზმზე, სექსსა და ძალადობაზე - ვინ არის თანამედროვე ავტორი, რომელსაც "ინსტაგრამზე" 4 მილიონი გამომწერი ჰყავს

ინსტაპოეზია სიყვარულზე, ფემინიზმზე, სექსსა და ძალადობაზე - ვინ არის თანამედროვე ავტორი, რომელსაც "ინსტაგრამზე" 4 მილიონი გამომწერი ჰყავს

ინსტაპოეზია - ალბათ, უცნაურად ჟღერს, მაგრამ ეს რეალობაა. რითმიანი თუ ურითმო ფრაზები ინსტაგრამზე, 3,6 მილიონი გამომწერი და მილიონობით მოწონება - ეს 25 წლის ინდოელი მწერალი ქალი რუპი კაურია. თუმცა ეს ყველაფერი არაა. ინსტაპოეზიით დაწყებული საქმიანობის შემდეგ გამოცემული წიგნი და 2,5 მილიონი გაყიდული ეგზემპლარი ახალგაზრდა ავტორის მიღწევების რიცხვს განეკუთვნება.

ინსტაპოეზია მთელი მსოფლიოსთვის საინტერესო სიახლე აღმოჩნდა. ავტორის განსაკუთრებულ პოპულარობას შემოქმედების ფორმატთან ერთად ხელი შეუწყო იმ ფაქტმაც, რომ ის წერს სოციაურ ქსელებში მეტად აქტუალურ თემებზე, როგორიცაა სიყვარული, სექსი, უარყოფა, ურთიერთობები.

თუმცა, რუპი კაური ეხება უფრო რთულ საკითხებსაც როგორია ძალადობა, სილამაზის სტანდარტები და რასიზმი. მისი მთავარი სიძლიერე კი ის არის, რომ კაურის პოეზია ძალიან გულწრფელია და შორიდან კი არ უვლის თემებს, არამედ პირდაპირ ეხება.

როგორ დაიწყო ეს ყველაფერი და რითი დაიმსახურა ახალგაზრდა ქალმა ადამიანების ასეთი სიყვარული?

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ რუპი კაური ისეთ ქალებზე წერს, რომლებთაც უფლებებს უზღუდავენ, ცხოვრებას უნადგურებენ და სიჩუმეში ტკივილის ატანას აიძულებენ. ეს თემა დღევანდელ მსოფლიოში მეტად აქტუალურია. უამრავი რამ იწერება ამის შესახებ, იმართება კონფერენციები, ტარდება სხვადასხვა ტრენინგები თუ პროექტები, იღებენ რეგულაციებს, მაგრამ უამრავი ადამიანი მაინც ამ ყველაფრის მიღმა რჩება. რუპი კაურმა კი ეს თემებიც წამოწია წინ, არ შეშინდა და სტერეოტიპები დაარღვია. საკმაოდ თამამი და პირდაპირი სტილი აქვს, თუმცა არა მკაცრი. გულწრფელია და ყველა საკითხს მტკივნეულად განიხილავს.

„ბევრად მეტი ხარ მინდა იცოდე“ - რუპი კაური თავისი ლექსებით სწორედ ამის ჩვენებას ცდილობს ქალებისთვის. სურს, დაანახოს მათ, თუ რამდენად დიდი შესაძლებლობები გააჩნიათ და სწორედ ამიტომ, არ უნდა დანებდნენ.

„ერთი წესი მაინც რომ მცოდნოდა უსაფრთხოების, იქნებ არასდროს მივნდობოდი უხილავ ხელებს“ - ესეც რუპი კაურის პოეზიაა. ესაა პოეზია, რომელიც ქალებს ყველაზე მძიმე მომენტებშიც კი აღმოაჩენინებს ცხოვრების სითბოსა და მოტკბო არომატს, პოეზიისა და პროზის სინთეზი ლტოლვის, ძალადობის, სიყვარულის, დანაკარგებისა და ფემინურობის შესახებ.

რუპი კაური ინდოეთში დაბადებული და კანადაში გადასახლებული ახალგაზრდა მწერალი, პოეტი და ილუსტრატორია. მისი პირველი კრებული „რძე და თაფლი“ 2014 წელს გამოვიდა და გამომცემლობებისა და მკითხველებისთვისაც მეტ-ნაკლებად შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, კრებული 30-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი და 2,5 მილიონი ეგზემპლარია გაყიდული.

კრებული მალე ქართულ ენაზეც გამოიცემა. მას გამომცემლობა „პალიტრა L” ამზადებს. პოეზია ინგლისურიდან სალომე ბენიძემ თარგმნა.

“ქართველები მსოფლიო ისტორიაში “ - წიგნი, რომელიც უცნობი ქართველების შესახებ შთამბეჭდავ ისტორიებს მოგვითხობს

"ბიბლია განმარტებებით " - მესამე ტომი უკვე ხელმისაწვდომია

"ბრიმ თბილისში" ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის წარდგენა გაიმართა