პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვლადიმირ ზელენსკის ცოლმა შავი ზღვის სანაპიროზე მდიდრული სახლი შეიძინა
ვლადიმირ ზელენსკის ცოლმა შავი ზღვის სანაპიროზე მდიდრული სახლი შეიძინა

უკ­რა­ი­ნის არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ვლა­დი­მირ ზე­ლენ­სკის ცოლ­მა ბიზ­ნეს­მენ ალექ­სან­დრ ბუ­რი­ა­კის­გან მდიდ­რუ­ლი სახ­ლი შე­ი­ძი­ნა, მას­ში კი სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბის მხო­ლოდ ნა­ხე­ვა­რი გა­და­ი­ხა­და. ამის შე­სა­ხებ Reuters წერს.

კო­მი­კო­სი და ტე­ლე­ვარ­სკვლა­ვი ზე­ლენ­სკი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის დროს სა­კუ­თარ თავს მდი­და­რი უკ­რა­ი­ნე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი­სა და პო­ლი­ტი­კო­სე­ბის­გან შორს აყე­ნებ­და, თუმ­ცა მდიდ­რულ კომ­პლექსში მდე­ბა­რე სახ­ლი შავი ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე ხაზს უს­ვამს, რომ არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტი თა­ვად არის მდი­და­რი ელი­ტის ნა­წი­ლი.

Reuters-მა ვერ და­ად­გი­ნა, რა­ტომ გა­ი­ყი­და სახ­ლი სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბა­ზე ნაკ­ლე­ბად. ზე­ლენ­სკი და მისი ცოლი კი­თხვებს არ პა­სუ­ხო­ბენ. სა­ა­გენ­ტოს­თან კო­მენ­ტარს არც ბუ­რი­ა­კი აკე­თებს.

ზე­ლენ­სკის ცოლ­მა, ელე­ნამ ყი­რიმ­ში სახ­ლი 2013 წლის აპ­რილ­ში 163,893 აშშ დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა. ამის შე­სა­ხებ ფი­ნან­სურ დეკ­ლა­რა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი. რუ­სე­თის მიერ ყი­რი­მის ანექ­სი­ამ­დე 1 წლით ადრე შე­ძე­ნი­ლი სახ­ლის კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რის ფას­მა, და­ახ­ლო­ე­ბით, 1,263 აშშ დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა. კომ­პლექსში ბი­ნე­ბის კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რის ფასი კი 3 500-დან 4 ათას დო­ლა­რამ­დეა.

ლო­მის ქან­და­კე­ბე­ბით გა­ფორ­მე­ბუ­ლი მდიდ­რუ­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კომ­პლექ­სი კუ­რორტ იალ­ტა­ში მდე­ბა­რე­ობს.

ავტორი:

ვლადიმირ ზელენსკის ცოლმა შავი ზღვის სანაპიროზე მდიდრული სახლი შეიძინა

ვლადიმირ ზელენსკის ცოლმა შავი ზღვის სანაპიროზე მდიდრული სახლი შეიძინა

უკრაინის არჩეული პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის ცოლმა ბიზნესმენ ალექსანდრ ბურიაკისგან მდიდრული სახლი შეიძინა, მასში კი საბაზრო ღირებულების მხოლოდ ნახევარი გადაიხადა. ამის შესახებ Reuters წერს.

კომიკოსი და ტელევარსკვლავი ზელენსკი წინასაარჩევნო კამპანიის დროს საკუთარ თავს მდიდარი უკრაინელი ბიზნესმენებისა და პოლიტიკოსებისგან შორს აყენებდა, თუმცა მდიდრულ კომპლექსში მდებარე სახლი შავი ზღვის სანაპიროზე ხაზს უსვამს, რომ არჩეული პრეზიდენტი თავად არის მდიდარი ელიტის ნაწილი.

Reuters-მა ვერ დაადგინა, რატომ გაიყიდა სახლი საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებად. ზელენსკი და მისი ცოლი კითხვებს არ პასუხობენ. სააგენტოსთან კომენტარს არც ბურიაკი აკეთებს.

ზელენსკის ცოლმა, ელენამ ყირიმში სახლი 2013 წლის აპრილში 163,893 აშშ დოლარად შეიძინა. ამის შესახებ ფინანსურ დეკლარაციაშია აღნიშნული. რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიამდე 1 წლით ადრე შეძენილი სახლის კვადრატული მეტრის ფასმა, დაახლოებით, 1,263 აშშ დოლარი შეადგინა. კომპლექსში ბინების კვადრატული მეტრის ფასი კი 3 500-დან 4 ათას დოლარამდეა.

ლომის ქანდაკებებით გაფორმებული მდიდრული საცხოვრებელი კომპლექსი კურორტ იალტაში მდებარეობს.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე