ავტორი:

10 რამ, რაც პრემიუმ კლასის ბინების შესახებ უნდა იცოდეთ

10 რამ, რაც პრემიუმ კლასის ბინების შესახებ უნდა იცოდეთ

საქართველოში ბოლო ათწლეულია სამშენებლო ბუმია, მხოლოდ დედაქალაქს წლის განმავლობაში ათობით ახალი საცხოვრებელი კორპუსი ემატება.

იზრდება კონკურენციაც, თითქმის ყოველ წელს იცვლება სტანდარტები, დიზაინი და ტექნოლოგიები, შესაბამისად, თუ მომხმარებლისთვის შეთავაზებული საცხოვრებელი ფართები განსაკუთრებულად არ გამოირჩევა სხვებისგან, მას წარმატების ნაკლები შანსი აქვს.

კონკურენციის ზრდის ფონზე იზრდება მოთხოვნებიც ბინის შეძენის მსურველებისგან. ამიტომაც სამშენებლო კომპანიების ნაწილი ცდილობს მათ პრესტიჟულ უბნებში პრემიუმ კლასის ბინები შესთავაზოს, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი ჩვეულებრივი საცხოვრებელი ფართებისგან განსხვავებულია და აშენებულია მაღალი ტექნოლოგიებით. თუმცა, პრემიუმ კლასის ბინები გარკვეული კრიტერიუმებით უნდა გამოირჩეოდეს.

მაინც როგორი უნდა იყოს პრემიუმ კლასის ბინა? გთავაზობთ 10 ფაქტორს, რაც პრემიუმ კლასის ბინებში გათვალისწინებული უნდა იყოს:

1. პრემიუმ კლასის ბინა უნდა იყოს ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. ფანჯრებიდან უნდა ჩანდეს ლამაზი ხედები და იყოს სასიამოვნო აივანზე თუნდაც ყავის ან ჩაის დალევა.

2. პრემიუმ კლასის ბინა, როგორც წესი, არ უნდა იყოს ქალაქის ცენტრიდან მკვეთრად მოშორებულ ადგილას. იგი უნდა იყოს ცენტრთან ახლოს, თუმცა, ამავე დროს მყუდრო გარემოში, სადაც იქ მცხოვრებლებს ქუჩის ხმაური და ხალხმრავლობა არ შეაწუხებს;

3. პრემიუმ კლასის ბინას უნდა ჰქონდეს აუცილებლად ნათელი ოთახები, მზის სხივები დღის უმეტეს მონაკვეთში უნდა ხვდებოდეს ფანჯრებს, ეს აუცილებელია ბინაში მცხობრები ადამიანების ჯანმრთელობისთვის;

4. პრემიუმ კლასის ბინებს აუცილებლად უნდა ჰქონდეს დიდი აივნები, რომელიც უმჯობესია თუ იქნება შემინული, რომელიც ბინას პრესტიჟულობას სძენს. შემინული აივნების აშენებას მშენებლები საქართველოში რატომღაც ერიდებიან. ამ მხრივ „ემერალდ ჯგუფმა“ უკან არ დაიხია და სწორედ მსგავსი ტიპის აივნები შესთავაზა მომავალ მაცხოვრებლებს. აღნიშნული სამშენებლო კომპანიის პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი ვაკეში აშენდება და მას Marabda Hills-ი ერქმევა.

5. პრემიუმ კლასის ბინები უნდა იყოს მაღალჭერიანი. არცერთ ულტრათანამედროვე საცხოვრებელ კომპლექსში დაბალი ჭერი არ არის. მაღალი ჭერი ბინას სივრცეს სძენს.

6. პრემიუმ კლასის ბინა აუცილებლად უნდა იყოს მაღალი ხარისხის მასალებისგანაშენებული და მოპირკეთებული, რათა გარანტირებული იყოს მისი გამძლეობა და უსაფრთხოება.

7. პრემიუმ კლასის ბინაში მცხოვრებს აუცილებლად მოგვარებული უნდა ჰქონდეს ავტომობილის პარკინგის პრობლემა. პარკინგი უნდა იყოს საცხოვრებელ კომპლექსში ისეთი ზომის, რომ იქ ყველა მცხოვრებმა ადამიანმა შეძლოს მანქანის გაჩერება და არ იფიქროს იმაზე, დახვდება თუ არა თავისუფალი ადგილი. თბილისში ხშირად აშენებენ კორპუსებს, რომელთაც პარკინგი საერთოდ არ აქვთ. „ემერალდ ჯგუფის“ მიერ დაწყებულ საცხოვრებელ კომპლექსში კი, რომლის მშენებლობა 2020 წლისთვის დასრულდება, სამსართულიანი პარკინგი იქნება.

8. პრემიუმ კლასის ბინების საცხოვრებელ კორპუსში უნდა იყოს ლიფტი,გამართული, ფართო, სწრაფი და ულტრათანამედროვე.

9. პრემიუმ კლასის ბინებს უნდა ჰქონდეთ თბოიზოლაცია. თბოიზოლაცია თანამედროვე ტექნოლოგიაა, რომელიც მთლიანად კორპუსის გათბობას და კორპუსში სითბოს შენარჩუნებას უზრუნველყოფს. ამჟამად მსგავსი ტიპის საცხოვრებელი კომპლექსები საქართველოში სულ თითზე ჩამოსათვლელია. საცხოვრებელ კომპლექსი Marabda Hills-ი აღნიშნული ტექნოლოგიით იქნება აღჭურვილი.

10. და ბოლოს, პრემიუმ კლასის ბინა უნდა გამოირჩეოდეს განსაკუთრებული არქიტექტურით, უნდა იყოს ორგინალური, მიმზიდველი და პრესტიჟული.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის