საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორი იქნებოდა "ნატვრის ხე" ლიკა ქავჟარაძის გარეშე? - ცნობილი როლები ქართულ კინოში, რომელიც სხვა მსახიობებს უნდა ეთამაშათ
როგორი იქნებოდა "ნატვრის ხე" ლიკა ქავჟარაძის გარეშე? - ცნობილი როლები ქართულ კინოში, რომელიც სხვა მსახიობებს უნდა ეთამაშათ

ფილმზე მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში, ხში­რად ხდე­ბა, რომ როლ­ზე ერთი მსა­ხი­ო­ბი გა­ნი­ხი­ლე­ბა, რე­ჟი­სო­რის წარ­მო­სახ­ვა­ში პერ­სო­ნა­ჟი კონ­კრე­ტულ მსა­ხი­ობ­თან ასო­ცირ­დე­ბა, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ ამ გმირს სულ სხვა მსა­ხი­ო­ბი თა­მა­შობს...

ქარ­თულ კი­ნო­ში მსგავ­სი არა­ერ­თი შემ­თხვე­ვა მო­ი­ძებ­ნე­ბა, როცა რე­ჟი­სო­რი როლ­ზე ერთ მსა­ხი­ობს გა­ნი­ხი­ლავ­და, მო­ლა­პა­რა­კე­ბას აწარ­მო­ებ­და, მაგ­რამ ბო­ლოს როლი სხვამ შე­ას­რუ­ლა. დღეს უკვე რთუ­ლია წარ­მო­იდ­გი­ნო, რო­გორ გა­ნა­სა­ხი­ე­რებ­დნენ ყვე­ლა­სათ­ვის საყ­ვა­რელ პერ­სო­ნა­ჟებს სხვა მსა­ხი­ო­ბე­ბი.

სტა­ტი­ა­ში სწო­რედ ასეთ შემ­თხვე­ვებ­ზე გი­ამ­ბობთ ქარ­თულ კი­ნო­ში - სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გო­რი იქ­ნე­ბო­და ეს ფილ­მე­ბი მთა­ვა­რი რო­ლე­ბი სხვა მსა­ხი­ო­ბებს რომ შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნათ?

  • "დიდი მწვა­ნე ველი" - ლია კა­პა­ნა­ძის ნაც­ვლად მე­დეა ჩა­ხა­ვა

ლია კა­პა­ნა­ძე ის მსა­ხი­ო­ბია, რო­მე­ლიც სა­ხა­სი­ა­თო გა­რეგ­ნო­ბი­სა და ნი­ჭი­ე­რე­ბის გამო ყო­ველ­თვის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია, მას­ზე სა­უბ­რი­სას ყვე­ლა აღ­ნიშ­ნავს რომ ეს არის ქალი, რომ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბიც ქარ­თულ­მა კი­ნომ სა­თა­ნა­დოდ ვერ შე­ა­ფა­სა და არ გა­მო­ი­ყე­ნა. თუმ­ცა, არ­სე­ბობს როლი, რო­მელ­შიც მან სამ­სა­ხი­ო­ბო მას­ტერკლა­სი მაქ­სი­მა­ლუ­რად აჩ­ვე­ნა.

კა­პა­ნა­ძე სრუ­ლი­ად ახალ­გაზ­რდა ასაკ­ში უკვე რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი იყო, აღი­ა­რე­ბულ ლე­გენ­დებ­თან ერ­თად იდგა სცე­ნა­ზე, თუმ­ცა ხვდე­ბო­და რომ მეტი შე­ეძ­ლო, რის სა­შუ­ა­ლე­ბა­საც მა­შინ თე­ატ­რი არ აძ­ლევ­და და ისიც ოც­ნე­ბობ­და კი­ნო­ზე, თე­ატ­რის­გან გულ­ნატ­კე­ნი ხში­რად ამ­ბობ­და: "აი, ახლა რომ კი­ნო­ში და­მი­ძა­ხონ, მე ვიცი რა­საც გა­ვა­კე­თებ!"... და მარ­თლაც, რო­გორც კი­ნოს სცე­ნა­რებ­შია, კინო მას­თან თე­ატ­რში მი­ვი­და.

უფრო სწო­რად, წე­რი­ლი დახ­ვდა თე­ატ­რში, სა­ი­და­ნაც გა­ი­გო, რომ სინ­ჯზე ეპა­ტი­ჟე­ბოდ­ნენ, კი­ნოს­ტუ­დი­ა­ში "დიდი მწვა­ნე ვე­ლის" გა­და­სა­ღე­ბად ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ, სტუ­დი­ა­ში მი­სულს ბევ­რი ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი დახ­ვდა, რომ­ლე­ბიც ასე­ვე ქას­თინგზე იყ­ვნენ, თუმ­ცა ამას მის თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა­ზე არ უმოქ­მე­დია, გა­ი­ა­რა სინ­ჯე­ბი და სახ­ლში დაბ­რუნ­და..

დარ­წუ­ნე­ბუ­ლი იყო რომ არ­ჩე­ვანს აუ­ცი­ლებ­ლად მას­ზე შე­ა­ჩე­რებ­დნენ, თუმ­ცა მოვ­ლე­ნე­ბი ისე არ წა­რი­მარ­თა რო­გორც ეგო­ნა - როლ­ზე მო­უ­ლოდ­ნე­ლად მსა­ხი­ო­ბი მე­დეა ჩა­ხა­ვა და­ამ­ტკი­ცეს, ამის შე­სა­ხებ თა­ვად რე­ჟი­სორ­მა მე­რაბ კო­კო­ჩაშ­ვილ­მა შე­ა­ტყო­ბი­ნა.

რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი წლის შემ­დე­გაც ლია კა­პა­ნა­ძე ნაღ­ვლი­ა­ნად იხ­სე­ნებს ამ ეპი­ზოდს: "ერთხელ შემ­ხვდა მე­რა­ბი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მო­რი­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია და მი­თხრა: იცით რა ლია, თქვენ არა, მე­დი­კო და­ვამ­ტკი­ცეო... ვუ­პა­სუ­ხე: ნა­ხე­ვა­რი ფილ­მი რომ გქონ­დეს გა­და­ღე­ბუ­ლი, ამ როლს მე ვი­თა­მა­შებ, იმი­ტომ რომ ჩემ­ნა­ი­რად ვე­რა­ვინ ვერ ითა­მა­შებს-მეთ­ქი!"

ამ ფრა­ზამ თით­ქოს რა­ღაც კუ­თხით გარ­და­ტე­ხა მო­ახ­დი­ნა და რე­ჟი­სო­რის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა შეც­ვა­ლა, სულ მალე ფილ­მის გა­და­ღე­ბა და­ი­წყო, მე­რაბ კო­კო­ჩაშ­ვილ­მა სა­ბო­ლო­ოდ პი­რიმ­ზეს როლ­ზე სწო­რედ ლია კა­პა­ნა­ძე აიყ­ვა­ნა.

მსა­ხი­ო­ბის ფილ­მოგ­რა­ფი­ა­ში 70-ზე მეტ როლს შო­რის, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი დღემ­დე "დიდ მწვა­ნე ველს" უჭი­რავს, რომ­ლის გა­მოც არა­ერ­თი ტკი­ვი­ლი და დიდი სი­ხა­რუ­ლი შეხ­ვდა - ფილ­მი ჯერ ცენ­ზუ­რის მსხვერ­პლი გახ­და, შემ­დეგ მსა­ხი­ო­ბებს სი­თა­მა­მის გამო აკ­რი­ტი­კებ­დნენ და მა­ყუ­რე­ბე­ლი დარ­ბაზს ტო­ვებ­და, თუმ­ცა ფილმმა დროს გა­უძ­ლო და ად­გი­ლი მო­ი­პო­ვა მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით გა­და­ღე­ბულ ყვე­ლა დრო­ის 100 სა­უ­კე­თე­სო ფილ­მს შო­რის.

  • "ნატ­ვრის ხე" - ლიკა ქა­ვჟა­რა­ძის ნაც­ვლად ია ნი­ნი­ძე

დღეს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია თენ­გიზ აბუ­ლა­ძის ფილ­მი "ნატ­ვრის ხე" ლიკა ქა­ვჟა­რა­ძის გა­რე­შე - არა­თუ ფილ­მის ნახ­ვი­სას, გი­ორ­გი ლე­ო­ნი­ძის მო­თხრო­ბე­ბის კი­თხვის დრო­საც კი, სა­დაც მა­რი­ტაა ნახ­სე­ნე­ბი, ყვე­ლას პირ­ველ რიგ­ში ლი­კას სახე უდ­გას თვალ­წინ... თუმ­ცა იყო დრო, როცა ფილ­მის დამ­დგმე­ლი რე­ჟი­სო­რი ამ როლ­ზე სულ სხვა მსა­ხი­ობს მო­ი­აზ­რებ­და.

ბევ­რმა არც იცის, რომ თენ­გიზ აბუ­ლა­ძეს თავ­და­პირ­ვე­ლად სურ­და, "ნატ­ვრის ხეში" ერთ-ერთი მთა­ვა­რი როლი ია ნი­ნი­ძეს შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა. იმ პე­რი­ოდ­ში იას უკვე ნა­თა­მა­შე­ბი ჰქონ­და რო­ლე­ბი გი­ორ­გი და­ნე­ლი­ას "არ და­ი­დარ­დო­სა" და გი­ორ­გი შენ­გე­ლა­ი­ას "ვე­რის უბ­ნის მე­ლო­დი­ებ­ში". გო­გო­ნას ყვე­ლას­გან გა­მორ­ჩე­უ­ლი ღი­მი­ლით თბი­ლის­ში უკვე კარ­გად იც­ნობ­დნენ, კი­ნოს­ტუ­დია მის­თვის მე­ო­რე სახ­ლი იყო და ყვე­ლა იქ მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ანს გულ­თბი­ლად ესალ­მე­ბო­და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, იც­ნობ­და თუ არა მათ.

სწო­რედ ასე მო­ექ­ცა ია ნი­ნი­ძე თენ­გიზ აბუ­ლა­ძის ყუ­რა­დღე­ბის ქვეშ. ერთ დღე­საც კი­ნოს­ტუ­დი­ის ეზო­ში რე­ჟი­სორ­მა გა­ა­ჩე­რა და უთხრა, რომ ის იწყებ­და მუ­შა­ო­ბას "ნატ­ვრის ხეზე" და სურ­და, მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟი მას ეთა­მა­შა. იამ სრუ­ლი­ად გულ­წრფე­ლად უთხრა რე­ჟი­სორს, რომ ვერ შეძ­ლებ­და ფილმში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, რად­გან უკვე დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი იყო როლ­ზე ლე­ნინ­გრად­ში, კი­ნოს­ტუ­დია "ლენ­ფილმში" ფილმზე "ცი­უ­რი მერ­ცხლე­ბი".

"არ მქონ­და იმის ეშ­მა­კო­ბა მე­ფიქ­რა, რომ ერ­თდრო­უ­ლად ვი­თა­მა­შებ ორი­ვე ფილმში, ამი­ტომ რო­გორც კი მი­თხრა ეს, მა­შინ­ვე ვუ­თხა­რი უარი. ეს ეწყი­ნა, შეტ­რი­ალ­და და მთე­ლი ათი წელი არ მე­სალ­მე­ბო­და.." - იხ­სე­ნებ­და წლე­ბის შემ­დეგ ია ნი­ნი­ძე.

ია ნი­ნი­ძე და ან­დრეი მი­რო­ნო­ვი, კად­რი ფილ­მი­დან "ცი­უ­რი მერ­ცხლე­ბი"

რამ­დე­ნი­მე ათა­სი გო­გო­ნას გა­სინ­ჯვის შემ­დეგ იპო­ვეს ლიკა ქა­ვჟა­რა­ძე, რო­მე­ლიც მა­ნამ­დე ლანა ღო­ღო­ბე­რი­ძის "როცა აყ­ვავ­და ნუშ­ში" და რამ­დე­ნი­მე მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ან ფილმში გა­მოჩ­ნდა.

თენ­გიზ აბუ­ლა­ძის "ნატ­ვრის ხე" და ლე­ო­ნიდ კვი­ნი­ხი­ძის "ცი­უ­რი მერ­ცხლე­ბი" 1976 წლით თა­რიღ­დე­ბა. ლიკა ქა­ვჟა­რა­ძე მა­რი­ტას რო­ლით ქარ­თუ­ლი კი­ნოს ოქ­როს ფონდში სა­კუ­თარ ად­გილს იკა­ვებს, ია ნი­ნი­ძე კი ფილმში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რო­ლით საბ­ჭო­თა ეკ­რა­ნის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი მსა­ხი­ო­ბი გახ­და და სწო­რედ "ცი­უ­რი მერ­ცხლე­ბის" შემ­დეგ, მას საბ­ჭო­თა ეკ­რა­ნის ოდრი ჰე­პ­ბერ­ნი უწო­დეს..

"მე ვფიქ­რობ რაც ხდე­ბა ის არის სწო­რი და ასეც უნდა მოხ­დეს, ეს როლი უნდა ეთა­მა­შა ლიკა ქა­ვჟა­რა­ძეს, რო­მე­ლიც ჩემ­თვის არის ფრეს­კა, ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლი სი­ლა­მა­ზე, მე უნდა მე­თა­მა­შა ის როლი, რაც ვი­თა­მა­შე და ყვე­ლა­ფე­რი თა­ვის ად­გი­ლას დად­გა.." - იხ­სე­ნებს ია ნი­ნი­ძე.

  • "რო­ბინ­ზო­ნი­ა­და ანუ ჩემი ინ­გლი­სე­ლი პაპი" - ნი­ნე­ლი ჭანკვე­ტა­ძის ნაც­ვლად ია ფა­რუ­ლა­ვა

1987 წლით თა­რიღ­დე­ბა ნანა ჯორ­ჯა­ძის ფილ­მი "რო­ბინ­ზო­ნი­ა­და ანუ ჩემი ინ­გლი­სე­ლი პაპი", რო­მე­ლიც ინ­გლი­სე­ლი ტე­ლეგ­რა­ფის­ტი­სა და ქარ­თვე­ლი გო­გო­ნას სიყ­ვა­რუ­ლის შე­სა­ხებ მოგ­ვი­თხრობს. ფილმში მთა­ვარ როლს ქარ­თუ­ლი კი­ნოს ვარ­სკვლა­ვებ­თან - ჟან­რი ლო­ლაშ­ვილ­თან, გუ­რამ ფირ­ცხა­ლა­ვას­თან და ელ­გუ­ჯა ბურ­დულ­თან ერ­თად, ნი­ნე­ლი ჭანკვე­ტა­ძე ას­რუ­ლებს.

თუმ­ცა, ამ როლ­ზე არა­თუ სხვა მსა­ხი­ო­ბი გა­ნი­ხი­ლე­ბო­და, არა­მედ უკვე და­წყე­ბუ­ლი იყო გა­და­ღე­ბა ია ფა­რუ­ლა­ვას­თან ერ­თად, რო­მე­ლიც მთა­ვარ გმირს გა­ნა­სა­ხი­ე­რებ­და. თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის მე­სა­მე კურ­სის სტუ­დენ­ტი უკვე ხუ­თამ­დე ფილმში იყო გა­და­ღე­ბუ­ლი, როცა ნანა ჯორ­ჯა­ძემ სა­თა­მა­შოდ მი­იწ­ვია.

რო­გორც ფა­რუ­ლა­ვას სხვა­დას­ხვა დროს აღუ­ნიშ­ნავს, კი­ნო­ში გა­და­ღე­ბას მისი პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და და იმის­თვის, რომ "ფეს­ვებ­ში" ეთა­მა­შა, მსა­ხი­ო­ბი სახ­ლი­დან იპა­რე­ბო­და და მის ეპი­ზოდს ჩუ­მად იღებ­დნენ.

რო­გორც ია ფა­რუ­ლა­ვა წლე­ბის წინ გა­და­ცე­მა "პრო­ფილ­ში" ყვე­ბო­და, მე­უღ­ლემ "რო­ბინ­ზო­ნი­ა­და ანუ ჩემი ინ­გლი­სე­ლი პა­პის" გა­და­ღე­ბი­დან ძა­ლით წა­მო­იყ­ვა­ნა და ამ­გვა­რად ამ როლ­ზე უა­რის თქმა მო­უ­წია. მის ნაც­ვლად ჯორ­ჯა­ძემ ფილმში მი­ხე­ილ თუ­მა­ნიშ­ვი­ლის ყო­ფი­ლი სტუ­დენ­ტი და უკვე ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი ნი­ნე­ლი ჭანკვე­ტა­ძე გა­და­ი­ღო. ფილ­მი წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­მოდ­გა - 1987 წელს კა­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის კონ­კურ­სში მოხ­ვდა და "ოქ­როს კა­მე­რით" და­ჯილ­დოვ­და.

და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: "ვე­ლუ­რი შავი ვარ­დი" ია ფა­რუ­ლა­ვა - მსა­ხი­ო­ბის ახალ­გაზ­რდო­ბის ფო­ტო­ე­ბი პი­რა­დი არ­ქი­ვი­დან

  • "შე­რე­კი­ლე­ბი" - არი­ად­ნა შენ­გე­ლა­ი­ას ნაც­ვლად ლალი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი

ამ შემ­თხვე­ვა­ში საქ­მე სინ­ჯე­ბამ­დე ან გა­და­ღე­ბის და­წყე­ბამ­დე არ მი­სუ­ლა, უბ­რა­ლოდ რო­დე­საც რე­ჟი­სო­რი ელ­დარ შენ­გე­ლა­ია მარ­გა­ლი­ტა ამ­ყო­ლა­ძის რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელს ეძებ­და, ერთ-ერთ კან­დი­და­ტად ლალი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი გა­ნუ­ხი­ლავს. რო­გორც თა­ვად მსა­ხი­ო­ბი წლე­ბის შემ­დეგ იხ­სე­ნებ­და, მისი მე­უღ­ლე და რე­ჟი­სო­რი მე­გობ­რობ­დნენ და სწო­რედ მე­უღ­ლის­თვის უთ­ქვამს ელ­დარ შენ­გე­ლა­ი­ას, რომ ლალი ბა­დუ­რაშ­ვი­ლის მოსნ­ჯვა უნ­დო­და ამ როლ­ზე.

"ელ­და­რი და ჩემი მე­უღ­ლე მე­გობ­რობ­დნენ ძა­ლი­ან და ერთხელ ელ­დარს უთ­ქვამს, ლალი მინ­და გავ­სინ­ჯოო, რა როლ­ში გინ­და გა­და­ი­ღო, რო­გო­რი ქა­ლი­აო? ცოტა იმ­ნა­ი­რი ქა­ლი­აო, ელ­დარს უთ­ქვამს, ცოტა იმ­ნა­ი­რი თუა, შენი ცოლი ათა­მა­შე, ლა­ლის არა­ფე­რი უთხრაო... მერე გა­ვი­გე და გული დამ­წყდა" - იხ­სე­ნებს მსა­ხი­ო­ბი.

სა­ბო­ლო­ოდ ისე გა­მო­ვი­და, რომ მთა­ვარ როლ­ზე ელ­დარ შენ­გე­ლა­ი­ამ მისი იმ­ჟა­მინ­დე­ლი მე­უღ­ლე, მსა­ხი­ო­ბი არი­ად­ნა შენ­გე­ლა­ია გა­და­ი­ღო, რო­მელ­მაც ამ რო­ლით ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რებ­ლის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი და­იმ­სა­ხუ­რა. სა­ნამ მარ­გა­ლი­ტას როლს ითა­მა­შებ­და, მას უკვე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ჰქონ­და საბ­ჭო­თა კავ­ში­რის მას­შტა­ბით მრა­ვა­ლი მსა­ხი­ო­ბის­თვის სა­ოც­ნე­ბო რო­ლე­ბი, რო­გო­რი­ცაა, ტა­ტი­ა­ნა ლა­რი­ნა ფილ­მი­დან "ევ­გე­ნი ონე­გი­ნი" და მრა­ვა­ლი სხვა. 50-იანი წლე­ბის ბო­ლო­სა და 60-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში მშვე­ნი­ე­რი არი­ად­ნა საბ­ჭო­თა კი­ნოს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი მსა­ხი­ო­ბი იყო.

ავ­ტო­რი: ზაურ მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლი

ფო­ტო­ე­ბი: ეროვ­ნუ­ლი ფო­ტო­მა­ტი­ა­ნე; ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლე, და­მა­ნა მდივ­ნიშ­ვი­ლი, ია ნი­ო­რა­ძე, იური მე­ჩი­თო­ვი

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
hm
7

ნი­ნე­ლი ჭანკვე­ტა­ძის მსახიობობა არ გაიშვა როგორი ხელოვნურია!ამას მსახიობი რატომ ქვია და რატომ იწვევდნენ?!

ეჰ
1

ია ნინიძე "ციურ მერცხლებში" საოცარია! რა თქმა უნდა ანდრეი მირონოვთან ფილმში თამაშზე უარს რომელი მსახიობი იტყოდა! 10 წელი არ მელაპარაკებოდაო თენგიზ აბულაძე, როგორ შეიძლება!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

როგორი იქნებოდა "ნატვრის ხე" ლიკა ქავჟარაძის გარეშე? - ცნობილი როლები ქართულ კინოში, რომელიც სხვა მსახიობებს უნდა ეთამაშათ

როგორი იქნებოდა "ნატვრის ხე" ლიკა ქავჟარაძის გარეშე? - ცნობილი როლები ქართულ კინოში, რომელიც სხვა მსახიობებს უნდა ეთამაშათ

ფილმზე მუშაობის პროცესში, ხშირად ხდება, რომ როლზე ერთი მსახიობი განიხილება, რეჟისორის წარმოსახვაში პერსონაჟი კონკრეტულ მსახიობთან ასოცირდება, თუმცა საბოლოოდ ამ გმირს სულ სხვა მსახიობი თამაშობს...

ქართულ კინოში მსგავსი არაერთი შემთხვევა მოიძებნება, როცა რეჟისორი როლზე ერთ მსახიობს განიხილავდა, მოლაპარაკებას აწარმოებდა, მაგრამ ბოლოს როლი სხვამ შეასრულა. დღეს უკვე რთულია წარმოიდგინო, როგორ განასახიერებდნენ ყველასათვის საყვარელ პერსონაჟებს სხვა მსახიობები.

სტატიაში სწორედ ასეთ შემთხვევებზე გიამბობთ ქართულ კინოში - საინტერესოა, როგორი იქნებოდა ეს ფილმები მთავარი როლები სხვა მსახიობებს რომ შეესრულებინათ?

  • "დიდი მწვანე ველი" - ლია კაპანაძის ნაცვლად მედეა ჩახავა

ლია კაპანაძე ის მსახიობია, რომელიც სახასიათო გარეგნობისა და ნიჭიერების გამო ყოველთვის ყურადღების ცენტრშია, მასზე საუბრისას ყველა აღნიშნავს რომ ეს არის ქალი, რომლის შესაძლებლობებიც ქართულმა კინომ სათანადოდ ვერ შეაფასა და არ გამოიყენა. თუმცა, არსებობს როლი, რომელშიც მან სამსახიობო მასტერკლასი მაქსიმალურად აჩვენა.

კაპანაძე სრულიად ახალგაზრდა ასაკში უკვე რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო, აღიარებულ ლეგენდებთან ერთად იდგა სცენაზე, თუმცა ხვდებოდა რომ მეტი შეეძლო, რის საშუალებასაც მაშინ თეატრი არ აძლევდა და ისიც ოცნებობდა კინოზე, თეატრისგან გულნატკენი ხშირად ამბობდა: "აი, ახლა რომ კინოში დამიძახონ, მე ვიცი რასაც გავაკეთებ!"... და მართლაც, როგორც კინოს სცენარებშია, კინო მასთან თეატრში მივიდა.

უფრო სწორად, წერილი დახვდა თეატრში, საიდანაც გაიგო, რომ სინჯზე ეპატიჟებოდნენ, კინოსტუდიაში "დიდი მწვანე ველის" გადასაღებად ემზადებოდნენ, სტუდიაში მისულს ბევრი ცნობილი მსახიობი დახვდა, რომლებიც ასევე ქასთინგზე იყვნენ, თუმცა ამას მის თავდაჯერებულობაზე არ უმოქმედია, გაიარა სინჯები და სახლში დაბრუნდა..

დარწუნებული იყო რომ არჩევანს აუცილებლად მასზე შეაჩერებდნენ, თუმცა მოვლენები ისე არ წარიმართა როგორც ეგონა - როლზე მოულოდნელად მსახიობი მედეა ჩახავა დაამტკიცეს, ამის შესახებ თავად რეჟისორმა მერაბ კოკოჩაშვილმა შეატყობინა.

რამდენიმე ათეული წლის შემდეგაც ლია კაპანაძე ნაღვლიანად იხსენებს ამ ეპიზოდს: "ერთხელ შემხვდა მერაბი, რომელიც ძალიან მორიდებული ადამიანია და მითხრა: იცით რა ლია, თქვენ არა, მედიკო დავამტკიცეო... ვუპასუხე: ნახევარი ფილმი რომ გქონდეს გადაღებული, ამ როლს მე ვითამაშებ, იმიტომ რომ ჩემნაირად ვერავინ ვერ ითამაშებს-მეთქი!"

ამ ფრაზამ თითქოს რაღაც კუთხით გარდატეხა მოახდინა და რეჟისორის დამოკიდებულება შეცვალა, სულ მალე ფილმის გადაღება დაიწყო, მერაბ კოკოჩაშვილმა საბოლოოდ პირიმზეს როლზე სწორედ ლია კაპანაძე აიყვანა.

მსახიობის ფილმოგრაფიაში 70-ზე მეტ როლს შორის, განსაკუთრებული ადგილი დღემდე "დიდ მწვანე ველს" უჭირავს, რომლის გამოც არაერთი ტკივილი და დიდი სიხარული შეხვდა - ფილმი ჯერ ცენზურის მსხვერპლი გახდა, შემდეგ მსახიობებს სითამამის გამო აკრიტიკებდნენ და მაყურებელი დარბაზს ტოვებდა, თუმცა ფილმმა დროს გაუძლო და ადგილი მოიპოვა მსოფლიოს მასშტაბით გადაღებულ ყველა დროის 100 საუკეთესო ფილმს შორის.

  • "ნატვრის ხე" - ლიკა ქავჟარაძის ნაცვლად ია ნინიძე

დღეს წარმოუდგენელია თენგიზ აბულაძის ფილმი "ნატვრის ხე" ლიკა ქავჟარაძის გარეშე - არათუ ფილმის ნახვისას, გიორგი ლეონიძის მოთხრობების კითხვის დროსაც კი, სადაც მარიტაა ნახსენები, ყველას პირველ რიგში ლიკას სახე უდგას თვალწინ... თუმცა იყო დრო, როცა ფილმის დამდგმელი რეჟისორი ამ როლზე სულ სხვა მსახიობს მოიაზრებდა.

ბევრმა არც იცის, რომ თენგიზ აბულაძეს თავდაპირველად სურდა, "ნატვრის ხეში" ერთ-ერთი მთავარი როლი ია ნინიძეს შეესრულებინა. იმ პერიოდში იას უკვე ნათამაშები ჰქონდა როლები გიორგი დანელიას "არ დაიდარდოსა" და გიორგი შენგელაიას "ვერის უბნის მელოდიებში". გოგონას ყველასგან გამორჩეული ღიმილით თბილისში უკვე კარგად იცნობდნენ, კინოსტუდია მისთვის მეორე სახლი იყო და ყველა იქ მომუშავე ადამიანს გულთბილად ესალმებოდა, მიუხედავად იმისა, იცნობდა თუ არა მათ.

სწორედ ასე მოექცა ია ნინიძე თენგიზ აბულაძის ყურადღების ქვეშ. ერთ დღესაც კინოსტუდიის ეზოში რეჟისორმა გააჩერა და უთხრა, რომ ის იწყებდა მუშაობას "ნატვრის ხეზე" და სურდა, მთავარი პერსონაჟი მას ეთამაშა. იამ სრულიად გულწრფელად უთხრა რეჟისორს, რომ ვერ შეძლებდა ფილმში მონაწილეობას, რადგან უკვე დამტკიცებული იყო როლზე ლენინგრადში, კინოსტუდია "ლენფილმში" ფილმზე "ციური მერცხლები".

"არ მქონდა იმის ეშმაკობა მეფიქრა, რომ ერთდროულად ვითამაშებ ორივე ფილმში, ამიტომ როგორც კი მითხრა ეს, მაშინვე ვუთხარი უარი. ეს ეწყინა, შეტრიალდა და მთელი ათი წელი არ მესალმებოდა.." - იხსენებდა წლების შემდეგ ია ნინიძე.

ია ნინიძე და ანდრეი მირონოვი, კადრი ფილმიდან "ციური მერცხლები"

რამდენიმე ათასი გოგონას გასინჯვის შემდეგ იპოვეს ლიკა ქავჟარაძე, რომელიც მანამდე ლანა ღოღობერიძის "როცა აყვავდა ნუშში" და რამდენიმე მოკლემეტრაჟიან ფილმში გამოჩნდა.

თენგიზ აბულაძის "ნატვრის ხე" და ლეონიდ კვინიხიძის "ციური მერცხლები" 1976 წლით თარიღდება. ლიკა ქავჟარაძე მარიტას როლით ქართული კინოს ოქროს ფონდში საკუთარ ადგილს იკავებს, ია ნინიძე კი ფილმში შესრულებული როლით საბჭოთა ეკრანის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მსახიობი გახდა და სწორედ "ციური მერცხლების" შემდეგ, მას საბჭოთა ეკრანის ოდრი ჰეპბერნი უწოდეს..

"მე ვფიქრობ რაც ხდება ის არის სწორი და ასეც უნდა მოხდეს, ეს როლი უნდა ეთამაშა ლიკა ქავჟარაძეს, რომელიც ჩემთვის არის ფრესკა, ხელშეუხებელი სილამაზე, მე უნდა მეთამაშა ის როლი, რაც ვითამაშე და ყველაფერი თავის ადგილას დადგა.." - იხსენებს ია ნინიძე.

  • "რობინზონიადა ანუ ჩემი ინგლისელი პაპი" - ნინელი ჭანკვეტაძის ნაცვლად ია ფარულავა

1987 წლით თარიღდება ნანა ჯორჯაძის ფილმი "რობინზონიადა ანუ ჩემი ინგლისელი პაპი", რომელიც ინგლისელი ტელეგრაფისტისა და ქართველი გოგონას სიყვარულის შესახებ მოგვითხრობს. ფილმში მთავარ როლს ქართული კინოს ვარსკვლავებთან - ჟანრი ლოლაშვილთან, გურამ ფირცხალავასთან და ელგუჯა ბურდულთან ერთად, ნინელი ჭანკვეტაძე ასრულებს.

თუმცა, ამ როლზე არათუ სხვა მსახიობი განიხილებოდა, არამედ უკვე დაწყებული იყო გადაღება ია ფარულავასთან ერთად, რომელიც მთავარ გმირს განასახიერებდა. თეატრალური ინსტიტუტის მესამე კურსის სტუდენტი უკვე ხუთამდე ფილმში იყო გადაღებული, როცა ნანა ჯორჯაძემ სათამაშოდ მიიწვია.

როგორც ფარულავას სხვადასხვა დროს აღუნიშნავს, კინოში გადაღებას მისი პირველი მეუღლე ეწინააღმდეგებოდა და იმისთვის, რომ "ფესვებში" ეთამაშა, მსახიობი სახლიდან იპარებოდა და მის ეპიზოდს ჩუმად იღებდნენ.

როგორც ია ფარულავა წლების წინ გადაცემა "პროფილში" ყვებოდა, მეუღლემ "რობინზონიადა ანუ ჩემი ინგლისელი პაპის" გადაღებიდან ძალით წამოიყვანა და ამგვარად ამ როლზე უარის თქმა მოუწია. მის ნაცვლად ჯორჯაძემ ფილმში მიხეილ თუმანიშვილის ყოფილი სტუდენტი და უკვე ცნობილი მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე გადაიღო. ფილმი წარმატებული გამოდგა - 1987 წელს კანის საერთაშორისო კინოფესტივალის კონკურსში მოხვდა და "ოქროს კამერით" დაჯილდოვდა.

დაგაინტერესებთ: "ველური შავი ვარდი" ია ფარულავა - მსახიობის ახალგაზრდობის ფოტოები პირადი არქივიდან

  • "შერეკილები" - არიადნა შენგელაიას ნაცვლად ლალი ბადურაშვილი

ამ შემთხვევაში საქმე სინჯებამდე ან გადაღების დაწყებამდე არ მისულა, უბრალოდ როდესაც რეჟისორი ელდარ შენგელაია მარგალიტა ამყოლაძის როლის შემსრულებელს ეძებდა, ერთ-ერთ კანდიდატად ლალი ბადურაშვილი განუხილავს. როგორც თავად მსახიობი წლების შემდეგ იხსენებდა, მისი მეუღლე და რეჟისორი მეგობრობდნენ და სწორედ მეუღლისთვის უთქვამს ელდარ შენგელაიას, რომ ლალი ბადურაშვილის მოსნჯვა უნდოდა ამ როლზე.

"ელდარი და ჩემი მეუღლე მეგობრობდნენ ძალიან და ერთხელ ელდარს უთქვამს, ლალი მინდა გავსინჯოო, რა როლში გინდა გადაიღო, როგორი ქალიაო? ცოტა იმნაირი ქალიაო, ელდარს უთქვამს, ცოტა იმნაირი თუა, შენი ცოლი ათამაშე, ლალის არაფერი უთხრაო... მერე გავიგე და გული დამწყდა" - იხსენებს მსახიობი.

საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ მთავარ როლზე ელდარ შენგელაიამ მისი იმჟამინდელი მეუღლე, მსახიობი არიადნა შენგელაია გადაიღო, რომელმაც ამ როლით ქართველი მაყურებლის განსაკუთრებული სიყვარული დაიმსახურა. სანამ მარგალიტას როლს ითამაშებდა, მას უკვე შესრულებული ჰქონდა საბჭოთა კავშირის მასშტაბით მრავალი მსახიობისთვის საოცნებო როლები, როგორიცაა, ტატიანა ლარინა ფილმიდან "ევგენი ონეგინი" და მრავალი სხვა. 50-იანი წლების ბოლოსა და 60-იანი წლების დასაწყისში მშვენიერი არიადნა საბჭოთა კინოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მსახიობი იყო.

ავტორი: ზაურ მირიანაშვილი

ფოტოები: ეროვნული ფოტომატიანე; ხელოვნების სასახლე, დამანა მდივნიშვილი, ია ნიორაძე, იური მეჩითოვი