ავტორი:

სროლა, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი ვენესუელას ქუჩებში - ოპოზიცია პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვს

სროლა, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი ვენესუელას ქუჩებში - ოპოზიცია პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვს

ვენესუელას ქუჩებში არეულობაა, BBC-ს ინფორმაციით, მთელი დღის განმავლობაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირება მიმდინარეობდა.

დროებითმა პრეზიდენტმა ხუან გუაიდომ მხარდამჭერებს მოუწოდა, ქუჩებში გამოსულიყვნენ. პრეზიდენტი ნიკოლას მადურო კი, რომლის გადაყენებაც გუაიდოს სურს, ოპოზიციის მოთხოვნებს არ ემორჩილება. მან სატელევიზიო ინტერვიუში პროტესტის მონაწილეებს „მცირე ჯგუფი“ უწოდა, რომელსაც „გეგმები ჩაეშალა“.

ნიკოლას მადურო

აშშ-ს ადმინისტრაციაში კი ამბობენ, რომ მადურო კუბაში გასაქცევად ემზადებოდა.

„თვითმფრინავი უკვე მზად იყო და მადურო გაფრენას აპირებდა, თუმცა რუსებმა მოსთხოვეს, ქვეყანაში დარჩენილიყო,“ - განაცხადა აშშ-ს გენერალურმა მდივანმა მაიკ პომპეომ „სიენენთან“.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი "ტვიტერზე" აღნიშნა, რომ ყურადღებით აკვირდება ვენესუელაში განვითარებულ მოვლენებს და აშშ ვენესუელელი ხალხისა და მათი თავისუფლების მხარეს არის.

ნიკოლას მადურომ აღნიშნა, რომ ქვეყანაში სამხედრო გადატრიალება სცადეს, ოპოზიციას კი აშშ უმაგრებს ზურგს. პრეზიდენტის თქმით, სამშაბათს განვითარებულ მოვლენებში მონაწილეები დაუსჯელი არ დარჩებიან.

რა მოხდა სამშაბათს ვენესუელაში

გუაიდომ სამწუთიანი ვიდეო გაავრცელა. ის სამხედრო ფორმაში ჩაცმულ მამაკაცებთან იდგა და გამოაცხადა, რომ კარაკასში „მამაცი ჯარისკაცები“ მას მხარს უჭერენ.

„ეროვნულმა შეიარაღებულმა ძალებმა სწორი გადაწყვეტილება მიიღეს,“- აღნიშნა გუაიდომ. მან მოუწოდა ვენესუელელებს, ქუჩებში გამოსულიყვნენ.

კარაკასის ქუჩებში ორივე ძალის მხარდამჭერები გამოვიდნენ. გუაიდოს მოწოდების მიუხედავად, როგორც ჩანს, შეიარაღებული ძალის დიდი ნაწილი შეტაკებების დროს მადუროს მხარეს იყო.

გუაიდოსა და მადუროს მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. პროტესტის მონაწილეები ისროდნენ ქვებს, თუმცა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაპირისპირების შედეგად სულ მცირე 71 ადამიანი დაშავდა.

ოპოზიცია დღეს კიდევ უფრო მასშტაბურ საპროტესტო აქციას გეგმავს.

Reuters-ის ფოტოები

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე