პოლიტიკა
სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გუშინდელივით მახსოვს პირველი დღე "აიაქსში"... ნერვიულობაში აღმოვაჩინე, რომ ბოტასები სახლში დამრჩა" - შოთა არველაძის მოგონებები ჰოლანდიაზე
"გუშინდელივით მახსოვს პირველი დღე "აიაქსში"... ნერვიულობაში აღმოვაჩინე, რომ ბოტასები სახლში დამრჩა" - შოთა არველაძის მოგონებები ჰოლანდიაზე

ცნო­ბილ ფეხ­ბურ­თელს, შოთა არ­ვე­ლა­ძეს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი წიგ­ნი აქვს და­წე­რი­ლი სპორ­ტულ ჟურ­ნა­ლისტ და­ვით თა­ვარ­თქი­ლა­ძეს­თან ერ­თად, რო­მელ­შიც ცალ­კე თავი ეძღვნე­ბა ჰო­ლან­დი­ურ "აიაქსს", სა­დაც შო­თამ 1997-2001 წლებ­ში ითა­მა­შა.

"ლელო" გთა­ვა­ზობთ ფრაგ­მენტს, რო­მელ­შიც ფეხ­ბურ­თე­ლი გუნდში მის­ვლა­სა და სა­დე­ბი­უ­ტო მატჩს დიდი ემო­ცი­ე­ბით იხ­სე­ნებს:

"ის, რაც ყვე­ლას­თვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო, ჩემ­თვის სულ რამ­დე­ნი­მე ხან­ში რე­ა­ლო­ბად გა­და­იქ­ცე­ვა. მე დიდი ევ­რო­პუ­ლი და მსოფ­ლიო ფეხ­ბურ­თის წევ­რი გავ­ხდე­ბი.

1997 წლის ზა­ფხულ­ში თბი­ლი­სი­დან არ­სად წავ­სულ­ვარ. "დი­ნა­მოს" ბა­ზა­ზე ვვარ­ჯი­შობ­დი და ვემ­ზა­დე­ბო­დი. ასე ხდე­ბო­და ყო­ველ ზა­ფხულს, ოღონდ ეს ზა­ფხუ­ლი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იყო - მე ხომ "აიაქსში" მივ­დი­ო­დი... "აიაქ­სი" თით­ქმის ყო­ველ წელს ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის ფი­ნა­ლამ­დე მი­დი­ო­და, ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი წლე­ბი ჰქონ­და და, რა თქმა უნდა, ვნერ­ვი­უ­ლობ­დი.

მა­ინ­ტე­რე­სებ­და, რამ­დე­ნით ჩა­მოვ­რჩე­ბო­დი მათ, ვინც ყო­ველ წელს ლი­გის ფი­ნალს თა­მა­შობ­და.

ამ­სტერ­დამ­ში გამ­გზავ­რე­ბის წინ სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენტს, ბა­ტონ ნო­დარ ახალ­კაცს ვეს­ტუმ­რე. ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებ­და მისი აზრი. ახალ­კაც­მა ჯერ შე­მა­ქო - ყო­ჩაღ, აბა, შენ იცი, ამ­ხე­ლა გუნდში სა­ქარ­თვე­ლოს რო­გორ წარ­მო­ა­ჩე­ნო. ერთი რჩე­ვაც მომ­ცა - გუნდში რომ მიხ­ვალ, სტუ­მა­რი­ვით არ მო­იქ­ცე, ისე მო­ი­ქე­ცი, თით­ქოს დიდი ხა­ნია, "აიაქსში" თა­მა­შო­ბო. ასე უფრო მალე მი­გი­ღებს დიდი ფეხ­ბურ­თი და წარ­მა­ტე­ბაც მალე მო­ვაო.

ჰო­ლან­დი­ის დე­და­ქა­ლაქ­ში მე, აჩი, მე­რაბ ჟორ­და­ნია (თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს" პრე­ზი­დენ­ტი), ერ­ვინ კა­ზა­კოვ­სკი და ჩემი მე­ნე­ჯე­რი - ივან ბე­ნე­ში ჩა­ვე­დით. "ამ­სტერ­დამ არე­ნა­ზე" მარ­ტინ ოლ­დე­ნჰო­ფი და არი ვან ოსი გვე­ლო­დე­ბოდ­ნენ. სწო­რედ ისი­ნი გა­ნა­გებ­დნენ სა­ფი­ნან­სო საქ­მე­ებს. იმ ოთახ­ში მიგ­ვი­პა­ტი­ჟეს, სა­დაც "აიაქ­სის" თასე­ბი იყო გა­მო­ფე­ნი­ლი, ოთხი - ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის, ორი - სა­კონ­ტი­ნენ­ტო, ორი - ევრო სუ­პერ­თა­სი და ერთი - უეფა.

არ ვიცი, სა­გან­გე­ბოდ შეგ­ვიყ­ვა­ნეს თუ არა, მაგ­რამ ამის შემ­ყუ­რეს ნერ­ვი­უ­ლო­ბა გა­მი­ორ­მაგ­და. კონ­ტრაქ­ტის პი­რო­ბე­ბი თით­ქმის შე­თან­ხმე­ბუ­ლი იყო, თუმ­ცა შეხ­ვედ­რა სა­ათ­ნა­ხე­ვარ­ზე მეტ­ხანს გაგ­რძელ­და. ამ ოთახ­მა ისე იმოქ­მე­და ჩემ­ზე, რომ მზად ვი­ყა­ვი, ყვე­ლა­ნა­ი­რი კონ­ტრაქ­ტის­თვის მო­მე­წე­რა ხელი.

სა­ბო­ლო­ოდ, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად დამ­თავ­რდა. გა­და­წყდა - მე­ო­რე დღეს, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის თან­დას­წრე­ბით, ოფი­ცი­ა­ლუ­რად, სა­ზე­ი­მო ვი­თა­რე­ბა­ში მო­ვა­წერ­დი ხელს. ეს ყვე­ლას გა­მარ­ჯვე­ბა იყო!.. ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თი და­უბ­რუნ­და ევ­რო­პას!.. მე­ო­რე დღეს, კონ­ტრაქ­ტზე ხელ­მო­სა­წე­რად, ლა­მა­ზად გა­მო­ვე­წყვე და ცე­რე­მო­ნი­ა­მაც ასე­ვე ლა­მა­ზად ჩა­ი­ა­რა...

სა­ღა­მოს ყვე­ლა­ნი რეს­ტო­რან­ში წა­ვე­დით... ჩემი ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი, თაზო ან­დღუ­ლა­ძეც შე­მოგ­ვი­ერ­თდა, რო­მე­ლიც ამ­სტერ­დამ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ავი­ა­ხა­ზე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყო. რა თქმა უნდა, ყვე­ლა ამაღ­ლე­ბულ ხა­სი­ათ­ზე ვი­ყა­ვით და კარ­გა­დაც მო­ვილ­ხი­ნეთ. მე­ო­რე დღეს თა­ზომ კარ­გი სა­ჩუ­ქა­რი გაგ­ვი­კე­თა - მე და აჩი თბი­ლის­ში თა­ვი­სი ხარ­ჯე­ბით გა­მოგ­ვაფ­რი­ნა.

თბი­ლის­ში ყვე­ლა ჩემ­თან და­კავ­ში­რე­ბას ცდი­ლობ­და... რე­კავ­დნენ ქარ­თვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, ყვე­ლას დე­ტა­ლუ­რად აინ­ტე­რე­სებ­და ამ­სტერ­და­მის ამ­ბე­ბი. ერთ-ერ­თმა ჟურ­ნა­ლის­ტმა ისიც კი მკი­თხა - პირ­ველ გუნდში მო­ა­წე­რე ხელი თუ მე­ო­რე­შიო. ზო­გის­თვის ძნე­ლი და­სა­ჯე­რე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა ის, რომ ქარ­თვე­ლი ევ­რო­პულ გრან­დში ითა­მა­შებ­და.

რამ­დე­ნი­მე ვა­ი­გულ­შე­მატ­კი­ვარ­მა ისიც კი თქვა, ამ­სტერ­დამ­ში ბა­ლი­ში წა­ი­ღოს, თო­რემ სა­თა­და­რი­გო­თა სკამ­ზე ჯდო­მით ერთი ად­გი­ლი ეტ­კი­ნე­ბაო... ეს ის ხალ­ხია, ვი­საც სპორტთან სა­ერ­თო არას­დროს ჰქო­ნია, სპორ­ტულ პი­ჟა­მა­ში ჩაც­მუ­ლიც კი არა­ვის უნა­ხავს, მხო­ლოდ ცი­ნიზ­მით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან და არას­დროს არა­ფე­რი უკე­თე­ბი­ათ. სტა­დი­ონ­ზეც, ალ­ბათ, მხო­ლოდ სა­გი­ნებ­ლად და­დი­ან და ტო­ტა­ლი­ზა­ტორ­შიც ჩვენს წა­გე­ბა­ზე დე­ბენ ფსო­ნებს. გა­საკ­ვი­რია, მაგ­რამ ზო­გი­ერ­თის ასეთ­მა მიდ­გო­მამ კარ­გი მო­ტი­ვა­ცია გა­მი­ჩი­ნა...

გუ­შინ­დე­ლი­ვით მახ­სოვს პირ­ვე­ლი დღე "აიაქსში"... რო­გორ შე­ვე­დი გა­სახ­დელ­ში, რო­გორ ჩა­მო­ვარ­თვი ყვე­ლას ხელი, მარ­ტო ჩემს სა­ხელს ვი­მე­ო­რებ­დი... თით­ქმის ყვე­ლა მსოფ­ლიო დო­ნის ვარ­სკვლა­ვი იყო... ამ ნერ­ვი­უ­ლო­ბა­ში აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ბო­ტა­სე­ბი სახ­ლში დამ­რჩა... ეტყო­ბა, სა­წყლად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბო­დი, ყვე­ლა გა­რეთ გა­ვი­და და სირ­ბი­ლის­თვის მო­ემ­ზა­და წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"გუშინდელივით მახსოვს პირველი დღე "აიაქსში"... ნერვიულობაში აღმოვაჩინე, რომ ბოტასები სახლში დამრჩა" - შოთა არველაძის მოგონებები ჰოლანდიაზე

"გუშინდელივით მახსოვს პირველი დღე "აიაქსში"... ნერვიულობაში აღმოვაჩინე, რომ ბოტასები სახლში დამრჩა" - შოთა არველაძის მოგონებები ჰოლანდიაზე

ცნობილ ფეხბურთელს, შოთა არველაძეს ძალიან საინტერესო ავტობიოგრაფიული წიგნი აქვს დაწერილი სპორტულ ჟურნალისტ დავით თავართქილაძესთან ერთად, რომელშიც ცალკე თავი ეძღვნება ჰოლანდიურ "აიაქსს", სადაც შოთამ 1997-2001 წლებში ითამაშა.

"ლელო" გთავაზობთ ფრაგმენტს, რომელშიც ფეხბურთელი გუნდში მისვლასა და სადებიუტო მატჩს დიდი ემოციებით იხსენებს:

"ის, რაც ყველასთვის წარმოუდგენელი იყო, ჩემთვის სულ რამდენიმე ხანში რეალობად გადაიქცევა. მე დიდი ევროპული და მსოფლიო ფეხბურთის წევრი გავხდები.

1997 წლის ზაფხულში თბილისიდან არსად წავსულვარ. "დინამოს" ბაზაზე ვვარჯიშობდი და ვემზადებოდი. ასე ხდებოდა ყოველ ზაფხულს, ოღონდ ეს ზაფხული განსხვავებული იყო - მე ხომ "აიაქსში" მივდიოდი... "აიაქსი" თითქმის ყოველ წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე მიდიოდა, ძალიან წარმატებული წლები ჰქონდა და, რა თქმა უნდა, ვნერვიულობდი.

მაინტერესებდა, რამდენით ჩამოვრჩებოდი მათ, ვინც ყოველ წელს ლიგის ფინალს თამაშობდა.

ამსტერდამში გამგზავრების წინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ბატონ ნოდარ ახალკაცს ვესტუმრე. ძალიან მაინტერესებდა მისი აზრი. ახალკაცმა ჯერ შემაქო - ყოჩაღ, აბა, შენ იცი, ამხელა გუნდში საქართველოს როგორ წარმოაჩენო. ერთი რჩევაც მომცა - გუნდში რომ მიხვალ, სტუმარივით არ მოიქცე, ისე მოიქეცი, თითქოს დიდი ხანია, "აიაქსში" თამაშობო. ასე უფრო მალე მიგიღებს დიდი ფეხბურთი და წარმატებაც მალე მოვაო.

ჰოლანდიის დედაქალაქში მე, აჩი, მერაბ ჟორდანია (თბილისის "დინამოს" პრეზიდენტი), ერვინ კაზაკოვსკი და ჩემი მენეჯერი - ივან ბენეში ჩავედით. "ამსტერდამ არენაზე" მარტინ ოლდენჰოფი და არი ვან ოსი გველოდებოდნენ. სწორედ ისინი განაგებდნენ საფინანსო საქმეებს. იმ ოთახში მიგვიპატიჟეს, სადაც "აიაქსის" თასები იყო გამოფენილი, ოთხი - ჩემპიონთა ლიგის, ორი - საკონტინენტო, ორი - ევრო სუპერთასი და ერთი - უეფა.

არ ვიცი, საგანგებოდ შეგვიყვანეს თუ არა, მაგრამ ამის შემყურეს ნერვიულობა გამიორმაგდა. კონტრაქტის პირობები თითქმის შეთანხმებული იყო, თუმცა შეხვედრა საათნახევარზე მეტხანს გაგრძელდა. ამ ოთახმა ისე იმოქმედა ჩემზე, რომ მზად ვიყავი, ყველანაირი კონტრაქტისთვის მომეწერა ხელი.

საბოლოოდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა. გადაწყდა - მეორე დღეს, ჟურნალისტების თანდასწრებით, ოფიციალურად, საზეიმო ვითარებაში მოვაწერდი ხელს. ეს ყველას გამარჯვება იყო!.. ქართული ფეხბურთი დაუბრუნდა ევროპას!.. მეორე დღეს, კონტრაქტზე ხელმოსაწერად, ლამაზად გამოვეწყვე და ცერემონიამაც ასევე ლამაზად ჩაიარა...

საღამოს ყველანი რესტორანში წავედით... ჩემი ოჯახის ახლობელი, თაზო ანდღულაძეც შემოგვიერთდა, რომელიც ამსტერდამში საქართველოს ავიახაზების წარმომადგენელი იყო. რა თქმა უნდა, ყველა ამაღლებულ ხასიათზე ვიყავით და კარგადაც მოვილხინეთ. მეორე დღეს თაზომ კარგი საჩუქარი გაგვიკეთა - მე და აჩი თბილისში თავისი ხარჯებით გამოგვაფრინა.

თბილისში ყველა ჩემთან დაკავშირებას ცდილობდა... რეკავდნენ ქართველი ჟურნალისტები, ყველას დეტალურად აინტერესებდა ამსტერდამის ამბები. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ისიც კი მკითხა - პირველ გუნდში მოაწერე ხელი თუ მეორეშიო. ზოგისთვის ძნელი დასაჯერებელი აღმოჩნდა ის, რომ ქართველი ევროპულ გრანდში ითამაშებდა.

რამდენიმე ვაიგულშემატკივარმა ისიც კი თქვა, ამსტერდამში ბალიში წაიღოს, თორემ სათადარიგოთა სკამზე ჯდომით ერთი ადგილი ეტკინებაო... ეს ის ხალხია, ვისაც სპორტთან საერთო არასდროს ჰქონია, სპორტულ პიჟამაში ჩაცმულიც კი არავის უნახავს, მხოლოდ ცინიზმით გამოირჩევიან და არასდროს არაფერი უკეთებიათ. სტადიონზეც, ალბათ, მხოლოდ საგინებლად დადიან და ტოტალიზატორშიც ჩვენს წაგებაზე დებენ ფსონებს. გასაკვირია, მაგრამ ზოგიერთის ასეთმა მიდგომამ კარგი მოტივაცია გამიჩინა...

გუშინდელივით მახსოვს პირველი დღე "აიაქსში"... როგორ შევედი გასახდელში, როგორ ჩამოვართვი ყველას ხელი, მარტო ჩემს სახელს ვიმეორებდი... თითქმის ყველა მსოფლიო დონის ვარსკვლავი იყო... ამ ნერვიულობაში აღმოვაჩინე, რომ ბოტასები სახლში დამრჩა... ეტყობა, საწყლად გამოვიყურებოდი, ყველა გარეთ გავიდა და სირბილისთვის მოემზადა წაიკითხეთ ვრცლად

საბერძნეთში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც 13 ავღანელი მიგრანტი უკანონოდ გადაჰყავდა

"3 ბოჭორიშვილის კლინიკის თანამშრომელია, 2 პირის ინფიცირების წყარო კი უცნობია" - პრემიერი კორონავირუსის ახალ შემთხვევებზე

საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა