მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ნიშნავს დუალური განათლება და სად შეიძლება მიიღოთ ის?
რას ნიშნავს დუალური განათლება და სად შეიძლება მიიღოთ ის?

სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ველ­წლი­უ­რად და­ახ­ლო­ე­ბით 35 000 ახალ­გაზ­რდა ხდე­ბა სტუ­დენ­ტი და ამ­დე­ნი­ვე ამ­თავ­რებს უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელს. თუმ­ცა, ქვე­ყა­ნა­ში და­საქ­მე­ბის ბა­ზარ­ზე სა­ჭი­რო პერ­სო­ნა­ლის მო­ძებ­ნა მა­ინც პრობ­ლე­მად რჩე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ახ­ლა­ხანს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნუ­რი კა­პი­ტა­ლის ინ­დექ­სის კვლე­ვის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, უმაღ­ლე­სი ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ქვე­ყა­ნა მსოფ­ლიო რე­ი­ტინ­გის მო­წი­ნა­ვე პო­ზი­ცი­ას იკა­ვებს. თუმ­ცა, კვლე­ვის კი­დევ ერთი მა­ხა­სი­ა­თებ­ლით - სპე­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო 110-ე ად­გილ­ზეა. რაც მი­ა­ნიშ­ნებს, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის მიერ მი­ცე­მუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა და პო­ტენ­ცი­უ­რი დამ­საქ­მებ­ლის მო­თხოვ­ნე­ბი, ერ­თმა­ნეთ­თან თან­ხვედ­რა­ში არ მო­დის - ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ითხო­ვენ ისეთ ცოდ­ნას, რა­საც უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი სტუ­დენ­ტებს ვერ აძ­ლე­ვენ.

აღ­ნიშ­ნულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ცალ­სა­ხა ხდე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა. სწო­რედ ამ მიზ­ნით, ცოტა ხნის წინ შე­იქ­მნა „პრაქ­ტი­კუ­ლი აკა­დე­მია“, რო­მე­ლიც მსურ­ვე­ლებს 7 მი­მარ­თუ­ლე­ბით თე­ო­რი­ა­სა და პრაქ­ტი­კა­ზე და­ფუძ­ნე­ბულ მა­ღა­ლი დო­ნის კვა­ლი­ფი­ცი­ურ, პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბას მის­ცემს.

რო­გორც „პრაქ­ტი­კუ­ლი აკა­დე­მი­ის“ დი­რექ­ტო­რი ნინო ფე­იქ­რიშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, პრო­ფე­სი­უ­ლი დუ­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა არის ის, რაც სა­ქარ­თვე­ლოს და­საქ­მე­ბის ბა­ზარ­ზე მო­თხოვ­ნი­სა და მი­წო­დე­ბის თან­ხვედ­რამ­დე მიგ­ვიყ­ვანს.

- რა არის „პრაქ­ტი­კუ­ლი აკა­დე­მია“?

- „პრაქ­ტი­კუ­ლი აკა­დე­მია“ არის სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია პრო­ფე­სი­ულ სწავ­ლე­ბა­ზე. „პრაქ­ტი­კუ­ლი აკა­დე­მია“ ბა­ზარს სთა­ვა­ზობს დუ­ა­ლურ სწავ­ლე­ბას, რაც გუ­ლის­ხმობს სწავ­ლას პრაქ­ტი­კა­ში. ჩვე­ნი ყვე­ლა კურ­სი ამ პრინ­ციპ­ზეა აგე­ბუ­ლი. ვი­წყებთ თე­ო­რი­უ­ლი სწავ­ლე­ბით, შემ­დეგ კი ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­დაგ­ვაქვს პრაქ­ტი­კა­ში. სწო­რედ ამი­ტომ მყა­რად ვამ­ბობთ, რომ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს ვაძ­ლევთ რე­ა­ლურ შე­საძ­ლებ­ლო­ბას, პრაქ­ტი­კუ­ლი აკა­დე­მი­ის პარტნი­ორ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში და­საქმდნენ.

- დე­ტა­ლუ­რად რომ აგ­ვიხ­სნათ, რას ნიშ­ნავს დუ­ა­ლუ­რი სწავ­ლე­ბა, რა­საც მსურ­ვე­ლებს სთა­ვა­ზობთ?

- დუ­ა­ლუ­რი სწავ­ლე­ბის დროს სტუ­დენ­ტი იღებს თე­ო­რი­ულ და პრაქ­ტი­კულ ცოდ­ნას. თე­ო­რი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ, სტუ­დენ­ტე­ბი პრაქ­ტი­კულ გა­მოც­დი­ლე­ბას იღე­ბენ სა­წარ­მო­ში ან კომ­პა­ნი­ა­ში. სწო­რედ ამი­ტომ, მათ სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე შე­უძ­ლი­ათ სრულ­ფა­სოვ­ნად ჩა­ერ­თონ სა­მუ­შაო პრო­ცეს­ში. შე­სა­ბა­მი­სად, ასე­თი პერ­სო­ნა­ლი ბა­ზარ­ზე მე­ტად კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნია.

„პრაქ­ტი­კულ აკა­დე­მი­ა­ში“ თე­ო­რი­უ­ლი და პრაქ­ტი­კუ­ლი ნა­წი­ლის თა­ნა­ფარ­დო­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 30/70-ზეა. რიგ კურ­სებ­ზე პრაქ­ტი­კა უფრო მე­ტი­ცაა. მა­გა­ლი­თად, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კურ­სის შემ­თხვე­ვა­ში, პრაქ­ტი­კა მე­ტია. ისი­ნი კურ­სის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე გა­დი­ან პრაქ­ტი­კულ საქ­მე­საც. დღის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში აქვთ თე­ო­რი­უ­ლი ლექ­ცი­ე­ბი მენ­ტო­რებ­სა და ტრე­ნე­რებ­თან. შემ­დეგ კი სხვა­დას­ხვა დე­პარ­ტა­მენ­ტებ­ში პრაქ­ტი­კუ­ლად საქ­მი­ა­ნო­ბენ.

დი­ზა­ი­ნე­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი თა­ნა­ფარ­დო­ბა ცოტა გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. პირ­ვე­ლი 2 კვი­რა ინ­ტენ­სი­უ­რი ტრე­ნინ­გე­ბი აქვთ, რომ­ლის შემ­დე­გაც პრაქ­ტი­კის­თვის პარტნი­ორ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში ნა­წილ­დე­ბი­ან.

- ვინ არი­ან "პრაქ­ტი­კუ­ლი აკა­დე­მი­ის" ლექ­ტო­რე­ბი?

- ჩვენ მო­ვიწ­ვი­ეთ სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კო­სე­ბი პარტნი­ო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­დან, რომ­ლე­ბიც თა­ვი­სი მი­მარ­თუ­ლე­ბით უკი­თხა­ვენ ლექ­ცი­ებს. ასე­ვე, გვყავს ტრე­ნე­რე­ბიც, რომ­ლე­ბიც უმე­ტე­სად თე­ო­რი­ულ ნა­წილ­ში არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი. დიდი ყუ­რა­დღე­ბით ვარ­ჩევთ პარტნი­ორ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­საც. გვა­ხა­რებს ის ფაქ­ტი რომ პარტნი­ო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში არი­ან:

პა­ლიტ­რა მე­დია ჰოლ­დინ­გი, წიგ­ნის მა­ღა­ზი­ა­თა ქსე­ლი „ბიბ­ლუ­სი“, სა­რეკ­ლა­მო კომ­პა­ნია „ პრინ­ტა­რეა“, გა­მომ­ცემ­ლო­ბა პა­ლიტ­რა L , სტამ­ბა კო­ლო­რი, სტამ­ბა ფა­ვო­რი­ტი, სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი-IPN, რა­დიო პა­ლიტ­რა , Palitra News და სხვა.

- ამ ეტაპ­ზე რა კურ­სებს სთა­ვა­ზობს "პრაქ­ტი­კუ­ლი აკა­დე­მია" მსურ­ვე­ლებს?

- ამ ეტაპ­ზე აკად­მი­ა­ში 7 პრო­ფე­სი­უ­ლი პროგ­რა­მის მო­დუ­ლია შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი, ესე­ნი:

  • მულ­ტი­მე­დია ჟურ­ნა­ლის­ტი­კა
  • გრა­ფი­კუ­ლი დი­ზა­ი­ნი
  • შეს­ყიდ­ვე­ბი და სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­და­ზიდ­ვე­ბი
  • ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის მე­ნე­ჯმენ­ტი
  • ფი­ნან­სე­ბი და ბუ­ღალ­ტე­რია
  • შე­ფუთ­ვე­ბი­სა და კონ­ვერ­ტინ­გის სა­წარ­მოო პრო­ცე­სე­ბი
  • პო­ლიგ­რა­ფი­უ­ლი წარ­მო­ე­ბა

ამ­ჟა­მად აკა­დე­მი­ა­ში პა­რა­ლე­ლუ­რად 2 პროგ­რა­მის სწავ­ლე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, მულ­ტი­მე­დია ჟურ­ნა­ლის­ტი­კის და გრა­ფი­კუ­ლი დი­ზა­ი­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით. პირ­ვე­ლი ნა­კა­დი­დან ჩვენს პარტნი­ორ კომ­პა­ნი­ებ­ში: სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო IPN-ში, რა­დიო პა­ლიტ­რა­სა და PALITRA NEWS-ში 4 სტუ­დენ­ტია და­საქ­მე­ბუ­ლი.

ახა­ლი ნა­კა­დი­დან კი უკვე ჰყავთ კან­დი­და­ტე­ბი, რო­მელ­თა და­საქ­მე­ბა­საც გეგ­მა­ვენ სა­მო­მავ­ლოდ.

რო­გორც კვლე­ვამ გვაჩ­ვე­ნა, პერ­სო­ნა­ლის მხრივ პრობ­ლე­მე­ბია სა­წარ­მოო პრო­ცე­სის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც. ბევ­რი პარტნი­ო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია პირ­და­პირ გვე­უბ­ნე­ბა, რომ წარ­მო­ე­ბის მო­დუ­ლის წარ­მა­ტე­ბულ სტუ­დენ­ტებს და­ა­საქ­მე­ბენ. სწო­რედ ამი­ტომ და­ვა­მა­ტეთ ორი მო­დუ­ლი - პო­ლიგ­რა­ფი­უ­ლი წარ­მო­ე­ბა და შე­ფუთ­ვე­ბი­სა და კონ­ვერ­ტინ­გის სა­წარ­მოო პრო­ცე­სი. ეს უკა­ნას­კნე­ლი ყვე­ლა სა­წარ­მოს სჭირ­დე­ბა. იგეგ­მე­ბა შეს­ყიდ­ვე­ბი­სა და სა­ბა­ჟო საქ­მის მო­დუ­ლე­ბის და­წყე­ბაც.

როინი
0

როგორ დაგიკავშირდეთ ?

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

რას ნიშნავს დუალური განათლება და სად შეიძლება მიიღოთ ის?

რას ნიშნავს დუალური განათლება და სად შეიძლება მიიღოთ ის?

საქართველოში ყოველწლიურად დაახლოებით 35 000 ახალგაზრდა ხდება სტუდენტი და ამდენივე ამთავრებს უმაღლეს სასწავლებელს. თუმცა, ქვეყანაში დასაქმების ბაზარზე საჭირო პერსონალის მოძებნა მაინც პრობლემად რჩება.

საქართველოში ახლახანს ჩატარებული ადამიანური კაპიტალის ინდექსის კვლევის შედეგების მიხედვით, უმაღლესი ფორმალური განათლების მიღების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია და ამ მიმართულებით ქვეყანა მსოფლიო რეიტინგის მოწინავე პოზიციას იკავებს. თუმცა, კვლევის კიდევ ერთი მახასიათებლით - სპეციალიზაციის მიმართულებით, საქართველო 110-ე ადგილზეა. რაც მიანიშნებს, რომ უნივერსიტეტების მიერ მიცემული განათლება და პოტენციური დამსაქმებლის მოთხოვნები, ერთმანეთთან თანხვედრაში არ მოდის - ორგანიზაციები ითხოვენ ისეთ ცოდნას, რასაც უნივერსიტეტები სტუდენტებს ვერ აძლევენ.

აღნიშნულ მდგომარეობაში ცალსახა ხდება პროფესიული განათლების მნიშვნელობა. სწორედ ამ მიზნით, ცოტა ხნის წინ შეიქმნა „პრაქტიკული აკადემია“, რომელიც მსურველებს 7 მიმართულებით თეორიასა და პრაქტიკაზე დაფუძნებულ მაღალი დონის კვალიფიციურ, პროფესიულ განათლებას მისცემს.

როგორც „პრაქტიკული აკადემიის“ დირექტორი ნინო ფეიქრიშვილი განმარტავს, პროფესიული დუალური განათლება არის ის, რაც საქართველოს დასაქმების ბაზარზე მოთხოვნისა და მიწოდების თანხვედრამდე მიგვიყვანს.

- რა არის „პრაქტიკული აკადემია“?

- „პრაქტიკული აკადემია“ არის სასწავლო დაწესებულება, რომელიც ორიენტირებულია პროფესიულ სწავლებაზე. „პრაქტიკული აკადემია“ ბაზარს სთავაზობს დუალურ სწავლებას, რაც გულისხმობს სწავლას პრაქტიკაში. ჩვენი ყველა კურსი ამ პრინციპზეა აგებული. ვიწყებთ თეორიული სწავლებით, შემდეგ კი ეს ყველაფერი გადაგვაქვს პრაქტიკაში. სწორედ ამიტომ მყარად ვამბობთ, რომ დაინტერესებულ პირებს ვაძლევთ რეალურ შესაძლებლობას, პრაქტიკული აკადემიის პარტნიორ ორგანიზაციებში დასაქმდნენ.

- დეტალურად რომ აგვიხსნათ, რას ნიშნავს დუალური სწავლება, რასაც მსურველებს სთავაზობთ?

- დუალური სწავლების დროს სტუდენტი იღებს თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას. თეორიული განათლების მიღების შემდეგ, სტუდენტები პრაქტიკულ გამოცდილებას იღებენ საწარმოში ან კომპანიაში. სწორედ ამიტომ, მათ სწავლის დასრულებისთანავე შეუძლიათ სრულფასოვნად ჩაერთონ სამუშაო პროცესში. შესაბამისად, ასეთი პერსონალი ბაზარზე მეტად კონკურენტუნარიანია.

„პრაქტიკულ აკადემიაში“ თეორიული და პრაქტიკული ნაწილის თანაფარდობა დაახლოებით 30/70-ზეა. რიგ კურსებზე პრაქტიკა უფრო მეტიცაა. მაგალითად, ჟურნალისტების კურსის შემთხვევაში, პრაქტიკა მეტია. ისინი კურსის დაწყებისთანავე გადიან პრაქტიკულ საქმესაც. დღის პირველ ნახევარში აქვთ თეორიული ლექციები მენტორებსა და ტრენერებთან. შემდეგ კი სხვადასხვა დეპარტამენტებში პრაქტიკულად საქმიანობენ.

დიზაინერების შემთხვევაში აღნიშნული თანაფარდობა ცოტა განსხვავებულია. პირველი 2 კვირა ინტენსიური ტრენინგები აქვთ, რომლის შემდეგაც პრაქტიკისთვის პარტნიორ ორგანიზაციებში ნაწილდებიან.

- ვინ არიან "პრაქტიკული აკადემიის" ლექტორები?

- ჩვენ მოვიწვიეთ საუკეთესო პრაქტიკოსები პარტნიორი ორგანიზაციებიდან, რომლებიც თავისი მიმართულებით უკითხავენ ლექციებს. ასევე, გვყავს ტრენერებიც, რომლებიც უმეტესად თეორიულ ნაწილში არიან ჩართულები. დიდი ყურადღებით ვარჩევთ პარტნიორ ორგანიზაციებსაც. გვახარებს ის ფაქტი რომ პარტნიორი ორგანიზაციების ჩამონათვალში არიან:

პალიტრა მედია ჰოლდინგი, წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“, სარეკლამო კომპანია „ პრინტარეა“, გამომცემლობა პალიტრა L , სტამბა კოლორი, სტამბა ფავორიტი, საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი-IPN, რადიო პალიტრა , Palitra News და სხვა.

- ამ ეტაპზე რა კურსებს სთავაზობს "პრაქტიკული აკადემია" მსურველებს?

- ამ ეტაპზე აკადმიაში 7 პროფესიული პროგრამის მოდულია შემუშავებული, ესენი:

  • მულტიმედია ჟურნალისტიკა
  • გრაფიკული დიზაინი
  • შესყიდვები და საერთაშორისო გადაზიდვები
  • ადამიანური რესურსების მენეჯმენტი
  • ფინანსები და ბუღალტერია
  • შეფუთვებისა და კონვერტინგის საწარმოო პროცესები
  • პოლიგრაფიული წარმოება

ამჟამად აკადემიაში პარალელურად 2 პროგრამის სწავლება მიმდინარეობს, მულტიმედია ჟურნალისტიკის და გრაფიკული დიზაინის მიმართულებით. პირველი ნაკადიდან ჩვენს პარტნიორ კომპანიებში: საინფორმაციო სააგენტო IPN-ში, რადიო პალიტრასა და PALITRA NEWS-ში 4 სტუდენტია დასაქმებული.

ახალი ნაკადიდან კი უკვე ჰყავთ კანდიდატები, რომელთა დასაქმებასაც გეგმავენ სამომავლოდ.

როგორც კვლევამ გვაჩვენა, პერსონალის მხრივ პრობლემებია საწარმოო პროცესის მიმართულებითაც. ბევრი პარტნიორი ორგანიზაცია პირდაპირ გვეუბნება, რომ წარმოების მოდულის წარმატებულ სტუდენტებს დაასაქმებენ. სწორედ ამიტომ დავამატეთ ორი მოდული - პოლიგრაფიული წარმოება და შეფუთვებისა და კონვერტინგის საწარმოო პროცესი. ეს უკანასკნელი ყველა საწარმოს სჭირდება. იგეგმება შესყიდვებისა და საბაჟო საქმის მოდულების დაწყებაც.

გამოძიებამ 8 თვეა ვერ დაადგინა 28 წლის პაციენტის სიკვდილის მიზეზი - "მეგობარს სწერდა, რა გაუსაძლისი ტკივილები ჰქონდა და არ აქცევდნენ ყურადღებას"

ტემპერატურა დაიკლებს და გაწვიმდება - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

"ბიძინას მონებო, ვირთხებო" - აქციის მონაწილეები დეპუტატებს პარლამენტში არ უშვებენ