ავტორი:

მურუსიძე შავგულიძეს - "მოლაშვილი წამების საქმეში ხელს ადებდა ბოკერიას, თქვენ მოლაშვილის ადვოკატი იყავით, დღეს ხართ იმ პარტიის წევრი, ვისაც  ხელს ადებდა მოლაშვილი"

მურუსიძე შავგულიძეს - "მოლაშვილი წამების საქმეში ხელს ადებდა ბოკერიას, თქვენ მოლაშვილის ადვოკატი იყავით, დღეს ხართ იმ პარტიის წევრი, ვისაც  ხელს ადებდა მოლაშვილი"

სულხან მოლაშვილის განცხადება , რომ ციხეში წამებას დაექვემდებარა, მართალია თუ ტყუილი?! - ასე მიმართა მოსამართლე ლევან მურუსიძემ ბლოკ „ევროპული საქართველოსა და თავისუფალი დემოკრატების“ მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატს შალვა შავგულიძეს.

მურუსიძის თქმით, მას აქვს ნანახი მასალები, სადაც მოლაშვილი გიგა ბოკერიას წამებაში ადანაშაულებდა.

"მე ამოვწიე გარკვეული მასალები, სადაც ბატონი სულხან მოლაშვილი აცხადებდა, რომ მის მიმართ მიმდინარეობდა ციხეში წამება და ამ საქმეში ხელს ადებდა გიგა ბოკერიას. თქვენ იყავით მოლაშვილის ადვოკატი, იცავდით ოჯახის ინტერესებს და სარგებლობდით ოჯახის ნდობით. დღეს ხართ იმ პარტიის წევრი, ვისაც ადებდა ხელს მოლაშვილი. როგორ ფიქრობთ და მიგაჩნიათ მოცემულ სიტუაციაში მოლაშვილი ცდებოდა და არასწორ ინფორმაციას იძლეოდა?. მისი განცხადება, რომ ციხეში წამებას დაექვემდებარა, მართალია თუ ტყუილი?!

მე ვნახე თქვენი განცხადება, 2016 წელს თქვით, რომ მას ჩემთის ეს გვარები არ დაუსახელებიაო, მაგრამ ამ გვარებს ის ასახელებდა 2013 წელს. იქნებ მითხრათ, მოცემულ სიტუაციაში მართალი იყო თუ ტყუილი?!", - განახადა მურუსიძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები