საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კალიფორნია მასშტაბურ ტერაქტს გადაურჩა - ვინ არის მარკ დომინგო, რომელიც "ლას-ვეგასის ტრაგედიის" განმეორებას გეგმავდა
კალიფორნია მასშტაბურ ტერაქტს გადაურჩა - ვინ არის მარკ დომინგო, რომელიც "ლას-ვეგასის ტრაგედიის" განმეორებას გეგმავდა

ამე­რი­კა­ში 26 წლის ყო­ფი­ლი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე მარკ დო­მინ­გო და­ა­კა­ვეს. ად­გი­ლობ­რი­ვი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის ცნო­ბით, იგი კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში მე­მარ­ჯვე­ნე­ე­ბის მიერ და­გეგ­მილ მას­შტა­ბურ აქ­ცი­ა­ზე აფეთ­ქე­ბას გეგ­მავ­და. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, არ­მი­ის ყო­ფილ ქვე­ითს მსხვერ­პლის მაქ­სი­მა­ლუ­რი რა­ო­დე­ნო­ბა უნდა მი­ე­ღო.

bbc.com-ის ცნო­ბით, ახალ­გაზ­რდა სამ­ხედ­რომ ის­ლა­მი ახ­ლა­ხან მი­ი­ღო და გეგ­მა­ზე, რო­მე­ლიც "დიდი მსხვერ­პლით" უნდა დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო, მარ­ტი­დან მუ­შა­ობ­და. პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ 30-გვერ­დი­ან დო­კუ­მენ­ტში ნათ­ქვა­მია, რომ ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი ბომ­ბის აწყო­ბას მარ­ტის და­სა­წყი­სი­დან გეგ­მავ­და. მისი ძი­რი­თა­დი სა­მიზ­ნე ებ­რა­ე­ლე­ბი, რამ­დე­ნი­მე ეკ­ლე­სია და პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი უნდა ყო­ფი­ლიყ­ვნენ.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ცნო­ბით, მარკ სტი­ვენ დო­მინ­გო ახალ ზე­ლან­დი­ა­ში მე­ჩე­თებ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თავ­დას­ხმე­ბის­თვის შუ­რის­ძი­ე­ბას გეგ­მავ­და. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შე­სა­ხებ ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც წერ­და და ტე­რო­რის­ტუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბა "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" ლი­დერ აბუ ბაქრ ალ-ბაღ­და­დი­სად­მი მხარ­და­ჭე­რას გა­მოთ­ქვამ­და.

"გა­სულ პა­რას­კევს მან თვით­ნა­კე­თი ბომ­ბე­ბი მი­ი­ღო, თუმ­ცა ეს მახე იყო. სი­ნამ­დვი­ლე­ში მას ასა­ფეთ­ქებ­ლე­ბის მსგავ­სი, ხელთნა­კე­თი მო­წყო­ბი­ლო­ბა FBI-ის აგენ­ტმა გა­დას­ცა, რო­მე­ლიც მას­თან რამ­დე­ნი­მე თვით ადრე კონ­ტაქ­ტობ­და... ის სწო­რედ მა­შინ და­ა­კა­ვეს, რო­დე­საც ქა­ლაქ ლონგ-ბიჩ­ში გეგ­მის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად მი­დი­ო­და" – წერს გა­მო­ცე­მა.

ამე­რი­კის პრო­კურ­ტუ­რის თა­ნახ­მად, მარკ დო­მინ­გო ყო­ფი­ლი ქვე­ი­თი სამ­ხედ­როა და მას ძა­ლი­ან მა­ღა­ლი საბ­რძო­ლო გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს მი­ღე­ბუ­ლი.

უწყე­ბის ცნო­ბით, გა­მო­ძი­ე­ბის წარ­მა­ტე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად, მათ მას­შტა­ბუ­რი ტე­რაქ­ტის აღ­კვე­თა შეძ­ლეს. FBI–ის აგენ­ტთან სა­უბ­რი­სას, რო­მე­ლიც 19 აპ­რილს შედ­გა, ამ­ბობ­და, რომ ისე­თი ბომ­ბე­ბის დამ­ზა­დე­ბა სურ­და, რომ­ლის აფეთ­ქე­ბის შემ­თხვე­ვა­ში 50-მდე ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პე­ბო­და. მან სა­უ­ბარ­ში ასე­ვე ახ­სე­ნა 2017 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში მომ­ხდა­რი ლას-ვე­გა­სის სრო­ლა, სა­დაც 58 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა.

ცნო­ბის­თვის, ტე­რაქ­ტი ლას-ვე­გას­ში 2017 წლის 1-ელ ოქ­ტომ­ბერს მოხ­და. 64 წლის პენ­სი­ო­ნერ­მა სტი­ვენ პე­დოქსმა სას­ტუმ­როს ნომ­რის ფან­ჯრი­დან მუ­სი­კა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლის მო­ნა­წი­ლე­ებს ცე­ცხლი გა­უხ­სნა და 58 ადა­მი­ა­ნი მოკ­ლა, 500-მდე კი დაჭ­რა.

"შევ­ძე­ლით და 27-28 აპ­რი­ლის დას­ვე­ნე­ბებ­ზე, ძა­ლი­ან მძი­მე შე­დე­გე­ბი ავი­ცი­ლეთ თა­ვი­დან. მარკ დო­მინ­გომ ჩვენს აგენ­ტთან სა­უ­ბარ­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ რო­დე­საც "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" წევ­რე­ბი ამე­რი­კა­ში აღ­მოჩ­დე­ბოდ­ნენ, ის მათ შე­უ­ერ­თდე­ბო­და..." - ნათ­ქვა­მია ამე­რი­კის პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში, რომ­ლის ცნო­ბი­თაც, მისი აყ­ვა­ნის ოპე­რა­ცია ისე შეს­რულ­და, რომ მო­სახ­ლე­ო­ბას არა­ვი­თა­რი საფრ­თხე არ შექ­მნია. მარკ დო­მინ­გოს 15 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა.

ავტორი:

კალიფორნია მასშტაბურ ტერაქტს გადაურჩა - ვინ არის მარკ დომინგო, რომელიც "ლას-ვეგასის ტრაგედიის" განმეორებას გეგმავდა

კალიფორნია მასშტაბურ ტერაქტს გადაურჩა - ვინ არის მარკ დომინგო, რომელიც "ლას-ვეგასის ტრაგედიის" განმეორებას გეგმავდა

ამერიკაში 26 წლის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე მარკ დომინგო დააკავეს. ადგილობრივი სამართალდამცავების ცნობით, იგი კალიფორნიაში მემარჯვენეების მიერ დაგეგმილ მასშტაბურ აქციაზე აფეთქებას გეგმავდა. გამოძიების ინფორმაციით, არმიის ყოფილ ქვეითს მსხვერპლის მაქსიმალური რაოდენობა უნდა მიეღო.

bbc.com-ის ცნობით, ახალგაზრდა სამხედრომ ისლამი ახლახან მიიღო და გეგმაზე, რომელიც "დიდი მსხვერპლით" უნდა დასრულებულიყო, მარტიდან მუშაობდა. პროკურატურის მიერ გავრცელებულ 30-გვერდიან დოკუმენტში ნათქვამია, რომ ეჭვმიტანილი ბომბის აწყობას მარტის დასაწყისიდან გეგმავდა. მისი ძირითადი სამიზნე ებრაელები, რამდენიმე ეკლესია და პოლიციელები უნდა ყოფილიყვნენ.

პროკურატურის ცნობით, მარკ სტივენ დომინგო ახალ ზელანდიაში მეჩეთებზე განხორციელებული თავდასხმებისთვის შურისძიებას გეგმავდა. მათი ინფორმაციით, ამის შესახებ ეჭვმიტანილი სოციალურ ქსელშიც წერდა და ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერ აბუ ბაქრ ალ-ბაღდადისადმი მხარდაჭერას გამოთქვამდა.

"გასულ პარასკევს მან თვითნაკეთი ბომბები მიიღო, თუმცა ეს მახე იყო. სინამდვილეში მას ასაფეთქებლების მსგავსი, ხელთნაკეთი მოწყობილობა FBI-ის აგენტმა გადასცა, რომელიც მასთან რამდენიმე თვით ადრე კონტაქტობდა... ის სწორედ მაშინ დააკავეს, როდესაც ქალაქ ლონგ-ბიჩში გეგმის განსახორციელებლად მიდიოდა" – წერს გამოცემა.

ამერიკის პროკურტურის თანახმად, მარკ დომინგო ყოფილი ქვეითი სამხედროა და მას ძალიან მაღალი საბრძოლო გამოცდილება აქვს მიღებული.

უწყების ცნობით, გამოძიების წარმატებული მუშაობის შედეგად, მათ მასშტაბური ტერაქტის აღკვეთა შეძლეს. FBI–ის აგენტთან საუბრისას, რომელიც 19 აპრილს შედგა, ამბობდა, რომ ისეთი ბომბების დამზადება სურდა, რომლის აფეთქების შემთხვევაში 50-მდე ადამიანი დაიღუპებოდა. მან საუბარში ასევე ახსენა 2017 წლის ოქტომბერში მომხდარი ლას-ვეგასის სროლა, სადაც 58 ადამიანი დაიღუპა.

ცნობისთვის, ტერაქტი ლას-ვეგასში 2017 წლის 1-ელ ოქტომბერს მოხდა. 64 წლის პენსიონერმა სტივენ პედოქსმა სასტუმროს ნომრის ფანჯრიდან მუსიკალური ფესტივალის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნა და 58 ადამიანი მოკლა, 500-მდე კი დაჭრა.

"შევძელით და 27-28 აპრილის დასვენებებზე, ძალიან მძიმე შედეგები ავიცილეთ თავიდან. მარკ დომინგომ ჩვენს აგენტთან საუბარში ასევე აღნიშნა, რომ როდესაც "ისლამური სახელმწიფოს" წევრები ამერიკაში აღმოჩდებოდნენ, ის მათ შეუერთდებოდა..." - ნათქვამია ამერიკის პროკურატურის განცხადებაში, რომლის ცნობითაც, მისი აყვანის ოპერაცია ისე შესრულდა, რომ მოსახლეობას არავითარი საფრთხე არ შექმნია. მარკ დომინგოს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე