პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მხოლოდ ერთ დღეს, 19 პირი არ გაუშვეს..." - რატომ ამოწმებენ ქუთაისის აეროპორტში ვენის მგზავრებს უცხოელი მესაზღვრეები
"მხოლოდ ერთ დღეს, 19 პირი არ გაუშვეს..." - რატომ ამოწმებენ ქუთაისის აეროპორტში ვენის მგზავრებს უცხოელი მესაზღვრეები

ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტი­დან ერთ-ერ­თმა მგზავ­რმა გა­ავ­რცე­ლა ფოტო, რო­მელ­ზეც ვე­ნა­ში მი­მა­ვალ რე­ის­ზე არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა ასა­ხუ­ლი. ფოტო 27 აპ­რილ­საა გა­და­ღე­ბუ­ლი და ქარ­თვე­ლი მგზავ­რის თქმით, ვე­ნის კონ­ტროლ­მა ქუ­თა­ი­სის აე­რო­პორ­ტამ­დეც მო­აღ­წია, თვითმფრი­ნავ­ში ას­ვლამ­დე მგზავ­რებს სა­ბუ­თე­ბი და ფული შე­უ­მოწ­მეს, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ მათ წას­ვლამ­დე ორ­მა­გი კონ­ტრო­ლის გავ­ლა უწევთ.

AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და, რა­ტომ ამოწ­მე­ბენ ქარ­თველ მგზავ­რებს ქვეყ­ნი­დან გამ­გზავ­რე­ბამ­დე უცხო­ე­ლი მე­სა­ზღვრე­ე­ბი. რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს აე­რო­პორ­ტე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ში გან­გვი­მარ­ტეს, ქუ­თა­ი­სის აე­რო­პორ­ტი­დან ვე­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­მა­ვალ მგზავ­რებს ევ­რო­კავ­ში­რის სა­ზღვრი­სა და სა­ნა­პი­რო დაც­ვის სა­ა­გენ­ტოს (FRONTEX) წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი უმოწ­მე­ბენ დო­კუ­მენ­ტებ­სა და ფულს.

FRONTEX ევ­რო­კავ­ში­რის ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა, რომ­ლის სა­თაო ოფი­სი პო­ლო­ნე­თის დე­და­ქა­ლაქ ვარ­შა­ვა­ში მდე­ბა­რე­ობს. სა­ა­გენ­ტოს მთა­ვა­რი ფუნ­ქცია ევ­რო­კავ­ში­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ზღვრის კონ­ტრო­ლია. გარ­და ამი­სა, FRONTEX-ი აკ­ვირ­დე­ბა სა­ზღვრებ­ზე კრი­მი­ნა­ლუ­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბის ტენ­დენ­ცი­ა­სა და მიგ­რა­ცი­ას და აა­ნა­ლი­ზებს ამ მო­ნა­ცე­მებს. სა­ა­გენ­ტო სა­ზღვარ­ზე მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის მო­ნი­ტო­რინგს ეწე­ვა და მი­ღე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ევ­რო­კავ­ში­რის წევრ ქვეყ­ნებს აწ­ვდის. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის საქ­მი­ა­ნო­ბა ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებს გარე სა­ზღვრებ­ზე არ­სე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი­სა და მიგ­რა­ცი­ის კონ­ტროლ­ში ეხ­მა­რე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს აე­რო­პორ­ტე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, FRONTEX-ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ქუ­თა­ი­სის აე­რო­პორ­ტში და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვეა დგა­ნან.

"ამ ეტაპ­ზე მო­თხოვ­ნაა, რომ იდ­გნენ ვე­ნის რე­ის­ზე, რად­გან სა­ქარ­თვე­ლოს ბევრ მო­ქა­ლა­ქეს სა­ბუ­თე­ბი არ ჰქონ­და წეს­რიგ­ში. მა­გა­ლი­თად, და­ახ­ლო­ე­ბით, ერთი თვის წინ მხო­ლოდ ერთ დღეს, 19 პირი არ გა­უშ­ვეს.

FRONTEX-ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ვე­ნამ მო­ი­თხო­ვა: ჩვენ­თან ქარ­თვე­ლე­ბი ბევ­რი დარ­ღვე­ვით ჩა­მო­დი­ან და თქვე­ნი­ვე სა­ზღვრი­დან გა­ცხრი­ლეთ და არა ჩვენ­გა­ნო. ჯერ­ჯე­რო­ბით, დგა­ნან და რო­დემ­დე იდ­გე­ბი­ან, არ ვი­ცით“ - გა­ნუ­მარ­ტეს AMBEBI.GE-ს აე­რო­პორ­ტე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ში.

რო­გორც აე­რო­პორ­ტე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, მე­სა­ზღვრე­ე­ბის მიერ ვე­ნის რე­ის­ზე წამ­სვლელ­თა შე­მოწ­მე­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით მხო­ლოდ ერთი ქვეყ­ნის, ავ­სტრი­ის მო­თხოვ­ნაა, სხვა ევ­რო­პულ ქვეყ­ნებს კი მგზავ­რე­ბის­თვის დო­კუ­მენ­ტა­ცი­ი­სა და თან­ხის შე­მოწ­მე­ბის მო­თხოვ­ნა არ წა­მო­უ­ყე­ნე­ბი­ათ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოგი
0

ეტყობა აღარ ვართ სანდო ერი

ნანა
0

რა ვიცი,მე ხშირად დავფრინავ და ერთხელაც არ მოუთხოვიათ თანხის ჩვენება არსად,ეტყობა "ნამეტნავად" პატიოსანი სახე მაქვს :)

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

"მხოლოდ ერთ დღეს, 19 პირი არ გაუშვეს..." - რატომ ამოწმებენ ქუთაისის აეროპორტში ვენის მგზავრებს უცხოელი მესაზღვრეები

"მხოლოდ ერთ დღეს, 19 პირი არ გაუშვეს..." - რატომ ამოწმებენ ქუთაისის აეროპორტში ვენის მგზავრებს უცხოელი მესაზღვრეები

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ერთ-ერთმა მგზავრმა გაავრცელა ფოტო, რომელზეც ვენაში მიმავალ რეისზე არსებული სიტუაციაა ასახული. ფოტო 27 აპრილსაა გადაღებული და ქართველი მგზავრის თქმით, ვენის კონტროლმა ქუთაისის აეროპორტამდეც მოაღწია, თვითმფრინავში ასვლამდე მგზავრებს საბუთები და ფული შეუმოწმეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ წასვლამდე ორმაგი კონტროლის გავლა უწევთ.

AMBEBI.GE დაინტერესდა, რატომ ამოწმებენ ქართველ მგზავრებს ქვეყნიდან გამგზავრებამდე უცხოელი მესაზღვრეები. როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში განგვიმარტეს, ქუთაისის აეროპორტიდან ვენის მიმართულებით მიმავალ მგზავრებს ევროკავშირის საზღვრისა და სანაპირო დაცვის სააგენტოს (FRONTEX) წარმომადგენლები უმოწმებენ დოკუმენტებსა და ფულს.

FRONTEX ევროკავშირის ორგანიზაციაა, რომლის სათაო ოფისი პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მდებარეობს. სააგენტოს მთავარი ფუნქცია ევროკავშირის ტერიტორიაზე საზღვრის კონტროლია. გარდა ამისა, FRONTEX-ი აკვირდება საზღვრებზე კრიმინალური აქტივობების ტენდენციასა და მიგრაციას და აანალიზებს ამ მონაცემებს. სააგენტო საზღვარზე მიმდინარე პროცესების მონიტორინგს ეწევა და მიღებულ ინფორმაციას ევროკავშირის წევრ ქვეყნებს აწვდის. ორგანიზაციის საქმიანობა ევროკავშირის ქვეყნებს გარე საზღვრებზე არსებული გამოწვევებისა და მიგრაციის კონტროლში ეხმარება.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, FRONTEX-ის წარმომადგენლები ქუთაისის აეროპორტში დაახლოებით ერთი თვეა დგანან.

"ამ ეტაპზე მოთხოვნაა, რომ იდგნენ ვენის რეისზე, რადგან საქართველოს ბევრ მოქალაქეს საბუთები არ ჰქონდა წესრიგში. მაგალითად, დაახლოებით, ერთი თვის წინ მხოლოდ ერთ დღეს, 19 პირი არ გაუშვეს.

FRONTEX-ის წარმომადგენლები ვენამ მოითხოვა: ჩვენთან ქართველები ბევრი დარღვევით ჩამოდიან და თქვენივე საზღვრიდან გაცხრილეთ და არა ჩვენგანო. ჯერჯერობით, დგანან და როდემდე იდგებიან, არ ვიცით“ - განუმარტეს AMBEBI.GE-ს აეროპორტების გაერთიანებაში.

როგორც აეროპორტების გაერთიანებაში აღნიშნავენ, მესაზღვრეების მიერ ვენის რეისზე წამსვლელთა შემოწმება ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ქვეყნის, ავსტრიის მოთხოვნაა, სხვა ევროპულ ქვეყნებს კი მგზავრებისთვის დოკუმენტაციისა და თანხის შემოწმების მოთხოვნა არ წამოუყენებიათ.