პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში 100 ქალზე 92 კაცი მოდის, მოსახლეობა კი იკლებს - უახლესი სტატისტიკური მონაცემები
საქართველოში 100 ქალზე 92 კაცი მოდის, მოსახლეობა კი იკლებს - უახლესი სტატისტიკური მონაცემები

2019 წლის 1-ელი იან­ვრის მდგო­მა­რე­ო­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­მა­კა­ცე­ბის რი­ცხოვ­ნო­ბა წინა წელ­თან შე­და­რე­ბით პრაქ­ტი­კუ­ლად უც­ვლე­ლია და 1 790 ათასს შე­ად­გენს, ხოლო ქა­ლე­ბის რი­ცხოვ­ნო­ბა 0.3 პრო­ცენ­ტით შემ­ცირ­და და 1 932 ათა­სით გა­ნი­სა­ზღვრა.

სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის 48 პრო­ცენ­ტი მა­მა­კა­ცი, ხოლო 52 პრო­ცენ­ტი – ქა­ლია.

2019 წლის 1-ელი იან­ვრის მდგო­მა­რე­ო­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში სქეს­თა რა­ო­დე­ნობ­რი­ვი თა­ნა­ფარ­დო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 92.7-ს წარ­მო­ად­გენ­და, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ყო­ველ 100 ქალ­ზე 92.7 მა­მა­კა­ცი მო­დი­ო­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 35 წლამ­დე ასაკ­ში მა­მა­კა­ცე­ბი ჭარ­ბობ­დნენ ქა­ლებს, ხოლო 35 წლის ასა­კი­დან ქა­ლე­ბის რი­ცხოვ­ნო­ბა აღე­მა­ტე­ბო­და მა­მა­კა­ცე­ბი­სას, რაც გა­მოწ­ვე­უ­ლია მა­მა­კა­ცებ­თან შე­და­რე­ბით ქა­ლე­ბის უფრო მა­ღა­ლი სი­ცო­ცხლის მო­სა­ლოდ­ნე­ლი ხან­გრძლი­ვო­ბით.

2018 წელს სი­ცო­ცხლის მო­სა­ლოდ­ნე­ლი ხან­გრძლი­ვო­ბა და­ბა­დე­ბი­სას შე­ად­გენ­და 74.0 წელს, მათ შო­რის მა­მა­კა­ცე­ბი­სათ­ვის 69.7 წელს, ხოლო ქა­ლე­ბი­სათ­ვის - 78.2 წელს.

2019 წლის 1 იან­ვრის მდგო­მა­რე­ო­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის მე­დი­ა­ნუ­რი ასა­კი 37 წე­ლია.

მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბა

2019 წლის 1-ელი იან­ვრის მდგო­მა­რე­ო­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის რი­ცხოვ­ნო­ბა 3 723 ათას კაცს შე­ად­გენს, რი­თაც აღ­ნიშ­ნუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი წინა წელ­თან შე­და­რე­ბით 0.2 პრო­ცენ­ტით შემ­ცი­რე­ბუ­ლია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2018 წელს და­ფიქ­სირ­და და­დე­ბი­თი ბუ­ნებ­რი­ვი მა­ტე­ბა (4 614) და უარ­ყო­ფი­თი მიგ­რა­ცი­უ­ლი სალ­დო (-10 783).

სა­ქარ­თვე­ლოს სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2019 წლის 1-ელი იან­ვრის მდგო­მა­რე­ო­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის 58.7 პრო­ცენ­ტი ცხოვ­რობ­და სა­ქა­ლა­ქო და­სახ­ლე­ბებ­ში. ამას­თან, ქ. თბი­ლი­სის მო­სახ­ლე­ო­ბა მთლი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის თით­ქმის მე­სა­მედს წარ­მო­ად­გენ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის ასა­კობ­რივ-სქე­სობ­რივ შე­მად­გენ­ლო­ბას, 2019 წლის 1-ელი იან­ვრის მდგო­მა­რე­ო­ბით, 0-14 წლის მო­სახ­ლე­ო­ბის წილი მთელ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში 20.3 პრო­ცენტს შე­ად­გენ­და, შრო­მი­სუ­ნა­რი­ან ასაკ­ში მყო­ფი მო­სახ­ლე­ო­ბის წილი (15-64 წლის ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფი) − 64.9-ს, ხოლო 65 წლის და უფ­რო­სი ასა­კის მო­სახ­ლე­ო­ბის წილი 14.8 პრო­ცენტს წარ­მო­ად­გენ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის რი­ცხოვ­ნო­ბას რე­გი­ო­ნე­ბის მი­ხედ­ვით, 2019 წლის 1-ელი იან­ვრის მდგო­მა­რე­ო­ბით, თბი­ლის­ში 1 171 ათა­სი კაცი ცხოვ­რობს, აჭა­რა­ში - 349 ათა­სი, გუ­რი­ა­ში - 109 ათა­სი, იმე­რეთ­ში - 497 ათა­სი, კა­ხეთ­ში - 312 ათა­სი, მცხე­თა-მთი­ა­ნეთ­ში - 93 ათა­სი, რაჭა-ლე­ჩხუმ­სა და ქვე­მო სვა­ნეთ­ში - 29 ათა­სი, სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნეთ­ში - 316 ათა­სი, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში - 154 ათა­სი, ქვე­მო ქარ­თლში - 433 ათა­სი და შიდა ქარ­თლში - 257 ათა­სი.

ემიგ­რან­ტე­ბი

2018 წელს ემიგ­რან­ტე­ბის რი­ცხოვ­ნო­ბა 98 935 ადა­მი­ა­ნით გა­ნი­სა­ზღვრა და წინა წელ­თან შე­და­რე­ბით 15.8 პრო­ცენ­ტით გა­ი­ზარ­და.

სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 5.9 პრო­ცენ­ტით არის ასე­ვე გაზ­რდი­ლი იმიგ­რან­ტე­ბის რი­ცხოვ­ნო­ბა და მან 88 152 მო­ქა­ლა­ქე შე­ად­გი­ნა.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამა­ვე პე­რი­ოდ­ში, ემიგ­რან­ტე­ბის 86.6 პრო­ცენ­ტი და იმიგ­რან­ტე­ბის 84.5 პრო­ცენ­ტი, შრო­მი­სუ­ნა­რი­ან ასაკ­ში მყოფ მო­სახ­ლე­ო­ბას (15-64 წლის ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფი) წარ­მო­ად­გენ­და.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება
ავტორი:

საქართველოში 100 ქალზე 92 კაცი მოდის, მოსახლეობა კი იკლებს - უახლესი სტატისტიკური მონაცემები

საქართველოში 100 ქალზე 92 კაცი მოდის, მოსახლეობა კი იკლებს - უახლესი სტატისტიკური მონაცემები

2019 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საქართველოში მამაკაცების რიცხოვნობა წინა წელთან შედარებით პრაქტიკულად უცვლელია და 1 790 ათასს შეადგენს, ხოლო ქალების რიცხოვნობა 0.3 პროცენტით შემცირდა და 1 932 ათასით განისაზღვრა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მოსახლეობის 48 პროცენტი მამაკაცი, ხოლო 52 პროცენტი – ქალია.

2019 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საქართველოში სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის მაჩვენებელი 92.7-ს წარმოადგენდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ 100 ქალზე 92.7 მამაკაცი მოდიოდა. აღსანიშნავია, რომ 35 წლამდე ასაკში მამაკაცები ჭარბობდნენ ქალებს, ხოლო 35 წლის ასაკიდან ქალების რიცხოვნობა აღემატებოდა მამაკაცებისას, რაც გამოწვეულია მამაკაცებთან შედარებით ქალების უფრო მაღალი სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობით.

2018 წელს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა დაბადებისას შეადგენდა 74.0 წელს, მათ შორის მამაკაცებისათვის 69.7 წელს, ხოლო ქალებისათვის - 78.2 წელს.

2019 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის მედიანური ასაკი 37 წელია.

მოსახლეობის რაოდენობა

2019 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 3 723 ათას კაცს შეადგენს, რითაც აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 0.2 პროცენტით შემცირებულია. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს დაფიქსირდა დადებითი ბუნებრივი მატება (4 614) და უარყოფითი მიგრაციული სალდო (-10 783).

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 58.7 პროცენტი ცხოვრობდა საქალაქო დასახლებებში. ამასთან, ქ. თბილისის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის თითქმის მესამედს წარმოადგენდა.

რაც შეეხება მოსახლეობის ასაკობრივ-სქესობრივ შემადგენლობას, 2019 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, 0-14 წლის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში 20.3 პროცენტს შეადგენდა, შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის წილი (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) − 64.9-ს, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი 14.8 პროცენტს წარმოადგენდა.

რაც შეეხება მოსახლეობის რიცხოვნობას რეგიონების მიხედვით, 2019 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, თბილისში 1 171 ათასი კაცი ცხოვრობს, აჭარაში - 349 ათასი, გურიაში - 109 ათასი, იმერეთში - 497 ათასი, კახეთში - 312 ათასი, მცხეთა-მთიანეთში - 93 ათასი, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 29 ათასი, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 316 ათასი, სამცხე-ჯავახეთში - 154 ათასი, ქვემო ქართლში - 433 ათასი და შიდა ქართლში - 257 ათასი.

ემიგრანტები

2018 წელს ემიგრანტების რიცხოვნობა 98 935 ადამიანით განისაზღვრა და წინა წელთან შედარებით 15.8 პროცენტით გაიზარდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 5.9 პროცენტით არის ასევე გაზრდილი იმიგრანტების რიცხოვნობა და მან 88 152 მოქალაქე შეადგინა.

ოფიციალური ინფორმაციით, ამავე პერიოდში, ემიგრანტების 86.6 პროცენტი და იმიგრანტების 84.5 პროცენტი, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენდა.

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო