პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველმა მოსწავლეებმა ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენციიდან ოქროს მედალი ჩამოიტანეს
ქართველმა მოსწავლეებმა ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენციიდან ოქროს მედალი ჩამოიტანეს

მა­ლა­ი­ზი­ის ქა­ლაქ კუ­ა­ლა-ლუმ­პურ­ში 20-25 აპ­რილს ახალ­გაზ­რდა მეც­ნი­ერ­თა 26-ე სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცია გა­ი­მარ­თა, სა­დაც სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­მა მა­თე­მა­ტი­კის, ფი­ზი­კის, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის და ეკო­ლო­გი­ის დარ­გებ­ში თა­ვი­სი პრო­ექ­ტე­ბი და კვლე­ვე­ბი წარ­მო­ად­გი­ნეს.

სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი ქარ­თულ-ამე­რი­კუ­ლი უმაღ­ლე­სი სკო­ლის და ქარ­თულ-ამე­რი­კუ­ლი სკო­ლის 10 მოს­წავ­ლით და­კომ­პლექტდა. ქარ­თველ­მა მოს­წავ­ლე­ებ­მა მა­თე­მა­ტი­კის სექ­ცი­ა­ში დიდ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ეს - გი­ორ­გი რაზ­მა­ძე და საბა სა­ბე­კია კონ­ფე­რენ­ცი­ი­დან ოქ­როს მედ­ლით დაბ­რუნ­დნენ (თემა „იდე­ა­ლუ­რი კუ­ბო­ი­დი“);

თამ­თა ჯაშ­მა და ელე­ნე გვა­ლი­ამ ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლი და­იმ­სა­ხუ­რეს, (თემა „შა­რი­გი­ნის პრობ­ლე­მა“); კი­დევ ერთი ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლი ნინო ფი­ფი­ას და ლიზი მეძ­ვე­ლი­ას ხვდათ წი­ლად (თემა „კომ­პლექ­სუ­რი რი­ცხვე­ბი და გე­ო­მეტ­რია“).

აღ­ნიშ­ნუ­ლი სკო­ლე­ბის მა­თე­მა­ტი­კის კა­თედ­რე­ბი ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კის დოქ­ტო­რი მა­მუ­კა მეს­ხიშ­ვი­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით არა­ერ­თხელ აღ­წე­ვენ წარ­მა­ტე­ბულ შე­დე­გებს. სა­ქარ­თვე­ლო 2002 წლი­დან მუდ­მი­ვად მო­ნა­წი­ლე­ობს აღ­ნიშ­ნულ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში და სტა­ბი­ლუ­რად იკა­ვებს საპ­რი­ზო ად­გი­ლებს.

კონ­ფე­რენ­ცი­ის სა­მუ­შაო ენა ინ­გლი­სუ­რია, შე­სა­ბა­მი­სად მოს­წავ­ლე­ე­ბი ნაშ­რო­მებს სა­ერ­თა­შო­რი­სო ჟი­უ­რის წი­ნა­შე ინ­გლი­სურ ენა­ზე იცა­ვენ, ამი­ტო­მაც ისი­ნი უნაკ­ლოდ უნდა ფლობ­დნენ ენას.

კონ­ფე­რენ­ცი­ის პა­რა­ლე­ლუ­რად, ღო­ნის­ძი­ე­ბა დატ­ვირ­თუ­ლი იყო კულ­ტუ­რუ­ლი ნა­წი­ლი­თაც - მოს­წავ­ლე­ებ­მა და­ათ­ვა­ლი­ე­რეს მუ­რუ­გა­ნის (Murugan) ქან­და­კე­ბა, ბა­ტუს კომ­პლექ­სი (Batu Caves), სულ­თან აბ­დულ სა­მა­დის (Abdul Samad) სა­სახ­ლე, სამ­თავ­რო­ბო ქა­ლა­ქი-პუტ­რა­ჯა­ია ( Putrajaya) და მა­ლა­ი­ზი­ის სიმ­ბო­ლო-პეტ­რო­ნა­სის ტყუ­პი კოშ­კე­ბი (Petronas Twin Towers), რომ­ლე­ბიც თი­თო­ე­უ­ლი 88 სარ­თუ­ლი­ა­ნია და სი­მაღ­ლით 451,9 მეტ­რია (ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ტყუ­პე­ბი მსოფ­ლი­ო­ში).

და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნია 24 აპ­რილს, Mandarin Court Hotel-ში გა­ი­მარ­თა. ცე­რე­მო­ნი­ას სა­ქარ­თვე­ლოს ელჩი, ნი­კო­ლოზ აფხა­ზა­ვა და­ეს­წრო.

ახალ­გაზ­რდა მეც­ნი­ერ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცია 1993 წლი­დან ყო­ველ­წლი­უ­რად სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში ტარ­დე­ბა. კუ­ა­ლა-ლუმ­პურ­მა აღ­ნიშ­ნულ კონ­ფე­რენ­ცი­ას პირ­ვე­ლად უმას­პინ­ძლა. კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო 27 ქვეყ­ნის 157-მა მოს­წავ­ლემ.

ავტორი:

ქართველმა მოსწავლეებმა ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენციიდან ოქროს მედალი ჩამოიტანეს

ქართველმა მოსწავლეებმა ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენციიდან ოქროს მედალი ჩამოიტანეს

მალაიზიის ქალაქ კუალა-ლუმპურში 20-25 აპრილს ახალგაზრდა მეცნიერთა 26-ე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, სადაც სხვადასხვა ქვეყნის სკოლის მოსწავლეებმა მათემატიკის, ფიზიკის, კომპიუტერული მეცნიერების და ეკოლოგიის დარგებში თავისი პროექტები და კვლევები წარმოადგინეს.

საქართველოს ნაკრები ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის და ქართულ-ამერიკული სკოლის 10 მოსწავლით დაკომპლექტდა. ქართველმა მოსწავლეებმა მათემატიკის სექციაში დიდ წარმატებას მიაღწიეს - გიორგი რაზმაძე და საბა საბეკია კონფერენციიდან ოქროს მედლით დაბრუნდნენ (თემა „იდეალური კუბოიდი“);

თამთა ჯაშმა და ელენე გვალიამ ბრინჯაოს მედალი დაიმსახურეს, (თემა „შარიგინის პრობლემა“); კიდევ ერთი ბრინჯაოს მედალი ნინო ფიფიას და ლიზი მეძველიას ხვდათ წილად (თემა „კომპლექსური რიცხვები და გეომეტრია“).

აღნიშნული სკოლების მათემატიკის კათედრები ფიზიკა-მათემატიკის დოქტორი მამუკა მესხიშვილის ხელმძღვანელობით არაერთხელ აღწევენ წარმატებულ შედეგებს. საქართველო 2002 წლიდან მუდმივად მონაწილეობს აღნიშნულ კონფერენციაში და სტაბილურად იკავებს საპრიზო ადგილებს.

კონფერენციის სამუშაო ენა ინგლისურია, შესაბამისად მოსწავლეები ნაშრომებს საერთაშორისო ჟიურის წინაშე ინგლისურ ენაზე იცავენ, ამიტომაც ისინი უნაკლოდ უნდა ფლობდნენ ენას.

კონფერენციის პარალელურად, ღონისძიება დატვირთული იყო კულტურული ნაწილითაც - მოსწავლეებმა დაათვალიერეს მურუგანის (Murugan) ქანდაკება, ბატუს კომპლექსი (Batu Caves), სულთან აბდულ სამადის (Abdul Samad) სასახლე, სამთავრობო ქალაქი-პუტრაჯაია ( Putrajaya) და მალაიზიის სიმბოლო-პეტრონასის ტყუპი კოშკები (Petronas Twin Towers), რომლებიც თითოეული 88 სართულიანია და სიმაღლით 451,9 მეტრია (ყველაზე მაღალი ტყუპები მსოფლიოში).

დაჯილდოების ცერემონია 24 აპრილს, Mandarin Court Hotel-ში გაიმართა. ცერემონიას საქართველოს ელჩი, ნიკოლოზ აფხაზავა დაესწრო.

ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენცია 1993 წლიდან ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება. კუალა-ლუმპურმა აღნიშნულ კონფერენციას პირველად უმასპინძლა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 27 ქვეყნის 157-მა მოსწავლემ.

მნიშვნელოვანი სიახლე აბიტურიენტებისთვის - 2020 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები ახალი მოდელით ჩაბარდება

ქართველი ლექტორის და 33 სტუდენტის საქართველოდან გაუჩინარების ამბავი - "საკუთარი რელიგია შექმნა... სტუდენტებს ფიზიკურად უსწორდებოდა"

"არც ფული მქონდა, არც გამორჩეული მოსწავლე ვიყავი, მაგრამ..." - 17 წლის ლუკა ბუსკივაძეს აშშ-ს უნივერსიტეტი სწავლას 320 000 დოლარით დაუფინანსებს