პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პატრულის ეკიპაჟების რაოდენობა გაიზრდება - რას გულისხმობს შსს-ს ოპტიმიზაციის გეგმა
პატრულის ეკიპაჟების რაოდენობა გაიზრდება - რას გულისხმობს შსს-ს ოპტიმიზაციის გეგმა

სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ეკი­პა­ჟე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გა­იზ­რდე­ბა. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ შსს-ს რე­ფორ­მე­ბი­სა და ანა­ლი­ზის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს­მა ბექა ლი­ლუ­აშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ოპ­ტი­მი­ზა­ცი­ის გეგ­მა­ზე მუ­შა­ობს, რის ფარ­გლებ­შიც ამ­ჟა­მად რე­სურ­სე­ბის შე­ფა­სე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. ამას­თან, ლი­ლუ­აშ­ვი­ლის თქმით, ეკი­პა­ჟე­ბის ზრდა შე­საძ­ლე­ბე­ლია მოხ­დეს რო­გორც და­მა­ტე­ბით კად­რე­ბის აყ­ვა­ნით, ასე­ვე შსს-ში არ­სე­ბუ­ლი რე­სურ­სი­თაც.

„ბოლო პე­რი­ოდ­ში პატ­რულს და­ე­მა­ტა და­ახ­ლო­ე­ბით ხუ­თამ­დე ახა­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის ფუნ­ქცია. ამავდრო­უ­ლად, ფაქ­ტობ­რი­ვად ყო­ველ­წლი­უ­რად 9%-მდე იზ­რდე­ბა ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის რი­ცხვი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ოპ­ტი­მი­ზა­ცია გუ­ლის­ხმობს ადეკ­ვა­ტუ­რი რე­სურ­სის მო­ბი­ლი­ზე­ბას და არა ადა­მი­ა­ნე­ბის გაშ­ვე­ბას. აქ ასე­ვე სა­უ­ბა­რია შიდა რე­სურ­სის სა­პატ­რუ­ლო ეკი­პა­ჟებ­ში გა­და­ნა­წი­ლე­ბა­ზე. პატ­რუ­ლის ინ­სტი­ტუ­ტის და­ფუძ­ნე­ბი­დან, ფაქ­ტობ­რი­ვად, ეკი­პა­ჟე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა არ გაზ­რდი­ლა და ამან გა­მო­იწ­ვია ის, რომ არაპ­რო­პორ­ცი­უ­ლია ის რე­სურ­სი, რო­მე­ლიც სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ას აქვს. ჩვენ ვსა­უბ­რობთ ოპ­ტი­მი­ზა­ცი­ა­ზე, არამ­ხო­ლოდ სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ეკი­პა­ჟე­ბის ზრდის ნა­წილ­ში, არა­მედ სა­პო­ლი­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის და ეფექ­ტი­ა­ნო­ბის ზრდის ნა­წილ­ში“, - გა­ნა­ცხა­და ლი­ლუ­აშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის შე­ფა­სე­ბის შემ­დეგ შსს შე­სა­ბა­მი­სი მო­თხოვ­ნით მთავ­რო­ბას მი­მარ­თავს და სა­ბო­ლო­ოდ მთავ­რო­ბა გა­და­წყვეტს, რამ­დე­ნით ან რო­გორ გა­იზ­რდე­ბა სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ეკი­პა­ჟე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა.

„მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა იმა­ზე, რომ შე­ფას­დეს რე­სურ­სე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. შემ­დეგ სა­მი­ნის­ტრო ამის ინი­ცი­რე­ბას მო­ახ­დენს და მთავ­რო­ბა­ზე გა­ი­ტანს. შე­იძ­ლე­ბა ჩვენ ვთქვათ, რომ გვჭირ­დე­ბა და­მა­ტე­ბით 20 ეკი­პა­ჟი, თუმ­ცა მთავ­რო­ბამ დაგ­ვი­მა­ტოს მხო­ლოდ ათი ან პი­რი­ქით, გვი­თხრას, რომ გვჭირ­დე­ბა 30. სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მთავ­რო­ბა­ზეა“, - აღ­ნიშ­ნა ბექა ლი­ლუ­აშ­ვილ­მა.

ამას­თან, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ უკონ­ტაქ­ტო პატ­რუ­ლის რა­ო­დე­ნო­ბა გა­ა­ორ­მა­გა. უკონ­ტაქ­ტო პატ­რუ­ლი­რე­ბა უკვე ოთხ ქა­ლაქ­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

„ჩვენ და­ვა­მა­ტეთ კა­ხე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ამ რე­ფორ­მით აქამ­დე არ იყო მო­ცუ­ლი და არ­სე­ბულ მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე გა­ვა­ორ­მა­გეთ რე­სურ­სე­ბი. ბა­თუმ­ში, ქუ­თა­ის­ში, თბი­ლის­ში, თე­ლავ­ში მოქ­მე­დე­ბენ უკონ­ტაქ­ტო პატ­რუ­ლის ეკი­პა­ჟე­ბი და წი­ნას­წარ გან­სა­ზღვრულ გა­მო­ყო­ფილ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე, სა­დაც გან­თავ­სე­ბუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი ნიშ­ნე­ბი, ახორ­ცი­ე­ლე­ბენ უკონ­ტაქ­ტო პატ­რუ­ლი­რე­ბას,“ - აღ­ნიშ­ნა ბექა ლი­ლუ­აშ­ვილ­მა.

ავტორი:

პატრულის ეკიპაჟების რაოდენობა გაიზრდება - რას გულისხმობს შსს-ს ოპტიმიზაციის გეგმა

პატრულის ეკიპაჟების რაოდენობა გაიზრდება - რას გულისხმობს შსს-ს ოპტიმიზაციის გეგმა

საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების რაოდენობა გაიზრდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ს რეფორმებისა და ანალიზის სამმართველოს უფროსმა ბექა ლილუაშვილმა განუცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ოპტიმიზაციის გეგმაზე მუშაობს, რის ფარგლებშიც ამჟამად რესურსების შეფასება მიმდინარეობს. ამასთან, ლილუაშვილის თქმით, ეკიპაჟების ზრდა შესაძლებელია მოხდეს როგორც დამატებით კადრების აყვანით, ასევე შსს-ში არსებული რესურსითაც.

„ბოლო პერიოდში პატრულს დაემატა დაახლოებით ხუთამდე ახალი სამართალდარღვევის ადმინისტრირების ფუნქცია. ამავდროულად, ფაქტობრივად ყოველწლიურად 9%-მდე იზრდება ავტომობილების რიცხვი. აქედან გამომდინარე ოპტიმიზაცია გულისხმობს ადეკვატური რესურსის მობილიზებას და არა ადამიანების გაშვებას. აქ ასევე საუბარია შიდა რესურსის საპატრულო ეკიპაჟებში გადანაწილებაზე. პატრულის ინსტიტუტის დაფუძნებიდან, ფაქტობრივად, ეკიპაჟების რაოდენობა არ გაზრდილა და ამან გამოიწვია ის, რომ არაპროპორციულია ის რესურსი, რომელიც საპატრულო პოლიციას აქვს. ჩვენ ვსაუბრობთ ოპტიმიზაციაზე, არამხოლოდ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების ზრდის ნაწილში, არამედ საპოლიციო ტექნოლოგიების და ეფექტიანობის ზრდის ნაწილში“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

მისივე თქმით, საჭიროებების შეფასების შემდეგ შსს შესაბამისი მოთხოვნით მთავრობას მიმართავს და საბოლოოდ მთავრობა გადაწყვეტს, რამდენით ან როგორ გაიზრდება საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების რაოდენობა.

„მიმდინარეობს მუშაობა იმაზე, რომ შეფასდეს რესურსების რაოდენობა. შემდეგ სამინისტრო ამის ინიცირებას მოახდენს და მთავრობაზე გაიტანს. შეიძლება ჩვენ ვთქვათ, რომ გვჭირდება დამატებით 20 ეკიპაჟი, თუმცა მთავრობამ დაგვიმატოს მხოლოდ ათი ან პირიქით, გვითხრას, რომ გვჭირდება 30. საბოლოო გადაწყვეტილება მთავრობაზეა“, - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკონტაქტო პატრულის რაოდენობა გააორმაგა. უკონტაქტო პატრულირება უკვე ოთხ ქალაქში ხორციელდება.

„ჩვენ დავამატეთ კახეთის მიმართულება, რომელიც ამ რეფორმით აქამდე არ იყო მოცული და არსებულ მიმართულებებზე გავაორმაგეთ რესურსები. ბათუმში, ქუთაისში, თბილისში, თელავში მოქმედებენ უკონტაქტო პატრულის ეკიპაჟები და წინასწარ განსაზღვრულ გამოყოფილ ტერიტორიებზე, სადაც განთავსებულია შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნები, ახორციელებენ უკონტაქტო პატრულირებას,“ - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს