პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2 მაისს, „ბიბლუსი გალერეა“ პოეზიის მოყვარულებს განსაკუთრებულ საღამოს ჰპირდება
2 მაისს, „ბიბლუსი გალერეა“ პოეზიის მოყვარულებს განსაკუთრებულ საღამოს ჰპირდება

2 მა­ისს, 19:00-ზე, კან­დე­ლა­კის 7-ში მდე­ბა­რე „ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რეა“ კი­დევ ერთ სა­ინ­ტე­რე­სო ღო­ნის­ძი­ე­ბას უმას­პინ­ძლებს. პო­ე­ზი­ის მოყ­ვა­რუ­ლებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ და­ეს­წრონ ცნო­ბი­ლი პი­ა­ნის­ტის, იუ­ნეს­კოს მშვი­დო­ბის ელ­ჩის ელი­სო ბოლ­ქვა­ძის მა­მის, ზაურ ბოლ­ქვა­ძის ლექ­სე­ბის კრე­ბუ­ლის პრე­ზენ­ტა­ცი­ას. ღო­ნის­ძი­ე­ბას, რო­მელ­საც ცნო­ბი­ლი პი­ა­ნის­ტი მუ­სი­კა­ლუ­რად გა­ა­ფორ­მებს, გა­უ­ძღვე­ნი­ან გუ­რამ ოდი­შა­რია და როინ მეტ­რე­ვე­ლი. ნი­ჭი­ე­რი ქარ­თვე­ლი პო­ე­ტე­ბი მათ შო­რის ნი­კო­ლოზ ტო­ტო­ღაშ­ვი­ლი და გვან­ცა გუ­ბე­ლა­ძე, წა­ი­კი­თხა­ვენ სხვა­დას­ხვა ლექ­სებ­სა და ჩა­ნა­ხა­ტებს.

“მა­მას ყო­ვე­ლი გახ­სე­ნე­ბა ჩემ­თვის დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა, მას­ზე უსა­ზღვროდ ბევ­რი რამ შე­მიძ­ლია ვთქვა. ვფიქ­რობ, რომ ზაურ ბოლ­ქვა­ძე იყო გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნი­ჭის პო­ე­ტი. მის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში სა­ოც­რად შერ­წყმუ­ლია ტრა­გიზ­მის ექ­სპრე­სია და ხა­ლა­სი იუ­მო­რი. მისი შე­მოქ­მე­დე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად დარ­ჩე­ბა და იარ­სე­ბებს, და მო­მა­ვა­ლი სა­ქარ­თვე­ლო თა­ვი­დან აღ­მო­ა­ჩენს პო­ეტს, რო­მე­ლიც სამ­შობ­ლოს, ადა­მი­ა­ნე­ბის სიყ­ვა­რულს და სი­ლა­მა­ზეს უმ­ღე­რო­და.

ზაურ ბოლ­ქვა­ძე 64 წლის გარ­და­იც­ვა­ლა, უცა­ბე­დად. ხან­მოკ­ლე ცხოვ­რე­ბით მან მო­ა­ხერ­ხა კვა­ლი და­ე­ტო­ვე­ბი­ნა რო­გორც მისი შე­მოქ­მე­დე­ბით, ასე­ვე მისი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბით. არ არ­სე­ბობს სა­ქარ­თვე­ლო­ში თუნ­დაც ერთი ადა­მი­ა­ნი, ვი­საც მას­თან რა­ი­მე შე­ხე­ბა ოდეს­მე ჰქო­ნია და დიდი სიყ­ვა­რუ­ლით არ გა­იხ­სე­ნებს!

ეს სა­ღა­მო ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმი­ტომ, რომ "ბიბ­ლუ­სი" არის უნი­კა­ლუ­რი სივ­რცე - აღ­მო­ა­ჩი­ნო ახა­ლი მწერ­ლე­ბი, ან უკვე ცნო­ბი­ლი, რო­მელ­საც ახა­ლი თა­ო­ბა აღ­მო­ა­ჩენს”,– გან­მა­ცხა­და ელი­სო ბოლ­ქვა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა თა­ვად ელი­სო ბოლ­ქვა­ძეს, გარ­და იმი­სა, რომ დღეს ის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო პი­ა­ნის­ტია მსოფ­ლი­ო­ში, რო­მელ­საც მუ­სი­კის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი მთე­ლი მსოფ­ლი­ო­დან სცე­მენ პა­ტივს და სი­ა­მოვ­ნე­ბით უს­მე­ნენ, სა­მა­გა­ლი­თო ადა­მი­ა­ნია.

მისი ქველ­მოქ­მე­დე­ბის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ არა­ერ­თხელ შე­ი­ტყო. 2012 წელს და­ა­არ­სა საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დი „ლირა“, რომ­ლის მი­ზა­ნია გა­მო­ავ­ლი­ნოს და მხა­რი და­უ­ჭი­როს ახალ­გაზ­რდა ქარ­თველ პი­ა­ნის­ტებს. 2015 წლი­დან კი მას "იუ­ნეს­კოს მშვი­დო­ბის ხე­ლო­ვა­ნის" წო­დე­ბაც აქვს.

ავტორი:

2 მაისს, „ბიბლუსი გალერეა“ პოეზიის მოყვარულებს განსაკუთრებულ საღამოს ჰპირდება

2 მაისს, „ბიბლუსი გალერეა“ პოეზიის მოყვარულებს განსაკუთრებულ საღამოს ჰპირდება

2 მაისს, 19:00-ზე, კანდელაკის 7-ში მდებარე „ბიბლუსი გალერეა“ კიდევ ერთ საინტერესო ღონისძიებას უმასპინძლებს. პოეზიის მოყვარულებს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ ცნობილი პიანისტის, იუნესკოს მშვიდობის ელჩის ელისო ბოლქვაძის მამის, ზაურ ბოლქვაძის ლექსების კრებულის პრეზენტაციას. ღონისძიებას, რომელსაც ცნობილი პიანისტი მუსიკალურად გააფორმებს, გაუძღვენიან გურამ ოდიშარია და როინ მეტრეველი. ნიჭიერი ქართველი პოეტები მათ შორის ნიკოლოზ ტოტოღაშვილი და გვანცა გუბელაძე, წაიკითხავენ სხვადასხვა ლექსებსა და ჩანახატებს.

“მამას ყოველი გახსენება ჩემთვის დიდი ბედნიერებაა, მასზე უსაზღვროდ ბევრი რამ შემიძლია ვთქვა. ვფიქრობ, რომ ზაურ ბოლქვაძე იყო განსაკუთრებული ნიჭის პოეტი. მის შემოქმედებაში საოცრად შერწყმულია ტრაგიზმის ექსპრესია და ხალასი იუმორი. მისი შემოქმედება აუცილებლად დარჩება და იარსებებს, და მომავალი საქართველო თავიდან აღმოაჩენს პოეტს, რომელიც სამშობლოს, ადამიანების სიყვარულს და სილამაზეს უმღეროდა.

ზაურ ბოლქვაძე 64 წლის გარდაიცვალა, უცაბედად. ხანმოკლე ცხოვრებით მან მოახერხა კვალი დაეტოვებინა როგორც მისი შემოქმედებით, ასევე მისი განსაკუთრებული ადამიანური თვისებებით. არ არსებობს საქართველოში თუნდაც ერთი ადამიანი, ვისაც მასთან რაიმე შეხება ოდესმე ჰქონია და დიდი სიყვარულით არ გაიხსენებს!

ეს საღამო ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ "ბიბლუსი" არის უნიკალური სივრცე - აღმოაჩინო ახალი მწერლები, ან უკვე ცნობილი, რომელსაც ახალი თაობა აღმოაჩენს”,– განმაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

რაც შეეხება თავად ელისო ბოლქვაძეს, გარდა იმისა, რომ დღეს ის ერთ-ერთი საუკეთესო პიანისტია მსოფლიოში, რომელსაც მუსიკის მოყვარულები მთელი მსოფლიოდან სცემენ პატივს და სიამოვნებით უსმენენ, სამაგალითო ადამიანია.

მისი ქველმოქმედების შესახებ საზოგადოებამ არაერთხელ შეიტყო. 2012 წელს დააარსა საქველმოქმედო ფონდი „ლირა“, რომლის მიზანია გამოავლინოს და მხარი დაუჭიროს ახალგაზრდა ქართველ პიანისტებს. 2015 წლიდან კი მას "იუნესკოს მშვიდობის ხელოვანის" წოდებაც აქვს.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი