სამართალი
საზოგადოება
პოლიტიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად იყო იესო 12-დან 29 წლამდე - რა ვერსიებია სხვადასხვა კულტურაში ქრისტეს ცხოვრების ბურუსით მოცულ პერიოდზე
სად იყო იესო 12-დან 29 წლამდე - რა ვერსიებია სხვადასხვა კულტურაში ქრისტეს ცხოვრების ბურუსით მოცულ პერიოდზე

სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ველ­გვა­რი კი­თხვა, რო­მე­ლიც იესო ქრის­ტეს გარ­შე­მო ჩნდე­ბა, ძა­ლი­ან აღი­ზი­ა­ნებთ. ფსი­ქო­ა­ნა­ლი­ტი­კო­სებს თუ ვენ­დო­ბით, ადა­მი­ა­ნი თა­ვი­სი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის აგ­რე­სი­ულ დაც­ვას როცა იწყებს, ან აღი­ზი­ა­ნებს დას­მუ­ლი შე­კი­თხვე­ბი, მა­შინ თა­ვად ეპა­რე­ბა ამ შე­ხე­დუ­ლე­ბებ­სა და რწმე­ნა­ში ეჭვი და ამის­თვის თვა­ლის გას­წო­რე­ბა არ სურ­სო. ჩვენ ბევ­რი ასე­თი რწმე­ნა­შერ­ყე­უ­ლი მორ­წმუ­ნე გვყავს, მე­ქა­ნი­კურ რწმე­ნას რომ ებღა­უ­ჭე­ბა თა­ვი­სი რწმე­ნის და­სა­ჯე­რებ­ლად. ნე­ბის­მი­ე­რი მორ­წმუ­ნის გზა შე­მეც­ნე­ბა უნდა იყოს, თუმ­ცა ჩვენ­თან ისე­თე­ბიც შეგ­ხვდე­ბი­ან, რაც ვიცი, ისიც საკ­მა­რი­სია, რომ მწამ­დეს, და­ნარ­ჩე­ნი რაში მა­ინ­ტე­რე­სებ­სო, რომ გე­ტყვის. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ვფიქ­რობ, რომ იესო იყო გზა და ამ გზის შე­სა­ხებ რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტის გა­გე­ბა უნდა გვინ­დო­დეს. ქრის­ტეს ცხოვ­რე­ბის წლე­ბი 12 წლი­დან 29 წლამ­დე ბუ­რუ­სით არის მო­ცუ­ლი. არ­სე­ბობს უამ­რა­ვი თე­ო­რია, ჩვენ რამ­დე­ნი­მე მათ­განს გთა­ვა­ზობთ.

თო­მას სა­ხა­რე­ბის მი­ხედ­ვით, იესო ბავ­შვო­ბი­დან ფლობ­და ზე­ბუ­ნებ­რივ უნა­რებს. 5 წლის ასაკ­ში მე­გობ­რებ­თან ერ­თად თა­მა­შობ­და მდი­ნა­რეს­თან. წყა­ლი ერთ გუ­ბუ­რა­ში მო­აგ­რო­ვა, გაწ­მინ­და, მერე კი თი­ხი­დან ბე­ღუ­რე­ბის ძერ­წვა და­ი­წყო. ერთ-ერ­თმა იუ­დე­ველ­მა და­ი­ნა­ხა ეს და რად­გან შა­ბა­თი იყო, იო­სებ­თან და­ას­მი­ნა, შენ­მა შვილ­მა შა­ბა­თი დღე შე­ბღა­ლაო. იო­სე­ბი ნა­პირ­თან გა­იქ­ცა, იე­სომ ტაში შე­მოკ­რა და ბე­ღუ­რებს გაფ­რინ­დი­თო შეს­ძა­ხა. ბე­ღუ­რე­ბი გაფ­რინ­დნენ. იუ­დე­ვე­ლე­ბი გა­ო­ცე­ბუ­ლე­ბი უყუ­რებ­დნენ ამ სას­წა­ულს, მაგ­რამ ერთ-ერ­თმა ბავ­შვმა ვა­ზის ტოტი აიღო და იე­სოს გან­წმენ­დილ გუ­ბუ­რა­ში წყა­ლი აამ­ღვრია. იესო გა­წყრა: რა და­გი­შა­ვა ამ წყალ­მა? აი, ნა­ხავ შენც თუ არ გახ­მე, რო­გორც ხე. ბავ­შვი მარ­თლაც გახ­მა. ერთხელ კი­დევ ბავ­შვმა უბიძ­გა და მა­საც მეტ ნა­ბიჯს ვე­ღარ გა­დად­გა­მო უთხრა. ბავ­შვი მა­შინ­ვე და­ვარ­და და მოკ­ვდა. მის გამო ხში­რად უჩი­ოდ­ნენ იო­სებს და იე­სო­მაც ყვე­ლა მათ­გა­ნი და­აბრმა­ვა. მისი სი­ტყვე­ბი წყევ­ლა­სა­ვით ჟღერ­დნენ, თუმ­ცა ბო­ლოს ყვე­ლა მათ­გა­ნი, ვინც მისი სი­ტყვე­ბის შე­დე­გად და­ზი­ან­დნენ, უკ­ლებ­ლივ აღად­გი­ნა.

იესო პა­ტა­რა ასა­კი­დან­ვე კურ­ნავ­და ავად­მყო­ფებს, ერთხელ სა­კუ­თა­რი ძმაც გვე­ლის ნაკ­ბე­ნით სიკ­ვდი­ლის­გან იხ­სნა. იესო ბავ­შვო­ბა­ში­ვე აღად­გენ­და მკვდრებს, სა­ხუ­რა­ვი­დან გად­მო­ვარ­დნილ ბავ­შვს, რომ­ლის სიკ­ვდილ­საც იე­სოს აბ­რა­ლებ­დნენ უთხრა: ადე­ქი და თქვი, მე რომ არ გად­მო­მიგ­დი­ხა­რო და ბავ­შვიც წა­მოდ­გა და თაყ­ვა­ნი სცა მას. მე­ზობ­ლად შვილმკვდარ დე­დას შვი­ლი გა­უ­ცო­ცხლა და ა.შ.

პა­ტა­რა იე­სო­სი ყვე­ლას ეში­ნო­და და ყვე­ლა პა­ტივს სცემ­და. იუ­დე­ვე­ლე­ბი გრძნობ­დნენ, რომ ის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბავ­შვი არ იყო, ამ­ბობ­დნენ, რომ ის ან ღმერ­თია, ან ღვთის ან­გე­ლო­ზი. რამ­დე­ნი­მე მას­წავ­ლე­ბელ­მა გა­და­წყვი­ტა მისი მო­წა­ფედ აყ­ვა­ნა, მაგ­რამ აღ­მოჩ­ნდა, რომ იე­სომ მათ­ზე გა­ცი­ლე­ბით მეტი იცო­და, ამი­ტომ აღი­ა­რეს და თავი და­ა­ნე­ბეს.

ქრის­ტეს ცხოვ­რე­ბის გზას იკ­ვლევ­და ერ­ნესტ რე­ნა­ნიც. იგი ქრის­ტი­ა­ნი ბერი იყო, თუმ­ცა შემ­დეგ რწმე­ნა და­კარ­გა და გა­და­წყვი­ტა მა­ცხო­ვა­რი, რო­გორც ძე კა­ცი­სა ისე შე­ეს­წავ­ლა. მისი წიგ­ნის "იესო ქრის­ტეს ცხოვ­რე­ბა" მი­ხედ­ვით, ებ­რა­ე­ლე­ბის ის შტო, რო­მელ­საც მა­რი­ა­მი მი­ე­კუთ­ვნე­ბო­და, იუ­და­იზ­მის­გან გან­სხვა­ვე­ბულ რწმე­ნას მის­დევ­და, რო­მე­ლიც შემ­დგომ ქრის­ტემ იქა­და­გა. ეს რწმე­ნა იმ დროს იდევ­ნე­ბო­და, თუმ­ცა საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი გახ­ლდათ და მა­ლუ­ლად თა­ვი­სი სკო­ლე­ბიც ჰქონ­და. ერთ-ერთ ასეთ სკო­ლა­ში აღი­ზარ­დნენ იო­ა­ნე ნათ­ლის­მცე­მე­ლი და იესო ნა­ზა­რე­ვე­ლი. ის სა­მო­სი, რო­მელ­შიც იო­ა­ნე ნათ­ლის­მცე­მელს და იე­სოს ხა­ტავ­დნენ, ამ სკო­ლის უნი­ფორ­მა გახ­ლდათ. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

შოთიკო
7

იესოც ერთი ჩვეულებრივი ადამოანი იყო რომელმაც პროტესტი გამოხატა...

ავტორი:

სად იყო იესო 12-დან 29 წლამდე - რა ვერსიებია სხვადასხვა კულტურაში ქრისტეს ცხოვრების ბურუსით მოცულ პერიოდზე

სად იყო იესო 12-დან 29 წლამდე - რა ვერსიებია სხვადასხვა კულტურაში ქრისტეს ცხოვრების ბურუსით მოცულ პერიოდზე

საქართველოში ყოველგვარი კითხვა, რომელიც იესო ქრისტეს გარშემო ჩნდება, ძალიან აღიზიანებთ. ფსიქოანალიტიკოსებს თუ ვენდობით, ადამიანი თავისი შეხედულებების აგრესიულ დაცვას როცა იწყებს, ან აღიზიანებს დასმული შეკითხვები, მაშინ თავად ეპარება ამ შეხედულებებსა და რწმენაში ეჭვი და ამისთვის თვალის გასწორება არ სურსო. ჩვენ ბევრი ასეთი რწმენაშერყეული მორწმუნე გვყავს, მექანიკურ რწმენას რომ ებღაუჭება თავისი რწმენის დასაჯერებლად. ნებისმიერი მორწმუნის გზა შემეცნება უნდა იყოს, თუმცა ჩვენთან ისეთებიც შეგხვდებიან, რაც ვიცი, ისიც საკმარისია, რომ მწამდეს, დანარჩენი რაში მაინტერესებსო, რომ გეტყვის. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ იესო იყო გზა და ამ გზის შესახებ რაც შეიძლება მეტის გაგება უნდა გვინდოდეს. ქრისტეს ცხოვრების წლები 12 წლიდან 29 წლამდე ბურუსით არის მოცული. არსებობს უამრავი თეორია, ჩვენ რამდენიმე მათგანს გთავაზობთ.

თომას სახარების მიხედვით, იესო ბავშვობიდან ფლობდა ზებუნებრივ უნარებს. 5 წლის ასაკში მეგობრებთან ერთად თამაშობდა მდინარესთან. წყალი ერთ გუბურაში მოაგროვა, გაწმინდა, მერე კი თიხიდან ბეღურების ძერწვა დაიწყო. ერთ-ერთმა იუდეველმა დაინახა ეს და რადგან შაბათი იყო, იოსებთან დაასმინა, შენმა შვილმა შაბათი დღე შებღალაო. იოსები ნაპირთან გაიქცა, იესომ ტაში შემოკრა და ბეღურებს გაფრინდითო შესძახა. ბეღურები გაფრინდნენ. იუდეველები გაოცებულები უყურებდნენ ამ სასწაულს, მაგრამ ერთ-ერთმა ბავშვმა ვაზის ტოტი აიღო და იესოს განწმენდილ გუბურაში წყალი აამღვრია. იესო გაწყრა: რა დაგიშავა ამ წყალმა? აი, ნახავ შენც თუ არ გახმე, როგორც ხე. ბავშვი მართლაც გახმა. ერთხელ კიდევ ბავშვმა უბიძგა და მასაც მეტ ნაბიჯს ვეღარ გადადგამო უთხრა. ბავშვი მაშინვე დავარდა და მოკვდა. მის გამო ხშირად უჩიოდნენ იოსებს და იესომაც ყველა მათგანი დააბრმავა. მისი სიტყვები წყევლასავით ჟღერდნენ, თუმცა ბოლოს ყველა მათგანი, ვინც მისი სიტყვების შედეგად დაზიანდნენ, უკლებლივ აღადგინა.

იესო პატარა ასაკიდანვე კურნავდა ავადმყოფებს, ერთხელ საკუთარი ძმაც გველის ნაკბენით სიკვდილისგან იხსნა. იესო ბავშვობაშივე აღადგენდა მკვდრებს, სახურავიდან გადმოვარდნილ ბავშვს, რომლის სიკვდილსაც იესოს აბრალებდნენ უთხრა: ადექი და თქვი, მე რომ არ გადმომიგდიხარო და ბავშვიც წამოდგა და თაყვანი სცა მას. მეზობლად შვილმკვდარ დედას შვილი გაუცოცხლა და ა.შ.

პატარა იესოსი ყველას ეშინოდა და ყველა პატივს სცემდა. იუდეველები გრძნობდნენ, რომ ის ჩვეულებრივი ბავშვი არ იყო, ამბობდნენ, რომ ის ან ღმერთია, ან ღვთის ანგელოზი. რამდენიმე მასწავლებელმა გადაწყვიტა მისი მოწაფედ აყვანა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ იესომ მათზე გაცილებით მეტი იცოდა, ამიტომ აღიარეს და თავი დაანებეს.

ქრისტეს ცხოვრების გზას იკვლევდა ერნესტ რენანიც. იგი ქრისტიანი ბერი იყო, თუმცა შემდეგ რწმენა დაკარგა და გადაწყვიტა მაცხოვარი, როგორც ძე კაცისა ისე შეესწავლა. მისი წიგნის "იესო ქრისტეს ცხოვრება" მიხედვით, ებრაელების ის შტო, რომელსაც მარიამი მიეკუთვნებოდა, იუდაიზმისგან განსხვავებულ რწმენას მისდევდა, რომელიც შემდგომ ქრისტემ იქადაგა. ეს რწმენა იმ დროს იდევნებოდა, თუმცა საკმაოდ ძლიერი გახლდათ და მალულად თავისი სკოლებიც ჰქონდა. ერთ-ერთ ასეთ სკოლაში აღიზარდნენ იოანე ნათლისმცემელი და იესო ნაზარეველი. ის სამოსი, რომელშიც იოანე ნათლისმცემელს და იესოს ხატავდნენ, ამ სკოლის უნიფორმა გახლდათ. წაიკითხეთ სრულად

ქართველი ნიჩბოსანი, ალექსანდრე წივწივაძე ევროპის ჩემპიონი გახდა

საქართველო "რაგბი ევროპის" ჩემპიონია - ქართველებმა ნიდერლანდები დაამარცხეს

"ოჯახური საკითხების გამო ჩამოვედი" - მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში ბიძაშვილის ქორწილს დაესწრო: გიორგი ალასანიას ნიუ-იორკული, ზღაპრული ქორწილის ფოტოები