თბილისში მდებარე სასაფლაოებთან გზებზე არსებულ სიტუაციას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები აკონტროლებენ. აღსანიშნავია, რომ წელს სასაფლაოებთან მისასვლელ გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მოქალაქეების მხრიდან პრეტენზიები არ ფიქსირდება. აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის, ტრანსპორტის შეუფერხებელი და უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველყოფის მიზნით სასაფლაოებთან მისასვლელ გზებზე გარკვეულ შეზღუდვები დააწესა.
საბურთალოს, კუკიის, მუხათგვერდის და თბილისის ზღვის სასაფლაოების მიმართულებით ავტომანქანები შემდეგი მარშრუტებით იმოძრავებენ: საბურთალოს სასაფლაოსთან ავტომანქანებით მისვლა შესაძლებელი იქნება ვაჟა-ფშაველას გამზირიდან სანდრო ეულის ქუჩისა და უნივერსიტეტის ქუჩის გავლით. სასაფლაოს ტერიტორიას ავტომანქანები უნივერსიტეტის ქუჩით, თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით დატოვებენ.
საბურთალოს სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორია
კუკიის სასაფლაოს მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელი იქნება ჩიტაიას მოედნიდან, ნორიოს აღმართისა და მამარდაშვილს ქუჩის გავლით. სასაფლაოს ტერიტორიას ავტომანქანები ცაიშის, ქვალონის, აბაშიძის და 9 ძმის ქუჩებით დატოვებენ.
კუკიის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორია
მუხათგვერდის სასაფლაოსკენ ავტომანქანებისთვის მოძრაობა შესაძლებელი იქნება როგორც დავით აღმაშენებლის ხეივნიდან, ასევე, ფარნავაზ მეფის გამზირიდან.
მუხათგვერდის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორია
თბილისის ზღვის სასაფლაოს მიმართულებით, ავტომანქანებისთვის მოძრაობა ნებადართული იქნება ხუდადოვის და ანაპის დივიზიის ქუჩებით, ასევე, თემქის მხრიდან. სასაფლაოდან წამოსვლა შესაძლებელი იქნება მუხრანის, ბეჟანიშვილისა და ხუდადოვის ქუჩებით.