საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არ ვურჩევდი, ტყუილად დახარჯოს დრო უკრაინის მოქალაქეების რუსეთის პასპორტებით მოხიბლვაში - ზელენსკი პუტინს პასუხობს
არ ვურჩევდი, ტყუილად დახარჯოს დრო უკრაინის მოქალაქეების რუსეთის პასპორტებით მოხიბლვაში - ზელენსკი პუტინს პასუხობს

უკ­რა­ი­ნის არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტი ვლა­დი­მირ ზე­ლენ­სკი რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის იდე­ას ეხ­მა­უ­რე­ბა, უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქის პას­პორ­ტე­ბის მი­ნი­ჭე­ბის შე­სა­ხებ. ამის შე­სა­ხებ სა­ა­გენ­ტო „უნი­ა­ნი“ იუ­წყე­ბა.

„უპირ­ვე­ლე­სად, არ ვურ­ჩევ­დი რუ­სე­თის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას, ტყუ­ი­ლად და­ხარ­ჯონ დრო უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის რუ­სე­თის პას­პორ­ტე­ბით მო­ხიბ­ვლა­ში. შე­საძ­ლოა, მო­ი­ძებ­ნოს ისე­თიც, ვინც დღემ­დე პრო­პა­გან­დის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვე­შაა. შე­საძ­ლოა, ეს ვინ­მემ სა­მუ­შა­ოს გამო გა­ა­კე­თოს, ან იმი­ტომ, რომ სის­ხლის სა­მარ­თლის გა­მო­ძი­ე­ბას და­ე­მა­ლოს. ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ვლა­დი­მერ პუ­ტინს შევ­თა­ვა­ზოთ ჩა­მო­ნათ­ვა­ლი უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სა, რომ­ლებ­მაც გა­ძარ­ცვეს ქვე­ყა­ნა. დაე, რუ­სეთ­მა თა­ვად გა­და­წყვი­ტოს, სად სჭირ­დე­ბა მას ყვე­ლა­ზე მე­ტად ასე­თი „პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი“ - როს­ტოვ­სა თუ მა­გა­დან­ში“, - ნათ­ქვა­მია ვლა­დი­მირ ზე­ლენ­სკის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მისი თქმით, უკ­რა­ი­ნა იმით გა­მო­ირ­ჩე­ვა, რომ უკ­რა­ი­ნე­ლებს თა­ვის ქვე­ყა­ნა­ში სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა აქვთ, თა­ვი­სუ­ფა­ლი მე­დია და ინ­ტერ­ნე­ტი.

„ამი­ტომ, მშვე­ნივ­რად ვი­ცით, სი­ნამ­დვი­ლე­ში რას წარ­მო­ად­გენს რუ­სე­თის პას­პორ­ტი. ეს ნიშ­ნავს იყო და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი მშვი­დო­ბი­ა­ნი პრო­ტეს­ტის­თვის, ეს ნიშ­ნავს არ გქონ­დეს თა­ვი­სუ­ფა­ლი და კონ­კუ­რენ­ტუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი, სა­ერ­თოდ და­ი­ვი­წყო ადა­მი­ა­ნის ბუ­ნებ­რი­ვი უფ­ლე­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ. ამი­ტომ, არ ღირს იმის ლო­დი­ნი, რომ ბევ­რი უკ­რა­ი­ნე­ლი მო­ი­სურ­ვებს გახ­დეს „ახა­ლი ნავ­თო­ბი“, რომ­ლა­დაც რუ­სეთს სურს, რომ გა­და­აქ­ცი­ოს სა­კუ­თა­რი ხალ­ხი“, - აცხა­დებს ზე­ლენ­სკი.

ის ამას­თან აღ­ნიშ­ნავს, რომ უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა - ეს არის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, ღირ­სე­ბა და პა­ტი­ვი.

„ეს ის არის, რაც ჩვენ და­ვი­ცა­ვით და და­ვი­ცავთ. უკ­რა­ი­ნა უარს არ იტყვის თა­ვის მი­სი­ა­ზე, იყოს დე­მოკ­რა­ტი­ის მა­გა­ლი­თი პოსტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნე­ბის­თვის და ამ მი­სი­ის ნა­წი­ლი გახ­დე­ბა დაც­ვის, თავ­შე­საფ­რის და უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ნი­ჭე­ბა ყვე­ლას­თვის, ვინც მზად არის იბ­რძო­ლოს თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის. ჩვენ მი­ვა­ნი­ჭებთ თავ­შე­სა­ფარ­სა და და­ვეხ­მა­რე­ბით ყვე­ლას, ვი­საც სურ­ვი­ლი ექ­ნე­ბა ჩვენ გვერ­დით იბ­რძო­ლოს ჩვე­ნი და თქვე­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის“ - გა­ნა­ცხა­და უკ­რა­ი­ნის არ­ჩე­ულ­მა პრე­ზი­დენ­ტმა.

ავტორი:

არ ვურჩევდი, ტყუილად დახარჯოს დრო უკრაინის მოქალაქეების რუსეთის პასპორტებით მოხიბლვაში - ზელენსკი პუტინს პასუხობს

არ ვურჩევდი, ტყუილად დახარჯოს დრო უკრაინის მოქალაქეების რუსეთის პასპორტებით მოხიბლვაში - ზელენსკი პუტინს პასუხობს

უკრაინის არჩეული პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის იდეას ეხმაურება, უკრაინის მოქალაქეებისთვის რუსეთის მოქალაქის პასპორტების მინიჭების შესახებ. ამის შესახებ სააგენტო „უნიანი“ იუწყება.

„უპირველესად, არ ვურჩევდი რუსეთის ხელმძღვანელობას, ტყუილად დახარჯონ დრო უკრაინის მოქალაქეების რუსეთის პასპორტებით მოხიბვლაში. შესაძლოა, მოიძებნოს ისეთიც, ვინც დღემდე პროპაგანდის ზემოქმედების ქვეშაა. შესაძლოა, ეს ვინმემ სამუშაოს გამო გააკეთოს, ან იმიტომ, რომ სისხლის სამართლის გამოძიებას დაემალოს. ჩვენ შეგვიძლია ვლადიმერ პუტინს შევთავაზოთ ჩამონათვალი უკრაინის მოქალაქეებისა, რომლებმაც გაძარცვეს ქვეყანა. დაე, რუსეთმა თავად გადაწყვიტოს, სად სჭირდება მას ყველაზე მეტად ასეთი „პროფესიონალები“ - როსტოვსა თუ მაგადანში“, - ნათქვამია ვლადიმირ ზელენსკის განცხადებაში.

მისი თქმით, უკრაინა იმით გამოირჩევა, რომ უკრაინელებს თავის ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება აქვთ, თავისუფალი მედია და ინტერნეტი.

„ამიტომ, მშვენივრად ვიცით, სინამდვილეში რას წარმოადგენს რუსეთის პასპორტი. ეს ნიშნავს იყო დაპატიმრებული მშვიდობიანი პროტესტისთვის, ეს ნიშნავს არ გქონდეს თავისუფალი და კონკურენტული არჩევნები, საერთოდ დაივიწყო ადამიანის ბუნებრივი უფლებისა და თავისუფლების შესახებ. ამიტომ, არ ღირს იმის ლოდინი, რომ ბევრი უკრაინელი მოისურვებს გახდეს „ახალი ნავთობი“, რომლადაც რუსეთს სურს, რომ გადააქციოს საკუთარი ხალხი“, - აცხადებს ზელენსკი.

ის ამასთან აღნიშნავს, რომ უკრაინის მოქალაქეობა - ეს არის თავისუფლება, ღირსება და პატივი.

„ეს ის არის, რაც ჩვენ დავიცავით და დავიცავთ. უკრაინა უარს არ იტყვის თავის მისიაზე, იყოს დემოკრატიის მაგალითი პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის და ამ მისიის ნაწილი გახდება დაცვის, თავშესაფრის და უკრაინის მოქალაქეობის მინიჭება ყველასთვის, ვინც მზად არის იბრძოლოს თავისუფლებისთვის. ჩვენ მივანიჭებთ თავშესაფარსა და დავეხმარებით ყველას, ვისაც სურვილი ექნება ჩვენ გვერდით იბრძოლოს ჩვენი და თქვენი თავისუფლებისთვის“ - განაცხადა უკრაინის არჩეულმა პრეზიდენტმა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"