ავტორი:

"ჩხუბის შემდეგ მამა შვილს დანით ხელში ეზოში ელოდებოდა" - ვინ იყო ჩუმლაყში მოკლული მამაკაცი

"ჩხუბის შემდეგ მამა შვილს დანით ხელში ეზოში ელოდებოდა" - ვინ იყო ჩუმლაყში მოკლული მამაკაცი

გურჯაანში, სოფელ ჩუმლაყში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ადგლობრივები AMBEBI.GE-სთან საუბრისას ყვებიან, რომ მამა-შვილს შორის ეს კონფლიქტის პირველი შემთხვევა არ იყო. მათი თქმით, გარდაცვლილი ლადო ლიპარტაშვილი მამის გივი ლიპარტაშვილის ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ყოფნას მუდმივად აპროტსესტდება. გარდაცვლილის თანასოფლელები გვიყვებიან, რომ ბოლო კონფლიქტის შემდეგ მამა შვილს დანით ხელში, საკუთარ ეზოში ელოდებოდა.

"სოფელში ლადოზე ცუდს არავინ იტყვის, თითქოს გამარჯობის თქმაც კი სცხვენოდა. თუმცა ყველამ ვიცოდით, რომ მათ შორის კონფლიქტი ხშირი იყო. წუხელ, ღამითაც გივი ლიპარტაშვილი ნასვამი მისულა სახლში, ზუსტად რაზე დაიწყო მათ შორის უთანხმოება არ ვიცი, თუმცა როგორც ამბობენ, რომ მათ შორს მომხდარი ჩხუბის შემდეგ გივი ლიპარტაშვილი შვილს დანით ხელში ეზოში ელოდებოდა და ეს შემთხვევაც სწორედ საკუთარი სახლის ეზოში მოხდა. შემთხვევის დროს სახლში მხოლოდ გარდაცვლილის დედა იყო, გარდაცვლილის მეუღლე სახლში არ იმყოფებოდა" - განაცხადა ჩვენთან საუბარში ადგილობრივმა უჩა ქემაშვილმა.

სოფელ ჩუმლაყის რწმუნებულის ზაზა რუაძის ინფორმაციით, გარდაცვლილ მამაკაცს მეუღლე და ერთი შვილი დარჩა.

"მამა-შვილს შორის კონფლიქტის შესახებ ვიცოდით, თუმცა ეს მოულოდნელი იყო. მშრომელი და კარგი ხალხია, მათ შორის უთანხმოება ძირითადად სასმელის მიღების შემდეგ ხდებოდა. წუხელაც მოსვლიათ კონფლიქტი, რა დროსაც გივი ლიპარტაშვილმა შვილს თავის, მუცლის და გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. გარდაცვლილს მეუღლე და ერთი შვილი დარჩა" - განუცხადა AMBEBI.GE-ს სოფელ ჩუმლაყის რწმუნებულმა ზაზა რუაძემ.

მომხდარზე გამოძიება 108 მუხლით დაიწყო,რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7 დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შვილის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.

VIDEO: რას ჰყვებიან ჩუმლაყელები მამაზე, რომელმაც შვილი დანის გულში ჩარტყმით მოკლა - გარდაცლილი 40 წლის მამაკაცია

მარიანა ჩოლოიანი სასამართლო პროცესზე გამოცხადდა - 15 წლის ბიჭის საქმეზე ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს

"მათი სახლიდან ხმაური არასდროს გაგვიგია, გაკვირვებული ვარ" - რას ჰყვება მეზობელი ოჯახზე, სადაც შვილმა დედა მოკლა

თბილისში ახალგაზრდა ბიჭმა დედა მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით ცხედარს ცეცხლი წაუკიდა