სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურის ინფორმაციით, სუსლიაკმა 9 თვის ბავშვი გაყიდა, თუმცა ადვოკატის მტკიცებით, ბავშვი აბაზანაში დაიხრჩო
პროკურატურის ინფორმაციით, სუსლიაკმა 9 თვის ბავშვი გაყიდა, თუმცა ადვოკატის მტკიცებით, ბავშვი აბაზანაში დაიხრჩო

პრო­კუ­რო­რის გან­მარ­ტე­ბით, ბრალ­დე­ბას და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი ვა­რა­უ­დის სტან­დარ­ტით აქვს დად­გე­ნი­ლი ის ფაქ­ტი, რომ უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქემ იუ­ლია სუს­ლი­აკ­მა ერთი ბავ­შვი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლამ­დე სა­ვა­რა­უ­დოდ გა­ყი­და.

რო­გორც პრო­კუ­რორ­მა თეა გი­ორ­გა­ძემ სა­სა­მარ­თლო სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ აღ­ნიშ­ნა, დაც­ვის მხა­რემ ვერ წა­რად­გი­ნა და­მა­ჯე­რე­ბე­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ ერთ-ერთი ბავ­შვი ნამ­დვი­ლად გარ­და­იც­ვა­ლა.

პრო­კუ­რო­რის თქმით, ბავ­შვის გა­ყიდ­ვის ფაქ­ტზე ეჭ­ვებს ისიც ამ­ძაფ­რებს, რომ გარ­დაც­ვა­ლე­ბის მო­მენ­ტში ბავ­შვი 9 თვის უნდა ყო­ფი­ლი­ყო და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ის სა­ა­ბა­ზა­ნო­ში მარ­ტო ყო­ფი­ლი­ყო.

„მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ზე კონ­კრე­ტუ­ლად ვერ მო­გაწ­ვდით ინ­ფორ­მა­ცი­ას. მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა, ეს არ არის მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი. ბრალ­დე­ბუ­ლის მხრი­დან ად­გი­ლი ჰქონ­და არას­რულ­წლოვ­ნე­ბის გა­დაყ­ვა­ნას ერთი ქვეყ­ნი­დან მე­ო­რე ქვე­ყა­ნა­ში. სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლამ­დე ერთი ბავ­შვის გა­ყიდ­ვა­საც ჰქონ­და ად­გი­ლი. ბრალ­დე­ბის მხა­რე და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი ვა­რა­უ­დის სტან­დარ­ტით დად­გე­ნი­ლად მი­იჩ­ნევს, რომ ეს ფაქ­ტი მოხ­და. გარ­დაც­ვა­ლე­ბის მოწ­მო­ბა არ არ­სე­ბობს. დაც­ვის მხა­რემ წარ­მო­ად­გი­ნა დას­კა­ნე­რე­ბუ­ლი ფურ­ცე­ლი, სა­დაც მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ არას­რულ­წლო­ვა­ნი, 9 თვის ბავ­შვი გარ­და­იც­ვა­ლა აბა­ზა­ნა­ში ბა­ნა­ო­ბის დროს, რაც ეჭ­ვის სა­ფუძ­ველს ნამ­დვი­ლად ქმნის", - აღ­ნიშ­ნა პრო­კუ­რორ­მა.

თეა გი­ორ­გა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვი­ნა­ი­დან და­ნა­შა­უ­ლი მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არის ჩა­დე­ნი­ლი, პრო­კუ­რა­ტუ­რა სა­მარ­თლებ­რი­ვი დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნით სხვა ქვეყ­ნებ­საც მი­მარ­თავს.

უკ­რა­ი­ნე­ლი ქა­ლის ად­ვო­კა­ტი ზუ­რაბ თო­დუა კი მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხედ პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბას აპ­რო­ტეს­ტებს. მისი თქმით, პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე წარ­დგე­ნი­ლი ბრა­ლის შე­სა­ბა­მი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ვერ წა­რად­გი­ნა.

„სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რამ ვერ წარ­მო­ად­გი­ნა ვერც ერთი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა შე­რა­ცხუ­ლი ბრა­ლის ირ­გვლივ. მა­გა­ლი­თად, რა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით დას­ტურ­დე­ბა ბავ­შვე­ბის ყიდ­ვის ფაქ­ტი, ვერ წარ­მო­ად­გი­ნა რა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით დას­ტურ­დე­ბა გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვის გა­ყიდ­ვის ფაქ­ტი. რა­ტომ არ არის დღემ­დე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი დნმ ექ­სპერ­ტი­ზა მა­შინ, რო­დე­საც უკვე 8 დღეა ანა­ლი­ზე­ბი აღე­ბუ­ლი აქვთ? რა­ტომ არ უნ­დათ, აი­ღონ ბი­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლა მა­მის­გან, რო­მე­ლიც მზად­ყოფ­ნას გა­მოთ­ქვამს, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­დეს და ჩა­ა­ბა­როს ეს? რა­ტომ არ უნ­დათ ბავ­შვე­ბის ბე­ბი­ის ჩა­მოს­ვლა, რო­მე­ლიც ასე­ვე თა­ნახ­მაა ბი­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლა ჩა­ა­ბა­როს? რა სა­ფუძ­ვლებს ემ­ყა­რე­ბა მათი მო­საზ­რე­ბა, რომ ბავ­შვი არის გა­ყი­დუ­ლი?“ - გა­ნა­ცხა­და ზუ­რაბ თო­დუ­ამ.

იუ­ლია სუ­ლი­ა­კის ად­ვო­კატ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე მან დო­კუ­მენ­ტა­ცია წა­რად­გი­ნა იმის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად, რომ სა­ნამ მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­დო­და, მისი ერთი ბავ­შვი რუ­სეთ­ში უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა. მისი გან­მარ­ტე­ბით, 9 თვის ბავ­შვი აბა­ზა­ნა­ში და­იხ­რჩო, რის გა­მოც იუ­ლია სუს­ლი­ა­კი რუ­სე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში 11-ის ნაც­ვლად 10 ბავ­შვით ჩა­მო­ვი­და.

„სა­სა­მარ­თლო­ზე ჩემ მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი დო­კუ­მენ­ტით უტყუ­ა­რად დას­ტურ­დე­ბა, რომ 9 თვის ბავ­შვის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზია უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა, კერ­ძოდ სა­ა­ბა­ზა­ნო­ში დახ­რჩო­ბა. ასე­ვე წარ­მოდ­გე­ნი­ლი მაქვს გარ­დაც­ვა­ლე­ბის მოწ­მო­ბა. პრო­კუ­რორ­მა სა­სა­მარ­თლო­ზე თავ­ხე­დუ­რად გა­ნა­ცხა­და, რომ ჩემს მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი დო­კუ­მენ­ტი არის ქსე­რო­ას­ლი. მო­სა­მარ­თლე მაკა გვე­ლე­სი­ანს სრუ­ლი სა­ფუძ­ვე­ლი ჰქონ­და, არ და­ეკ­მა­ყო­ფი­ლე­ბი­ნა პრო­კუ­რო­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა, მაგ­რამ თავი არ აიტ­კია,“ - გა­ნა­ცხა­და ზუ­რაბ თო­დუ­ამ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე იუ­ლია სუს­ლი­ა­კი წარ­დგე­ნილ ბრალს არ აღი­ა­რებს და აცხა­დებს, რომ ათი­ვე ბავ­შვი მისი შვი­ლია. ბრალ­დე­ბუ­ლი, მიმ­დი­ნა­რე წლის 25 აპ­რილს, ქუ­თა­ი­სის ერთ-ერთ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და­ა­კა­ვეს. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, იუ­ლია სუს­ლი­ა­კი სა­ქარ­თვე­ლო­ში 10 მცი­რე­წლო­ვან ბავ­შვთან ერ­თად რუ­სე­თი­დან 2019 წლის 8 აპ­რილს ჩა­მო­ვი­და და აფხა­ზე­თის ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­დას­ვლას აპი­რებ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

პროკურატურის ინფორმაციით, სუსლიაკმა 9 თვის ბავშვი გაყიდა, თუმცა ადვოკატის მტკიცებით, ბავშვი აბაზანაში დაიხრჩო

პროკურატურის ინფორმაციით, სუსლიაკმა 9 თვის ბავშვი გაყიდა, თუმცა ადვოკატის მტკიცებით, ბავშვი აბაზანაში დაიხრჩო

პროკურორის განმარტებით, ბრალდებას დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით აქვს დადგენილი ის ფაქტი, რომ უკრაინის მოქალაქემ იულია სუსლიაკმა ერთი ბავშვი საქართველოში ჩამოსვლამდე სავარაუდოდ გაყიდა.

როგორც პროკურორმა თეა გიორგაძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, დაცვის მხარემ ვერ წარადგინა დამაჯერებელი მტკიცებულება, რომ ერთ-ერთი ბავშვი ნამდვილად გარდაიცვალა.

პროკურორის თქმით, ბავშვის გაყიდვის ფაქტზე ეჭვებს ისიც ამძაფრებს, რომ გარდაცვალების მომენტში ბავშვი 9 თვის უნდა ყოფილიყო და აქედან გამომდინარე, წარმოუდგენელია ის სააბაზანოში მარტო ყოფილიყო.

„მტკიცებულებეზე კონკრეტულად ვერ მოგაწვდით ინფორმაციას. მიმდინარეობს გამოძიება, ეს არ არის მხოლოდ საქართველოში ჩადენილი დანაშაული. ბრალდებულის მხრიდან ადგილი ჰქონდა არასრულწლოვნების გადაყვანას ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში. საქართველოში ჩამოსვლამდე ერთი ბავშვის გაყიდვასაც ჰქონდა ადგილი. ბრალდების მხარე დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით დადგენილად მიიჩნევს, რომ ეს ფაქტი მოხდა. გარდაცვალების მოწმობა არ არსებობს. დაცვის მხარემ წარმოადგინა დასკანერებული ფურცელი, სადაც მითითებულია, რომ არასრულწლოვანი, 9 თვის ბავშვი გარდაიცვალა აბაზანაში ბანაობის დროს, რაც ეჭვის საფუძველს ნამდვილად ქმნის", - აღნიშნა პროკურორმა.

თეა გიორგაძის ინფორმაციით, ვინაიდან დანაშაული მხოლოდ საქართველოში არ არის ჩადენილი, პროკურატურა სამართლებრივი დახმარების თხოვნით სხვა ქვეყნებსაც მიმართავს.

უკრაინელი ქალის ადვოკატი ზურაბ თოდუა კი მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდებას აპროტესტებს. მისი თქმით, პროკურატურამ სასამართლო პროცესზე წარდგენილი ბრალის შესაბამისი მტკიცებულებები ვერ წარადგინა.

„სასამართლო პროცესზე პროკურატურამ ვერ წარმოადგინა ვერც ერთი მტკიცებულება შერაცხული ბრალის ირგვლივ. მაგალითად, რა მტკიცებულებებით დასტურდება ბავშვების ყიდვის ფაქტი, ვერ წარმოადგინა რა მტკიცებულებებით დასტურდება გარდაცვლილი ბავშვის გაყიდვის ფაქტი. რატომ არ არის დღემდე ჩატარებული დნმ ექსპერტიზა მაშინ, როდესაც უკვე 8 დღეა ანალიზები აღებული აქვთ? რატომ არ უნდათ, აიღონ ბიოლოგიური მასალა მამისგან, რომელიც მზადყოფნას გამოთქვამს, საქართველოში ჩამოვიდეს და ჩააბაროს ეს? რატომ არ უნდათ ბავშვების ბებიის ჩამოსვლა, რომელიც ასევე თანახმაა ბიოლოგიური მასალა ჩააბაროს? რა საფუძვლებს ემყარება მათი მოსაზრება, რომ ბავშვი არის გაყიდული?“ - განაცხადა ზურაბ თოდუამ.

იულია სულიაკის ადვოკატმა ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ სასამართლო პროცესზე მან დოკუმენტაცია წარადგინა იმის დასადასტურებლად, რომ სანამ მისი დაცვის ქვეშ მყოფი საქართველოში ჩამოვიდოდა, მისი ერთი ბავშვი რუსეთში უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. მისი განმარტებით, 9 თვის ბავშვი აბაზანაში დაიხრჩო, რის გამოც იულია სუსლიაკი რუსეთიდან საქართველოში 11-ის ნაცვლად 10 ბავშვით ჩამოვიდა.

„სასამართლოზე ჩემ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტით უტყუარად დასტურდება, რომ 9 თვის ბავშვის გარდაცვალების მიზეზია უბედური შემთხვევა, კერძოდ სააბაზანოში დახრჩობა. ასევე წარმოდგენილი მაქვს გარდაცვალების მოწმობა. პროკურორმა სასამართლოზე თავხედურად განაცხადა, რომ ჩემს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი არის ქსეროასლი. მოსამართლე მაკა გველესიანს სრული საფუძველი ჰქონდა, არ დაეკმაყოფილებინა პროკურორის შუამდგომლობა, მაგრამ თავი არ აიტკია,“ - განაცხადა ზურაბ თოდუამ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ათივე ბავშვი მისი შვილია. ბრალდებული, მიმდინარე წლის 25 აპრილს, ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იულია სუსლიაკი საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს