პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბევრი წელი 12 ადამიანი ერთსაძინებლიან ბინაში ვცხოვრობდით" - ვერა ქობალია რთულ წარსულზე, ოჯახსა და სილამაზის ფორმულაზე
"ბევრი წელი 12 ადამიანი ერთსაძინებლიან ბინაში ვცხოვრობდით" - ვერა ქობალია რთულ წარსულზე, ოჯახსა და სილამაზის ფორმულაზე

"თუ პო­ზი­ტი­უ­რად უყუ­რებ შენ ირ­გვლივ სამ­ყა­როს და ცდი­ლობ, უფრო მეტი კარ­გი და­ი­ნა­ხო, ეს ყვე­ლა­ფერ­ზე აი­სა­ხე­ბა - სა­ხის კან­ზე, თმა­ზე, მი­მი­კა­ზე და ასე შემ­დეგ... ამი­ტომ, რაც უნდა რთუ­ლი გა­რე­მო იყოს, მა­ინც უნდა შე­ვე­ცა­დოთ ოპ­ტი­მის­ტე­ბად დავ­რჩეთ...", - ამ­ბობს ყო­ფი­ლი ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრი, სი­ლა­მა­ზით ცნო­ბი­ლი ვერა ქო­ბა­ლია... დღეს ის კა­ნა­და­ში ცხოვ­რობს, კა­ნა­დის მთავ­რო­ბის მრჩევ­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა უჭი­რავს და მი­უ­ხე­და­ვად ცხოვ­რე­ბა­ში გა­და­ტა­ნი­ლი მრა­ვა­ლი ბა­რი­ე­რი­სა, შე­უ­და­რებ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა.

- რა ახ­დენს ყვე­ლა­ზე დიდ გავ­ლე­ნას ადა­მი­ა­ნის გე­მოვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე?

- რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტო­რი... ერთ-ერთი გა­დამ­წყვე­ტია გა­რე­მო, სა­დაც ადა­მი­ა­ნი იზ­რდე­ბა. ეს არ ნიშ­ნავს, რომ მა­ტე­რი­ა­ლუ­რად იდე­ა­ლურ გა­რე­მოს ვგუ­ლის­ხმობ! მწერ­ლებ­ში არ­სე­ბობს გა­მოთ­ქმა, - სად­მე ურ­თუ­ლეს პი­რო­ბებ­ში წა­ვალ, რათა იქ გე­ნი­ა­ლუ­რი აზ­რე­ბი მო­ვი­დეს და კარ­გი ნა­წარ­მო­ე­ბი დავ­წე­როო... ჩვენ ყვე­ლას კარ­გად გვახ­სოვს, თუ რა პი­რო­ბე­ბი იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში 90-იან წლებ­ში და ზუს­ტად იმ პე­რი­ოდ­მა შექ­მნა ძა­ლი­ან კარ­გი ხე­ლო­ვა­ნე­ბი, სა­უ­კე­თე­სო თა­ო­ბა... ვთვლი, რომ ინ­ტე­ლექტს აქვს ყვე­ლა­ზე დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ადა­მი­ა­ნის მა­ღა­ლი გე­მოვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში...

- სა­მოგ­ზა­უ­როდ რო­მე­ლი ქვეყ­ნე­ბია თქვენ­თვის ყვე­ლა­ზე მე­ტად მიმ­ზიდ­ვე­ლი - თა­ნა­მედ­რო­ვე მე­გა­პო­ლი­სე­ბი თუ ის­ტო­რი­უ­ლი წარ­სუ­ლის მქო­ნე?

- უფრო ახალ­გაზ­რდა ასაკ­ში, ენერ­გი­უ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სულ ვცდი­ლობ­დი მე­გა­პო­ლი­სებ­ში მე­მოგ­ზა­უ­რა, იქა­უ­რი ენერ­გია, ადა­მი­ა­ნე­ბის სწრა­ფი რიტ­მი ძა­ლი­ან მხიბ­ლავ­და... ახლა, როცა უკვე შვი­ლი მყავს, სამ­ყა­როს სხვა თვა­ლით ვხე­დავ და ძა­ლი­ან დიდ სი­ხა­რულს ღია სივ­რცე მა­ნი­ჭებს. სულ ვცდი­ლობ მთა­ში წა­ვი­დე ან ბუ­ნე­ბა­ში ვი­ხე­ტი­ა­ლო. სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ­დე­ნი სა­ინ­ტე­რე­სო რამ არის სა­ნა­ხა­ვი, რომ ვე­რა­სო­დეს ამო­წუ­რავ! სამ­სა­ხუ­რის გამო დე­და­მი­წის ყვე­ლა კუ­თხე­ში მი­წევს სი­ა­რუ­ლი, მაგ­რამ თა­ვი­სუ­ფალ დროს სამ­შობ­ლო­ში ჩა­მოს­ვლას ვცდი­ლობ. სა­ქარ­თვე­ლო­ში ალ­ბათ ყვე­ლა კუ­თხე­ში ნამ­ყო­ფი ვარ, მაგ­რამ ვგეგ­მავ, კი­დევ ბევ­რჯერ ვეწ­ვიო თი­თო­ე­ულ მხა­რეს და ჩემს შვილ­საც ყვე­ლა კუ­თხე სა­უ­კე­თე­სოდ გა­ვაც­ნო... აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამ­ჟა­მად ის­ტო­რი­უ­ლი წარ­სუ­ლის ქვეყ­ნე­ბია ჩემ­თვის უპი­რა­ტე­სი!

- ძა­ლი­ან ბევრ ქვე­ყა­ნა­ში ხართ ნამ­ყო­ფი. სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­მელ­მა და­ტო­ვა თქვენ­ზე სა­უ­კე­თე­სო შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, ყვე­ლა­ზე გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის მი­ხედ­ვით?

- ყვე­ლა ქვე­ყა­ნა სა­ინ­ტე­რე­სო სა­ნა­ხა­ვია და თი­თო­ე­ულ ად­გი­ლას მო­სახ­ლე­ო­ბის გე­მოვ­ნე­ბაც - თა­ვი­სე­ბუ­რი... გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ავ­სტრა­ლია მიყ­ვარს, რად­გან იქ ძა­ლი­ან ფე­რა­დად იმო­სე­ბი­ან... 90-იან წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ვცხოვ­რობ­დი, მა­შინ ყვე­ლა შა­ვებს იც­ვამ­და და ამის შემ­დეგ ავ­სტრა­ლი­ა­ში ჩა­სუ­ლი მათ­მა ფე­რა­დოვ­ნე­ბამ ძა­ლი­ან გა­მა­ო­ცა... ქვეყ­ნის მზი­ა­ნი ამინ­დე­ბის, ადა­მი­ა­ნებს ხა­სი­ა­თის გამო იქ შავს ვერ და­ი­ნა­ხავ და ეს სა­უ­კე­თე­სოდ აი­სა­ხე­ბა ადა­მი­ა­ნის გან­წყო­ბა­ზე. ძა­ლი­ან გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნად და მხი­ა­რუ­ლად აც­ვი­ათ, რაც ძა­ლი­ან მომ­წონს! მოგ­ზა­უ­რო­ბა მიყ­ვარს და სა­უ­კე­თე­სო შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი და­მი­ტო­ვა ევ­რო­პულ­მა ქვეყ­ნებ­მა. ჩემი დის მე­უღ­ლე იტა­ლი­ე­ლია და იქ ხში­რად ჩავ­დი­ვართ. იტა­ლი­ას და სხვა ქვეყ­ნებს მარ­თლაც ბევ­რი რამ აქვთ და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო, ამი­ტომ გა­მი­ჭირ­დე­ბა კონ­კრე­ტუ­ლად ერთი ქვე­ყა­ნა გა­მოვ­ყო...

- ძა­ლი­ან "ბავ­შვუ­რად" გა­მო­ი­ყუ­რე­ბით... რა არის ამის სა­ი­დუმ­ლო?

- ყვე­ლა­ფე­რი სა­ბო­ლოო ჯამ­ში ში­ნა­გა­ნი გან­წყო­ბი­დან მო­დის... ამი­ტომ, რაც უნდა რთუ­ლი გა­რე­მო იყოს, მა­ინც უნდა შე­ვე­ცა­დოთ, რომ ოპ­ტი­მის­ტე­ბად დავ­რჩეთ და ეს ჩვენს გა­რეგ­ნო­ბა­ზეც კარ­გად აი­სა­ხე­ბა.

- გა­მო­გიც­დი­ათ სი­ღა­რი­ბე?

- ჩვენ აფხა­ზე­თი­დან მან­ქა­ნით წა­მო­ვე­დით და რო­გორც კი თბი­ლის­ში ჩა­მო­ვე­დით, ამ ავ­ტო­მო­ბი­ლის გა­ყიდ­ვა მოგ­ვიხ­და, რად­გან "კა­პი­კიც" არ გვქონ­და... ბევ­რი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, 12 ადა­მი­ა­ნი ერ­თსა­ძი­ნებ­ლი­ან ბი­ნა­ში ვცხოვ­რობ­დით. ჩემს ოჯახს რამ­დენ­ჯერ­მე მო­უხ­და ყვე­ლაფ­რის ნუ­ლი­დან და­წყე­ბა...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"ბევრი წელი 12 ადამიანი ერთსაძინებლიან ბინაში ვცხოვრობდით" - ვერა ქობალია რთულ წარსულზე, ოჯახსა და სილამაზის ფორმულაზე

"ბევრი წელი 12 ადამიანი ერთსაძინებლიან ბინაში ვცხოვრობდით" - ვერა ქობალია რთულ წარსულზე, ოჯახსა და სილამაზის ფორმულაზე

"თუ პოზიტიურად უყურებ შენ ირგვლივ სამყაროს და ცდილობ, უფრო მეტი კარგი დაინახო, ეს ყველაფერზე აისახება - სახის კანზე, თმაზე, მიმიკაზე და ასე შემდეგ... ამიტომ, რაც უნდა რთული გარემო იყოს, მაინც უნდა შევეცადოთ ოპტიმისტებად დავრჩეთ...", - ამბობს ყოფილი ეკონომიკის მინისტრი, სილამაზით ცნობილი ვერა ქობალია... დღეს ის კანადაში ცხოვრობს, კანადის მთავრობის მრჩევლის თანამდებობა უჭირავს და მიუხედავად ცხოვრებაში გადატანილი მრავალი ბარიერისა, შეუდარებლად გამოიყურება.

- რა ახდენს ყველაზე დიდ გავლენას ადამიანის გემოვნების ჩამოყალიბებაზე?

- რამდენიმე ფაქტორი... ერთ-ერთი გადამწყვეტია გარემო, სადაც ადამიანი იზრდება. ეს არ ნიშნავს, რომ მატერიალურად იდეალურ გარემოს ვგულისხმობ! მწერლებში არსებობს გამოთქმა, - სადმე ურთულეს პირობებში წავალ, რათა იქ გენიალური აზრები მოვიდეს და კარგი ნაწარმოები დავწეროო... ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, თუ რა პირობები იყო საქართველოში 90-იან წლებში და ზუსტად იმ პერიოდმა შექმნა ძალიან კარგი ხელოვანები, საუკეთესო თაობა... ვთვლი, რომ ინტელექტს აქვს ყველაზე დიდი მნიშვნელობა ადამიანის მაღალი გემოვნების ჩამოყალიბებაში...

- სამოგზაუროდ რომელი ქვეყნებია თქვენთვის ყველაზე მეტად მიმზიდველი - თანამედროვე მეგაპოლისები თუ ისტორიული წარსულის მქონე?

- უფრო ახალგაზრდა ასაკში, ენერგიულობიდან გამომდინარე, სულ ვცდილობდი მეგაპოლისებში მემოგზაურა, იქაური ენერგია, ადამიანების სწრაფი რიტმი ძალიან მხიბლავდა... ახლა, როცა უკვე შვილი მყავს, სამყაროს სხვა თვალით ვხედავ და ძალიან დიდ სიხარულს ღია სივრცე მანიჭებს. სულ ვცდილობ მთაში წავიდე ან ბუნებაში ვიხეტიალო. საქართველოში იმდენი საინტერესო რამ არის სანახავი, რომ ვერასოდეს ამოწურავ! სამსახურის გამო დედამიწის ყველა კუთხეში მიწევს სიარული, მაგრამ თავისუფალ დროს სამშობლოში ჩამოსვლას ვცდილობ. საქართველოში ალბათ ყველა კუთხეში ნამყოფი ვარ, მაგრამ ვგეგმავ, კიდევ ბევრჯერ ვეწვიო თითოეულ მხარეს და ჩემს შვილსაც ყველა კუთხე საუკეთესოდ გავაცნო... აქედან გამომდინარე, ამჟამად ისტორიული წარსულის ქვეყნებია ჩემთვის უპირატესი!

- ძალიან ბევრ ქვეყანაში ხართ ნამყოფი. საინტერესოა, რომელმა დატოვა თქვენზე საუკეთესო შთაბეჭდილება, ყველაზე გემოვნებიანი მოსახლეობის მიხედვით?

- ყველა ქვეყანა საინტერესო სანახავია და თითოეულ ადგილას მოსახლეობის გემოვნებაც - თავისებური... განსაკუთრებულად ავსტრალია მიყვარს, რადგან იქ ძალიან ფერადად იმოსებიან... 90-იან წლებში საქართველოში ვცხოვრობდი, მაშინ ყველა შავებს იცვამდა და ამის შემდეგ ავსტრალიაში ჩასული მათმა ფერადოვნებამ ძალიან გამაოცა... ქვეყნის მზიანი ამინდების, ადამიანებს ხასიათის გამო იქ შავს ვერ დაინახავ და ეს საუკეთესოდ აისახება ადამიანის განწყობაზე. ძალიან გემოვნებიანად და მხიარულად აცვიათ, რაც ძალიან მომწონს! მოგზაურობა მიყვარს და საუკეთესო შთაბეჭდილებები დამიტოვა ევროპულმა ქვეყნებმა. ჩემი დის მეუღლე იტალიელია და იქ ხშირად ჩავდივართ. იტალიას და სხვა ქვეყნებს მართლაც ბევრი რამ აქვთ დამახასიათებელი და საინტერესო, ამიტომ გამიჭირდება კონკრეტულად ერთი ქვეყანა გამოვყო...

- ძალიან "ბავშვურად" გამოიყურებით... რა არის ამის საიდუმლო?

- ყველაფერი საბოლოო ჯამში შინაგანი განწყობიდან მოდის... ამიტომ, რაც უნდა რთული გარემო იყოს, მაინც უნდა შევეცადოთ, რომ ოპტიმისტებად დავრჩეთ და ეს ჩვენს გარეგნობაზეც კარგად აისახება.

- გამოგიცდიათ სიღარიბე?

- ჩვენ აფხაზეთიდან მანქანით წამოვედით და როგორც კი თბილისში ჩამოვედით, ამ ავტომობილის გაყიდვა მოგვიხდა, რადგან "კაპიკიც" არ გვქონდა... ბევრი წლის განმავლობაში, 12 ადამიანი ერთსაძინებლიან ბინაში ვცხოვრობდით. ჩემს ოჯახს რამდენჯერმე მოუხდა ყველაფრის ნულიდან დაწყება...წაიკითხეთ სრულად

"ჯერ აპარატზე არ იყო შეერთებული, როცა ბადრის გარდაცვალების ამბავი შეიტყო" - რას ჰყვებიან მოსამართლეზე, რომელიც მეუღლესთან ერთად კოვიდს ემსხვერპლა

მოსამართლე მაია ოშხარელი კორონავირუსით გარდაიცვალა

"სასაფლაოებზე გასვლასთან დაკავშირებით შეზღუდვები ბრწყინვალე "შვიდეულის პერიოდში" იქნება" - ამირან გამყრელიძე