პოლიტიკა
საზოგადოება

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაუჯერებელი ამბავი - ცოლ-ქმარმა გამქრალი ტყე ახლიდან გააშენა, სადაც ყველა ცხოველი და მწერი დაბრუნდა
დაუჯერებელი ამბავი - ცოლ-ქმარმა გამქრალი ტყე ახლიდან გააშენა, სადაც ყველა ცხოველი და მწერი დაბრუნდა

1994 წელს ბრა­ზი­ლი­ე­ლი ფო­ტოჟურ­ნა­ლის­ტი სე­ბას­ტი­აო რი­ბე­ი­რო სალ­გა­დო აღ­მო­სავ­ლეთ აფ­რი­კი­დან სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­და - აფ­რი­კა­ში მან რუ­ან­დას გე­ნო­ცი­დის შე­სა­ხებ დო­კუ­მენ­ტუ­რი მა­სა­ლა გა­და­ი­ღო. სტრე­სუ­ლი და მძი­მე პრო­ექ­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ოჯა­ხის რან­ჩო ჩა­ი­ბა­რა, რო­მე­ლიც მი­ნას გე­რა­ის­ში მდე­ბა­რე­ობს, რე­გი­ონ­ში, სა­დაც ოდეს­ღაც ცო­ცხა­ლი და მდი­და­რი ტრო­პი­კუ­ლი ტყე მდე­ბა­რე­ობ­და.

ფო­ტოჟურ­ნა­ლის­ტის დაბ­რუ­ნე­ბი­სას კი ტყის მხო­ლოდ 0.5% იყო დარ­ჩე­ნი­ლი, ვე­ლუ­რი ბუ­ნე­ბა თით­ქმის მთლი­ა­ნად იყო გამ­ქრა­ლი.

„მი­წაც ისე­ვე იყო და­ა­ვა­დე­ბუ­ლი, რო­გორც მე,“ - ამ­ბობს სალ­გა­დო „გარ­დი­ან­თან“.

ფო­ტოჟურ­ნა­ლის­ტის ცოლს, ლე­ი­ლას შე­სა­ნიშ­ნა­ვი იდეა მო­უ­ვი­და - ტყე ახ­ლი­დან გა­ე­შე­ნე­ბი­ნათ. ერთი შე­ხედ­ვით, იდე­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა სრუ­ლი­ად შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, თუმ­ცა წყვილ­მა მუ­შა­ო­ბა და­ი­წყო. მათ 1998 წელს და­ა­არ­სეს გა­რე­მოს დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცია Instituto Terra. რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სალ­გა­დო­ე­ბი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან ერ­თად და­უ­ღა­ლა­ვად შრო­მობ­დნენ, რომ რე­გი­ო­ნის­თვის ტყე და­ებ­რუ­ნე­ბი­ნათ და სა­ბო­ლო­ოდ შეძ­ლეს, 700 ჰექ­ტარ­ზე მეტი მო­ცუ­ლო­ბის ტე­რი­ტო­რია კვლავ ტრო­პი­კუ­ლი ტყით და­ე­ფა­რათ.

ახლა ტყე­ში ასო­ბით სა­ხე­ო­ბის მცე­ნა­რე და ცხო­ვე­ლი ბი­ნად­რობს, მათ შო­რის ჩი­ტე­ბის და ძუ­ძუმ­წოვ­რე­ბის ისე­თი სა­ხე­ო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­და­შე­ნე­ბის პი­რა­საა. ტყის გა­ნახ­ლე­ბამ დიდი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა ეკო­სის­ტე­მა­სა და კლი­მატ­ზეც - დამ­შრა­ლი წყა­რო­ე­ბი მა­ნამ­დე გვალ­ვე­ბით გა­მომშრალ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კვლავ გაჩ­ნდა.

„ყვე­ლა მწე­რი, ჩიტი და თევ­ზი დაბ­რუნ­და და ამ ხე­ე­ბის წყა­ლო­ბით, მეც ახ­ლი­დან და­ვი­ბა­დე,“ - ამ­ბობს სალ­გა­დო.

ავტორი:

დაუჯერებელი ამბავი - ცოლ-ქმარმა გამქრალი ტყე ახლიდან გააშენა, სადაც ყველა ცხოველი და მწერი დაბრუნდა

დაუჯერებელი ამბავი - ცოლ-ქმარმა გამქრალი ტყე ახლიდან გააშენა, სადაც ყველა ცხოველი და მწერი დაბრუნდა

1994 წელს ბრაზილიელი ფოტოჟურნალისტი სებასტიაო რიბეირო სალგადო აღმოსავლეთ აფრიკიდან სამშობლოში დაბრუნდა - აფრიკაში მან რუანდას გენოციდის შესახებ დოკუმენტური მასალა გადაიღო. სტრესული და მძიმე პროექტის დასრულების შემდეგ ოჯახის რანჩო ჩაიბარა, რომელიც მინას გერაისში მდებარეობს, რეგიონში, სადაც ოდესღაც ცოცხალი და მდიდარი ტროპიკული ტყე მდებარეობდა.

ფოტოჟურნალისტის დაბრუნებისას კი ტყის მხოლოდ 0.5% იყო დარჩენილი, ველური ბუნება თითქმის მთლიანად იყო გამქრალი.

„მიწაც ისევე იყო დაავადებული, როგორც მე,“ - ამბობს სალგადო „გარდიანთან“.

ფოტოჟურნალისტის ცოლს, ლეილას შესანიშნავი იდეა მოუვიდა - ტყე ახლიდან გაეშენებინათ. ერთი შეხედვით, იდეის განხორციელება სრულიად შეუძლებელი იყო, თუმცა წყვილმა მუშაობა დაიწყო. მათ 1998 წელს დააარსეს გარემოს დაცვის ორგანიზაცია Instituto Terra. რამდენიმე წლის განმავლობაში სალგადოები ორგანიზაციასთან ერთად დაუღალავად შრომობდნენ, რომ რეგიონისთვის ტყე დაებრუნებინათ და საბოლოოდ შეძლეს, 700 ჰექტარზე მეტი მოცულობის ტერიტორია კვლავ ტროპიკული ტყით დაეფარათ.

ახლა ტყეში ასობით სახეობის მცენარე და ცხოველი ბინადრობს, მათ შორის ჩიტების და ძუძუმწოვრების ისეთი სახეობები, რომლებიც გადაშენების პირასაა. ტყის განახლებამ დიდი გავლენა მოახდინა ეკოსისტემასა და კლიმატზეც - დამშრალი წყაროები მანამდე გვალვებით გამომშრალ ტერიტორიაზე კვლავ გაჩნდა.

„ყველა მწერი, ჩიტი და თევზი დაბრუნდა და ამ ხეების წყალობით, მეც ახლიდან დავიბადე,“ - ამბობს სალგადო.

რას წერს რუსული მედია გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე?

"რამდენიმე დღით ადრე ჯავშანჟილეტის შოვნას ცდილობდა" - ვინ იყო ბლოგერი "ანზორი ვენიდან", რომლის მკვლელობას კადიროვს უკავშირებენ

გამაოგნებელი ისტორიები ადამიანებზე, რომლებიც ციხეში სხვის ნაცვლად ჩასვეს - "ჩემი ქმარი სიკვდილით დასაჯეს... ელექტროსკამს ცეცხლი გაუჩნდა და ის ზედ დაიწვა"