პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბავშვების მამა მრავალშვილიანი ოჯახიდანაა და უნდოდათ ბევრი შვილი ჰყოლოდათ" - რას ჰყვება  10 უკრაინელი ბავშვის თანმხლები ქალის ადვოკატი
"ბავშვების მამა მრავალშვილიანი ოჯახიდანაა და უნდოდათ ბევრი შვილი ჰყოლოდათ" - რას ჰყვება  10 უკრაინელი ბავშვის თანმხლები ქალის ადვოკატი

4 ბავ­შვი ნამ­დვი­ლად არის 2017 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, მაგ­რამ სუ­რო­გა­ცი­ი­სა და დო­ნა­ცი­ის შე­სა­ხებ არ­სე­ბუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად, - ამის შე­სა­ხებ 10 უკ­რა­ი­ნე­ლი მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვის თან­მხლე­ბი ქა­ლის, იუ­ლია სუს­ლი­ა­კის ად­ვო­კატ­მა ზუ­რაბ თო­დუ­ამ გა­ნა­ცხა­და. ის იუ­ლია სუს­ლი­აკს დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტორ­ში შეხ­ვდა.

რო­გორც ად­ვო­კა­ტი გან­მარ­ტავს, ათი­ვე შვი­ლი მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის არის და შე­საძ­ლო ტრე­ფი­კინგს გა­მო­რი­ცხავს.

„ალ­ბათ, იკი­თხავთ, 3 შვი­ლი თა­ვი­სი ჰყავ­და და რა­ტომ მი­მარ­თა სუ­რო­გა­ტებს. ბავ­შვე­ბის ბი­ო­ლო­გი­უ­რი მამა მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხი­და­ნაა და უნ­დო­დათ ბევ­რი შვი­ლი ჰყო­ლო­დათ, მაგ­რამ ქალს ექი­მებ­მა და­ორ­სუ­ლე­ბა აუკ­რძა­ლეს, რად­გან ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა შე­სა­ბა­მი­სი არ ჰქონ­და. ამის გამო, ოჯახ­მა სუ­რო­გა­ტებს მი­მარ­თეს. იმის გამო, რომ პრო­ცენ­ტუ­ლო­ბა სუ­რო­გა­ცია დო­ნა­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში და­ბა­ლია, 7 ქალ­თან და­დეს კონ­ტრაქ­ტი. ეს დო­კუ­მენ­ტე­ბი უკვე მი­ვი­ღე. შვი­დი­დან შვი­დი­ვეს­თან ასპრო­ცენ­ტი­ა­ნი შე­დე­გი დად­გა. ამის შემ­დეგ, რად­გა­ნაც უფალ­მა გვა­ჩუ­ქა, უარი რა­ტომ უნდა გვეთ­ქვა", - გა­ნა­ცხა­და თო­დუ­ამ.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, და­კა­ვე­ბუ­ლი სუს­ლი­ა­კის მე­უღ­ლე იური სუს­ლი­ა­კი უკ­რა­ი­ნა­ში სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო, სა­დაც მას კო­მერ­ცი­უ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ავიწ­რო­ვებ­დნენ. ად­ვო­კა­ტის თქმით, ოჯა­ხი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, რუ­სეთ­ში გა­და­სუ­ლი­ყო, სა­ი­და­ნაც სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მათი დე­პორ­ტა­ცია მოხ­და. თო­დუა ამ­ბობს, რომ ამის შემ­დეგ ოჯა­ხი აფხა­ზეთ­ში აპი­რებ­და თავ­შე­საფ­რის პოვ­ნას.

„ამ ქა­ლის მე­უღ­ლე და­მი­კავ­შირ­და, ინ­ტერ­ნე­ტით მი­პო­ვა და 18 აპ­რი­ლი­დან მისი ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვას ვა­ხორ­ცი­ე­ლებ. მისი მე­უღ­ლე ცნო­ბი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნია უკ­რა­ი­ნა­ში - იური სუს­ლი­ა­კი, რო­მელ­საც აქვს მსხვი­ლი ბიზ­ნე­სი სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ა­ში. ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის პი­რო­ბებ­ში, იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, უკ­რა­ი­ნა ოჯახ­თან ერ­თად და­ე­ტო­ვე­ბი­ნა, დრო­ე­ბით თავი შე­ა­ფა­რა რუ­სეთს. 2019 წლის 7 მარტს, მოს­კო­ვის ერთ-ერ­თმა ოლ­ქმა ოჯა­ხის დე­პორ­ტა­ცი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. იუ­ლია იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და თა­ვის შვი­ლებ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­სუ­ლი­ყო, რათა დრო­ე­ბი­თი თავ­შე­სა­ფა­რი აფხა­ზეთ­ში ეპო­ვა. მის­მა მე­უღ­ლემ სო­ხუმ­ში მო­აგ­ვა­რა სა­კი­თხი სა­ცხოვ­რე­ბელ­თან და დამ­ხმა­რე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. რა­ტომ მა­ინც და მა­ინც აფხა­ზე­თი, ეს მეც მა­ინ­ტე­რე­სებ­და. იური თვლის, რომ ის ძალა, რო­მე­ლიც აი­ძუ­ლებ­და და­ე­ტო­ვე­ბი­ნა უკ­რა­ი­ნა, დიდი შან­სი ჰქონ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­ეღ­წია, ვიდ­რე აფხა­ზეთ­ში. ეს ოჯა­ხი ამე­რი­კა­შიც ცხოვ­რობ­და ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. ბოლო შვი­ლი და­ბა­დე­ბუ­ლია ამე­რი­კა­ში და სწო­რედ ეს ბავ­შვია დღეს მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. აბ­სო­ლუ­ტუ­რი სი­სუ­ლე­ლე და ჭო­რია, რომ ის ბავ­შვებს არა­სა­თა­ნა­დოდ ეპყრო­ბო­და. ცნო­ბის­მოყ­ვა­რე ადა­მი­ა­ნე­ბი პა­ლა­ტა­ში უვარ­დე­ბოდ­ნენ, სუ­რა­თებს უღებ­დნენ ბავ­შვებს, ეუბ­ნე­ბოდ­ნენ თქვით, რომ დე­და­შე­ნი არ არი­სო. ასე­თი ზე­წო­ლის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბო­და 3-4 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში. სას­წრა­ფოდ აქვთ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მისი და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ. ამ დად­გე­ნი­ლე­ბა­ში წე­რია, რომ თურ­მე, არ­სე­ბობს საფრ­თხე და აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა და­ტო­ვოს სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლე­ბი", - გა­ნა­ცხა­და თო­დუ­ამ.

ქალი არას­რულ­წლოვ­ნე­ბით ვაჭ­რო­ბის ბრალ­დე­ბი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე გან­ცხა­დე­ბას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

„ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ არას­რულ­წლოვ­ნით ვაჭ­რო­ბის (ტრე­ფი­კინ­გის) ბრალ­დე­ბით უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე, 1982 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ი.ს. და­ა­კა­ვა.

და­ნა­შა­უ­ლი 14-დან 17 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი­სა და გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, ბრალ­დე­ბუ­ლი, მიმ­დი­ნა­რე წლის 25 აპ­რილს, ქუ­თა­ი­სის ერთ-ერთ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ი.ს. სა­ქარ­თვე­ლო­ში 10 მცი­რე­წლო­ვან ბავ­შვთან ერ­თად რუ­სე­თი­დან 2019 წლის 8 აპ­რილს ჩა­მო­ვი­და და აპი­რებ­და აფხა­ზე­თის ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­დას­ვლას. ე.წ. სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თამ­დე ი.ს.-მ სა­მეგ­რე­ლო­ში დრო­ე­ბი­თი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი იქი­რა­ვა, სა­დაც ბავ­შვებ­თან ერ­თად რამ­დე­ნი­მე დღე იმ­ყო­ფე­ბო­და.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე აღ­ნიშ­ნულ­მა პირ­მა მი­იქ­ცია სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის ყუ­რა­დღე­ბა და და­ი­წყო შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა.

გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში მო­პო­ვე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის მი­ხედ­ვით, 10-ვე ბავ­შვი ი.ს.-ს შვი­ლია და მის გვარს ატა­რებს. თუმ­ცა, მცი­რე­წლოვ­ნე­ბი­დან 4 და­ბა­დე­ბუ­ლია 2017 წელს, რა­მაც გა­ა­ჩი­ნა ტრე­ფი­კინ­გის სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ეჭვი.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, კერ­ძოდ, მოწ­მე­თა გა­მო­კი­თხვით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი ბავ­შვებს აგ­რე­სი­უ­ლად ექ­ცე­ო­და და არა­სა­თა­ნა­დო პი­რო­ბებ­ში ამ­ყო­ფებ­და, რის გა­მოც გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ არას­რულ­წლო­ვან­თა უგუ­ლე­ბელ­ყო­ფის ფაქ­ტზე, გა­მო­ცე­მუ­ლი იქნა შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რე­ბი და მი­ღე­ბუ­ლი იქნა 10-ვე ბავ­შვის დე­დი­სა­გან გან­ცალ­კა­ვე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბით ასე­ვე, ირ­კვე­ვა, რომ ი.ს. შე­საძ­ლოა არ არის მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვე­ბის დედა. ბავ­შვე­ბი­სა და ბრალ­დე­ბუ­ლის ბი­ო­ლო­გი­უ­რი კავ­ში­რის დად­გე­ნის მიზ­ნით და­ნი­შუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზა. ასე­ვე, მიმ­დი­ნა­რე­ობს აქ­ტი­უ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა უცხო­ელ პარტნი­ო­რებ­თან.

გა­მო­ძი­ე­ბა ორი ან მეტი არას­რულ­წლოვ­ნით ვაჭ­რო­ბის (ტრე­ფი­კინ­გი) ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 143-ე 2-პრი­მა მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის „გ“ ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ბავ­შვე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის მიზ­ნით, ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი, შე­სა­ბა­მი­სი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბით, ამ დრომ­დე რჩე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, ხოლო რვა ბავ­შვი გან­თავ­სე­ბუ­ლია სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს შე­სა­ბა­მის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში (მცი­რე სა­ო­ჯა­ხო ტი­პის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში და ჩვილ ბავ­შვთა სახ­ლში)“, - ნათ­ქვა­მია შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"ბავშვების მამა მრავალშვილიანი ოჯახიდანაა და უნდოდათ ბევრი შვილი ჰყოლოდათ" - რას ჰყვება  10 უკრაინელი ბავშვის თანმხლები ქალის ადვოკატი

"ბავშვების მამა მრავალშვილიანი ოჯახიდანაა და უნდოდათ ბევრი შვილი ჰყოლოდათ" - რას ჰყვება  10 უკრაინელი ბავშვის თანმხლები ქალის ადვოკატი

4 ბავშვი ნამდვილად არის 2017 წელს დაბადებული, მაგრამ სუროგაციისა და დონაციის შესახებ არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, - ამის შესახებ 10 უკრაინელი მცირეწლოვანი ბავშვის თანმხლები ქალის, იულია სუსლიაკის ადვოკატმა ზურაბ თოდუამ განაცხადა. ის იულია სუსლიაკს დროებითი მოთავსების იზოლატორში შეხვდა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, ათივე შვილი მისი დაცვის ქვეშ მყოფის არის და შესაძლო ტრეფიკინგს გამორიცხავს.

„ალბათ, იკითხავთ, 3 შვილი თავისი ჰყავდა და რატომ მიმართა სუროგატებს. ბავშვების ბიოლოგიური მამა მრავალშვილიანი ოჯახიდანაა და უნდოდათ ბევრი შვილი ჰყოლოდათ, მაგრამ ქალს ექიმებმა დაორსულება აუკრძალეს, რადგან ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაბამისი არ ჰქონდა. ამის გამო, ოჯახმა სუროგატებს მიმართეს. იმის გამო, რომ პროცენტულობა სუროგაცია დონაციის შემთხვევაში დაბალია, 7 ქალთან დადეს კონტრაქტი. ეს დოკუმენტები უკვე მივიღე. შვიდიდან შვიდივესთან ასპროცენტიანი შედეგი დადგა. ამის შემდეგ, რადგანაც უფალმა გვაჩუქა, უარი რატომ უნდა გვეთქვა", - განაცხადა თოდუამ.

მისივე განმარტებით, დაკავებული სუსლიაკის მეუღლე იური სუსლიაკი უკრაინაში სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელი იყო, სადაც მას კომერციული ინტერესებიდან გამომდინარე ავიწროვებდნენ. ადვოკატის თქმით, ოჯახი იძულებული გახდა, რუსეთში გადასულიყო, საიდანაც სასამართლოს გადაწყვეტილებით, მათი დეპორტაცია მოხდა. თოდუა ამბობს, რომ ამის შემდეგ ოჯახი აფხაზეთში აპირებდა თავშესაფრის პოვნას.

„ამ ქალის მეუღლე დამიკავშირდა, ინტერნეტით მიპოვა და 18 აპრილიდან მისი ინტერესების დაცვას ვახორციელებ. მისი მეუღლე ცნობილი ბიზნესმენია უკრაინაში - იური სუსლიაკი, რომელსაც აქვს მსხვილი ბიზნესი სამშენებლო კომპანიაში. ყოფილი პრეზიდენტის პირობებში, იძულებული გახდა, უკრაინა ოჯახთან ერთად დაეტოვებინა, დროებით თავი შეაფარა რუსეთს. 2019 წლის 7 მარტს, მოსკოვის ერთ-ერთმა ოლქმა ოჯახის დეპორტაციის გადაწყვეტილება მიიღო. იულია იძულებული გახდა თავის შვილებთან ერთად საქართველოში ჩამოსულიყო, რათა დროებითი თავშესაფარი აფხაზეთში ეპოვა. მისმა მეუღლემ სოხუმში მოაგვარა საკითხი საცხოვრებელთან და დამხმარეებთან დაკავშირებით. რატომ მაინც და მაინც აფხაზეთი, ეს მეც მაინტერესებდა. იური თვლის, რომ ის ძალა, რომელიც აიძულებდა დაეტოვებინა უკრაინა, დიდი შანსი ჰქონდა საქართველოში შემოეღწია, ვიდრე აფხაზეთში. ეს ოჯახი ამერიკაშიც ცხოვრობდა ერთი წლის განმავლობაში. ბოლო შვილი დაბადებულია ამერიკაში და სწორედ ეს ბავშვია დღეს მძიმე მდგომარეობაში. აბსოლუტური სისულელე და ჭორია, რომ ის ბავშვებს არასათანადოდ ეპყრობოდა. ცნობისმოყვარე ადამიანები პალატაში უვარდებოდნენ, სურათებს უღებდნენ ბავშვებს, ეუბნებოდნენ თქვით, რომ დედაშენი არ არისო. ასეთი ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა 3-4 დღის განმავლობაში. სასწრაფოდ აქვთ მიღებული გადაწყვეტილება მისი დაკავების შესახებ. ამ დადგენილებაში წერია, რომ თურმე, არსებობს საფრთხე და აქვს შესაძლებლობა დატოვოს საქართველოს ფარგლები", - განაცხადა თოდუამ.

ქალი არასრულწლოვნებით ვაჭრობის ბრალდებითაა დაკავებული. აღნიშნულ საქმეზე განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით უკრაინის მოქალაქე, 1982 წელს დაბადებული ი.ს. დააკავა.

დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და გენერალური პროკურატურის თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული, მიმდინარე წლის 25 აპრილს, ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ი.ს. საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აპირებდა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას. ე.წ. საზღვრის გადაკვეთამდე ი.ს.-მ სამეგრელოში დროებითი საცხოვრებელი იქირავა, სადაც ბავშვებთან ერთად რამდენიმე დღე იმყოფებოდა.

საქართველოში ჩამოსვლისთანავე აღნიშნულმა პირმა მიიქცია სამართალდამცველების ყურადღება და დაიწყო შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

გამოძიების ფარგლებში მოპოვებული დოკუმენტაციის მიხედვით, 10-ვე ბავშვი ი.ს.-ს შვილია და მის გვარს ატარებს. თუმცა, მცირეწლოვნებიდან 4 დაბადებულია 2017 წელს, რამაც გააჩინა ტრეფიკინგის საფუძვლიანი ეჭვი.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კერძოდ, მოწმეთა გამოკითხვით დადგინდა, რომ ბრალდებული ბავშვებს აგრესიულად ექცეოდა და არასათანადო პირობებში ამყოფებდა, რის გამოც გამოძიების მიმდინარეობის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ არასრულწლოვანთა უგულებელყოფის ფაქტზე, გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერები და მიღებული იქნა 10-ვე ბავშვის დედისაგან განცალკავების გადაწყვეტილება.

მოწმეთა ჩვენებებით ასევე, ირკვევა, რომ ი.ს. შესაძლოა არ არის მცირეწლოვანი ბავშვების დედა. ბავშვებისა და ბრალდებულის ბიოლოგიური კავშირის დადგენის მიზნით დანიშულია შესაბამისი ექსპერტიზა. ასევე, მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა უცხოელ პარტნიორებთან.

გამოძიება ორი ან მეტი არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 143-ე 2-პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ბავშვების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ორი მცირეწლოვანი, შესაბამისი მეთვალყურეობით, ამ დრომდე რჩება სამედიცინო დაწესებულებაში, ხოლო რვა ბავშვი განთავსებულია სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამის დაწესებულებებში (მცირე საოჯახო ტიპის დაწესებულებაში და ჩვილ ბავშვთა სახლში)“, - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

დედა და დეიდა, რომლებიც 4 არასრულწლოვანს იძულებით ამათხოვრებდნენ, ბათუმის სასამართლომ დამნაშავედ ცნო

ფოტოები ე.წ მატროსოვის ციხიდან - როგორ დახვდა ათობით გულშემატკივარი ვანო მერაბიშვილს

ვანო მერაბიშვილმა "მატროსოვის" ციხე დატოვა - ყოფილ შს მინისტრს ტაშით შეხვდნენ