პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:20-ზე, მთვარე კუროშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იაპონელები ქართული სუფრის კულტურას გაეცნენ - ტოკიოში პროექტი „საქართველო - ღვინის სამშობლო“ გრძელდება
იაპონელები ქართული სუფრის კულტურას გაეცნენ - ტოკიოში პროექტი „საქართველო - ღვინის სამშობლო“ გრძელდება

ტო­კი­ო­ში ღო­ნის­ძი­ე­ბა „ქარ­თუ­ლი სუფ­რა“ გა­ი­მარ­თა, რომ­ლის თა­მა­დაც მწე­რა­ლი ზუ­რაბ ქა­რუ­მი­ძე იყო. ღო­ნის­ძი­ე­ბა პრო­ექ­ტის „სა­ქარ­თვე­ლო - ღვი­ნის სამ­შობ­ლოს“ ფარ­გლებ­ში ღვი­ნის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ორ­გა­ნი­ზე­ბით ჩა­ტარ­და. სა­გა­მო­ფე­ნო სივ­რცე Warehause Terrada-ში მოწ­ვე­ულ 120 სტუ­მარს შო­რის ღვი­ნის ექ­სპერ­ტე­ბი, ია­პო­ნის მთავ­რო­ბის, ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ი­სა და ია­პო­ნი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იყ­ვნენ.

რო­გორც ღვი­ნის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე და­ვით ტყე­მა­ლა­ძე გან­მარ­ტავს, ღო­ნის­ძი­ე­ბის მი­ზა­ნი ია­პო­ნე­ლე­ბის­თვის ქარ­თუ­ლი სუფ­რის ტრა­დი­ცი­ე­ბის გაც­ნო­ბა იყო, რაც ღვი­ნის ტრა­დი­ცი­ი­ის გა­ნუყ­რე­ლი ნა­წი­ლია. სხვა­დას­ხვა და­სა­ხე­ლე­ბის ღვი­ნო­ებ­თან ერ­თად სტუმ­რე­ბის­თვის ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ დღის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­დან ჩა­სულ­მა მზა­რე­უ­ლებ­მა მო­ამ­ზა­დეს.

„ქარ­თულ სუფ­რას“ ეს­წრე­ბოდ­ნენ ია­პო­ნი­ა­ში სა­ხელ­გან­თქმუ­ლი ქარ­თვე­ლი სუ­მო­ის­ტე­ბიც ტო­ჩი­ნო­ში­ნი (ლე­ვან გორ­გა­ძე) და გა­გა­მა­რუ (თე­ი­მუ­რაზ ჯუ­ღე­ლი), რომ­ლე­ბიც ია­პო­ნი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ელ­ჩე­ბი არი­ან.

„ამ პრო­ექ­ტში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ზურა ქა­რუ­მი­ძის ჩარ­თუ­ლო­ბა. ჩვენ გვერ­დით იყ­ვნენ ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბიც, რომ­ლე­ბიც ყო­ველ­თვის გვერ­დში გვიდ­გა­ნან და „ქარ­თულ სუფ­რა­ზეც“ სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად მო­ვიდ­ნენ. ზო­გა­დად, მათი სა­ხე­ლი და ავ­ტო­რი­ტე­ტი პრო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბი­სა და და­გეგ­მვის დროს არა­ერ­თხელ დაგ­ვხვდა წინ პო­ზი­ტი­ურ კონ­ტექ­სტში და ძა­ლი­ან დაგ­ვეხ­მა­რა,“ - გან­მარ­ტავს და­ვით ტყე­მა­ლა­ძე.

ტო­კი­ო­ში, სა­გა­მო­ფე­ნო ცენ­ტრში „Terrada Warehouse“ გა­მო­ფე­ნა „სა­ქარ­თვე­ლო – ღვი­ნის სამ­შობ­ლო“ 10 მარტს გა­იხ­სნა და 7 მა­ი­სამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა. ექ­სპო­ზი­ცია აერ­თი­ა­ნებს უნი­კა­ლურ არ­ქე­ო­ლო­გი­ურ ექ­სპო­ნა­ტებ­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ებს, რომ­ლის კონ­ცეფ­ცი­აც და­ფუძ­ნე­ბუ­ლია ქარ­თუ­ლი ღვი­ნის კულ­ტუ­რის უნი­კა­ლუ­რო­ბის წარ­მო­ჩე­ნა­ზე. მსგავ­სი პრო­ექ­ტი პირ­ვე­ლად 2017 წელს საფ­რან­გეთ­ში ჩა­ტარ­და.

პრო­ექ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი ღვი­ნის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო და ასო­ცი­ა­ცია „ქარ­თუ­ლი ღვი­ნო“ არი­ან. რო­გორც ღვი­ნის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე და­ვით ტყე­მა­ლა­ძე გან­მარ­ტავს, პრო­ექ­ტი ხორ­ცი­ელ­დე­ბა მსოფ­ლი­ო­ში უმ­სხვი­ლე­სი კომ­პა­ნი­ის Sony music communication და კომ­პა­ნია TOPPAN-ის პარტნი­ო­რო­ბით.

„Sony music communication-მა, რო­მე­ლიც უდი­დე­სი კორ­პო­რა­ცი­აა, მოგ­ვცა რჩე­ვე­ბი, თუ რო­გორ უნდა გვე­მუ­შა­ვა და რა გზით წას­ვუ­ლი­ყა­ვით, რომ ია­პო­ნე­ლე­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბა მოგ­ვეხ­დი­ნა. მათი რე­კო­მე­და­ცი­ით, გა­მო­ვი­ყე­ნეთ ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი სი­ახ­ლე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ია­პო­ნა­ში კარ­გად აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლია ან სრუ­ლი­ად ახა­ლია.

ერთ-ერთი ასე­თია WARP ტექ­ნო­ლო­გი­ით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი პა­ტა­რა ფილ­მი, რო­მე­ლიც ყვე­ლას შე­ეძ­ლო ენა­ხა და ადა­მი­ა­ნის ჩარ­თუ­ლო­ბა­სა და ინ­ტე­რაქ­ცი­ა­ზე ამახ­ვი­ლებ­და ყუ­რა­დღე­ბას. ზო­გა­დად, კი ძა­ლი­ან ძნე­ლია გა­ა­ო­ცო ია­პო­ნია, მაგ­რამ ჩვენ ეს შევ­ძე­ლით. ბევ­რი კუ­თხით შე­ძე­ლო სა­ქარ­თვე­ლომ ია­პო­ნი­ის გა­ო­ცე­ბა, მაგ­რამ ღვი­ნის კულ­ტუ­რა, ფეს­ვე­ბი და 8 000 წლი­ა­ნი უწყვე­ტი ის­ტო­რია ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია,“ - გა­ნა­ცხა­და და­ვით ტყე­მა­ლა­ძემ.

ქარ­თუ­ლი ღვი­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ი­სა და ახა­ლი ბაზ­რე­ბის გახ­სნი­სა და გა­ფარ­თო­ე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, პრო­ექ­ტის შე­დე­გად სა­ქარ­თვე­ლო­ში ია­პო­ნე­ლი ტუ­რის­ტე­ბის ნა­კა­დის ზრდა­საც ელი­ან. პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ტუ­რიზ­მის ეროვ­ნულ ადა­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან ერ­თად გა­ი­მარ­თა ღო­ნის­ძი­ე­ბა „სა­ქარ­თვე­ლო­ში - ღვი­ნის გზა“, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორც ტუ­რის­ტუ­ლი მარ­შრუ­ტის, პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია ღვი­ნოს­თან კავ­შირ­ში მოხ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

იაპონელები ქართული სუფრის კულტურას გაეცნენ - ტოკიოში პროექტი „საქართველო - ღვინის სამშობლო“ გრძელდება

იაპონელები ქართული სუფრის კულტურას გაეცნენ - ტოკიოში პროექტი „საქართველო - ღვინის სამშობლო“ გრძელდება

ტოკიოში ღონისძიება „ქართული სუფრა“ გაიმართა, რომლის თამადაც მწერალი ზურაბ ქარუმიძე იყო. ღონისძიება პროექტის „საქართველო - ღვინის სამშობლოს“ ფარგლებში ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა. საგამოფენო სივრცე Warehause Terrada-ში მოწვეულ 120 სტუმარს შორის ღვინის ექსპერტები, იაპონის მთავრობის, ადგილობრივი მედიისა და იაპონიაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები იყვნენ.

როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ტყემალაძე განმარტავს, ღონისძიების მიზანი იაპონელებისთვის ქართული სუფრის ტრადიციების გაცნობა იყო, რაც ღვინის ტრადიციიის განუყრელი ნაწილია. სხვადასხვა დასახელების ღვინოებთან ერთად სტუმრებისთვის ქართული კერძები სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოდან ჩასულმა მზარეულებმა მოამზადეს.

„ქართულ სუფრას“ ესწრებოდნენ იაპონიაში სახელგანთქმული ქართველი სუმოისტებიც ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) და გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი), რომლებიც იაპონიაში საქართველოს არაოფიციალური ელჩები არიან.

„ამ პროექტში ძალიან მნიშვნელოვანია ზურა ქარუმიძის ჩართულობა. ჩვენ გვერდით იყვნენ ქართველი სპორტსმენებიც, რომლებიც ყოველთვის გვერდში გვიდგანან და „ქართულ სუფრაზეც“ სრულიად მოულოდნელად მოვიდნენ. ზოგადად, მათი სახელი და ავტორიტეტი პროექტზე მუშაობისა და დაგეგმვის დროს არაერთხელ დაგვხვდა წინ პოზიტიურ კონტექსტში და ძალიან დაგვეხმარა,“ - განმარტავს დავით ტყემალაძე.

ტოკიოში, საგამოფენო ცენტრში „Terrada Warehouse“ გამოფენა „საქართველო – ღვინის სამშობლო“ 10 მარტს გაიხსნა და 7 მაისამდე გაგრძელდება. ექსპოზიცია აერთიანებს უნიკალურ არქეოლოგიურ ექსპონატებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლის კონცეფციაც დაფუძნებულია ქართული ღვინის კულტურის უნიკალურობის წარმოჩენაზე. მსგავსი პროექტი პირველად 2017 წელს საფრანგეთში ჩატარდა.

პროექტის ორგანიზატორები ღვინის ეროვნული სააგენტო და ასოციაცია „ქართული ღვინო“ არიან. როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ტყემალაძე განმარტავს, პროექტი ხორციელდება მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიის Sony music communication და კომპანია TOPPAN-ის პარტნიორობით.

„Sony music communication-მა, რომელიც უდიდესი კორპორაციაა, მოგვცა რჩევები, თუ როგორ უნდა გვემუშავა და რა გზით წასვულიყავით, რომ იაპონელების დაინტერესება მოგვეხდინა. მათი რეკომედაციით, გამოვიყენეთ ტექნოლოგიური სიახლეები, რომლებიც იაპონაში კარგად აპრობირებულია ან სრულიად ახალია.

ერთ-ერთი ასეთია WARP ტექნოლოგიით შესრულებული პატარა ფილმი, რომელიც ყველას შეეძლო ენახა და ადამიანის ჩართულობასა და ინტერაქციაზე ამახვილებდა ყურადღებას. ზოგადად, კი ძალიან ძნელია გააოცო იაპონია, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით. ბევრი კუთხით შეძელო საქართველომ იაპონიის გაოცება, მაგრამ ღვინის კულტურა, ფესვები და 8 000 წლიანი უწყვეტი ისტორია ყველაზე მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა დავით ტყემალაძემ.

ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ახალი ბაზრების გახსნისა და გაფართოების პარალელურად, პროექტის შედეგად საქართველოში იაპონელი ტურისტების ნაკადის ზრდასაც ელიან. პროექტის ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადამინისტრაციასთან ერთად გაიმართა ღონისძიება „საქართველოში - ღვინის გზა“, რომლის ფარგლებშიც საქართველოს, როგორც ტურისტული მარშრუტის, პოპულარიზაცია ღვინოსთან კავშირში მოხდა.

მესტიაში, სოფელ იდლიანთან, მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება

გამოცდების განრიგი და წესები, რომლებიც აბიტურიენტებმა უნდა გაითვალისწინონ - ხვალიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

მესტიაში, სოფელ იდლიანთან მთის ფერდობზე ხანძარია