ავტორი:

55 წლის ჯონი დეპი 22 წლის რუს მოცეკვავეზე ქორწინდება

55 წლის ჯონი დეპი 22 წლის რუს მოცეკვავეზე ქორწინდება

55 წლის ჯონი დეპს რუს მოცეკვავესთან აქვს რომანი - „დეილი მეილის“ ინფორმაციით, მსახიობის რჩეული წლის პოლინა გლენია, რომელიც, დაახლოებით, 21-22 წლისაა. გამოცემის წყაროს მტკიცებით, მათი ურთიერთობა იმდენად სერიოზულია, რომ დაქორწინებასაც გეგმავენ და პოლინა უკვე ჯონი დეპის სახლში ცხოვრობს.

მსახიობი ახალი რომანის შესახებ არ საუბრობს, ამიტომ ყველა, ვინც მის სახლში სტუმრობს გაფრთხილებულია, პოლინას შესახებ არსად არაფერი თქვან.

გლენის შესახებ ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი - ის სანკტ-პეტერბურგში დაიბადა, ორი წლის წინ კი მოცეკვავის კარიერის გასაგრძელებლად აშშ-ში გადავიდა. დეპი მან ლოს-ანჯელესში, ერთ-ერთ წვეულებაზე გაიცნო.

პოლინასთან ერთად ჰოლივუდის ვარსკვლავი გასულ წელს მოსკოვსა და ბელგრადში ნახეს, თუმცა მაშინ გოგონას ვინაობის გარკვევა ვერავინ შეძლო. ამასთან, წყაროების მტკიცებით, გლენი ამბობს, რომ დეპი რუსეთში ჩასვლას და მისი მშობლების გაცნობას გეგმავს.

2011 წელს პოლინა LiveJournal-ზე წერდა, რომ მოცეკვავე იყო, თუმცა დედამისს მისი გატაცება დიდად არ მოსწონდა. გოგონა მონაწილეობდა ცეკვის კონკურსებში, 2015 წელს კი სანკტ-პეტერბურგში ცეკვის სკოლა დააარსა. წყაროების ცნობით, დეპი მას მუდმივად ეხმარება და მოსწონს, რომ პოლინა საკუთარი საქმით არის გატაცებული.

გლენი სულ რამდენიმე წლით არის უფროსი დეპის ქალიშვილზე, 19 წლის ლილი-როუზ დეპზე.

სასამართლომ დაადგინა, რომ ჯონი დეპი ყოფილ ცოლზე ძალადობდა - მსახიობმა გამოცემასთან, რომელმაც მას "ცოლის მცემელი" უწოდა, დავა წააგო

8 თვის ფეხმძიმე ქეთა თოფურია ახალ კლიპში - მომღერალი გადასაღები მოედნიდან კადრებს აქვეყნებს

56 წლის მონიკა ბელუჩის თამამი ფოტოსესია და ვნებიანი კოცნა - "მას ჟიგოლო სჭირდება“