ავტორი:

ქალი, რომელმაც უკრაინიდან 10 მცირეწლოვანი ბავშვი ჩამოიყვანა, დაკავებულია

ქალი, რომელმაც უკრაინიდან 10 მცირეწლოვანი ბავშვი ჩამოიყვანა, დაკავებულია

10 უკრაინელი მცირეწლოვანი ბავშვის თანხმლები ქალი იულია სუსლიაკი, რომელიც აცხადებს, რომ ბავშვები მისი შვილები არიან, დააკავეს.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, სუსლიაკი ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრში „ლჯ და კომპანია“ ბავშვების დროზე ადრე გაყვანას ხელწერილით ცდილობდა, თუმცა ამის შესაძლებლობა არ მისცეს.

რაც შეეხება ბავშვებს, არსებული ინფორმაციით, ოთხი ბავშვი გადმოყვანილია თბილისში, სოციალურ თავშესაფარში, ოთხი - ქუთაისში, ორი ამ დრომდე კლინიკაში მკურნალობს.

შეგახსენებთ, რომ უკრაინელი ქალის და 10 ბავშვის ზუგდიდში ყოფნის შესახებ საზოგადოებამ მას შემდეგ გაიგო, რაც ერთ-ერთი კორპუსის მცხოვრებლებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. ამის მიზეზი ბავშვების საკვებით ინტოქსიკაცია იყო.

უკრაინის მოქალაქის მიერ საქართველოში 10 მცირეწლოვანი ბავშვის ჩამოყვანასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას აწარმოებს, გამოძიება სსკ-ის 143 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ადამიანით ვაჭრობა - ტრეფიკინგს გულისხმობს.

როგორც AMBEBI.GE-ს იულია სუსლიაკის ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ განუმარტა, სუსლიაკი და მისი მეუღლე შეძლებული წყვილი არიან და რამდენიმე შვილი სუროგატ დედას გააჩენინეს, სწორედ ამიტომაა დაბადებული ოთხი ბავშვი 2017 წელს:

"ეს ადამიანები არიან ძალიან შეძლებულები, მდიდრები და მდიდარი ხალხი ბევრ შვილს აჩენს. უნდოდათ, რომ დიდი ოჯახი ჰყოლოდათ და გააჩენინა ბავშვები სუროგატ დედებს. ბავშვების მამა თანახმაა, რომ დნმ ჩააბაროს და დაადასტუროს, რომ ათივე ბავშვის მამა თავადაა. ასევე დედაც თანახმაა ამ ექსპერტიზაზე" - აღნიშნა ზურაბ თოდუამ AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ