პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აფხაზეთში ქალაქიც სოფელს დაემსგავსა..." - ოკუპირებულ რეგიონში ისტორიული ძეგლები ინგრევა
"აფხაზეთში ქალაქიც სოფელს დაემსგავსა..." - ოკუპირებულ რეგიონში ისტორიული ძეგლები ინგრევა

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში ის­ტო­რი­უ­ლი ძეგ­ლე­ბი ინ­გრე­ვა - ამის შე­სა­ხებ რე­გი­ონ­ში რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­მარ­თულ გა­მო­ფე­ნა­ზე ისა­უბ­რეს, სა­დაც გა­სულ სა­უ­კუ­ნე­ში გა­და­ღე­ბუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგ­ლე­ბის ფო­ტო­ე­ბი იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

ekhokavkaza.com-ის­თვის მომ­ზა­დე­ბულ სტა­ტი­ა­ში ჟურ­ნა­ლის­ტი ელე­ნა ზა­ვოდსკა­ია წერს, რომ კულ­ტუ­რუ­ლი ძეგ­ლე­ბი აფხა­ზეთ­ში ყო­ველ­წლი­უ­რად მცირ­დე­ბა - ინ­გრე­ვა ძეგ­ლე­ბი, იშ­ლე­ბა და ნად­გურ­დე­ბა უნი­კა­ლუ­რი ფრეს­კე­ბი. ზოგს კი, ბარ­ბა­რო­სუ­ლად ანად­გუ­რე­ბენ. "ასე­თი ძეგ­ლე­ბი მხო­ლოდ ფო­ტო­ებ­შია შე­მორ­ჩე­ნი­ლი" - წერს ჟურ­ნა­ლის­ტი.

ფოტო გა­მო­ფე­ნი­დან, რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბა

ე.წ. კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის, ელ­ვი­რა არ­სა­ლი­ას თქმით, სა­ჭი­როა გა­მო­ფე­ნე­ბის ხში­რად მო­წყო­ბა, რათა ამ თე­მა­ზე მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნებ­მა - მხატ­ვრებ­მა და ხე­ლო­ვა­ნებ­მა კულ­ტუ­რის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია უფრო მეტ ადა­მი­ანს გა­აც­ნონ.

"ჩა­მო­ვიდ­ნენ ყვე­ლა ქვეყ­ნი­დან და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, ის­ტო­რი­კო­სე­ბი, მხატ­ვრე­ბი, მკვლე­ვა­რე­ბი, რათა ადა­მი­ანს აფხა­ზურ კულ­ტუ­რა­ზე უფრო სრულ­ყო­ფი­ლი წარ­მოდ­გე­ნა ჰქონ­დეს - ვინ ვართ და სა­ი­დან მოვ­დი­ვართ... ამას­თან, ამ განძს მოფრ­თხი­ლე­ბა და შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა სჭირ­დე­ბა, რათა ჩვენს მო­მა­ვალ თა­ო­ბას ჰქონ­დეს ინ­ფორ­მა­ცია" - ამ­ბობს არ­სა­ლია.

ილო­რის წმინ­და გი­ორ­გის ეკ­ლე­სია

აფხა­ზი ის­ტო­რი­კო­სის, სტა­ნის­ლავ ლა­კო­ბას თქმით, “ცუდი ის არის, რომ წლე­ბია, ძეგ­ლებ­ზე ზრუნ­ვით, აღ­დგე­ნით და რეს­ტავ­რა­ცი­ით ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ ინ­ტე­რეს­დე­ბა. შო­რე­ულ სოფ­ლებ­ში კი არა, ცენ­ტრში მდე­ბა­რე კულ­ტუ­რუ­ლი მემ­ვიდ­რე­ო­ბის ძეგ­ლე­ბიც კი ინ­გრე­ვა... ქა­ლა­ქის გზებ­ზე წლე­ბია ორ­მო­ე­ბია და ამას ისე აუვ­ლი­ან-ჩა­უვ­ლი­ან, თით­ქოს უჩ­ვე­უ­ლო არა­ფე­რია.

უამ­რავ ძეგლ­ზე ხე­ე­ბი ეცე­მა ან სუ­ლაც, ამო­დის, მაგ­რამ მის აღ­დგე­ნა­ზე არა­ვინ ფიქ­რობს, ამ­ბო­ბენ, რომ ფი­ნან­სე­ბი არ ჰყოფ­ნით. არ ეყო­ფათ აბა რა იქ­ნე­ბა, ისე­თი ძვი­რი­ა­ნი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბით და­დი­ან, მა­გის­თვის ვის სცა­ლია... ფაქ­ტობ­რი­ვად, ჩვე­ნი ბი­უ­ჯე­ტი, ჩი­ნოვ­ნი­კე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბას ხმარ­დე­ბა და ის­ტო­რი­უ­ლი ძეგ­ლე­ბის­თვის ვის სცა­ლია...

ანა­კო­ფი­ის ციხე

ქა­ლა­ქი არის პა­ტა­რა სა­ხელ­მწი­ფო და თუ ის ინ­გრე­ვა, ეს ნიშ­ნავს, რომ სა­ხელ­მწი­ფოც ინ­გრე­ვა. საბ­ჭო­თა წლებ­ში ამ­ბობ­დნენ, რომ ქა­ლაქ­სა და სო­ფელს შო­რის ზღვა­რი წაშ­ლი­ლი უნდა იყოს, რად­გან სო­ფე­ლი ძა­ლი­ან უნდა ჰგავ­დეს ქა­ლაქს, ახლა კი პი­რი­ქით ხდე­ბა - აფხა­ზეთ­ში ქა­ლა­ქიც სო­ფელს ემ­სგავ­სე­ბა... ქა­ლა­ქებ­ში ის­ტო­რი­უ­ლი ძეგ­ლე­ბი ინ­გრე­ვა" - ამ­ბობს აფხა­ზი ის­ტო­რი­კო­სი სტა­ნის­ლავ ლა­კო­ბა.

ად­გი­ლობ­რი­ვი აფხა­ზე­ბიც იზი­ა­რე­ბენ ის­ტო­რი­კო­სის პა­თოსს, რომ ის­ტო­რი­უ­ლი ძეგ­ლე­ბი არა­ვის ადარ­დებს.

ახა­ლი ათო­ნი

“მხო­ლოდ ქა­ლა­ქებ­ში კი არა, ყველ­გან უმ­ძი­მე­სი მდგო­მა­რე­ო­ბაა - ილო­რის წმინ­და გი­ორ­გის ეკ­ლე­სია ისე შე­ა­თეთ­რეს, მთლი­ა­ნად შეც­ვლი­ლია. ბე­დი­ის ტაძ­რის­გან მხო­ლოდ კედ­ლე­ბი დარ­ჩა... არა­ვის სცა­ლია, ან ისე აკე­თე­ბენ, რომ პი­რი­ქით, აფუ­ჭე­ბენ” - წერს აფხა­ზი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხა­რე­ბე­ლი ირაკ­ლი ლო­გუა.

“გა­სულ ზა­ფხულს ვი­ყა­ვი ახალ ათონ­ში და მივ­ხვდი, რომ იქ შეს­ვლა უკვე რის­კია. საბ­ჭო­თა კავ­ში­რის შემ­დეგ ხელი არა­ვის უხ­ლია, არა­და, წარ­სუ­ლი თუ გვა­სულ­დგმუ­ლებს, თო­რემ ახა­ლი აფხა­ზეთ­ში არა­ფე­რი კეთ­დე­ბა...”, - მი­აჩ­ნია ჯული წვიჟ­ბას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

"აფხაზეთში ქალაქიც სოფელს დაემსგავსა..." - ოკუპირებულ რეგიონში ისტორიული ძეგლები ინგრევა

"აფხაზეთში ქალაქიც სოფელს დაემსგავსა..." - ოკუპირებულ რეგიონში ისტორიული ძეგლები ინგრევა

ოკუპირებულ აფხაზეთში ისტორიული ძეგლები ინგრევა - ამის შესახებ რეგიონში რამდენიმე დღის წინ გამართულ გამოფენაზე ისაუბრეს, სადაც გასულ საუკუნეში გადაღებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფოტოები იყო წარმოდგენილი.

ekhokavkaza.com-ისთვის მომზადებულ სტატიაში ჟურნალისტი ელენა ზავოდსკაია წერს, რომ კულტურული ძეგლები აფხაზეთში ყოველწლიურად მცირდება - ინგრევა ძეგლები, იშლება და ნადგურდება უნიკალური ფრესკები. ზოგს კი, ბარბაროსულად ანადგურებენ. "ასეთი ძეგლები მხოლოდ ფოტოებშია შემორჩენილი" - წერს ჟურნალისტი.

ფოტო გამოფენიდან, რადიო თავისუფლება

ე.წ. კულტურის მინისტრის, ელვირა არსალიას თქმით, საჭიროა გამოფენების ხშირად მოწყობა, რათა ამ თემაზე მომუშავე ადამიანებმა - მხატვრებმა და ხელოვანებმა კულტურის შესახებ ინფორმაცია უფრო მეტ ადამიანს გააცნონ.

"ჩამოვიდნენ ყველა ქვეყნიდან დაინტერესებული ადამიანები, ისტორიკოსები, მხატვრები, მკვლევარები, რათა ადამიანს აფხაზურ კულტურაზე უფრო სრულყოფილი წარმოდგენა ჰქონდეს - ვინ ვართ და საიდან მოვდივართ... ამასთან, ამ განძს მოფრთხილება და შენარჩუნება სჭირდება, რათა ჩვენს მომავალ თაობას ჰქონდეს ინფორმაცია" - ამბობს არსალია.

ილორის წმინდა გიორგის ეკლესია

აფხაზი ისტორიკოსის, სტანისლავ ლაკობას თქმით, “ცუდი ის არის, რომ წლებია, ძეგლებზე ზრუნვით, აღდგენით და რესტავრაციით ხელისუფლება არ ინტერესდება. შორეულ სოფლებში კი არა, ცენტრში მდებარე კულტურული მემვიდრეობის ძეგლებიც კი ინგრევა... ქალაქის გზებზე წლებია ორმოებია და ამას ისე აუვლიან-ჩაუვლიან, თითქოს უჩვეულო არაფერია.

უამრავ ძეგლზე ხეები ეცემა ან სულაც, ამოდის, მაგრამ მის აღდგენაზე არავინ ფიქრობს, ამბობენ, რომ ფინანსები არ ჰყოფნით. არ ეყოფათ აბა რა იქნება, ისეთი ძვირიანი ავტომანქანებით დადიან, მაგისთვის ვის სცალია... ფაქტობრივად, ჩვენი ბიუჯეტი, ჩინოვნიკების კეთილდღეობას ხმარდება და ისტორიული ძეგლებისთვის ვის სცალია...

ანაკოფიის ციხე

ქალაქი არის პატარა სახელმწიფო და თუ ის ინგრევა, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოც ინგრევა. საბჭოთა წლებში ამბობდნენ, რომ ქალაქსა და სოფელს შორის ზღვარი წაშლილი უნდა იყოს, რადგან სოფელი ძალიან უნდა ჰგავდეს ქალაქს, ახლა კი პირიქით ხდება - აფხაზეთში ქალაქიც სოფელს ემსგავსება... ქალაქებში ისტორიული ძეგლები ინგრევა" - ამბობს აფხაზი ისტორიკოსი სტანისლავ ლაკობა.

ადგილობრივი აფხაზებიც იზიარებენ ისტორიკოსის პათოსს, რომ ისტორიული ძეგლები არავის ადარდებს.

ახალი ათონი

“მხოლოდ ქალაქებში კი არა, ყველგან უმძიმესი მდგომარეობაა - ილორის წმინდა გიორგის ეკლესია ისე შეათეთრეს, მთლიანად შეცვლილია. ბედიის ტაძრისგან მხოლოდ კედლები დარჩა... არავის სცალია, ან ისე აკეთებენ, რომ პირიქით, აფუჭებენ” - წერს აფხაზი ინტერნეტმომხარებელი ირაკლი ლოგუა.

“გასულ ზაფხულს ვიყავი ახალ ათონში და მივხვდი, რომ იქ შესვლა უკვე რისკია. საბჭოთა კავშირის შემდეგ ხელი არავის უხლია, არადა, წარსული თუ გვასულდგმულებს, თორემ ახალი აფხაზეთში არაფერი კეთდება...”, - მიაჩნია ჯული წვიჟბას.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი