საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართულ პოლიტიკურ რეალობაში ასეთი ადამიანი გვყავს..." - ვის პროტოტიპად მიიჩნევს "ბაქარი" საკუთარ პესრონაჟს და როგორია მისი რეალური ცხოვრება
"ქართულ პოლიტიკურ რეალობაში ასეთი ადამიანი გვყავს..." - ვის პროტოტიპად მიიჩნევს "ბაქარი" საკუთარ პესრონაჟს და როგორია მისი რეალური ცხოვრება

სო­ფელ­ში, ღა­რიბ ოჯახ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ბა­ქარ ორ­ჯო­ნი­კი­ძე, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში ჩა­მოს­ვლის შემ­დეგ გამ­დიდ­რდა და ახლა პო­ლი­ტი­კა­ში ჩაბ­მას ცდი­ლობს, სე­რი­ალ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" მა­ყუ­რე­ბელ­თა ინ­ტე­რე­სის ეპი­ცენ­ტრშია. მა­ყუ­რე­ბელ­თა ნა­წი­ლი ბა­ქარს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პრო­ტო­ტი­პად მი­იჩ­ნევს, მით უმე­ტეს - ახლა, როცა ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ვრცელ ინ­ტერ­ვი­უ­ში მდა­რე სე­რი­ა­ლე­ბი ახ­სე­ნა... ვის პრო­ტო­ტი­პად მი­იჩ­ნევს "ბა­ქა­რი" სა­კუ­თარ პეს­რო­ნაჟს და რო­გო­რია მისი რე­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა ამის შე­სა­ხებ მსა­ხი­ო­ბი ბუბა მირ­ცხუ­ლა­ვა ჟურ­ნალ "გზას" ესა­უბ­რა:

- ბუბა, შენი პერ­სო­ნა­ჟის "ხა­ზის" გან­ვი­თა­რე­ბის ასეთ მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას ელო­დი?

- რად­გან სე­რი­ა­ლი სი­უ­ჟე­ტუ­რი და პერ­სო­ნა­ჟე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით, მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლია, არა­ფერს გა­მოვ­რი­ცხავ­დი - ქარ­თუ­ლი რე­ა­ლო­ბა მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, რაც მერე "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­შია" ასა­ხუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, სი­უ­ჟე­ტის ასე გან­ვი­თა­რე­ბა არ გამ­კვირ­ვე­ბია. სე­რი­ა­ლის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა თა­ვად შე­ა­ფა­სეთ: თუნ­დაც, ჩემი პერ­სო­ნა­ჟი ავი­ღოთ - ვინ იყო, ვინ გახ­და და კი­დევ ვინ გახ­დე­ბა, კაც­მა არ იცის. ჩემ­თვის, რო­გორც ამ რო­ლის შემ­ქმნე­ლის­თვის, სა­ინ­ტე­რე­სოა და ალ­ბათ, მა­ყუ­რებ­ლე­ბის­თვი­საც ასეა.

- ბა­ქა­რის­გან მკვეთ­რად შენი რო­მე­ლი თვი­სე­ბა გან­გას­ხვა­ვებს?

- ალ­ბათ ის, რომ ბა­ქა­რი უფრო რა­ცი­ო­ნა­ლუ­რია. ჭკუა-გო­ნე­ბას უფრო "მიჰ­ყვე­ბა" და გულ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია შე­ამ­ცი­რა. ჟარ­გო­ნუ­ლად რომ ვთქვათ, გრძნო­ბე­ბი და ემო­ცი­ე­ბი "და­ი­კი­და" და იმას აკე­თებს, რაც თა­ვი­სი კონ­კრე­ტუ­ლი, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მიზ­ნე­ბი­სა და გავ­ლე­ნის­თვის სჭირ­დე­ბა. მე ასე არ ვარ, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში - ამ ეტაპ­ზე და სი­მარ­თლე გი­თხრა, არც მინ­და, რომ ვიყო, რად­გან ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი ვარ. შე­სა­ბა­მი­სად, გო­ნე­ბა­სა და გულ­თან სულ ჭი­დი­ლი მაქვს. ვცდი­ლობ, არც ერ­თმა არ მძლი­ოს და ეს ჭი­დი­ლი და­ვა­ბა­ლან­სო, ხან ვა­ხერ­ხებ, ხან - ვერა...

- ემო­ცი­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გამო სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა შე­გქმნია?

- კი. რა­ღაც არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო თუ მოხ­დე­ბა, ამა­ზე ბევ­რი ფიქ­რი მჩვე­ვია. შე­სა­ბა­მი­სად, ხან­და­ხან ეს მა­ზა­რა­ლებს. ალ­ბათ, ასე­თი ეპი­ზო­დე­ბი ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა ადა­მი­ანს ჰქო­ნია, როცა რა­ღაც და­გა­ფიქ­რებს, გო­ნე­ბას ნაკ­ლე­ბად უჯე­რებ, უფრო მე­ტად გუ­ლი­დან წა­მო­სუ­ლი ფიქ­რე­ბია...

- პო­ლი­ტი­ზე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ხარ?

- რომ ვთქვა, ვჯდე­ბი და ვუ­ყუ­რებ, პო­ლი­ტი­კა­ში რა ხდე­ბა-მეთ­ქი, ასე არ არის. ჩემს საქ­მეს ვა­კე­თებ. დატ­ვირ­თუ­ლი რე­ჟი­მი - ფაქ­ტობ­რი­ვად, "გა­დარ­ბე­ნე­ბი" მაქვს. არ მინ­და, სხვა რა­მის გამო მოვ­ცდე და ყუ­რა­დღე­ბა გა­მე­ფან­ტოს, რად­გან გო­ნებ­რი­ვად, მო­რა­ლუ­რად, ფი­ზი­კუ­რად, სუ­ლი­ე­რად მინ­და, იმ საქ­მე­ში ვიყო ჩარ­თუ­ლი, რა­საც ახლა ვა­კე­თებ - მო­წო­დე­ბის სი­მაღ­ლე­ზე ვიყო. არ მინ­და, რა­მემ ხელი შე­მი­შა­ლოს. მით უმე­ტეს, პო­ლი­ტი­კა ისე­თი რა­მეა, რომ გინ­და თუ არა, მა­ინც გი­წევს მას­თან შე­ხე­ბა - ყვე­ლა­ფე­რი პო­ლი­ტი­კაა: ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბაც, ცხოვ­რე­ბაც... შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი პო­ლი­ტი­ზე­ბუ­ლია, გა­მო­ნაკ­ლი­სი ვერ ვიქ­ნე­ბი.

- შენი პერ­სო­ნა­ჟის რე­ა­ლუ­რი პრო­ტო­ტი­პი ვინ არის?

- ერთი კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნი არ ამი­ღია. უბ­რა­ლოდ, ვი­ღა­ცის­გან რა­ღაც დე­ტა­ლი "ავი­ღე", რა­ღა­ცებ­ზე ვი­ფიქ­რე და ა.შ. კონ­კრე­ტუ­ლად ვინ­მეს­თვის არ მი­მი­ბა­ძავს. ჩემს პერ­სო­ნაჟ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ასო­ცი­ა­ცია ლო­გი­კუ­რია, რად­გან ბა­ქა­რი იმე­რე­ლი ბი­ჭია, ღა­რი­ბი ოჯა­ხი­დან. თბი­ლის­ში ჩა­მო­ვი­და, იშო­ვა ძა­ლი­ან ბევ­რი ფული და პო­ლი­ტი­კა­ში მი­დის... ქარ­თულ პო­ლი­ტი­კურ რე­ა­ლო­ბა­ში ასე­თი ადა­მი­ა­ნი გვყავს, რო­მელ­საც თავ­და­პირ­ვე­ლად, ფული არ ჰქონ­და - ღა­რიბ ოჯახ­ში და­ი­ბა­და. მერე დიდი ფული მი­ი­ღო და პო­ლი­ტი­კა­ში მო­ვი­და. ლო­გი­კუ­რად, ბა­ქარს ყვე­ლა მას­თან და­ა­კავ­ში­რებს და იფიქ­რებს, - ის ხომ არ არი­სო? არ ვამ­ბობ, რომ ის არის ან არ არის. პი­რა­დად მე, კონ­კრე­ტუ­ლად იმა­ზე არ მი­მუ­შა­ვია, რომ ზუს­ტად ის ადა­მი­ა­ნი "ვყო­ფი­ლი­ყა­ვი". უბ­რა­ლოდ, ასე და­ემ­თხვა.

- ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ბოლო, ვრცე­ლი ინ­ტერ­ვიუ თუ მო­ის­მი­ნე?

- არა. უბ­რა­ლოდ, მე­გობ­რე­ბის­გან გა­ვი­გე, უთ­ქვამს, - ქარ­თუ­ლი სე­რი­ა­ლე­ბი არ მომ­წონს. ახა­ლი, ის­ტო­რი­უ­ლი სე­რი­ა­ლე­ბის გა­და­ღე­ბა მინ­და და უნდა და­ვა­ფი­ნან­სოო. მხო­ლოდ ეს ინ­ფორ­მა­ცია ვიცი. ინ­ტერ­ვიუ არ მი­ნა­ხავს და არც მინ­და, ვნა­ხო, წე­ღან ნახ­სე­ნე­ბი მი­ზე­ზის გამო: არ მსურს, სხვა რა­მე­ზე გა­და­ვერ­თო - ახლა ყუ­რა­დღე­ბის გა­ფან­ტვა არ მა­წყობს.

- პო­ლი­ტი­კურ ფი­გუ­რებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა არ გჭირ­დე­ბა, რომ შენი როლი ასე და­მა­ჯე­რებ­ლად შე­ას­რუ­ლო?

- რო­გორ არა! ტოქ­შო­უ­ე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რა­დაც მი­ნა­ხავს, რომ რა­ღა­ცე­ბი "და­მე­ჭი­რა" და შემ­დეგ ეს ყვე­ლა­ფე­რი როლ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ყვე­ლა გა­და­ცე­მას ვუ­ყუ­რებ, ყვე­ლა­ფერს ვუ­ზი­ვარ და ვათ­ვა­ლი­ე­რებ, რაც ქარ­თულ პო­ლი­ტი­კურ სივ­რცე­ში ხდე­ბა. რაც მეს­მის, ისე­თი რა­ღა­ცე­ბი ხდე­ბა, რომ არ მინ­და, და­ვინ­ტე­რეს­დე - ჩემს და­ინ­ტე­რე­სე­ბას აზრი არ აქვს. ამ ყვე­ლა­ფერს ცოტა სხვაგ­ვა­რად ვუ­ყუ­რებ, სხვაგ­ვა­რად მეს­მის...

- რო­გორ ფიქ­რობ, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ბა­ქა­რის სა­ხით სა­კუ­თარ თავს ხე­დავს?

- ეს მას ჰკი­თხეთ, მე არ ვიცი (იცი­ნის). წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს, რა გი­პა­სუ­ხო. ქარ­თველ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ძა­ლი­ან ბევ­რია ისე­თი, ვი­საც "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" სა­კუ­თა­რი თავი და­უ­ნა­ხავს - კარგ თუ უარ­ყო­ფით პერ­სო­ნაჟ­ში. სე­რი­ალ­ში სა­კუ­თა­რი თავი იმ ადა­მი­ან­მაც თუ და­ი­ნა­ხა, ლო­გი­კუ­რი იქ­ნე­ბა. გარ­კვე­ულ ეპი­ზო­დებ­ში, სა­კუ­თა­რი თავი სე­რი­ალ­ში მეც და­მი­ნა­ხავს. ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი სე­რი­ა­ლია. ამი­ტო­მაც ვუ­ყუ­რებთ და მოგ­ვწონს. შე­სა­ბა­მი­სად, ჩემი მსგავ­სი პერ­სო­ნა­ჟიც შეგ­ვხვდე­ბა, შენი მსგავ­სიც და ა.შ...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"ქართულ პოლიტიკურ რეალობაში ასეთი ადამიანი გვყავს..." - ვის პროტოტიპად მიიჩნევს "ბაქარი" საკუთარ პესრონაჟს და როგორია მისი რეალური ცხოვრება

"ქართულ პოლიტიკურ რეალობაში ასეთი ადამიანი გვყავს..." - ვის პროტოტიპად მიიჩნევს "ბაქარი" საკუთარ პესრონაჟს და როგორია მისი რეალური ცხოვრება

სოფელში, ღარიბ ოჯახში დაბადებული ბაქარ ორჯონიკიძე, რომელიც თბილისში ჩამოსვლის შემდეგ გამდიდრდა და ახლა პოლიტიკაში ჩაბმას ცდილობს, სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" მაყურებელთა ინტერესის ეპიცენტრშია. მაყურებელთა ნაწილი ბაქარს ბიძინა ივანიშვილის პროტოტიპად მიიჩნევს, მით უმეტეს - ახლა, როცა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვრცელ ინტერვიუში მდარე სერიალები ახსენა... ვის პროტოტიპად მიიჩნევს "ბაქარი" საკუთარ პესრონაჟს და როგორია მისი რეალური ცხოვრება ამის შესახებ მსახიობი ბუბა მირცხულავა ჟურნალ "გზას" ესაუბრა:

- ბუბა, შენი პერსონაჟის "ხაზის" განვითარების ასეთ მრავალფეროვნებას ელოდი?

- რადგან სერიალი სიუჟეტური და პერსონაჟების მრავალფეროვნებით, მოულოდნელობებით გამორჩეულია, არაფერს გამოვრიცხავდი - ქართული რეალობა მრავალფეროვნების საშუალებას იძლევა, რაც მერე "ჩემი ცოლის დაქალებშია" ასახული. შესაბამისად, სიუჟეტის ასე განვითარება არ გამკვირვებია. სერიალის მრავალფეროვნება თავად შეაფასეთ: თუნდაც, ჩემი პერსონაჟი ავიღოთ - ვინ იყო, ვინ გახდა და კიდევ ვინ გახდება, კაცმა არ იცის. ჩემთვის, როგორც ამ როლის შემქმნელისთვის, საინტერესოა და ალბათ, მაყურებლებისთვისაც ასეა.

- ბაქარისგან მკვეთრად შენი რომელი თვისება განგასხვავებს?

- ალბათ ის, რომ ბაქარი უფრო რაციონალურია. ჭკუა-გონებას უფრო "მიჰყვება" და გულთან კომუნიკაცია შეამცირა. ჟარგონულად რომ ვთქვათ, გრძნობები და ემოციები "დაიკიდა" და იმას აკეთებს, რაც თავისი კონკრეტული, მატერიალური მიზნებისა და გავლენისთვის სჭირდება. მე ასე არ ვარ, ყოველ შემთხვევაში - ამ ეტაპზე და სიმართლე გითხრა, არც მინდა, რომ ვიყო, რადგან ძალიან ემოციური ვარ. შესაბამისად, გონებასა და გულთან სულ ჭიდილი მაქვს. ვცდილობ, არც ერთმა არ მძლიოს და ეს ჭიდილი დავაბალანსო, ხან ვახერხებ, ხან - ვერა...

- ემოციებზე დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილების გამო სერიოზული პრობლემა შეგქმნია?

- კი. რაღაც არასასიამოვნო თუ მოხდება, ამაზე ბევრი ფიქრი მჩვევია. შესაბამისად, ხანდახან ეს მაზარალებს. ალბათ, ასეთი ეპიზოდები ცხოვრებაში ყველა ადამიანს ჰქონია, როცა რაღაც დაგაფიქრებს, გონებას ნაკლებად უჯერებ, უფრო მეტად გულიდან წამოსული ფიქრებია...

- პოლიტიზებული ადამიანი ხარ?

- რომ ვთქვა, ვჯდები და ვუყურებ, პოლიტიკაში რა ხდება-მეთქი, ასე არ არის. ჩემს საქმეს ვაკეთებ. დატვირთული რეჟიმი - ფაქტობრივად, "გადარბენები" მაქვს. არ მინდა, სხვა რამის გამო მოვცდე და ყურადღება გამეფანტოს, რადგან გონებრივად, მორალურად, ფიზიკურად, სულიერად მინდა, იმ საქმეში ვიყო ჩართული, რასაც ახლა ვაკეთებ - მოწოდების სიმაღლეზე ვიყო. არ მინდა, რამემ ხელი შემიშალოს. მით უმეტეს, პოლიტიკა ისეთი რამეა, რომ გინდა თუ არა, მაინც გიწევს მასთან შეხება - ყველაფერი პოლიტიკაა: ადამიანებთან ურთიერთობაც, ცხოვრებაც... შესაბამისად, ყველა ადამიანი პოლიტიზებულია, გამონაკლისი ვერ ვიქნები.

- შენი პერსონაჟის რეალური პროტოტიპი ვინ არის?

- ერთი კონკრეტული ადამიანი არ ამიღია. უბრალოდ, ვიღაცისგან რაღაც დეტალი "ავიღე", რაღაცებზე ვიფიქრე და ა.შ. კონკრეტულად ვინმესთვის არ მიმიბაძავს. ჩემს პერსონაჟთან დაკავშირებით, საზოგადოების ასოციაცია ლოგიკურია, რადგან ბაქარი იმერელი ბიჭია, ღარიბი ოჯახიდან. თბილისში ჩამოვიდა, იშოვა ძალიან ბევრი ფული და პოლიტიკაში მიდის... ქართულ პოლიტიკურ რეალობაში ასეთი ადამიანი გვყავს, რომელსაც თავდაპირველად, ფული არ ჰქონდა - ღარიბ ოჯახში დაიბადა. მერე დიდი ფული მიიღო და პოლიტიკაში მოვიდა. ლოგიკურად, ბაქარს ყველა მასთან დააკავშირებს და იფიქრებს, - ის ხომ არ არისო? არ ვამბობ, რომ ის არის ან არ არის. პირადად მე, კონკრეტულად იმაზე არ მიმუშავია, რომ ზუსტად ის ადამიანი "ვყოფილიყავი". უბრალოდ, ასე დაემთხვა.

- ბიძინა ივანიშვილის ბოლო, ვრცელი ინტერვიუ თუ მოისმინე?

- არა. უბრალოდ, მეგობრებისგან გავიგე, უთქვამს, - ქართული სერიალები არ მომწონს. ახალი, ისტორიული სერიალების გადაღება მინდა და უნდა დავაფინანსოო. მხოლოდ ეს ინფორმაცია ვიცი. ინტერვიუ არ მინახავს და არც მინდა, ვნახო, წეღან ნახსენები მიზეზის გამო: არ მსურს, სხვა რამეზე გადავერთო - ახლა ყურადღების გაფანტვა არ მაწყობს.

- პოლიტიკურ ფიგურებზე დაკვირვება არ გჭირდება, რომ შენი როლი ასე დამაჯერებლად შეასრულო?

- როგორ არა! ტოქშოუები სპეციალურადაც მინახავს, რომ რაღაცები "დამეჭირა" და შემდეგ ეს ყველაფერი როლზე მუშაობისას გამომეყენებინა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა გადაცემას ვუყურებ, ყველაფერს ვუზივარ და ვათვალიერებ, რაც ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ხდება. რაც მესმის, ისეთი რაღაცები ხდება, რომ არ მინდა, დავინტერესდე - ჩემს დაინტერესებას აზრი არ აქვს. ამ ყველაფერს ცოტა სხვაგვარად ვუყურებ, სხვაგვარად მესმის...

- როგორ ფიქრობ, ბიძინა ივანიშვილი ბაქარის სახით საკუთარ თავს ხედავს?

- ეს მას ჰკითხეთ, მე არ ვიცი (იცინის). წარმოდგენა არ მაქვს, რა გიპასუხო. ქართველ საზოგადოებაში ძალიან ბევრია ისეთი, ვისაც "ჩემი ცოლის დაქალებში" საკუთარი თავი დაუნახავს - კარგ თუ უარყოფით პერსონაჟში. სერიალში საკუთარი თავი იმ ადამიანმაც თუ დაინახა, ლოგიკური იქნება. გარკვეულ ეპიზოდებში, საკუთარი თავი სერიალში მეც დამინახავს. ცხოვრებისეული სერიალია. ამიტომაც ვუყურებთ და მოგვწონს. შესაბამისად, ჩემი მსგავსი პერსონაჟიც შეგვხვდება, შენი მსგავსიც და ა.შ...წაიკითხეთ სრულად

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი