ავტორი:

"ბრაზილიელების ჩაცმულობას ვერ შეხედავდი... ინძაგის ტყავის ქურთუკი ახლაც მახსოვს" - კახა კალაძის ინტერვიუ იტალიურ გამოცემასთან

"ბრაზილიელების ჩაცმულობას ვერ შეხედავდი... ინძაგის ტყავის ქურთუკი ახლაც მახსოვს" - კახა კალაძის ინტერვიუ იტალიურ გამოცემასთან

იტალიური "მილანის" ყოფილმა მცველმა და თბილისის ამჟამინდელმა მერმა კახა კალაძემ იტალიურ avvenire.it-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა.

- როგორია თქვენი ერთი ჩვეულებრივი დღე?

- ძალიან დატვირთული. იწყება დილით ადრე და გვიან ღამით სრულდება. დიდი პასუხისმგებლობა მაკისრია, საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებლების საჭიროებებს ვასრულებ.

- რომელი უფრო რთულია: სახელმწიფო მოხელეობა თუ სპორტსმენობა?

- პოლიტიკოსი არასდროს უნდა დამარცხდეს: ჩვენი გადაწყვეტილებები ხალხზე მოქმედებს. ფეხბურთში კი შენმა გუნდმა შეიძლება წააგოს ან ფრე ითამაშოს.

- რას ნიშნავს თქვენთვის იტალია და "მილანი"?

- ის, ვინც დღეს ვარ, თქვენი ქვეყნის და "მილანის" დამსახურებაა. გამარჯვებულის მენტალიტეტი, რომელიც "როსონერიში" გვქონდა, მინდა პოლიტიკაში გადავიტანო.

- რას იტყვით "მილანზე"?

- ამ გუნდს განვითარება შეუძლია. გატუზო კარგად მუშაობს, მისი გაწეული სამსახური მომწონს. იმედი მაქვს, "მილანი" ჩემპიონთა ლიგაზე გავა.

- ჯენაროსთან უამრავი ისტორია გაკავშირებთ?

- თითოეულ ვარჯიშზე ერთი ასეთი ისტორია ყოველთვის ხდებოდა. ყოველი დღე სხვადასხვა ხუმრობით იყო სავსე. მას ყოველთვის პროვოკაციაზე ვაგდებდი, მაგრამ ძალიან ერთიანები ვიყავით. ზოგიერთი ძალიან მშვიდი ჩანდა, მაგრამ რეალურად პირიქით იყო, მაგალითად, პირლო... კარგი ფეხბურთელები, მეგობრები და კაცები ვიყავით. მხოლოდ ერთი პრობლემა იყო...

- რა პრობლემა?

- ბრაზილიელების ჩაცმულობა. ვერ შეხედავდი. და ფილიპო ინძაგი... მისი ტყავის ქურთუკი ახლაც მახსოვს...

- მალდინი ამ გუნდის სიმბოლო იყო...

- პაოლო მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდაა. ახლა სწორ ადგილას არის. იმედი მაქვს, უმაღლესი დონის გუნდს ააშენებს. წაიკითხეთ სრულად

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები