ავტორი:

Carlo Nobili SpA Rubinetterie - იტალიური მეგაბრენდი ვენეტო დიზაინის შოურუმში!

Carlo Nobili SpA Rubinetterie - იტალიური მეგაბრენდი ვენეტო დიზაინის შოურუმში!

ნობილი (Nobili)- აბაზანის და სამზარეულოს ონკანების და საშხაპე სისტემების წარმოებაში აღიარებული მსოფლიო ბრენდი დაარსდა კარლო ნობილის მიერ 1954 წელს ბორგომანეროში(Novara), იტალია და დამსახურებულად მიიჩნევა ლიდერად წყლის შემრევების და საშხაპე სისტემების ინოვაციური გადაწყვეტის მიმართულებით.

ხელსაბანის, სამზარეულოს და აბაზანის შემრევი ონკანები, ისევე როგორც საშხაპე სისტემები გამოირჩევა ექსტრავაგანტული ფორმით და მომრგვალებული კონტურებით, რაც იტალიელი მწარმოებლის გამორჩეულ ხელწერას ქმნის. თითოეული ნივთი მრავალფეროვანი მოპირკეთების არჩევანით შექმნილია უმაღლესი ხარისხის ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან.

ნობილის პროდუქციის წლიური გაყიდვების რაოდენობა შეადგენს 2,800,000 ერთეულს, ხოლო შეკვეთების მოცულობა 33,000 დამკვეთზე ნაწილდება. უმსხვილესი იტალიური კომპანია სამოცწლიანი ისტორიით ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.

ხარისხის კონტროლის ეფექტური სისტემა უზრუნველყოფს წარმოებული პროდუქციის უმაღლეს სტანდარტებთან შესაბამისობას და ასევე ინარჩუნებს იტალიურ სტილს, ტრადიციებსა და კულტურას.

ექსკლუზიური პროდუქციის დახვეწილ დიზაინს, პრაქტიკულობას და თანამედროვე მიდგომებს საფუძვლად უდევს კომპანიის მუდმივი სწრაფვა ინოვაციებისადმი, რაც ნობილის წარმატების ფორმულას განსაზღვრავს. უნიკალური ტექნოლოგიური სისტემის წყალობით წყლის ხარჯვა მცირდება, ხოლო წყლის ჭავლთან შეხება კიდევ უფრო სასიამოვნო და კომფორტული ხდება.

Nobili მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვან კოლექციას, როგორც თანამედროვე ისე კლასიკურ სტილში და მოიცავს აბაზანისთვის და სამზარულოსთვის განკუთვნილ შემრევების, ონკანების და წყლის სისტემების სრულ სპექტრს.

ნობილის პროდუქციის განვითარება და ახლებური გადაწყვეტილებები დაფუძნებულიადა ორიენტირებულია უსაფრთხოებასა და გარემოს დაცვაზე. მიღებული 37 პატენტი არის ამისი პირდაპირი და საუკეთესო მტკიცებულება.

ნობილის დახვეწილი პროდუქცია ნებისმიერ სივრცეს ანიჭებს განსაკუთრებულ სტილს, ხოლო ტექნოლოგიური სრულყოფილება ქმნის მას გამორჩეულად კომპორტულს.

ვენეტო დიზაინი წარმოადგენს Nobili -ს ექსკლუზიურ წარმომადგენელს საქართველოში და მზად არის მომხმარებელს გამორჩეული და მრავალფეროვანი პროდუქცია შესთავაზოს აღმაშენებლის ხეივანის 38 ნომერში.

შეგიძლიათ, ესტუმროთ მაღაზიის "ფეისბუქის" გვერდს იხილეთ ბმული

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი