საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დააბრუნებს თუ არა ზელენსკი სააკაშვილს უკრაინაში და რა გავლენა ექნება ამას საქართველოში "ნაციონალურ მოძრაობაზე"?
დააბრუნებს თუ არა ზელენსკი სააკაშვილს უკრაინაში და რა გავლენა ექნება ამას საქართველოში "ნაციონალურ მოძრაობაზე"?

უკ­რა­ი­ნა­ში არ­ჩევ­ნე­ბის ციებ-ცხე­ლე­ბა დას­რულ­და, ქვე­ყა­ნამ ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტიც აირ­ჩია და ოდე­სის ოლ­ქის ყო­ფი­ლი გუ­ბერ­ნა­ტო­რიც ხე­ლახ­ლა და­ფიქ­რდა უკ­რა­ი­ნა­ში დამ­კვიდ­რე­ბა­ზე.

ზე­ლენ­სკი ჯერ კი­დევ სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის დროს ფიქ­რობ­და, რომ სა­ა­კაშ­ვილს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა უნდა და­უბ­რუნ­დეს. მი­სი­ვე აზ­რით, სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი "ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი დიპ­ლო­მა­ტი და კონ­სულ­ტან­ტია ნე­ბის­მი­ე­რი კან­დი­და­ტის­თვის, რო­მე­ლიც პო­ლი­ტი­კო­სო­ბას აპი­რებს".

"ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი თვლის, რომ სა­ა­კაშ­ვილს შე­უძ­ლია, საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პოს­ტი და­ი­კა­ვოს უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში. ვთვლი, რომ თუ ადა­მი­ანს ჩა­მო­არ­თვეს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა, მას აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­უბ­რუ­ნონ" - აღ­ნიშ­ნა ცოტა ხნის წინ ზე­ლენ­სკიმ.

შე­ას­რუ­ლებს თუ არა და­პი­რე­ბას ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტი უც­ნო­ბია, თუმ­ცა რო­გორც ქარ­თვე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი ფიქ­რო­ბენ, მისი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მეტ-ნაკ­ლე­ბად იქო­ნი­ებს გავ­ლე­ნას სა­ქარ­თვე­ლო­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ზეც".

სა­ა­კაშ­ვი­ლის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის დაბ­რუ­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით უკ­რა­ი­ნის ახ­ლად არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ელო­დე­ბა ანა­ლი­ტი­კო­სი ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძეც. მისი თქმით, ამით უკ­რა­ი­ნა­ში სა­ა­კაშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ინ­კა­რა­ნა­ცია მოხ­დე­ბა, რაც თა­ვის მხრივ გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს „ნა­ცი­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ზე“ და შე­საძ­ლოა, ზუგ­დიდ­ში სან­დრა რუს­ლოვ­სის გა­მარ­ჯვე­ბა­ზეც.

"ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის­თვის“ ზე­ლენ­სკის გა­მარ­ჯვე­ბა მათ­თვის სა­კუ­თარ გა­მარ­ჯვე­ბას უტოლ­დე­ბა, რად­გან მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ზე­ლენ­სკის გა­მარ­ჯვე­ბით სა­ა­კაშ­ვილს უკ­რა­ი­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ინ­კარ­ნა­ცი­ის შან­სი მი­ე­ცე­მა. ამას ხელს უწყობ­და თა­ვად უკ­რა­ნის ახა­ლარ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბე­ბი, რო­დე­საც სა­ა­კაშ­ვი­ლი საკ­მა­ოდ აღ­მა­ტე­ბუ­ლი ეპი­თე­ტე­ბით შე­ამ­კო.

ზე­ლენ­სკის რომ ეთ­ქვა, ინა­უგ­რა­ცი­ის შემ­დეგ მას და­ვუბ­რუ­ნებ მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას - ეს იქ­ნე­ბო­და ყვე­ლა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი მახ­ვი­ლი „ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის­თვის“ ზუგ­დიდ­ში არ­ჩევ­ნე­ბის მო­სა­გე­ბად. ფაქ­ტობ­რი­ვად, ეს იქ­ნე­ბო­და მი­შას გა­მარ­ჯვე­ბა! მაგ­რამ, ჩვენ მო­ვის­მი­ნეთ რბი­ლად რომ ვთქვათ, საკ­მა­ოდ თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცია ზე­ლენ­სკის შტა­ბი­დან, სა­დაც პირ­და­პირ არის ნათ­ქვა­მი, რომ სა­ა­კაშ­ვილ­მა მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა კერ­ძო ზა­რე­ბით კი არ უნდა გა­და­წყვი­ტოს, არა­მედ ეს არის სა­სა­მარ­თლოს პრე­რო­გა­ტი­ვა... ჩვენ არ ვი­ცით, სა­ა­კაშ­ვი­ლი რა ფორ­მით გა­მო­ვი­ყე­ნოთ უკ­რა­ი­ნულ პო­ლი­ტი­კა­შიო და ამა­ზე არ გვი­ფიქ­რი­აო. ამი­ტომ ვერ ვი­ტყვი, რომ ზე­ლეკნსკის შტა­ბის ეს გან­ცხა­დე­ბა რა­ღაც ოპ­ტი­მიზმს შეს­ძენს "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" - უთხრა AMBEBI.GE-ს ლა­გა­ზი­ძემ.

ექ­სპერ­ტმა აქ­ცენ­ტი გა­ა­კე­თა უკ­რა­ი­ნე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის, იგორ კო­ლო­მო­ის­კის ფაქ­ტორ­ზეც, რად­გან ბევ­რი ვა­რა­უ­დობს, რომ უკ­რა­ი­ნას ეყო­ლე­ბა ოლი­გარ­ქის მიერ მარ­თუ­ლი პრე­ზი­დენ­ტი:

"ახლა სა­ინ­ტე­რე­სოა კო­ლო­მო­ის­კის ფაქ­ტო­რი, რო­მელ­საც მი­ხელ სა­ა­კაშ­ვილ­თან ოდე­სის ოლ­ქის გუ­ბე­რან­ტო­რო­ბის დროს, ცუდი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და. მაგ­რამ რამ­დე­ნა­დაც ვიცი, მას­თან არც სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აქვს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და გუ­ლის­ხმი­ე­რი მე­გობ­რო­ბა. ვნა­ხოთ, რო­მე­ლი გა­და­წო­ნის ამ შემ­თხვე­ვა­ში - სა­ა­კაშ­ვი­ლის ხარ­ჯზე, კო­ლო­მო­ის­კი ეც­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან ურ­თირ­თო­ბის და­ლა­გე­ბას თუ არ­ჩევს სა­ა­კაშ­ვი­ლი შე­იყ­ვა­ნოს უკ­რა­ი­ნულ პო­ლი­ტი­კა­ში.

კო­ლო­მო­ის­კის პი­როვ­ნე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, იმი­ტომ რომ რე­ა­ლუ­რად, ყვე­ლა მო­ნა­ცე­მით ზე­ლენ­სკი არის კო­ლო­მო­ის­კის გუნ­დის წევ­რი და მის გან­წყო­ბებს გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა ექ­ნე­ბა პრე­ზი­დენ­ტის პო­ლი­ტი­კა­ზე. ვნა­ხოთ რა გა­და­ძა­ლავს - კო­ლო­მო­ის­კი ეც­დე­ბა სა­ა­კაშ­ვი­ლის ფი­გუ­რა შეს­წი­როს დღე­ვან­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას თუ სხვა წონა შეს­ძი­ნოს უკ­რა­ი­ნულ პო­ლი­ტი­კა­ში“, - გვი­თხრა ლა­გა­ზი­ძემ.

უკ­რა­ი­ნა­ში სა­ა­კაშ­ვი­ლის შე­საძ­ლო დაბ­რუ­ნე­ბას და გავ­ლე­ნას "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" რე­ი­ტინ­ზე სკეპ­ტი­კუ­რად უყუ­რებს ანა­ლი­ტი­კო­სი ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე.

"მეჭ­ვე­ბა, რომ სა­ა­კაშ­ვილ­მა უკ­რა­ი­ნა­ში ჩას­ვლა ასე სწრა­ფად მო­ა­ხერ­ხოს. არა მგო­ნია ზე­ლენ­სკიმ პირ­ვე­ლი­ვე ბრძა­ნე­ბად სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ნი­ჭე­ბის სა­კი­თხი გას­ცეს. გარ­კვე­უ­ლი პრო­ცე­დუ­რა აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა და მას ამის დაც­ვა მო­უ­წევს. გარ­და ამი­სა, ერთი თვე გარ­და­მა­ვა­ლი პე­რი­ო­დია რად­გან ჯერ­ჯე­რო­ბით პრე­ზი­დენ­ტი ისევ პო­რო­შენ­კოა.

ზე­ლენ­სკის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა მახ­სოვს, მაგ­რამ არა მგო­ნია, მას ძა­ლი­ან უნ­დო­დეს უკ­რა­ი­ნა­ში სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­მო­ჩე­ნა. ვფიქ­რობ, ამა­ზე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" და მისი მომ­ხრე­ე­ბი არი­ან აჟი­ტი­რე­ბულ­ნი.

რაც შე­ე­ხე­ბა გავ­ლე­ნას სა­ქარ­თვე­ლო­ზე და სან­დრა რუ­ლოვ­სის არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე - არა მგო­ნია ამან გა­დამ­წყვე­ტი გავ­ლე­ნა იქო­ნი­ოს. რუ­ლოვსთან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ზო­გა­დო­ე­ბა უკვე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლია, თან იგი არ არის ახა­ლი კან­დი­და­ტი. გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის ხმე­ბი წავა რუ­ლოვ­სის­კენ, მაგ­რამ სა­ა­კაშ­ვი­ლი ჩავა თუ არ ჩავა უკ­რა­ი­ნა­ში, ამით ხმე­ბი არც მო­ე­მა­ტე­ბა და არც და­აკ­ლდე­ბა რუ­ლოვსს.

2012 წლი­დან დღემ­დე, 7 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ზე დიდი რა­ო­დე­ნო­ბის ხმე­ბი "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე მი­ი­ღო. ასე რომ, ეს პრო­ცე­სი მი­დის და სა­ა­კაშ­ვილ­თან კავ­ში­რი არ აქვს. ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ქმე­დე­ბებ­ზე“ - გა­ნუ­ცხა­და AMBEBI.GE-ს ძა­ბი­რა­ძემ.

ანა­ლი­ტი­კო­სი ვა­ლე­რი ჩე­ჩე­ლაშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი ინა­უ­გუ­რა­ცი­ის შემ­დეგ აუ­ცი­ლებ­ლად მი­ი­ღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და სა­ა­კაშ­ვილს შე­უშ­ვებს ქვე­ყა­ნა­ში:

"უკ­რა­ი­ნის გა­მარ­ჯვე­ბა და წარ­მა­ტე­ბა არის ჩვე­ნი გა­მარ­ჯვე­ბაც, ამი­ტომ ზე­ლენ­სკი არის ახა­ლი შან­სი უკ­რა­ი­ნის­თვის, რომ გა­ა­ტა­როს რე­ფორ­მე­ბი, რაც ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა უკ­რა­ი­ნის­თვის და სა­ქარ­თვე­ლოს­თვი­საც.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის როლს და ად­გილს უკ­რა­ი­ნის პო­ლი­ტი­კა­ში, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი არის სე­რი­ო­ზუ­ლი ფაქ­ტო­რი. მის ბოლო ინ­ტერ­ვი­უს მი­ლი­ონ 200 ათას­მა ადა­მი­ან­მა უყუ­რა 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ მას აქვს არა მხო­ლოდ ამ­ბი­ცი­ე­ბი უკ­რა­ი­ნა­ში დაბ­რუ­ნე­ბის, არა­მედ სე­რი­ო­ზუ­ლი სა­ფუძ­ვე­ლი. რო­დე­საც ზე­ლენ­სკი გახ­დე­ბა პრე­ზი­დენ­ტი, ინა­უ­გუ­რა­ცი­ის შემ­დეგ აუ­ცი­ლებ­ლად მი­ი­ღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და სა­ა­კაშ­ვილს შე­უშ­ვებს ქვე­ყა­ნა­ში. შემ­დეგ რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი, ამას მერე და­ვაკ­ვირ­დეთ.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცესს, ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად ცალ­კეა და არა­ნა­ირ გავ­ლე­ნას არ მო­ახ­დენს სა­ა­კაშ­ვი­ლის დაბ­რუ­ნე­ბა. უკ­რა­ი­ნა­ში სა­ა­კა­ში­ლის დაბ­რუ­ნე­ბა „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" რე­ი­ტინგს არც მო­უ­მა­ტებს და არც და­აკ­ლებს. მაგ­რამ, თუ დაბ­რუნ­დე­ბა, შემ­დე­გი მისი საქ­მი­ა­ნო­ბა, რა თქმა უნდა მო­ახ­დენს გავ­ლე­ნას „ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის“ ავ­ტო­რი­ტეტ­სა და რე­პუ­ტა­ცი­ა­ზე“, - გვი­თხრა ჩე­ჩე­ლაშ­ვილ­მა.

00:00 / 00:00
ავტორი:

დააბრუნებს თუ არა ზელენსკი სააკაშვილს უკრაინაში და რა გავლენა ექნება ამას საქართველოში "ნაციონალურ მოძრაობაზე"?

დააბრუნებს თუ არა ზელენსკი სააკაშვილს უკრაინაში და რა გავლენა ექნება ამას საქართველოში "ნაციონალურ მოძრაობაზე"?

უკრაინაში არჩევნების ციებ-ცხელება დასრულდა, ქვეყანამ ახალი პრეზიდენტიც აირჩია და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორიც ხელახლა დაფიქრდა უკრაინაში დამკვიდრებაზე.

ზელენსკი ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის დროს ფიქრობდა, რომ სააკაშვილს მოქალაქეობა უნდა დაუბრუნდეს. მისივე აზრით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი "ძალიან სერიოზული დიპლომატი და კონსულტანტია ნებისმიერი კანდიდატისთვის, რომელიც პოლიტიკოსობას აპირებს".

"ძალიან ბევრი ადამიანი თვლის, რომ სააკაშვილს შეუძლია, საკმაოდ მნიშვნელოვანი პოსტი დაიკავოს უკრაინის ხელისუფლებაში. ვთვლი, რომ თუ ადამიანს ჩამოართვეს მოქალაქეობა, მას აუცილებლად უნდა დაუბრუნონ" - აღნიშნა ცოტა ხნის წინ ზელენსკიმ.

შეასრულებს თუ არა დაპირებას ახალი პრეზიდენტი უცნობია, თუმცა როგორც ქართველი ექსპერტები ფიქრობენ, მისი გადაწყვეტილება მეტ-ნაკლებად იქონიებს გავლენას საქართველოში "ნაციონალურ მოძრაობაზეც".

სააკაშვილის მოქალაქეობის დაბრუნებასთან დაკავშირებით უკრაინის ახლად არჩეული პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ელოდება ანალიტიკოსი ხათუნა ლაგაზიძეც. მისი თქმით, ამით უკრაინაში სააკაშვილის პოლიტიკური რეინკარანაცია მოხდება, რაც თავის მხრივ გავლენას მოახდენს „ნაცინალურ მოძრაობაზე“ და შესაძლოა, ზუგდიდში სანდრა რუსლოვსის გამარჯვებაზეც.

"ნაციონალებისთვის“ ზელენსკის გამარჯვება მათთვის საკუთარ გამარჯვებას უტოლდება, რადგან მიიჩნევენ, რომ ზელენსკის გამარჯვებით სააკაშვილს უკრაინაში პოლიტიკური რეინკარნაციის შანსი მიეცემა. ამას ხელს უწყობდა თავად უკრანის ახალარჩეული პრეზიდენტის განცხადებები, როდესაც სააკაშვილი საკმაოდ აღმატებული ეპითეტებით შეამკო.

ზელენსკის რომ ეთქვა, ინაუგრაციის შემდეგ მას დავუბრუნებ მოქალაქეობას - ეს იქნებოდა ყველაზე სერიოზული მახვილი „ნაციონალებისთვის“ ზუგდიდში არჩევნების მოსაგებად. ფაქტობრივად, ეს იქნებოდა მიშას გამარჯვება! მაგრამ, ჩვენ მოვისმინეთ რბილად რომ ვთქვათ, საკმაოდ თავშეკავებული პოზიცია ზელენსკის შტაბიდან, სადაც პირდაპირ არის ნათქვამი, რომ სააკაშვილმა მოქალაქეობა კერძო ზარებით კი არ უნდა გადაწყვიტოს, არამედ ეს არის სასამართლოს პრეროგატივა... ჩვენ არ ვიცით, სააკაშვილი რა ფორმით გამოვიყენოთ უკრაინულ პოლიტიკაშიო და ამაზე არ გვიფიქრიაო. ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ ზელეკნსკის შტაბის ეს განცხადება რაღაც ოპტიმიზმს შესძენს "ნაციონალურ მოძრაობას" - უთხრა AMBEBI.GE-ს ლაგაზიძემ.

ექსპერტმა აქცენტი გააკეთა უკრაინელი ბიზნესმენის, იგორ კოლომოისკის ფაქტორზეც, რადგან ბევრი ვარაუდობს, რომ უკრაინას ეყოლება ოლიგარქის მიერ მართული პრეზიდენტი:

"ახლა საინტერესოა კოლომოისკის ფაქტორი, რომელსაც მიხელ სააკაშვილთან ოდესის ოლქის გუბერანტორობის დროს, ცუდი ურთიერთობა ჰქონდა. მაგრამ რამდენადაც ვიცი, მასთან არც საქართველოს ხელისუფლებას აქვს განსაკუთრებული და გულისხმიერი მეგობრობა. ვნახოთ, რომელი გადაწონის ამ შემთხვევაში - სააკაშვილის ხარჯზე, კოლომოისკი ეცდება საქართველოს ხელისუფლებასთან ურთირთობის დალაგებას თუ არჩევს სააკაშვილი შეიყვანოს უკრაინულ პოლიტიკაში.

კოლომოისკის პიროვნება მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ რეალურად, ყველა მონაცემით ზელენსკი არის კოლომოისკის გუნდის წევრი და მის განწყობებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება პრეზიდენტის პოლიტიკაზე. ვნახოთ რა გადაძალავს - კოლომოისკი ეცდება სააკაშვილის ფიგურა შესწიროს დღევანდელ ხელისუფლებას თუ სხვა წონა შესძინოს უკრაინულ პოლიტიკაში“, - გვითხრა ლაგაზიძემ.

უკრაინაში სააკაშვილის შესაძლო დაბრუნებას და გავლენას "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინზე სკეპტიკურად უყურებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე.

"მეჭვება, რომ სააკაშვილმა უკრაინაში ჩასვლა ასე სწრაფად მოახერხოს. არა მგონია ზელენსკიმ პირველივე ბრძანებად სააკაშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების საკითხი გასცეს. გარკვეული პროცედურა აუცილებლად იქნება და მას ამის დაცვა მოუწევს. გარდა ამისა, ერთი თვე გარდამავალი პერიოდია რადგან ჯერჯერობით პრეზიდენტი ისევ პოროშენკოა.

ზელენსკის წინასაარჩევნოდ გაკეთებული განცხადება მახსოვს, მაგრამ არა მგონია, მას ძალიან უნდოდეს უკრაინაში სააკაშვილის გამოჩენა. ვფიქრობ, ამაზე "ნაციონალური მოძრაობა" და მისი მომხრეები არიან აჟიტირებულნი.

რაც შეეხება გავლენას საქართველოზე და სანდრა რულოვსის არჩევნებში მონაწილეობაზე - არა მგონია ამან გადამწყვეტი გავლენა იქონიოს. რულოვსთან დაკავშირებით, საზოგადოება უკვე ჩამოყალიბებულია, თან იგი არ არის ახალი კანდიდატი. გაერთიანებული ოპოზიციის ხმები წავა რულოვსისკენ, მაგრამ სააკაშვილი ჩავა თუ არ ჩავა უკრაინაში, ამით ხმები არც მოემატება და არც დააკლდება რულოვსს.

2012 წლიდან დღემდე, 7 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი რაოდენობის ხმები "ნაციონალურმა მოძრაობამ" საპრეზიდენტო არჩევნებზე მიიღო. ასე რომ, ეს პროცესი მიდის და სააკაშვილთან კავშირი არ აქვს. ეს დამოკიდებულია „ქართული ოცნების“ ქმედებებზე“ - განუცხადა AMBEBI.GE-ს ძაბირაძემ.

ანალიტიკოსი ვალერი ჩეჩელაშვილი მიიჩნევს, რომ უკრაინის პრეზიდენტი ინაუგურაციის შემდეგ აუცილებლად მიიღებს გადაწყვეტილებას და სააკაშვილს შეუშვებს ქვეყანაში:

"უკრაინის გამარჯვება და წარმატება არის ჩვენი გამარჯვებაც, ამიტომ ზელენსკი არის ახალი შანსი უკრაინისთვის, რომ გაატაროს რეფორმები, რაც ძალიან კარგი იქნება უკრაინისთვის და საქართველოსთვისაც.

რაც შეეხება საქართველოს მესამე პრეზიდენტის როლს და ადგილს უკრაინის პოლიტიკაში, მიხეილ სააკაშვილი არის სერიოზული ფაქტორი. მის ბოლო ინტერვიუს მილიონ 200 ათასმა ადამიანმა უყურა 24 საათის განმავლობაში. ეს იმას ნიშნავს, რომ მას აქვს არა მხოლოდ ამბიციები უკრაინაში დაბრუნების, არამედ სერიოზული საფუძველი. როდესაც ზელენსკი გახდება პრეზიდენტი, ინაუგურაციის შემდეგ აუცილებლად მიიღებს გადაწყვეტილებას და სააკაშვილს შეუშვებს ქვეყანაში. შემდეგ როგორ განვითარდება მოვლენები, ამას მერე დავაკვირდეთ.

რაც შეეხება საქართველოში მიმდინარე პროცესს, ეს აბსოლუტურად ცალკეა და არანაირ გავლენას არ მოახდენს სააკაშვილის დაბრუნება. უკრაინაში სააკაშილის დაბრუნება „ნაციონალურ მოძრაობას" რეიტინგს არც მოუმატებს და არც დააკლებს. მაგრამ, თუ დაბრუნდება, შემდეგი მისი საქმიანობა, რა თქმა უნდა მოახდენს გავლენას „ნაციონალების“ ავტორიტეტსა და რეპუტაციაზე“, - გვითხრა ჩეჩელაშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები