მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აზერბაიჯანელებმა უდაბნოს მონასტერი ჩაკეტეს და სასულიერო პირებს აღარ უშვებენ - არქიმანდრიტი კირიონი ფაქტს სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს უკავშირებს
აზერბაიჯანელებმა უდაბნოს მონასტერი ჩაკეტეს და სასულიერო პირებს აღარ უშვებენ - არქიმანდრიტი კირიონი ფაქტს სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს უკავშირებს

და­ვით გა­რე­ჯის მა­მა­თა მო­ნას­ტრის არ­ქი­მან­დრი­ტის, კი­რი­ო­ნის (ონი­ა­ნი) ცნო­ბით, უკვე სამი დღეა, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებ­მა უდაბ­ნოს მო­ნას­ტე­რი გა­და­კე­ტეს და სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს მო­ნას­ტერ­ში აღარ უშ­ვე­ბენ. ამის შე­სა­ხებ არ­ქი­მან­დრიტ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და.

„მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნის მე­სა­ზღვრე­ე­ბი ბი­ლი­კებ­ზე მუ­შა­ო­ბენ, გა­მაფრ­თხი­ლე­ბელ და ამ­კრძა­ლავ ნიშ­ნებს არ­ჭო­ბენ, რა­საც მშვი­დად უყუ­რე­ბენ ქარ­თვე­ლი მე­სა­ზღვრე­ე­ბი. ისე­თი­ვე კრი­ზი­სუ­ლი და უა­რე­სი მდგო­მა­რე­ო­ბა იქ­მნე­ბა, რო­გორც 2012 წლის მა­ის­ში, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ქარ­თველ მე­სა­ზღვრე­ებს უბ­რძა­ნა, ტუ­რის­ტე­ბი არ გა­ა­ტა­რო­თო. მა­შინ ასე ითხოვ­დნენ აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი და ქარ­თულ­მა მხა­რემ რა­ტომ­ღაც, ვიდ­რე ხმა­უ­რი არ ავ­ტე­ხეთ, მე­ზობ­ლის მო­თხოვ­ნა და­აკ­მა­ყო­ფი­ლა. თუმ­ცა, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს მო­ნას­ტერ­სა და ტაძ­რებ­ში ას­ვლის უფ­ლე­ბა ჰქონ­დათ. დღეს კი, ჩვენც აღარ გვიშ­ვე­ბენ.

სა­ზღვრის ჩა­კეტვის მი­ზეზ­ზე ჩვე­ნი სა­სა­ზღვრო სექ­ტო­რის უფ­რო­სი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის, ყა­რა­ი­ა­ზის რე­გი­ო­ნის, და­ვით გა­რე­ჯის მიმ­დე­ბა­რე სა­სა­ზღვრო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გე­ნელს ესა­უბ­რა, აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ­მა თქვა, რომ პრობ­ლე­მა არ იქ­ნე­ბა, თუ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მის ზემ­დგო­მებს სი­ტუ­ა­ცი­ის შეც­ვლას მოს­თხოვს, და­მირ­ე­კონ და სა­ზღვა­რი გა­იხ­სნე­ბაო?! საქ­მის კურ­სში ჩა­ვა­ყე­ნე სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, მეც რომ არ და­მე­რე­კა, ჩემს გა­რე­შეც კარ­გად ეცო­დი­ნე­ბათ რაც ხდე­ბა, მაგ­რამ არა­ფე­რი იც­ვლე­ბა. არა­და, რაც ახლა, და­ვით გა­რე­ჯის უდაბ­ნო­ში, შე­უ­თან­ხმე­ბე­ლი სა­ზღვრის გას­წვრივ ხდე­ბა, არც სა­ერ­თა­შო­რი­სო კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში ჯდე­ბა და არც მე­ზობ­ლურ - მე­გობ­რულ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. ამას­თან, გა­საკ­ვი­რია სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან სრუ­ლი დუ­მი­ლი, მე­ტიც, თავ­ჩა­ღუ­ნულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ყოფ­ნა. გა­და­წყდა ამ მო­ნაკ­ვეთ­ში სა­ქარ­თვე­ლო-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ზღვრის სა­კი­თხი და ამ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა არა­ფე­რი ვი­ცით?“ - აცხა­დებს არ­ქი­მან­დრი­ტი კი­რი­ო­ნი.

მი­სი­ვე თქმით, მდგო­მა­რე­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ვი­ზი­ტის შემ­დეგ და­ი­ძა­ბა.

„სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი „ევ­რო­პა ნოს­ტრას“ ფარ­გლებ­ში, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ხელ­მწი­ფოს სამ წარ­მო­მად­გე­ნელ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და გა­რე­ჯის მო­ნას­ტრებ­ში, და­ათ­ვა­ლი­ე­რა აქა­უ­რო­ბა, ყვე­ლა­ფე­რი ნორ­მის ფარ­გლებ­ში მი­დი­ო­და. ამი­ტო­მაც ვერ ვგე­ბუ­ლობ ყა­რა­ე­თე­ლი მე­სა­ზღვრე­ე­ბის უფ­რო­სის გან­მარ­ტე­ბას, თით­ქოს უფ­რო­სო­ბამ დას­ჯა და­უ­პი­რა იმის გამო, რომ თურ­მე არ იცო­და მო­ნას­ტერ­ში სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი თუ იმ­ყო­ფე­ბო­და. ამა­ნაც, კა­რი­ე­რა მენგრე­ვაო, ადგა და სა­ზღვა­რი ჩა­კე­ტა.

შე­იძ­ლე­ბა ასე ყვე­ლამ თავ­ზე გა­დავ­ლა დაგ­ვი­პი­როს და ჩვენ რე­აქ­ცია არ გვქონ­დეს? მა­შინ რაღა სა­ხელ­მწი­ფოა სა­ქარ­თვე­ლო? მე ვერ გა­მოვ­დი­ვარ მო­ნას­ტრი­დან, რომ უშუ­ა­ლოდ მი­ვა­კი­თხო თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებს და ვკი­თხო გულ­გრი­ლად რა­ტომ უყუ­რე­ბენ იმას, რაც ახლა გა­რე­ჯის უდაბ­ნო­ში ხდე­ბა, ამი­ტო­მაც რო­გორც ყო­ველ­თვის, მე­დი­ის და სა­ზო­გა­დო­ე­ბის აქ­ტი­უ­რო­ბის იმე­დი მაქვს“, - აღ­ნიშ­ნა არ­ქი­მან­დრიტ­მა კი­რი­ონ­მა.

კო­მუ­ნი­კა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს ძა­ლი­ან პარტნი­ო­რულ ატ­მოს­ფე­რო­ში, თუმ­ცა ვი­ცით, რომ ასე­თი სა­კი­თხე­ბის გა­და­წყვე­ტას გარ­კვე­უ­ლი დრო სჭირ­დე­ბა, - ასე მომ­ხდარს სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ვლა­დი­მერ კონ­სტან­ტი­ნი­დი გა­მო­ეხ­მა­უ­რა. მისი თქმით, ამ ეტაპ­ზე ყვე­ლამ ემო­ცი­უ­რი ქმე­დე­ბე­ბი­სა და გან­ცხა­დე­ბე­ბის­გან თავი უნდა შე­ი­კა­ვოს.

"ჩვენს ხელთ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი მე­სა­ზღვრე­ე­ბის მხრი­დან გან­ხორ­ცი­ელ­და ქედს მიღ­მა გა­დამ­სვლე­ლი ნა­კა­დის შე­ზღუდ­ვა. ამის შე­სა­ხებ, რო­გორც სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ, ასე­ვე სა­ზღვრის დაც­ვის შე­სა­ბა­მის­მა სამ­სა­ხურ­მა მივ­მარ­თეთ და აქ­ტი­უ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს და სა­კი­თხის და­რე­გუ­ლი­რე­ბა­ზე ვმუ­შა­ობთ, რათა შე­უ­ფერ­ხებ­ლად მოხ­დეს პი­ლიგ­რი­მე­ბის, ტუ­რის­ტე­ბის, მრევ­ლის გა­და­ად­გი­ლე­ბა. მინ­და გი­თხრათ, რომ კო­მუ­ნი­კა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს ძა­ლი­ან პარტნი­ო­რულ ატ­მოს­ფე­რო­ში, თუმ­ცა ვი­ცით, რომ ასე­თი სა­კი­თხე­ბის გა­და­წყვე­ტას გარ­კვე­უ­ლი დრო სჭირ­დე­ბა. მინ­და ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნო, რომ მსგავს სუ­ტუ­ა­ცი­ებ­ში მი­ზან­შე­წო­ნი­ლია, თავი შე­ვი­კა­ვოთ ემო­ცი­უ­რი ქმე­დე­ბე­ბის, ან გან­ცხა­დე­ბე­ბის­გან, რად­გან ეს პრო­ცესს არ წა­ად­გე­ბა და ხელს შე­უშ­ლის.

იცით, რომ ჩვენ პერ­მა­ნენ­ტუ­ლად ვი­თხოვთ მო­ცე­მულ მო­ნაკ­ვეთ­ზე და სა­ზღვრის მთელ პე­რი­მეტრზე ჩვე­ნი ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბას. იმე­დი გვაქვს, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მხა­რე სა­კითხს გა­გე­ბით და კონ­სტრუქ­ცი­უ­ლად მო­ე­კი­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ვლა­დი­მერ კონ­სტან­ტი­ნიდ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

აზერბაიჯანელებმა უდაბნოს მონასტერი ჩაკეტეს და სასულიერო პირებს აღარ უშვებენ - არქიმანდრიტი კირიონი ფაქტს სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს უკავშირებს

აზერბაიჯანელებმა უდაბნოს მონასტერი ჩაკეტეს და სასულიერო პირებს აღარ უშვებენ - არქიმანდრიტი კირიონი ფაქტს სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს უკავშირებს

დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტის, კირიონის (ონიანი) ცნობით, უკვე სამი დღეა, აზერბაიჯანელებმა უდაბნოს მონასტერი გადაკეტეს და სასულიერო პირებს მონასტერში აღარ უშვებენ. ამის შესახებ არქიმანდრიტმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

„მეზობელი ქვეყნის მესაზღვრეები ბილიკებზე მუშაობენ, გამაფრთხილებელ და ამკრძალავ ნიშნებს არჭობენ, რასაც მშვიდად უყურებენ ქართველი მესაზღვრეები. ისეთივე კრიზისული და უარესი მდგომარეობა იქმნება, როგორც 2012 წლის მაისში, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ ქართველ მესაზღვრეებს უბრძანა, ტურისტები არ გაატაროთო. მაშინ ასე ითხოვდნენ აზერბაიჯანელები და ქართულმა მხარემ რატომღაც, ვიდრე ხმაური არ ავტეხეთ, მეზობლის მოთხოვნა დააკმაყოფილა. თუმცა, სასულიერო პირებს მონასტერსა და ტაძრებში ასვლის უფლება ჰქონდათ. დღეს კი, ჩვენც აღარ გვიშვებენ.

საზღვრის ჩაკეტვის მიზეზზე ჩვენი სასაზღვრო სექტორის უფროსი აზერბაიჯანის, ყარაიაზის რეგიონის, დავით გარეჯის მიმდებარე სასაზღვრო სექტორის წარმომადგენელს ესაუბრა, აზერბაიჯანელმა თქვა, რომ პრობლემა არ იქნება, თუ საქართველოს ხელისუფლება მის ზემდგომებს სიტუაციის შეცვლას მოსთხოვს, დამირეკონ და საზღვარი გაიხსნებაო?! საქმის კურსში ჩავაყენე საქართველოს სახელმწიფოს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, მეც რომ არ დამერეკა, ჩემს გარეშეც კარგად ეცოდინებათ რაც ხდება, მაგრამ არაფერი იცვლება. არადა, რაც ახლა, დავით გარეჯის უდაბნოში, შეუთანხმებელი საზღვრის გასწვრივ ხდება, არც საერთაშორისო კანონმდებლობაში ჯდება და არც მეზობლურ - მეგობრულ ურთიერთობაში. ამასთან, გასაკვირია საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან სრული დუმილი, მეტიც, თავჩაღუნულ მდგომარეობაში ყოფნა. გადაწყდა ამ მონაკვეთში საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საკითხი და ამ ქვეყნის მოქალაქეებმა არაფერი ვიცით?“ - აცხადებს არქიმანდრიტი კირიონი.

მისივე თქმით, მდგომარეობა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ დაიძაბა.

„სალომე ზურაბიშვილი „ევროპა ნოსტრას“ ფარგლებში, აზერბაიჯანის სახელმწიფოს სამ წარმომადგენელთან ერთად იმყოფებოდა გარეჯის მონასტრებში, დაათვალიერა აქაურობა, ყველაფერი ნორმის ფარგლებში მიდიოდა. ამიტომაც ვერ ვგებულობ ყარაეთელი მესაზღვრეების უფროსის განმარტებას, თითქოს უფროსობამ დასჯა დაუპირა იმის გამო, რომ თურმე არ იცოდა მონასტერში საქართველოს პრეზიდენტი თუ იმყოფებოდა. ამანაც, კარიერა მენგრევაო, ადგა და საზღვარი ჩაკეტა.

შეიძლება ასე ყველამ თავზე გადავლა დაგვიპიროს და ჩვენ რეაქცია არ გვქონდეს? მაშინ რაღა სახელმწიფოა საქართველო? მე ვერ გამოვდივარ მონასტრიდან, რომ უშუალოდ მივაკითხო თანამდებობის პირებს და ვკითხო გულგრილად რატომ უყურებენ იმას, რაც ახლა გარეჯის უდაბნოში ხდება, ამიტომაც როგორც ყოველთვის, მედიის და საზოგადოების აქტიურობის იმედი მაქვს“, - აღნიშნა არქიმანდრიტმა კირიონმა.

კომუნიკაცია მიმდინარეობს ძალიან პარტნიორულ ატმოსფეროში, თუმცა ვიცით, რომ ასეთი საკითხების გადაწყვეტას გარკვეული დრო სჭირდება, - ასე მომხდარს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ვლადიმერ კონსტანტინიდი გამოეხმაურა. მისი თქმით, ამ ეტაპზე ყველამ ემოციური ქმედებებისა და განცხადებებისგან თავი უნდა შეიკავოს.

"ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მხრიდან განხორციელდა ქედს მიღმა გადამსვლელი ნაკადის შეზღუდვა. ამის შესახებ, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ასევე საზღვრის დაცვის შესაბამისმა სამსახურმა მივმართეთ და აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს და საკითხის დარეგულირებაზე ვმუშაობთ, რათა შეუფერხებლად მოხდეს პილიგრიმების, ტურისტების, მრევლის გადაადგილება. მინდა გითხრათ, რომ კომუნიკაცია მიმდინარეობს ძალიან პარტნიორულ ატმოსფეროში, თუმცა ვიცით, რომ ასეთი საკითხების გადაწყვეტას გარკვეული დრო სჭირდება. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მსგავს სუტუაციებში მიზანშეწონილია, თავი შევიკავოთ ემოციური ქმედებების, ან განცხადებებისგან, რადგან ეს პროცესს არ წაადგება და ხელს შეუშლის.

იცით, რომ ჩვენ პერმანენტულად ვითხოვთ მოცემულ მონაკვეთზე და საზღვრის მთელ პერიმეტრზე ჩვენი ინტერესების გათვალისწინებას. იმედი გვაქვს, რომ აზერბაიჯანული მხარე საკითხს გაგებით და კონსტრუქციულად მოეკიდება", - განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი