პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცემასა და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული სამართალდამცველები და გამოუძიებელი გახმაურებული საქმეები
ცემასა და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული სამართალდამცველები და გამოუძიებელი გახმაურებული საქმეები

15 წლის ლუკა სი­რა­ძის საქ­მემ, კი­დევ ერთხელ გა­მოკ­ვე­თა სის­ტე­მა­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი. ბიჭი, რო­მელ­მაც პო­ლი­ცი­ა­ში და­კი­თხვის შემ­დეგ თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და, სა­მარ­თალ­დამცლე­ბის მხრი­დან ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლის მსხვერ­პლი გახ­და.

მო­ზარ­დის მი­მართ ჩვე­ნე­ბის იძუ­ლე­ბის ფაქ­ტზე, უკვე და­ა­კა­ვეს საქ­მის გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი მა­რი­ა­ნა ჩო­ლო­ი­ა­ნი. თუმ­ცა, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცია", რო­მე­ლიც სი­რა­ძის ოჯა­ხის ინ­ტე­რე­სებს იცავს, ირ­წმუ­ნე­ბა, რომ არას­რულ­წლო­ვან­ზე ზე­წო­ლას პო­ლი­ცი­ის კი­დევ მი­ნი­მუმ 3 თა­ნამ­შრო­მე­ლი ახორ­ცი­ე­ლებ­და, რო­მელ­თა ვი­ნა­ო­ბაც დად­გე­ნი­ლი არ არის.

დას­ტურ­დე­ბა ისიც, რომ ბავ­შვი პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მშობ­ლის გა­რე­შე დრო­ის სხვა­დას­ხვა მო­ნაკ­ვეთ­ში მხო­ლოდ პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მელ­თა გა­რე­მოც­ვა­ში რამ­დენ­ჯერ­მე დარ­ჩა. მათ შო­რის არას­რულ­წლო­ვანს ცალ­კე ესა­უბ­რე­ბო­და პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე.

ბოლო პე­რი­ოდ­ში არა­ერ­თხელ გვსმე­ნია სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მი­მართ ბრალ­დე­ბე­ბი - მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი პო­ლი­ცი­ე­ლებს სას­ტიკ ცე­მა­სა და არა­ა­და­მი­ა­ნურ მო­პყრო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ.

AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და, რამ­დე­ნად ეფექ­ტუ­რად იძი­ებს პრო­კუ­რა­ტუ­რა ამ­გვარ საქ­მე­ებს.

2019 წელს სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ორი გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ გახ­და ცნო­ბი­ლი - უჩა ილაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბა­სა და ზვი­ად მთავ­რიშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მის ფი­გუ­რან­ტი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი, რომ­ლებ­საც არა­ა­და­მი­ა­ნურ მო­პყრო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ, დღემ­დე აგ­რძე­ლე­ბენ უწყე­ბა­ში მუ­შა­ო­ბას. არ­ცერთ მათ­განს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა არ შე­ჩე­რე­ბია.

  • უჩა ილაშ­ვი­ლის საქ­მე

მიმ­დი­ნა­რე წლის 22 მარტს უჩა ილაშ­ვი­ლი და თორ­ნი­კე ტუ­რი­აშ­ვი­ლი ალაზ­ნის აკ­რძა­ლულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ნა­ვით თევ­ზა­ობ­დნენ. რო­გორც ილაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი ყვე­ბა, ამ დროს გა­რე­მოს დაც­ვის ინ­სპექ­ცი­ის თა­ნამ­შრო­მელ­მა ბე­სიკ შუ­ბი­თი­ძემ, გაფრ­თხი­ლე­ბის გა­რე­შე ცე­ცხლი გა­უხ­სნა ორი­ვე მათ­განს. თუმ­ცა, უწყე­ბის თა­ნამ­შრო­მე­ლი სა­პი­რის­პი­როს ამ­ტკი­ცებ­და. შუ­ბი­თი­ძის თქმით, თა­ნამ­შრო­მელ­თან ერ­თად, გეგ­მი­ურ შე­მოვ­ლა­ზე გურ­ჯა­ან­ში, მდი­ნა­რე ალაზ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, რა დრო­საც ბრა­კო­ნი­ე­რე­ბი შე­ნიშ­ნა, რომ­ლებ­მაც მათი მი­სა­მარ­თით ის­რო­ლეს. შუ­ბი­თი­ძის თქმით, ბრა­კო­ნი­ე­რებს ნიღ­ბე­ბი ეკე­თ­ათ და სა­ხე­ე­ბი ვერ გა­არ­ჩია.

ილაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტის არ­ჩილ ჩო­ფი­კაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა ცე­მი­თა და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბით წა­იყ­ვა­ნეს და­კა­ვე­ბუ­ლი და ტუ­რი­აშ­ვი­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში. მი­სი­ვე თქმით, უჩა ილაშ­ვილს მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში ცე­მით აი­ძუ­ლებ­დნენ, მე­გობ­რის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ჩვე­ნე­ბა მი­ე­ცა. სა­ბო­ლო­ოდ, და­კა­ვე­ბუ­ლებს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის 173-ე მუხ­ლით შე­უდ­გი­ნეს და­კა­ვე­ბის ოქმი და ყვარ­ლის დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტორ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

პრო­კუ­რა­ტუ­რა საქ­მეს 333-ე მუხ­ლით იძი­ებს, რაც სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბას გუ­ლის­ხმობს. ილაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი არ­ჩილ ჩო­ფი­კაშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ გა­მო­ძი­ე­ბა არა­ე­ფექ­ტუ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ გა­მო­ძი­ე­ბა დრო­უ­ლად და ეფექ­ტუ­რად არ წა­რი­მარ­თე­ბა, იგი ამ საქ­მის გა­სა­ჩივ­რე­ბას სტრას­ბურ­გში გეგ­მავს.

  • ზვი­ად მთავ­რიშ­ვი­ლის საქ­მე

2019 წლის 22 მარტს გურ­ჯა­ან­ში, მთავ­რიშ­ვი­ლე­ბის ოჯახ­ში მომ­ხდა­რი შე­კა­მა­თე­ბის გამო 112-ში ზა­რის შეს­ვლის შემ­დეგ, პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მი­თი­თე­ბულ მი­სა­მარ­თზე მი­ვიდ­ნენ.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზვი­ად მთავ­რიშ­ვი­ლი პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­მო­კი­თხვის მიზ­ნით გა­და­იყ­ვა­ნეს მას შემ­დეგ, რაც დას­თან - მა­რი­ნე მთავ­რიშ­ვილ­თან კონ­ფლიქ­ტის დროს მის­მა არას­რულ­წლო­ვან­მა დის­შვილ­მა 112-თან და­კავ­ში­რე­ბის შე­დე­გად სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის დახ­მა­რე­ბა ითხო­ვა.

ზვი­ად მთავ­რიშ­ვი­ლის ოჯა­ხის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გურ­ჯა­ა­ნის სო­ფელ კაჭ­რეთ­ში, პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბა­ში გა­დაყ­ვა­ნი­ლი მა­მა­კა­ცი სას­ტი­კად სცე­მეს. სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ მთავ­რიშ­ვი­ლი თა­ვის ტკი­ვილს უჩი­ო­და და ამ­ბობ­და, რომ პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა სცე­მეს. მისი მდგო­მა­რე­ო­ბა მე­ო­რე დღეს გა­უ­ა­რეს­და, ძლი­ე­რი თა­ვის ტკი­ვი­ლი და­ე­წყო და მეხ­სი­ე­რე­ბის პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა.

მთავ­რიშ­ვი­ლი პირ­ველ აპ­რილს გურ­ჯა­ა­ნის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში უგო­ნოდ გა­და­იყ­ვა­ნეს. დი­აგ­ნო­ზად და­უს­ვეს „ტრავ­მუ­ლი სუბ­დუ­რუ­ლი სის­ხლჩაქ­ცე­ვა“, კომა. იმა­ვე დღეს კი თბი­ლის­ში, ღუ­დუ­შა­უ­რის კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. პა­ცი­ენ­ტი 15 აპ­რილს გარ­და­იც­ვა­ლა.

ზვი­ად მთავ­რიშ­ვი­ლის მი­მართ პო­ლი­ცი­ელ­თა მხრი­დან შე­საძ­ლო ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე, კა­ხე­თის სა­ოლ­ქო პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ნა­წილ­ში გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო 2019 წლის 1 აპ­რილს გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის ფაქ­ტზე, ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბით, და­ნა­შა­უ­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 333-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "ბ" ქვე­პუნ­ქტით.

გა­ვიხ­სე­ნოთ უახ­ლო­ეს წარ­სულ­ში მომ­ხდა­რი რამ­დე­ნი­მე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე, რომ­ლებ­მაც უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბის კრი­ტი­კა გა­მო­იწ­ვია და ჩვენც, ჟურ­ნა­ლის­ტებ­საც ბევ­რი კი­თხვის ნი­შა­ნი გაგ­ვი­ჩი­ნა.

  • სერ­გო მა­მა­სახ­ლი­სის საქ­მე

AMBEBI.GE-მ რამ­დე­ნი­მე თვის წინ მკი­თხველს ექ­სკლუ­ზი­უ­რად გა­აც­ნო მსჯავ­რდე­ბულ სერ­გო მა­მა­სახ­ლი­სის საქ­მე. პა­ტიმ­რის ინ­ტე­რე­სებს არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია „ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრი“ იცავს. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში მი­იჩ­ნე­ვენ, რომ მა­მა­სახ­ლი­სი პო­ლი­ცი­ის მხრი­დან სას­ტი­კი ცე­მი­სა და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის მსხვერ­პლი გახ­და. იგი 2017 წლის სექ­ტემ­ბერ­ში დე­ზერ­ტი­რე­ბის ბაზ­რის მიმ­დაბ­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან აიყ­ვა­ნეს. სა­სა­მარ­თლომ ყა­ჩა­ღო­ბის ბრა­ლი წა­უ­ყე­ნა და ამ­ჟა­მად სას­ჯელს იხ­დის გლ­და­ნის მერ­ვე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში.

მსჯავ­რდე­ბუ­ლი და­ნა­შა­ულს არ აღი­ა­რებს და ამ­ტკი­ცებს, რომ პო­ლი­ცი­ამ მის­გან აღი­ა­რე­ბით ჩვე­ნე­ბა გა­უ­საძ­ლი­სი ფი­ზი­კუ­რი და მო­რა­ლუ­რი ზე­წო­ლის შე­დე­გად მო­ი­პო­ვა. სერ­გო მა­მა­სახ­ლი­სი აცხა­დებს, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი შვი­ლის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბით და­ე­მუქრნენ და თავ­ზე პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პარ­კი ჩა­მო­აც­ვეს. მა­მა­სახ­ლი­სის და­კა­ვე­ბის­თა­ნა­ვე საქ­მე­ში ჩა­ერ­თო სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ოფი­სი, რო­მელ­მაც წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­ში მყო­ფი ბრალ­დე­ბუ­ლი მო­ი­ნა­ხუ­ლა და დო­კუ­მენ­ტში აღ­წე­რა მისი ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი.

ორი წე­ლია რაც პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში შე­საძ­ლო წა­მე­ბა­სა და არა­ა­და­მი­ა­ნურ მო­პყრო­ბა­ში და­და­ნა­შა­უ­ლე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ლე­ბის მი­მართ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. ად­ვო­კა­ტი დი­მიტ­რი ნო­ზა­ძე გა­მოთ­ქვამს ეჭვს, რომ უწყე­ბა­ში საქ­მე ფორ­მა­ლუ­რა­დაა აღ­ძრუ­ლი და რე­ა­ლუ­რად სი­მარ­თლის და­სად­გე­ნად არა­ფე­რი კეთ­დე­ბა. მისი თქმით, იგი უშე­დე­გოდ ცდი­ლობს მი­ი­ღოს ინ­ფორ­მა­ცია სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნოს­გან, თუ რა ეტაპ­ზეა აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მის ძი­ე­ბა.

ამ სტა­ტი­ის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის დღეს­ვე (2019 წლის 22 თე­ბერ­ვალს) AMBEBI.GE-მ წე­რი­ლო­ბით მი­მარ­თა პრო­კუ­რა­ტუ­რას და მო­ი­თხო­ვა ინ­ფორ­მა­ცია, თუ რა ეტაპ­ზეა აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცე­სი. თუმ­ცა უწყე­ბის­გან პა­სუ­ხი არ მიგ­ვი­ღია.

  • დე­მურ სტუ­რუ­ას საქ­მე

კი­დევ ერთი გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მე, რო­მელ­შიც ბრალ­დე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი სა­სა­მარ­თლომ გა­ა­მარ­თლა - 2017 წლის 9 ივ­ნისს ყო­ფი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი გო­დერ­ძი თევ­ზა­ძე, რო­მელ­საც ბრა­ლი ედე­ბო­და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბი­სა და გარ­დაც­ვლი­ლი დე­მურ სტუ­რუ­ას თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნა­ში, ქუ­თა­ი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ გა­ა­მარ­თლა.

22 წლის დე­მურ სტუ­რუა 2016 წლის 7 აგ­ვის­ტოს სამ­ტრე­დი­ის რა­ი­ონ­ში, სო­ფელ დაფ­ნარ­ში ჩა­მომ­ხრჩვა­ლი იპო­ვეს. მან თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე და­ტო­ვა წე­რი­ლი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, თავი მო­იკ­ლა პო­ლი­ცი­ელ გო­დერ­ძი თევ­ზა­ძის ზე­წო­ლის გამო. სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ დე­მურ სტუ­რუ­ას წე­რილ­ში მოხ­სე­ნი­ე­ბულ პო­ლი­ცი­ელს, სამ­ტრე­დი­ის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს უბ­ნის ინ­სპექ­ტორ-გა­მომ­ძი­ე­ბელს, გო­დერ­ძი თევ­ზა­ძეს ბრა­ლი 2016 წლის 29 აგ­ვის­ტოს წა­უ­ყე­ნა თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ძა­ლა­დო­ბით გა­და­მე­ტე­ბის მუხ­ლით. მას­ზე გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ძებ­ნის შემ­დეგ სა­მარ­თალ­დამ­ცავ უწყე­ბებს თევ­ზა­ძე თა­ვად ჩა­ბარ­და.

საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით და­დას­ტურ­და თვით­მკვლე­ლო­ბის წინ დე­მურ სტუ­რუ­ას მიერ და­წე­რი­ლი წე­რი­ლის ნამ­დვი­ლო­ბაც და მისი წა­მე­ბის ფაქ­ტიც. სტუ­რუ­ას ოჯა­ხის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით, გარ­დაც­ვლილს მარ­ჯვე­ნა ფე­ხის წვივ­ზე აქვს და­ზი­ა­ნე­ბა, არის ნა­ცე­მი და წა­მე­ბის კვა­ლი აღე­ნიშ­ნე­ბო­და ენის მარ­ცხე­ნა მხა­რე­ზეც.

  • ოდე­ნა ბა­რა­მი­ას საქ­მე

ოდე­ნა ბა­რა­მი­ას 2016 წლის აპ­რილ­ში სე­ნაკ­ში ავ­ტო­მო­ბი­ლი გა­უ­ფუჭ­და, რის გა­მოც ღამე გა­ა­თია მან­ქა­ნა­ში. მე­ო­რე დი­ლით ფე­ხით გა­აგ­რძე­ლა გზა, რის შემ­დე­გაც მას პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი შეხ­ვდნენ და ალ­კო­ტეს­ტის გავ­ლა მოს­თხო­ვეს. ად­ვო­კა­ტის, ეკა ცი­მა­კუ­რი­ძის თქმით, თავ­და­პირ­ვე­ლად ბა­რა­მი­ამ უარი გა­ნა­ცხა­და ალ­კო­ტეს­ტის გავ­ლა­ზე, რად­გა­ნაც იგი მან­ქა­ნას არ მარ­თავ­და, თუმ­ცა შემ­დეგ მა­ინც გა­ი­ა­რა და სიმ­თვრა­ლე არ და­უდ­გინ­და. ცი­მა­კუ­რი­ძის თქმით, ბა­რა­მი­ას თავ­და­პირ­ველ­მა უარ­მა გა­მო­იწ­ვია პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა, რის შემ­დეგ ის ჯერ პო­ლი­ცი­ის მან­ქა­ნა­ში სცე­მეს, შემ­დეგ პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 333–ე მუხ­ლის მი­ხედ­ვით, რაც სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბას ნიშ­ნავს, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით საქ­მე გა­და­აკ­ვა­ლი­ფი­ცი­რა და გა­მო­ძი­ე­ბა 373–ე მუხ­ლის მი­ხედ­ვით და­ი­წყო, რაც ცრუ დას­მე­ნას გუ­ლის­ხმობს.

ბა­რა­მი­ას ინ­ტე­რე­სებს იცავს არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია „ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცია“. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში მი­იჩ­ნე­ვენ, რომ სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბებ­მა საქ­მე არა­სა­თა­ნა­დოდ გა­მო­ი­ძი­ეს.

"აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პო­ლი­ცი­ელ­თა მხრი­დან უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა შე­წყდა ისე, რომ არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა საქ­მის ყვე­ლა გა­რე­მო­ე­ბის სრულ­ყო­ფი­ლი შეს­წავ­ლა და ყვე­ლა რე­ლე­ვან­ტუ­რი ფაქ­ტის გა­და­მოწ­მე­ბა. მა­გა­ლი­თად, არ არის და­კი­თხუ­ლი დამ­ლა­გე­ბე­ლი, რო­მელ­მაც, ბრალ­დე­ბუ­ლის გან­მარ­ტე­ბით, ცე­მის შემ­დეგ სის­ხლის კვა­ლი გაწ­მინ­და; არ არის ამო­ღე­ბუ­ლი და შე­მოწ­მე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბუ­ლის ქურ­თუ­კი, რო­მელ­ზეც ბრალ­დე­ბუ­ლის მი­თი­თე­ბით, აღი­ნიშ­ნე­ბო­და სის­ხლის კვა­ლი“ - გან­მარ­ტა­ვენ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში.

საია მი­იჩ­ნევს, რომ ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ უსა­მარ­თლო გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ი­ტა­ნა. მათი გან­ცხა­დე­ბით, ამ­გვა­რი პრაქ­ტი­კის დამ­კვიდ­რე­ბა სა­გან­გა­შო შე­დე­გებს გა­მო­ი­ღებს:

"სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს, იმ პი­რის სის­ხლის სა­მარ­თლებ­რივ პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მა ცრუ ბრალ­დე­ბის გამო, რო­მე­ლიც აცხა­დებს, რომ სცე­მეს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი უწყე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა. მა­ში­ნაც კი, როცა საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის ეტაპ­ზე ან სა­სა­მარ­თლო­ში გან­ხილ­ვის შე­დე­გად უტყუ­ა­რად ვერ დას­ტურ­დე­ბა პო­ლი­ცი­ელ­თა მხრი­დან ცე­მის ფაქ­ტი, აღ­ნიშ­ნუ­ლი არ წარ­მო­ად­გენს საკ­მა­რის სა­ფუძ­ველს იმის­თვის, რომ პირი, რო­მე­ლიც ჩი­ვის ცე­მის გამო, მი­ე­ცეს სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში ცრუ დას­მე­ნის ბრალ­დე­ბით.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ამ­გვა­რი პრაქ­ტი­კა უარ­ყო­ფით ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენს იმ მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე, რო­მელ­თა მი­მართ შე­საძ­ლოა ად­გი­ლი ჰქონ­დეს პო­ლი­ცი­ის მიერ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბას, რათა ვერ გა­ბე­დონ აღ­ნიშ­ნუ­ლის გა­ცხა­დე­ბა, იმ ში­შით, რომ საკ­მა­რი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის არარ­სე­ბო­ბის ან არა­ე­ფექ­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის გამო, შე­საძ­ლოა მათ წი­ნა­აღ­მდე­გაც და­ი­წყოს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა ცრუ დას­მე­ნის ბრალ­დე­ბით", - გან­მარ­ტა­ვენ ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტე­ბი.

..
4

ასეა სანამ სადისტი ნაცების კადრები იქნებიან სისტემაში ასე იქნება

ავტორი:

ცემასა და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული სამართალდამცველები და გამოუძიებელი გახმაურებული საქმეები

ცემასა და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული სამართალდამცველები და გამოუძიებელი გახმაურებული საქმეები

15 წლის ლუკა სირაძის საქმემ, კიდევ ერთხელ გამოკვეთა სისტემაში არსებული პრობლემები. ბიჭი, რომელმაც პოლიციაში დაკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, სამართალდამცლების მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლი გახდა.

მოზარდის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე, უკვე დააკავეს საქმის გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი. თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", რომელიც სირაძის ოჯახის ინტერესებს იცავს, ირწმუნება, რომ არასრულწლოვანზე ზეწოლას პოლიციის კიდევ მინიმუმ 3 თანამშრომელი ახორციელებდა, რომელთა ვინაობაც დადგენილი არ არის.

დასტურდება ისიც, რომ ბავშვი პოლიციის განყოფილებაში მშობლის გარეშე დროის სხვადასხვა მონაკვეთში მხოლოდ პოლიციის თანამშრომელთა გარემოცვაში რამდენჯერმე დარჩა. მათ შორის არასრულწლოვანს ცალკე ესაუბრებოდა პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილე.

ბოლო პერიოდში არაერთხელ გვსმენია სამართალდამცველების მიმართ ბრალდებები - მოქალაქეები პოლიციელებს სასტიკ ცემასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ.

AMBEBI.GE დაინტერესდა, რამდენად ეფექტურად იძიებს პროკურატურა ამგვარ საქმეებს.

2019 წელს საზოგადოებისთვის ორი გახმაურებული შემთხვევის შესახებ გახდა ცნობილი - უჩა ილაშვილის დაკავებასა და ზვიად მთავრიშვილის გარდაცვალების საქმის ფიგურანტი პოლიციელები, რომლებსაც არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ, დღემდე აგრძელებენ უწყებაში მუშაობას. არცერთ მათგანს უფლებამოსილება არ შეჩერებია.

  • უჩა ილაშვილის საქმე

მიმდინარე წლის 22 მარტს უჩა ილაშვილი და თორნიკე ტურიაშვილი ალაზნის აკრძალულ ტერიტორიაზე ნავით თევზაობდნენ. როგორც ილაშვილის ადვოკატი ყვება, ამ დროს გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომელმა ბესიკ შუბითიძემ, გაფრთხილების გარეშე ცეცხლი გაუხსნა ორივე მათგანს. თუმცა, უწყების თანამშრომელი საპირისპიროს ამტკიცებდა. შუბითიძის თქმით, თანამშრომელთან ერთად, გეგმიურ შემოვლაზე გურჯაანში, მდინარე ალაზნის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, რა დროსაც ბრაკონიერები შენიშნა, რომლებმაც მათი მისამართით ისროლეს. შუბითიძის თქმით, ბრაკონიერებს ნიღბები ეკეთათ და სახეები ვერ გაარჩია.

ილაშვილის ადვოკატის არჩილ ჩოფიკაშვილის ინფორმაციით, პოლიციელებმა ცემითა და არაადამიანური მოპყრობით წაიყვანეს დაკავებული და ტურიაშვილი განყოფილებაში. მისივე თქმით, უჩა ილაშვილს მთელი ღამის განმავლობაში ცემით აიძულებდნენ, მეგობრის საწინააღმდეგო ჩვენება მიეცა. საბოლოოდ, დაკავებულებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 173-ე მუხლით შეუდგინეს დაკავების ოქმი და ყვარლის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

პროკურატურა საქმეს 333-ე მუხლით იძიებს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. ილაშვილის ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი მიიჩნევს, რომ გამოძიება არაეფექტურად მიმდინარეობს. იმ შემთხვევაში, თუ გამოძიება დროულად და ეფექტურად არ წარიმართება, იგი ამ საქმის გასაჩივრებას სტრასბურგში გეგმავს.

  • ზვიად მთავრიშვილის საქმე

2019 წლის 22 მარტს გურჯაანში, მთავრიშვილების ოჯახში მომხდარი შეკამათების გამო 112-ში ზარის შესვლის შემდეგ, პოლიციის თანამშრომლები მითითებულ მისამართზე მივიდნენ.

პროკურატურის ინფორმაციით, ზვიად მთავრიშვილი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის მიზნით გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც დასთან - მარინე მთავრიშვილთან კონფლიქტის დროს მისმა არასრულწლოვანმა დისშვილმა 112-თან დაკავშირების შედეგად სამართალდამცავების დახმარება ითხოვა.

ზვიად მთავრიშვილის ოჯახის ინფორმაციით, გურჯაანის სოფელ კაჭრეთში, პოლიციის შენობაში გადაყვანილი მამაკაცი სასტიკად სცემეს. სახლში დაბრუნების შემდეგ მთავრიშვილი თავის ტკივილს უჩიოდა და ამბობდა, რომ პოლიციელებმა სცემეს. მისი მდგომარეობა მეორე დღეს გაუარესდა, ძლიერი თავის ტკივილი დაეწყო და მეხსიერების პრობლემები შეექმნა.

მთავრიშვილი პირველ აპრილს გურჯაანის საავადმყოფოში უგონოდ გადაიყვანეს. დიაგნოზად დაუსვეს „ტრავმული სუბდურული სისხლჩაქცევა“, კომა. იმავე დღეს კი თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. პაციენტი 15 აპრილს გარდაიცვალა.

ზვიად მთავრიშვილის მიმართ პოლიციელთა მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტზე, კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში გამოძიება დაიწყო 2019 წლის 1 აპრილს გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, ჩადენილი ძალადობით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით.

გავიხსენოთ უახლოეს წარსულში მომხდარი რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე, რომლებმაც უფლებადამცველების კრიტიკა გამოიწვია და ჩვენც, ჟურნალისტებსაც ბევრი კითხვის ნიშანი გაგვიჩინა.

  • სერგო მამასახლისის საქმე

AMBEBI.GE-მ რამდენიმე თვის წინ მკითხველს ექსკლუზიურად გააცნო მსჯავრდებულ სერგო მამასახლისის საქმე. პატიმრის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ იცავს. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ მამასახლისი პოლიციის მხრიდან სასტიკი ცემისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა. იგი 2017 წლის სექტემბერში დეზერტირების ბაზრის მიმდაბრე ტერიტორიიდან აიყვანეს. სასამართლომ ყაჩაღობის ბრალი წაუყენა და ამჟამად სასჯელს იხდის გლდანის მერვე დაწესებულებაში.

მსჯავრდებული დანაშაულს არ აღიარებს და ამტკიცებს, რომ პოლიციამ მისგან აღიარებით ჩვენება გაუსაძლისი ფიზიკური და მორალური ზეწოლის შედეგად მოიპოვა. სერგო მამასახლისი აცხადებს, რომ სამართალდამცველები შვილის გაუპატიურებით დაემუქრნენ და თავზე პოლიეთილენის პარკი ჩამოაცვეს. მამასახლისის დაკავებისთანავე საქმეში ჩაერთო სახალხო დამცველის ოფისი, რომელმაც წინასწარი დაკავების იზოლატორში მყოფი ბრალდებული მოინახულა და დოკუმენტში აღწერა მისი ფიზიკური დაზიანებები.

ორი წელია რაც პროკურატურაში შესაძლო წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში დადანაშაულებული პოლიცილების მიმართ საქმის გამოძიება მიმდინარეობს. ადვოკატი დიმიტრი ნოზაძე გამოთქვამს ეჭვს, რომ უწყებაში საქმე ფორმალურადაა აღძრული და რეალურად სიმართლის დასადგენად არაფერი კეთდება. მისი თქმით, იგი უშედეგოდ ცდილობს მიიღოს ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოსგან, თუ რა ეტაპზეა აღნიშნული საქმის ძიება.

ამ სტატიის გამოქვეყნების დღესვე (2019 წლის 22 თებერვალს) AMBEBI.GE-მ წერილობით მიმართა პროკურატურას და მოითხოვა ინფორმაცია, თუ რა ეტაპზეა აღნიშნული საქმის გამოძიების პროცესი. თუმცა უწყებისგან პასუხი არ მიგვიღია.

  • დემურ სტურუას საქმე

კიდევ ერთი გახმაურებული საქმე, რომელშიც ბრალდებული პოლიციელი სასამართლომ გაამართლა - 2017 წლის 9 ივნისს ყოფილი პოლიციელი გოდერძი თევზაძე, რომელსაც ბრალი ედებოდა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და გარდაცვლილი დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გაამართლა.

22 წლის დემურ სტურუა 2016 წლის 7 აგვისტოს სამტრედიის რაიონში, სოფელ დაფნარში ჩამომხრჩვალი იპოვეს. მან თვითმკვლელობამდე დატოვა წერილი, რომლის თანახმადაც, თავი მოიკლა პოლიციელ გოდერძი თევზაძის ზეწოლის გამო. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დემურ სტურუას წერილში მოხსენიებულ პოლიციელს, სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს, გოდერძი თევზაძეს ბრალი 2016 წლის 29 აგვისტოს წაუყენა თვითმკვლელობამდე მიყვანის და სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების მუხლით. მასზე გამოცხადებული ძებნის შემდეგ სამართალდამცავ უწყებებს თევზაძე თავად ჩაბარდა.

საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა თვითმკვლელობის წინ დემურ სტურუას მიერ დაწერილი წერილის ნამდვილობაც და მისი წამების ფაქტიც. სტურუას ოჯახის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით, გარდაცვლილს მარჯვენა ფეხის წვივზე აქვს დაზიანება, არის ნაცემი და წამების კვალი აღენიშნებოდა ენის მარცხენა მხარეზეც.

  • ოდენა ბარამიას საქმე

ოდენა ბარამიას 2016 წლის აპრილში სენაკში ავტომობილი გაუფუჭდა, რის გამოც ღამე გაათია მანქანაში. მეორე დილით ფეხით გააგრძელა გზა, რის შემდეგაც მას პოლიციელები შეხვდნენ და ალკოტესტის გავლა მოსთხოვეს. ადვოკატის, ეკა ციმაკურიძის თქმით, თავდაპირველად ბარამიამ უარი განაცხადა ალკოტესტის გავლაზე, რადგანაც იგი მანქანას არ მართავდა, თუმცა შემდეგ მაინც გაიარა და სიმთვრალე არ დაუდგინდა. ციმაკურიძის თქმით, ბარამიას თავდაპირველმა უარმა გამოიწვია პოლიციელების გაღიზიანება, რის შემდეგ ის ჯერ პოლიციის მანქანაში სცემეს, შემდეგ პოლიციის განყოფილებაში.

პროკურატურამ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 333–ე მუხლის მიხედვით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ნიშნავს, თუმცა მოგვიანებით საქმე გადააკვალიფიცირა და გამოძიება 373–ე მუხლის მიხედვით დაიწყო, რაც ცრუ დასმენას გულისხმობს.

ბარამიას ინტერესებს იცავს არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ საგამოძიებო უწყებებმა საქმე არასათანადოდ გამოიძიეს.

"აღსანიშნავია, რომ პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება შეწყდა ისე, რომ არ ჩატარებულა საქმის ყველა გარემოების სრულყოფილი შესწავლა და ყველა რელევანტური ფაქტის გადამოწმება. მაგალითად, არ არის დაკითხული დამლაგებელი, რომელმაც, ბრალდებულის განმარტებით, ცემის შემდეგ სისხლის კვალი გაწმინდა; არ არის ამოღებული და შემოწმებული ბრალდებულის ქურთუკი, რომელზეც ბრალდებულის მითითებით, აღინიშნებოდა სისხლის კვალი“ - განმარტავენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.

საია მიიჩნევს, რომ ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ უსამართლო განაჩენი გამოიტანა. მათი განცხადებით, ამგვარი პრაქტიკის დამკვიდრება საგანგაშო შედეგებს გამოიღებს:

"სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, იმ პირის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა ცრუ ბრალდების გამო, რომელიც აცხადებს, რომ სცემეს სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებმა. მაშინაც კი, როცა საქმის გამოძიების ეტაპზე ან სასამართლოში განხილვის შედეგად უტყუარად ვერ დასტურდება პოლიციელთა მხრიდან ცემის ფაქტი, აღნიშნული არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს იმისთვის, რომ პირი, რომელიც ჩივის ცემის გამო, მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში ცრუ დასმენის ბრალდებით.

მნიშვნელოვანია, რომ ამგვარი პრაქტიკა უარყოფით ზეგავლენას ახდენს იმ მოქალაქეებზე, რომელთა მიმართ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს პოლიციის მიერ უფლებამოსილების გადამეტებას, რათა ვერ გაბედონ აღნიშნულის გაცხადება, იმ შიშით, რომ საკმარისი მტკიცებულებების არარსებობის ან არაეფექტური გამოძიების გამო, შესაძლოა მათ წინააღმდეგაც დაიწყოს სისხლის სამართლის საქმის გამოძიება ცრუ დასმენის ბრალდებით", - განმარტავენ ახალგაზრდა იურისტები.

შატილის გზაზე მომხდარი ავარიის საქმეზე "თრეველ ჯის" დირექტორი და ამავე კომპანიის დაქირავებული "მარშრუტკის" მესაკუთრე დააკავეს

რა შემთხვევაში ექნება ნიკა მელიას საკანში ტელევიზორით სარგებლობის უფლება - პენიტენციური სამსახურის განცხადება

"თავს გრძნობს მხნედ... ერთადერთი მოთხოვნაა, რომ საკანში არ აქვს ტელევიზორი" - ნიკა მელია საკანში სახალხო დამცველმა მოინახულა