Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა პროდუქტები უნდა მიიღოს ბავშვმა, რომ ორგანიზმიდან ტყვია გამოიდევნოს - გასტროენტეროლოგის რჩევები მშობლებს
რა პროდუქტები უნდა მიიღოს ბავშვმა, რომ ორგანიზმიდან ტყვია გამოიდევნოს - გასტროენტეროლოგის რჩევები მშობლებს

კვლე­ვის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლო­ში ბავ­შვე­ბის 25%-ის სის­ხლში ტყვი­ის შემ­ცვე­ლო­ბის მცი­რე­დი, ბავ­შვე­ბის 16%-ში კი შე­და­რე­ბით მა­ღა­ლი მა­ტე­ბაა. ინ­ფორ­მა­ცია და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლმა ცენ­ტრმა გა­ავ­რცე­ლა.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2018 წლის სექ­ტემ­ბრი­დან დე­კემ­ბრამ­დე პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში მრა­ვა­ლინ­დი­კა­ტო­რუ­ლი კლას­ტე­რუ­ლი კვლე­ვის (MICS) ფარ­გლებ­ში, რო­მე­ლიც ში­ნა­მე­ურ­ნე­ო­ბე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი კვლე­ვაა მსოფ­ლი­ო­ში, პირ­ვე­ლად ჩა­ტარ­და ტყვი­ის კომ­პო­ნენ­ტის კვლე­ვა.

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტყვი­ის დო­ნის გან­სა­სა­ზღვრად, ვე­ნუ­რი სის­ხლის სინ­ჯე­ბი შეგ­როვ­და 2-7 წლის 1578 ბავ­შვის­გან სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით. ბავ­შვე­ბის კვლე­ვა­ში ჩარ­თვა მოხ­და შემ­თხვე­ვი­თი შერ­ჩე­ვის პრინ­ცი­პით და სინ­ჯე­ბი გა­იგ­ზავ­ნა იტა­ლი­ის ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნულ ინ­სტი­ტუ­ტში (ISS).

ჯან­მრთე­ლო­ბის რა პრობ­ლე­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს სის­ხლში ტყვი­ის არ­სე­ბო­ბამ და რა პრო­დუქ­ტე­ბი უნდა მი­ი­ღოს ბავ­შვმა, რომ ორ­გა­ნიზ­მი­დან ტყვია გა­მო­ი­დევ­ნოს, აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე mshoblebi.ge-ს გას­ტრო­ენ­ტე­რო­ლო­გი ნა­თია ცირ­და­ვა ესა­უბ­რა:

- საკ­ვებ პრო­დუქ­ტებ­ში ტყვი­ის შემ­ცვე­ლო­ბა, რას გვე­ტყვით ამ სა­კი­თხზე?

- ტყვია დღეს­დღე­ო­ბით ბუ­ნე­ბის პრი­ო­რი­ტე­ტულ და­მა­ბინ­ძუ­რებ­ლად ით­ვლე­ბა, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ბოლო ას­წლე­ულ­ში მისი მოხ­მა­რე­ბა წარ­მო­ე­ბა­ში, ტრან­სპორ­ტსა და სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო თე­მებ­ში გა­ი­ზარ­და, გა­ი­ზარ­და ტყვი­ის, რო­გორც ადა­მი­ა­ნის სამ­რეწ­ვე­ლო საქ­მი­ა­ნო­ბის ნარ­ჩე­ნი პრო­დუქ­ტის რა­ო­დე­ნო­ბაც. ტყვი­ის დონე მა­ღა­ლია ოკა­ნე­ე­ბის წყალ­ში, შე­სა­ბა­მი­სად, მისი დონე მა­ღა­ლია მტა­ცე­ბელ თევ­ზებ­ში (ტუნა - 2,0 მგ/კგ), მო­ლუს­კებ­სა და კი­ბოს­ნა­ი­რებ­ში (10მგ/კგ-მდე). ტყვი­ის დონე მა­ღა­ლია კონ­სერ­ვი­რე­ბულ პრო­დუქ­ტებ­ში, ჭურ­ჭლის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბის გამო. გარ­და ამი­სა, გა­მო­ნა­ბოლ­ქვში ტყვი­ის ტოქ­სი­უ­რი მა­რი­ლე­ბის შემ­ცვე­ლო­ბის გამო გზის­პი­რას გან­ლა­გე­ბულ ბაღ-ბოსტნებ­ში მოყ­ვა­ნი­ლი კომ­ბოს­ტოს, ხორ­ბლის, სო­კო­სა და კარ­ტო­ფი­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა­შიც აღი­ნიშ­ნე­ბა მისი შემ­ცვე­ლო­ბა.

ამას­თან ხაზ­გას­მით აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მცე­ნა­რე­ულ პრო­დუქ­ცი­ა­ში ტყვი­ის დო­ნის მა­ტე­ბა უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვიდ­რე ცხო­ვე­ლურ პრო­დუქ­ტებ­ში. გარ­და ამი­სა, ტყვია გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ზო­გი­ერ­თი სა­ღე­ბა­ვის წარ­მო­ე­ბა­ში, ამი­ტომ სა­სურ­ვე­ლია ნე­ბის­მი­ე­რი სა­თა­მა­შოს ან სა­ხა­ტა­ვის შე­ძე­ნის წინ შე­მოწ­მდეს მისი შე­მად­გენ­ლო­ბა. თუ ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია, მა­შინ თავი უნდა შე­ი­კა­ვოთ გა­ურ­კვე­ვე­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის სა­თა­მა­შო­ე­ბის შე­ძე­ნის­გან.

- ჯან­მრთე­ლო­ბის რა პრობ­ლე­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს სის­ხლში ტყვი­ის არ­სე­ბო­ბამ?

- ტყვია წარ­მო­ად­გენს ნე­ი­რო­ტოქ­სინს, რო­მელ­მაც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს კოგ­ნი­ტუ­რი და ქცე­ვი­თი პრობ­ლე­მე­ბი ბავ­შვებ­ში, მძი­მე შემ­თხვე­ვა­ში ტვი­ნის და­ზი­ა­ნე­ბა ან სიკ­ვდი­ლი. დღე­ის­თვის CDC მო­ნა­ცე­მე­ბით, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ჩა­რე­ვა, თუ ბავ­შვის სის­ხლში ტყვი­ის დონე არის 5 მკგ/დლ ან მეტი. ტყვი­ის შე­წო­ვა გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­უ­რად ხდე­ბა სი­ცოხც­ლის პირ­ვე­ლი 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. სის­ხლში ტყვი­ის შემ­ცვე­ლო­ბა ბავ­შვებ­ში, რომ­ლე­ბიც ცხოვ­რო­ბენ ტყვი­ით და­ბინ­ძუ­რე­ბულ გა­რე­მო­ში სწრა­ფად იზ­რდე­ბა 6-12 თვის ასაკ­ში, პი­კუ­რი ასა­კია 18-36 თვე, რო­მე­ლიც შემ­დეგ ნელ-ნელა მცირ­დე­ბა. რკი­ნის დე­ფი­ცი­ტი ხელს უწყობს ორ­გა­ნიზ­მში ტყვი­ის შე­წო­ვას...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

ავტორი:

რა პროდუქტები უნდა მიიღოს ბავშვმა, რომ ორგანიზმიდან ტყვია გამოიდევნოს - გასტროენტეროლოგის რჩევები მშობლებს

რა პროდუქტები უნდა მიიღოს ბავშვმა, რომ ორგანიზმიდან ტყვია გამოიდევნოს - გასტროენტეროლოგის რჩევები მშობლებს

კვლევის თანახმად, საქართველოში ბავშვების 25%-ის სისხლში ტყვიის შემცველობის მცირედი, ბავშვების 16%-ში კი შედარებით მაღალი მატებაა. ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გაავრცელა.

მათივე ინფორმაციით, 2018 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე პერიოდში საქართველოში მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის (MICS) ფარგლებში, რომელიც შინამეურნეობების ყველაზე დიდი კვლევაა მსოფლიოში, პირველად ჩატარდა ტყვიის კომპონენტის კვლევა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ტყვიის დონის განსასაზღვრად, ვენური სისხლის სინჯები შეგროვდა 2-7 წლის 1578 ბავშვისგან საქართველოს მასშტაბით. ბავშვების კვლევაში ჩართვა მოხდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით და სინჯები გაიგზავნა იტალიის ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტში (ISS).

ჯანმრთელობის რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს სისხლში ტყვიის არსებობამ და რა პროდუქტები უნდა მიიღოს ბავშვმა, რომ ორგანიზმიდან ტყვია გამოიდევნოს, აღნიშნულ საკითხზე mshoblebi.ge-ს გასტროენტეროლოგი ნათია ცირდავა ესაუბრა:

- საკვებ პროდუქტებში ტყვიის შემცველობა, რას გვეტყვით ამ საკითხზე?

- ტყვია დღესდღეობით ბუნების პრიორიტეტულ დამაბინძურებლად ითვლება, გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო ასწლეულში მისი მოხმარება წარმოებაში, ტრანსპორტსა და საყოფაცხოვრებო თემებში გაიზარდა, გაიზარდა ტყვიის, როგორც ადამიანის სამრეწველო საქმიანობის ნარჩენი პროდუქტის რაოდენობაც. ტყვიის დონე მაღალია ოკანეების წყალში, შესაბამისად, მისი დონე მაღალია მტაცებელ თევზებში (ტუნა - 2,0 მგ/კგ), მოლუსკებსა და კიბოსნაირებში (10მგ/კგ-მდე). ტყვიის დონე მაღალია კონსერვირებულ პროდუქტებში, ჭურჭლის თავისებურების გამო. გარდა ამისა, გამონაბოლქვში ტყვიის ტოქსიური მარილების შემცველობის გამო გზისპირას განლაგებულ ბაღ-ბოსტნებში მოყვანილი კომბოსტოს, ხორბლის, სოკოსა და კარტოფილის შემადგენლობაშიც აღინიშნება მისი შემცველობა.

ამასთან ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ მცენარეულ პროდუქციაში ტყვიის დონის მატება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ცხოველურ პროდუქტებში. გარდა ამისა, ტყვია გამოიყენება ზოგიერთი საღებავის წარმოებაში, ამიტომ სასურველია ნებისმიერი სათამაშოს ან სახატავის შეძენის წინ შემოწმდეს მისი შემადგენლობა. თუ ეს შეუძლებელია, მაშინ თავი უნდა შეიკავოთ გაურკვეველი წარმომავლობის სათამაშოების შეძენისგან.

- ჯანმრთელობის რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს სისხლში ტყვიის არსებობამ?

- ტყვია წარმოადგენს ნეიროტოქსინს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კოგნიტური და ქცევითი პრობლემები ბავშვებში, მძიმე შემთხვევაში ტვინის დაზიანება ან სიკვდილი. დღეისთვის CDC მონაცემებით, აუცილებელია ჩარევა, თუ ბავშვის სისხლში ტყვიის დონე არის 5 მკგ/დლ ან მეტი. ტყვიის შეწოვა განსაკუთრებით აქტიურად ხდება სიცოხცლის პირველი 2 წლის განმავლობაში. სისხლში ტყვიის შემცველობა ბავშვებში, რომლებიც ცხოვრობენ ტყვიით დაბინძურებულ გარემოში სწრაფად იზრდება 6-12 თვის ასაკში, პიკური ასაკია 18-36 თვე, რომელიც შემდეგ ნელ-ნელა მცირდება. რკინის დეფიციტი ხელს უწყობს ორგანიზმში ტყვიის შეწოვას...წაიკითხეთ სრულად

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი