მეტროპოლიტენის პირველ ხაზზე მოძრაობა აღდგა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტს „სადგურის მოედნის“ თანამშრომლებმა განუცხადეს, მოძრაობა ყველა მიმართულებით აღდგა.
პირველ ხაზზე მოძრაობა შეფერხებული იყო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იფორმაციით, მეტროსადგურ „გოცირიძესთან“ ხანძარი ელექტროსადენებს გაუჩნდა. მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლიკვიდირება რამდენიმე წუთში შეძლეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.