10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ულამაზესი სასახლის 44 დარბაზი უნდა გაგევლო, სანამ მას ეახლებოდი" - მონად გაყიდული ქართველი, რომელიც ინდოეთის მბრძანებელი გახდა
"ულამაზესი სასახლის 44 დარბაზი უნდა გაგევლო, სანამ მას ეახლებოდი" - მონად გაყიდული ქართველი, რომელიც ინდოეთის მბრძანებელი გახდა

"1502 წელს ბი­ჯა­პურ­ში ჩა­სუ­ლი იტა­ლი­ე­ლი მოგ­ზა­უ­რი ლუ­დო­ვი­კო დი ვარ­თე­მა აღ­ნიშ­ნავ­და, რომ უსუფ ადილ შაჰი "ძა­ლი­ან ძლი­ე­რი, მდი­და­რი და გუ­ლუხ­ვი ხელ­მწი­ფეა" და აღ­ტა­ცე­ბუ­ლი აღ­წერ­და მის დე­და­ქა­ლაქს: "ეს ძა­ლი­ან ლა­მა­ზი და მდი­და­რი ქა­ლა­ქია, სა­დაც ულა­მა­ზე­სი სა­მე­ფო სა­სახ­ლეა, რო­მელ­შიც 44 დარ­ბა­ზი უნდა გა­ი­ა­რო, სა­ნამ მე­ფეს ეახ­ლე­ბი. თვით ქა­ლა­ქი გარ­შე­მორ­ტყმუ­ლია ძლი­ე­რი გა­ლავ­ნით ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ქა­ლა­ქე­ბის მსგავ­სად, ხოლო შე­ნო­ბე­ბი გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან თა­ვი­სი სი­ლა­მა­ზით. თა­ვად ხელ­მწი­ფე ამ­პარ­ტავ­ნუ­ლად და მდიდ­რუ­ლად ცხოვ­რობს. მისი მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის ფეხ­საც­მლის ძი­რე­ბიც კი მორ­თუ­ლია ლა­ლე­ბით, ბრი­ლი­ან­ტე­ბით და სხვა ძვირ­ფა­სი თვლე­ბით, ასე რომ ალ­ბათ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რა­ო­დენ მდიდ­რუ­ლად მორ­თუ­ლი აქვთ თი­თე­ბი და ყუ­რე­ბი...". ცო­ტამ თუ იცის, რომ უსუფ ადილ შაჰი წარ­მო­შო­ბით ქარ­თვე­ლი იყო. მისი წარ­მო­შო­ბა ბუ­რუ­სით არის მო­ცუ­ლი, თუმ­ცა ყვე­ლა წყა­რო თან­ხმდე­ბა, რომ ის "უცხო­ე­ლი" იყო, ახალ­გაზ­რდო­ბა­ში მო­ნად გა­ყი­დეს და ასე მოხ­ვდა ინ­დო­ეთ­ში.

ინ­დო­ე­თის ქარ­თველ მმარ­თველ­ზე უნი­კა­ლურ ცნო­ბებს გვაწ­ვდის ლუ­ი­ზი­ა­ნას შტა­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ქარ­თვე­ლი პრო­ფე­სო­რი, ის­ტო­რი­კო­სი ალექ­სან­დრე მი­ქა­ბე­რი­ძე:

- უსუ­ფი ინ­დო­ეთ­ში ქარ­თველ მო­ნად იყო გა­სა­ღე­ბუ­ლი. უნდა ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ სა­ა­მი­სოდ უსუფს ქარ­თვე­ლის რა­ი­მე და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ნი­შა­ნი ექ­ნე­ბო­და, მი­თუ­მე­ტეს რომ, სპარ­სეთ­ში და ინ­დო­ეთ­ში კარ­გად იც­ნობ­დნენ და აფა­სებ­დნენ ქარ­თვე­ლებს. სწო­რედ ამი­ტომ მკვლე­ვარ­თა ნა­წი­ლი ვა­რა­უ­დობს, რომ უსუ­ფი არც სულ­თნის და არც სპარ­სე­ლი გამ­გებ­ლის შვი­ლი არ იყო, არა­მედ ის იყო სა­ქარ­თვე­ლო­დან მო­ტა­ცე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა ყმაწ­ვი­ლი, რო­მელ­მაც თა­ვი­სი ნი­ჭის წყა­ლო­ბით არა მხო­ლოდ მო­ნო­ბი­დან თა­ვის დაღ­წე­ვა, არა­მედ ინ­დო­ე­თის ერთ-ერთი სა­მე­ფოს სა­თა­ვე­ში მოხ­ვედ­რაც შეძ­ლო. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ უსუ­ფის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 150 წლის შემ­დე­გაც კი დიდ მონ­ღოლ­თა კარ­ზე მისი ქარ­თვე­ლო­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რობ­დნენ. XVII სა­უ­კუ­ნის მი­წუ­რულს იტა­ლი­ე­ლი მოგ­ზა­უ­რი ნი­კო­ლო მა­ნუ­ჩი, რო­მელ­მაც თით­ქმის მთე­ლი თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა დიდ მონ­ღოლ­თა სამ­სა­ხურ­ში გა­ა­ტა­რა და კარ­გად ერ­კვე­ო­და ინ­დო­ე­თის პო­ლი­ტი­კურ ვი­თა­რე­ბა­ში, თა­ვის ცნო­ბილ ნაშ­რომ­ში აღ­ნიშ­ნავ­და, რომ "ბი­ჯა­პუ­რის პრო­ვინ­ცია გა­და­ე­ცა სა­ხე­ლად უსუფს, რო­მე­ლიც თავ­და­პირ­ვე­ლად ხელ­მწი­ფის სუფ­რას­თან ხორ­ცის დამ­ჭრელ მო­ნად მსა­ხუ­რობ­და.

- უსუ­ფის ბავ­შვო­ბა­ზე რა არის ცნო­ბი­ლი?

- უსუ­ფის ბავ­შვო­ბა­ზე არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი. უნდა ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ იგი 1450-1451 წლებ­ში და­ი­ბა­და. ფე­რიშ­თას მი­ხედ­ვით, უსუ­ფი და­ახ­ლო­ე­ბით 17 წლის იყო, რო­დე­საც ინ­დო­ეთ­ში აღ­მოჩ­ნდა. 1460-1470-იან წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ერ­თხელ შე­მოჭ­რი­ლან ყარა-ყო­ი­უნ­ლუ და აყ-ყო­ი­უნ­ლუ თურ­ქმე­ნე­ბი, რო­მელ­თაც ქარ­თუ­ლი მხა­რე­ე­ბის აოხ­რე­ბის შემ­დეგ, დი­დძა­ლი ნა­დავ­ლი ჩა­იგ­დეს ხელ­ში და ირან­ში ათა­სო­ბით ტყვე წა­იყ­ვა­ნეს. სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ ამ ტყვე­თა შო­რის ყო­ფი­ლი­ყო ახალ­გაზ­რდა უსუ­ფიც. არ­სე­ბუ­ლი წყა­რო­ე­ბი­დან ცნო­ბი­ლია, რომ უსუფ­მა რამ­დე­ნი­მე წელი სპარ­სეთ­ში გა­ა­ტა­რა, კერ­ძოდ ქა­ლაქ სა­ვა­ში, სა­დაც ის­ლა­მი მი­ა­ღე­ბი­ნეს და სა­ხე­ლი შე­უც­ვა­ლეს.

ბი­ჯა­პუ­რი - 2019 წელი

1460-იანი წლე­ბის მი­წუ­რულს უსუ­ფი სპარ­სე­თი­დან წა­იყ­ვა­ნეს ინ­დო­ეთ­ში, სა­დაც მას ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცია მაჰ­მუდ ღა­ვან­მა, დე­კა­ნის ბაჰ­მა­ნის სა­სულ­თნოს დიდ­მა ვე­ზირ­მა, რო­მე­ლიც წარ­მო­შო­ბით ირა­ნი­დან იყო და რო­გორც ჩანს, ქარ­თვე­ლებს კარ­გად იც­ნობ­და. ღა­ვან­მა უმალ­ვე იყი­და ქარ­თვე­ლი მონა (არ­სე­ბუ­ლი წყა­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით უსუ­ფი ამ დროს 17 წლის იყო) და თა­ვის პი­რად ამა­ლა­ში გა­ამ­წე­სა. ეტყო­ბა, უსუფ­მა დიდი მხნე­ო­ბა და ნიჭი გა­მო­ი­ჩი­ნა, ვი­ნა­ი­დან რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში ღა­ვან­მა იგი მო­ნო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა და და­ი­ახ­ლო­ვა. უსუფ­მა თავი გა­მო­ი­ჩი­ნა დე­კა­ნის სულ­თნის­გან გან­დგო­მი­ლი ციხე-სი­მაგ­რე­ე­ბის და­პყრო­ბა­ში და სა­ხე­ლი მო­იხ­ვე­ჭა ვე­რა­გუ­რის ციხე-სი­მაგ­რის (რო­მე­ლიც აუ­ღებ­ლად ით­ვლე­ბო­და) და­ლაშ­ქვრა­შიც. ამ ლაშ­ქრო­ბე­ბის შე­დე­გად უსუფ­მა უზარ­მა­ზა­რი ნა­დავ­ლი ჩა­იგ­დო ხელთ, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი უკ­ლებ­ლივ სულ­თან მუ­ჰა­მედ შაჰ ბაჰ­მა­ნი II-ს გა­დას­ცა, რო­მე­ლიც აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი დარ­ჩა უსუ­ფის საქ­ცი­ე­ლით და უხ­ვა­დაც და­ა­სა­ჩუქ­რა იგი. გა­მარ­ჯვე­ბე­ბის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად ღა­ვან­მა და უსუფ­მა სულ­თნის­თვის დიდი ნა­დი­მი გა­მარ­თეს, სა­დაც სხვა ძღვენ­თან ერ­თად 100 ჩერ­ქე­ზი, ქარ­თვე­ლი და აბი­სი­ნი­ე­ლი მომ­ღე­რა­ლი და მო­ცეკ­ვა­ვე მი­არ­თვეს. სულ­თან­მა უსუ­ფი და მისი მა­მო­ბი­ლი და­ი­ახ­ლო­ვა და მათი დახ­მა­რე­ბით ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გან­მტკი­ცე­ბას შე­უდ­გა.

ბი­ჯა­პუ­რი - 1920 წელი

უსუ­ფი ბი­ჯა­პუ­რის (ინ­დო­ე­თის სამ­ხრეთ-და­სავ­ლეთ­ში) გამ­გე­ბე­ლი გახ­და და სა­ხე­ლი მო­იხ­ვე­ჭა, რო­გორც ნი­ჭი­ერ­მა და სა­მარ­თლი­ან­მა მმარ­თველ­მა. გა­დამ­თი­ელ­თა (ირა­ნე­ლი ღა­ვა­ნი და ქარ­თვე­ლი უსუ­ფის) აღ­ზე­ვე­ბამ და სულ­თნის გაძ­ლი­ე­რე­ბამ დე­კა­ნის წარ­ჩი­ნე­ბულ­თა შო­რის დიდი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია. გა­ყალ­ბე­ბუ­ლი სა­ბუ­თე­ბის მეშ­ვე­ო­ბით მათ და­ას­მი­ნეს ღა­ვა­ნი და 1481 წელს სულ­თან­მა მისი სიკ­ვდი­ლით დას­ჯა ბრძა­ნა. მა­მო­ბი­ლის სიკ­ვდი­ლი მე­ტად მძი­მე დარ­ტყმა იყო უსუ­ფის­თვის, მაგ­რამ სულ­თნის­გან გან­დგო­მას მო­ე­რი­და და ხელ­საყ­რე­ლი დრო­ი­სათ­ვის მოც­და არ­ჩია. ერთი წლის თავ­ზე სულ­თა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა და ტახ­ტი მის შვილს, თორ­მე­ტი წლის მუ­ჰა­მედ შაჰ ბაჰ­მანს ერგო. ბუ­ნებ­რი­ვია, ყმაწ­ვი­ლი ხელ­მწი­ფე მა­ლე­ვე პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტრი­გე­ბის ქსელ­ში მო­იქ­ცა და მცი­რე ხან­ში ქარ­თვე­ლი მო­ნის, კა­სიმ ბა­რი­დის, ზე­გავ­ლე­ნის ქვეშ აღ­მოჩ­ნდა. უსუფ­მა ისარ­გებ­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი არე­უ­ლო­ბით, 1489 წლი­სათ­ვის გა­ნუდ­გა სულ­თანს და თავი და­მო­უ­კი­დე­ბელ ხელ­მწი­ფად გა­მო­ა­ცხა­და. მომ­დევ­ნო ოცი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მან მე­ტად წარ­მა­ტე­ბუ­ლი სა­ში­ნაო და სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა გა­ა­ტა­რა, რის შე­დე­გად ბი­ჯა­პუ­რის სა­მე­ფო ინ­დო­ეთ­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ძლი­ერ სა­ხელ­მწი­ფოდ ჩა­მო­ყა­ლიბ­და. უსუფ­მა ჩა­ა­ტა­რა დიდი აღმშე­ნებ­ლო­ბი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი. ბი­ჯა­პურ­ში მის მიერ აგე­ბუ­ლი შე­ნო­ბე­ბი დღემ­დეა შე­მო­ნა­ხუ­ლი.

ბი­ჯა­პუ­რი - 1858 წელი

1500-1511 წლებ­ში იგი შე­უ­პოვ­რად იბ­რძო­და ახ­ლად გა­მო­ჩე­ნი­ლი პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ და გარ­კვე­ულ წარ­მა­ტე­ბებ­საც მი­აღ­წია. 1510 წელს პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლებ­მა, ალ­ფონ­სო ალ­ბუ­კერ­კის მე­თა­უ­რო­ბით, იე­რი­ში მი­ი­ტა­ნეს უსუ­ფის ერთ-ერთი საკ­ვან­ძო ქა­ლაქ­ზე, გო­ა­ზე, მაგ­რამ უსუფ­მა უკუ­აგ­დო ისი­ნი. გო­ას­თან პორ­ტუ­გა­ლი­ელ­თა მარ­ცხი იმი­თაც არის აღ­სა­ნიშ­ნა­ვი, რომ ის გვაძ­ლევს და­მა­ტე­ბით ცნო­ბას უსუ­ფის ქარ­თვე­ლო­ბა­ზე. გო­ას­თან გან­ცდი­ლი მარ­ცხით გაწ­ბი­ლე­ბუ­ლი პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლე­ბი არა­ერ­თხელ აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ გოას დაც­ვას მე­თა­უ­რობ­და ვინ­მე "სა­ბაო" ან "ია­კუბ გურ­ჯი", რო­მელ­მაც "400 კა­ცი­ა­ნი" გარ­ნი­ზო­ნით წარ­მა­ტე­ბით მო­ი­გე­რია პორ­ტუ­გა­ლი­ელ­თა შე­მო­ტე­ვე­ბი.

გოას დაც­ვა უსუ­ფის უკა­ნას­კნე­ლი გა­მარ­ჯვე­ბა იყო. 1511 წელს 67 წლის ასაკ­ში უსუ­ფი ბი­ჯა­პურ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. და­საფ­ლა­ვე­ბუ­ლია ქა­ლაქ შაჰ­პურ­ში, ცნო­ბი­ლი სუფი ჩან­დაჰ ჰუ­სე­ი­ნის აკ­ლდა­მა­ში. XVI სა­უ­კუ­ნის ის­ტო­რი­კო­სი ფე­რიშ­თა აღ­ნიშ­ნავ­და, რომ უსუფ ადილ შაჰი იყო "ბრძე­ნი ხელ­მწი­ფე, ადა­მი­ა­ნის ბუ­ნე­ბის კარ­გი მცოდ­ნე; მშვე­ნი­ე­რი აღ­ნა­გო­ბის, მჭერ­მე­ტყვე­ლი და გან­სწავ­ლუ­ლი; სა­ხელ­გან­თქმუ­ლი თა­ვი­სი სწავ­ლუ­ლო­ბით, გუ­ლუხ­ვო­ბით და ვაჟ­კა­ცო­ბით. იგი მუ­დამ აფრ­თხი­ლებ­და თა­ვის მო­ხე­ლე­ებს, რომ ემოქ­მე­დათ სა­მარ­თლი­ა­ნად და პა­ტი­ოს­ნად და პი­რა­დად აძ­ლევ­და ამის მა­გა­ლითს. მისი სა­მე­ფო კარი იზი­დავ­და სწავ­ლულ და ვაჟ­კაც ხალ­ხს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, თუ რა რწმე­ნის ან წარ­მო­შო­ბის იყ­ვნენ ისი­ნი". ვარ­თე­მა ასე­ვე აღ­ნიშ­ნავ­და, რომ უსუფ ადილ შა­ჰის ჯა­რის უმე­ტეს ნა­წილს "უცხო­ე­ლი და თეთრკა­ნი­ა­ნი ჯა­რის­კა­ცე­ბი" შე­ად­გენ­დნენ (მათ შო­რის უნდა ვი­ვა­რა­უ­დოთ ქარ­თვე­ლე­ბიც), რომ­ლე­ბიც "სა­მე­ფოს ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბი­სა­გან გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ.

უსუფ ადილ შა­ჰის მიერ და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ადილ შაჰთა დი­ნას­ტია ორა­სი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მარ­თავ­და ბი­ჯა­პურს და ინ­დო­ე­თის პო­ლი­ტი­კურ ვი­თა­რე­ბა­ზე დიდ გავ­ლე­ნას ახ­დენ­და.

ფო­ტო­ე­ბი: ინ­დო­ლოგ და­ვით ბე­ჟი­ტაშ­ვი­ლის არ­ქი­ვი­დან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"ულამაზესი სასახლის 44 დარბაზი უნდა გაგევლო, სანამ მას ეახლებოდი" - მონად გაყიდული ქართველი, რომელიც ინდოეთის მბრძანებელი გახდა

"ულამაზესი სასახლის 44 დარბაზი უნდა გაგევლო, სანამ მას ეახლებოდი" - მონად გაყიდული ქართველი, რომელიც ინდოეთის მბრძანებელი გახდა

"1502 წელს ბიჯაპურში ჩასული იტალიელი მოგზაური ლუდოვიკო დი ვართემა აღნიშნავდა, რომ უსუფ ადილ შაჰი "ძალიან ძლიერი, მდიდარი და გულუხვი ხელმწიფეა" და აღტაცებული აღწერდა მის დედაქალაქს: "ეს ძალიან ლამაზი და მდიდარი ქალაქია, სადაც ულამაზესი სამეფო სასახლეა, რომელშიც 44 დარბაზი უნდა გაიარო, სანამ მეფეს ეახლები. თვით ქალაქი გარშემორტყმულია ძლიერი გალავნით ქრისტიანული ქალაქების მსგავსად, ხოლო შენობები გამოირჩევიან თავისი სილამაზით. თავად ხელმწიფე ამპარტავნულად და მდიდრულად ცხოვრობს. მისი მოსამსახურეების ფეხსაცმლის ძირებიც კი მორთულია ლალებით, ბრილიანტებით და სხვა ძვირფასი თვლებით, ასე რომ ალბათ წარმოგიდგენიათ, რაოდენ მდიდრულად მორთული აქვთ თითები და ყურები...". ცოტამ თუ იცის, რომ უსუფ ადილ შაჰი წარმოშობით ქართველი იყო. მისი წარმოშობა ბურუსით არის მოცული, თუმცა ყველა წყარო თანხმდება, რომ ის "უცხოელი" იყო, ახალგაზრდობაში მონად გაყიდეს და ასე მოხვდა ინდოეთში.

ინდოეთის ქართველ მმართველზე უნიკალურ ცნობებს გვაწვდის ლუიზიანას შტატის უნივერსიტეტის ქართველი პროფესორი, ისტორიკოსი ალექსანდრე მიქაბერიძე:

- უსუფი ინდოეთში ქართველ მონად იყო გასაღებული. უნდა ვივარაუდოთ, რომ საამისოდ უსუფს ქართველის რაიმე დამახასიათებელი ნიშანი ექნებოდა, მითუმეტეს რომ, სპარსეთში და ინდოეთში კარგად იცნობდნენ და აფასებდნენ ქართველებს. სწორედ ამიტომ მკვლევართა ნაწილი ვარაუდობს, რომ უსუფი არც სულთნის და არც სპარსელი გამგებლის შვილი არ იყო, არამედ ის იყო საქართველოდან მოტაცებული ახალგაზრდა ყმაწვილი, რომელმაც თავისი ნიჭის წყალობით არა მხოლოდ მონობიდან თავის დაღწევა, არამედ ინდოეთის ერთ-ერთი სამეფოს სათავეში მოხვედრაც შეძლო. საინტერესოა, რომ უსუფის გარდაცვალებიდან 150 წლის შემდეგაც კი დიდ მონღოლთა კარზე მისი ქართველობის შესახებ საუბრობდნენ. XVII საუკუნის მიწურულს იტალიელი მოგზაური ნიკოლო მანუჩი, რომელმაც თითქმის მთელი თავისი ცხოვრება დიდ მონღოლთა სამსახურში გაატარა და კარგად ერკვეოდა ინდოეთის პოლიტიკურ ვითარებაში, თავის ცნობილ ნაშრომში აღნიშნავდა, რომ "ბიჯაპურის პროვინცია გადაეცა სახელად უსუფს, რომელიც თავდაპირველად ხელმწიფის სუფრასთან ხორცის დამჭრელ მონად მსახურობდა.

- უსუფის ბავშვობაზე რა არის ცნობილი?

- უსუფის ბავშვობაზე არაფერია ცნობილი. უნდა ვივარაუდოთ, რომ იგი 1450-1451 წლებში დაიბადა. ფერიშთას მიხედვით, უსუფი დაახლოებით 17 წლის იყო, როდესაც ინდოეთში აღმოჩნდა. 1460-1470-იან წლებში საქართველოში არაერთხელ შემოჭრილან ყარა-ყოიუნლუ და აყ-ყოიუნლუ თურქმენები, რომელთაც ქართული მხარეების აოხრების შემდეგ, დიდძალი ნადავლი ჩაიგდეს ხელში და ირანში ათასობით ტყვე წაიყვანეს. სავსებით შესაძლებელია, რომ ამ ტყვეთა შორის ყოფილიყო ახალგაზრდა უსუფიც. არსებული წყაროებიდან ცნობილია, რომ უსუფმა რამდენიმე წელი სპარსეთში გაატარა, კერძოდ ქალაქ სავაში, სადაც ისლამი მიაღებინეს და სახელი შეუცვალეს.

ბიჯაპური - 2019 წელი

1460-იანი წლების მიწურულს უსუფი სპარსეთიდან წაიყვანეს ინდოეთში, სადაც მას ყურადღება მიაქცია მაჰმუდ ღავანმა, დეკანის ბაჰმანის სასულთნოს დიდმა ვეზირმა, რომელიც წარმოშობით ირანიდან იყო და როგორც ჩანს, ქართველებს კარგად იცნობდა. ღავანმა უმალვე იყიდა ქართველი მონა (არსებული წყაროების მიხედვით უსუფი ამ დროს 17 წლის იყო) და თავის პირად ამალაში გაამწესა. ეტყობა, უსუფმა დიდი მხნეობა და ნიჭი გამოიჩინა, ვინაიდან რამდენიმე წელიწადში ღავანმა იგი მონობიდან გაათავისუფლა და დაიახლოვა. უსუფმა თავი გამოიჩინა დეკანის სულთნისგან განდგომილი ციხე-სიმაგრეების დაპყრობაში და სახელი მოიხვეჭა ვერაგურის ციხე-სიმაგრის (რომელიც აუღებლად ითვლებოდა) დალაშქვრაშიც. ამ ლაშქრობების შედეგად უსუფმა უზარმაზარი ნადავლი ჩაიგდო ხელთ, მაგრამ ყველაფერი უკლებლივ სულთან მუჰამედ შაჰ ბაჰმანი II-ს გადასცა, რომელიც აღფრთოვანებული დარჩა უსუფის საქციელით და უხვადაც დაასაჩუქრა იგი. გამარჯვებების აღსანიშნავად ღავანმა და უსუფმა სულთნისთვის დიდი ნადიმი გამართეს, სადაც სხვა ძღვენთან ერთად 100 ჩერქეზი, ქართველი და აბისინიელი მომღერალი და მოცეკვავე მიართვეს. სულთანმა უსუფი და მისი მამობილი დაიახლოვა და მათი დახმარებით ხელისუფლების განმტკიცებას შეუდგა.

ბიჯაპური - 1920 წელი

უსუფი ბიჯაპურის (ინდოეთის სამხრეთ-დასავლეთში) გამგებელი გახდა და სახელი მოიხვეჭა, როგორც ნიჭიერმა და სამართლიანმა მმართველმა. გადამთიელთა (ირანელი ღავანი და ქართველი უსუფის) აღზევებამ და სულთნის გაძლიერებამ დეკანის წარჩინებულთა შორის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. გაყალბებული საბუთების მეშვეობით მათ დაასმინეს ღავანი და 1481 წელს სულთანმა მისი სიკვდილით დასჯა ბრძანა. მამობილის სიკვდილი მეტად მძიმე დარტყმა იყო უსუფისთვის, მაგრამ სულთნისგან განდგომას მოერიდა და ხელსაყრელი დროისათვის მოცდა არჩია. ერთი წლის თავზე სულთანი გარდაიცვალა და ტახტი მის შვილს, თორმეტი წლის მუჰამედ შაჰ ბაჰმანს ერგო. ბუნებრივია, ყმაწვილი ხელმწიფე მალევე პოლიტიკური ინტრიგების ქსელში მოიქცა და მცირე ხანში ქართველი მონის, კასიმ ბარიდის, ზეგავლენის ქვეშ აღმოჩნდა. უსუფმა ისარგებლა პოლიტიკური არეულობით, 1489 წლისათვის განუდგა სულთანს და თავი დამოუკიდებელ ხელმწიფად გამოაცხადა. მომდევნო ოცი წლის განმავლობაში მან მეტად წარმატებული საშინაო და საგარეო პოლიტიკა გაატარა, რის შედეგად ბიჯაპურის სამეფო ინდოეთში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა. უსუფმა ჩაატარა დიდი აღმშენებლობითი სამუშაოები. ბიჯაპურში მის მიერ აგებული შენობები დღემდეა შემონახული.

ბიჯაპური - 1858 წელი

1500-1511 წლებში იგი შეუპოვრად იბრძოდა ახლად გამოჩენილი პორტუგალიელების წინააღმდეგ და გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწია. 1510 წელს პორტუგალიელებმა, ალფონსო ალბუკერკის მეთაურობით, იერიში მიიტანეს უსუფის ერთ-ერთი საკვანძო ქალაქზე, გოაზე, მაგრამ უსუფმა უკუაგდო ისინი. გოასთან პორტუგალიელთა მარცხი იმითაც არის აღსანიშნავი, რომ ის გვაძლევს დამატებით ცნობას უსუფის ქართველობაზე. გოასთან განცდილი მარცხით გაწბილებული პორტუგალიელები არაერთხელ აღნიშნავენ, რომ გოას დაცვას მეთაურობდა ვინმე "საბაო" ან "იაკუბ გურჯი", რომელმაც "400 კაციანი" გარნიზონით წარმატებით მოიგერია პორტუგალიელთა შემოტევები.

გოას დაცვა უსუფის უკანასკნელი გამარჯვება იყო. 1511 წელს 67 წლის ასაკში უსუფი ბიჯაპურში გარდაიცვალა. დასაფლავებულია ქალაქ შაჰპურში, ცნობილი სუფი ჩანდაჰ ჰუსეინის აკლდამაში. XVI საუკუნის ისტორიკოსი ფერიშთა აღნიშნავდა, რომ უსუფ ადილ შაჰი იყო "ბრძენი ხელმწიფე, ადამიანის ბუნების კარგი მცოდნე; მშვენიერი აღნაგობის, მჭერმეტყველი და განსწავლული; სახელგანთქმული თავისი სწავლულობით, გულუხვობით და ვაჟკაცობით. იგი მუდამ აფრთხილებდა თავის მოხელეებს, რომ ემოქმედათ სამართლიანად და პატიოსნად და პირადად აძლევდა ამის მაგალითს. მისი სამეფო კარი იზიდავდა სწავლულ და ვაჟკაც ხალხს, მიუხედავად იმისა, თუ რა რწმენის ან წარმოშობის იყვნენ ისინი". ვართემა ასევე აღნიშნავდა, რომ უსუფ ადილ შაჰის ჯარის უმეტეს ნაწილს "უცხოელი და თეთრკანიანი ჯარისკაცები" შეადგენდნენ (მათ შორის უნდა ვივარაუდოთ ქართველებიც), რომლებიც "სამეფოს ადგილობრივი მოსახლეობისაგან გამოირჩეოდნენ.

უსუფ ადილ შაჰის მიერ დაფუძნებული ადილ შაჰთა დინასტია ორასი წლის განმავლობაში მართავდა ბიჯაპურს და ინდოეთის პოლიტიკურ ვითარებაზე დიდ გავლენას ახდენდა.

ფოტოები: ინდოლოგ დავით ბეჟიტაშვილის არქივიდან

"TV პირველის" ოპერატორს ცესკოსთან სამართალდამცველთა მიერ აქციის დაშლისას თვალი დაუზიანდა

სპეცრაზმმა ცესკოსთან მიმდინარე აქციის დაშლა დაიწყო - წყლის ჭავლის გაშვებისას დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ტელეკომპანია "პირველის“ ოპერატორი

ცესკოსთან აქციის მონაწილეებმა დამცავი ჯებირის ნაწილი გაარღვიეს, პოლიცია კი მათ დასაშლელად კვლავ წყლის ჭავლს იყენებს