პოლიტიკა
სამხედრო

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ნეტა, ობობამ მიკბინოს...“ - ადამიანი ობობას ისტორია
„ნეტა, ობობამ მიკბინოს...“ - ადამიანი ობობას ისტორია

„ობო­ბამ რომ მი­კ­ბი­ნოს, სპა­ი­დერ­მე­ნად გა­და­ვიქ­ცე­ვი?“ - ამ შე­კი­თხვით და რვა­ფე­ხა არ­სე­ბებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის „დათ­ბო­ბით“ იწყე­ბა „ადა­მი­ან-ობო­ბას­თან“ პირ­ვე­ლი ვირ­ტუ­ა­ლუ­რი შეხ­ვედ­რა, თუმ­ცა ეს მხო­ლოდ ის­ტო­რი­ის და­სა­წყი­სია.

მისი ამ­ბა­ვი 1962 წელს და­ი­წყო, როცა მწე­რალ­მა სტენ ლიმ ახა­ლი სუ­პერ­გმი­რის შექ­მნა გა­და­წყვი­ტა. ამ­ჯე­რად, მის მიზ­ნად იქცა და­ე­ხა­ტა პე­სო­ნა­ჟი, რო­მელ­თა­ნაც ბავ­შვებს სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­ი­გი­ვე­ბა შე­ეძ­ლე­ბო­დათ. ის უნდა ყო­ფი­ლი­ყო მა­ღა­ლი მო­რა­ლუ­რი შეგ­ნე­ბის და ეცხოვ­რა მისი ასა­კის­თვის შე­სა­ფე­რი­სი პრობ­ლე­მე­ბით. ამას­თან, ექ­ნე­ბო­და ზე­ბუ­ნებ­რი­ვი უნა­რე­ბი, რაც მის ცხოვ­რე­ბას თავ­გა­და­სავ­ლე­ბით სავ­სეს გახ­დი­და. მისი ინ­სპი­რა­ცია კე­დელ­ზე მცო­ცა­ვი ობო­ბა გახ­და, თუმ­ცა რო­გორც თა­ვად ამ­ბობ­და, ეს ის­ტო­რია უკვე იმ­დენ­ჯერ ჰქონ­და მო­ნა­ყო­ლი, მის ჭეშ­მა­რი­ტე­ბა­ში ბოლო დროს ეჭვი თა­ვა­დაც ეპა­რე­ბო­და.

ფა­ბუ­ლას მხო­ლოდ Marvel-ის რე­დაქ­ტორ­მა გუდ­მენ­მა და­უ­ჭი­რა მხა­რი. შემ­დეგ გა­მოწვვე­ვად „ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ზე­ბუ­ნებ­რი­ვი“ ბი­ჭის და­ხატ­ვა იქცა, რის­თვი­საც მხატ­ვარ ჯერ კირ­ბის მი­მარ­თეს. ნა­ხა­ტე­ბის პირ­ვე­ლი ვერ­სია ლის ზედ­მე­ტად გმი­რუ­ლი მო­ეჩ­ვე­ნა და და­ი­წუ­ნა.

სა­ბო­ლო­ოდ, მათ შემ­ქნეს პერ­სო­ნა­ჟი - პი­ტერ პარ­კე­რი, სრუ­ლი­ად ახა­ლი ვი­ზუ­ლი­თა და სუ­პერ­გმი­რის­თვის არას­ტან­დარ­ტუ­ლი ცხოვ­რე­ბით. მას არ ჰყო­ლია მწვრთნე­ლი და ობო­ბის კბე­ნამ­დე არც ფი­ზი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. ეს იყო სწავ­ლა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ობო­ლი ბავ­შვი, რო­მე­ლიც ბი­ძა­სა და ბი­ცო­ლას­თან იზ­რდე­ბო­და. პი­ტერ პარ­კერს იდე­ა­ლურ პერ­სო­ნა­ჟად თა­ვი­სი მო­რა­ლუ­რი კომ­პა­სი და პრინ­ცი­პე­ბი აქ­ცევს. ესაა ჭეშ­მა­რი­ტი გმი­რი, რო­მე­ლიც არ კლავს, არ ძარ­ცვავს, არაა შუ­რის­მა­ძი­ე­ბე­ლი და აქვს იუ­მო­რის სა­ო­ცა­რი გრძნო­ბა....

კო­მიქ­სი 1962 წლის 5 ივ­ნისს სა­მეც­ნი­ე­რო ფან­ტას­ტი­კის და ზე­ბუ­ნებ­რი­ვი ძა­ლე­ბის ან­თო­ლო­გი­ის სე­რი­ის Amazing Adult Fantasy-ის გა­მო­ცე­მე­ბის ნა­წი­ლი გახ­და.

მან ეს ინ­დუს­ტი­რია აბ­სო­ლუ­ტუ­რად ახალ რელ­სებ­ზე გა­და­იყ­ვა­ნა და მას­ში ისეთ თე­მებ­ზე და­ი­წყო სა­უ­ბა­რი, რაც აქამ­დე ტა­ბუ­ი­რე­ბუ­ლი იყო. მა­გა­ლი­თად, ნარ­კო­ტი­კებ­ზე. 1971 წლის სამი ნო­მე­რი და­ეთ­მო პი­ტერ პარ­კე­რის მე­გო­ბარ ჰარი ოს­ბორნს, რო­მე­ლიც ნარ­კო­ტი­კე­ბით იყო შე­პყრო­ბი­ლი. ეს იყო სპე­ცი­ა­ლუ­რი შეკ­ვე­თა ნიქ­სო­ნის სა­ხე­ლო­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის, კე­თილ­დღე­ო­ბი­სა და გა­ნათ­ლე­ბის ცენ­ტრი­დან — კერ­ძოდ, მათ სურ­დათ „ან­ტი­ნარ­კო­ტი­კუ­ლი“ გა­მო­ცე­მე­ბის ხილ­ვა.

მო­ზარ­დე­ბის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდა მათი თა­ნა­ტო­ლის ორ­მა­გი - ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, სა­სიყ­ვა­რუ­ლო ის­ტო­რე­ბი­თა და სუ­პერ­გმი­რუ­ლი ცხოვ­რე­ბით, რო­მე­ლიც მრა­ვალ­რი­ცხო­ვან მტერს ღირ­სე­უ­ლად უმკლავ­დე­ბა. ამან მათ ფან­ტა­ზი­ას სრუ­ლი­ად ახ­ლე­ბუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა მის­ცა. გა­საკ­ვი­რი კი ის იყო, რომ ლიმ მი­ზანს მი­აღ­წია და პერ­სო­ნა­ჟი მკი­თხველ­მა თუ მა­ყუ­რე­ბელ­მა თა­ვი­ანთ რი­გებ­ში მი­ი­ღო, რაც ერთ-ერ­თმა მათ­გან­მა ზუს­ტად ახ­სნა:

„მას ბევ­რი უბე­დუ­რე­ბა ატყდე­ბა, აქვს ბევ­რი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი პრობ­ლე­მა... მოკ­ლედ ის ერთ-ერთი ჩვენ­გა­ნია“

სტენ ლი გა­სუ­ლი წლის ნო­ემ­ბერ­ში გარ­და­იც­ვა­ლა, რი­თაც რო­გორც Marvel-ის ფა­ნე­ბი ამ­ბო­ბენ, ადა­მი­ა­ნი ობო­ბას გან­ვი­თა­რე­ბის ეპო­ქა დას­რულ­და.

2002–2007 წლებ­ში ადა­მი­ა­ნი ობო­ბას შე­სა­ხებ რე­ჟი­სორ სემ რე­ი­მის ტრი­ლო­გია გა­მო­ვი­და, რო­მელ­შიც მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟი ტობი მა­გუ­ა­ი­ერ­მა ითა­მა­შა. რე­ჟი­სო­რი გეგ­მავ­და ფრენ­ჩა­ი­ზის გაგ­რძე­ლე­ბას, თუმ­ცა Columbia Pictures-მა გა­და­წყვი­ტა, სუ­რა­თი თა­ვი­დან გა­და­ე­ღო ახა­ლი რე­ჟი­სო­რი­თა და მსა­ხი­ო­ბე­ბი­ით. 2012 წელს გა­მო­ვი­და რე­ჟი­სორ მარკ უე­ბის სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნი ობო­ბა და მისი ეკ­რა­ნი­ზა­ცი­ის სხვა­დას­ხვა ვერ­სი­ებს დღემ­დე დიდი ენ­თუ­ზი­აზ­მით იღე­ბენ.

სა­ქარ­თვე­ლო­ში წლე­ბის მან­ძილ­ზე Marvel-ის ადა­მი­ა­ნი-ობო­ბას ხილ­ვა მხო­ლოდ ტე­ლე­ეკ­რა­ნე­ბი­დან შე­იძ­ლე­ბო­და.

3 მა­ი­სი­დან კი Marvel-ის სუ­პერ­გმი­რე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი კო­ლექ­ცია უკვე სა­ქარ­თვე­ლო­ში იქ­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი. პირ­ვე­ლი გმი­რი, რომ­ლი­თაც Marvel-ის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი სა­კუ­თა­რი კო­ლექ­ცი­ის შევ­სე­ბას და­ი­წყე­ბენ, „ადა­მი­ა­ნი-ობო­ბაა“.

უკვე ერთი წე­ლია, რაც გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L” სა­ქარ­თვე­ლო­ში Marvel-ის პირ­ვე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლია და პრო­ექტს ქარ­თულ ენა­ზე ამ­ზა­დებს. ახა­ლი პრო­ექ­ტი Marvel-ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი 12 სუ­პერ­გმი­რის სა­კო­ლექ­ციო ფი­გუ­რის ის­ტო­რი­ას­თან ერ­თად გა­მო­ცე­მას გუ­ლის­ხმობს. წიგ­ნი-ჟურ­ნა­ლი მო­ი­ცავს სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტებ­სა და ძი­რი­თად ის­ტო­რი­ებს თი­თო­ე­უ­ლი სუ­პერ­გმი­რის შე­სა­ხებ, ესე­ნია: ადა­მი­ა­ნი-ობო­ბა; რკი­ნის კაცი; თორი; კა­პი­ტა­ნი ამე­რი­კა; დედ­პუ­ლი; შავი პან­ტე­რა და სხვა.

სა­კო­ლექ­ციო ფი­გუ­რა ის­ტო­რი­ას­თან ერ­თად გა­მო­ვა 2 კვი­რა­ში ერთხელ. შე­საძ­ლე­ბე­ლია სუ­პერ­გმი­რე­ბის გა­მო­წე­რაც.

და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვი­სა და გა­მო­წე­რი­სათ­ვის ეწ­ვი­ეთ ვებგ­ვერდს: http://marvelgeorgia.ge/

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

„ნეტა, ობობამ მიკბინოს...“ - ადამიანი ობობას ისტორია

„ნეტა, ობობამ მიკბინოს...“ - ადამიანი ობობას ისტორია

„ობობამ რომ მიკბინოს, სპაიდერმენად გადავიქცევი?“ - ამ შეკითხვით და რვაფეხა არსებებთან ურთიერთობის „დათბობით“ იწყება „ადამიან-ობობასთან“ პირველი ვირტუალური შეხვედრა, თუმცა ეს მხოლოდ ისტორიის დასაწყისია.

მისი ამბავი 1962 წელს დაიწყო, როცა მწერალმა სტენ ლიმ ახალი სუპერგმირის შექმნა გადაწყვიტა. ამჯერად, მის მიზნად იქცა დაეხატა პესონაჟი, რომელთანაც ბავშვებს საკუთარი თავის გაიგივება შეეძლებოდათ. ის უნდა ყოფილიყო მაღალი მორალური შეგნების და ეცხოვრა მისი ასაკისთვის შესაფერისი პრობლემებით. ამასთან, ექნებოდა ზებუნებრივი უნარები, რაც მის ცხოვრებას თავგადასავლებით სავსეს გახდიდა. მისი ინსპირაცია კედელზე მცოცავი ობობა გახდა, თუმცა როგორც თავად ამბობდა, ეს ისტორია უკვე იმდენჯერ ჰქონდა მონაყოლი, მის ჭეშმარიტებაში ბოლო დროს ეჭვი თავადაც ეპარებოდა.

ფაბულას მხოლოდ Marvel-ის რედაქტორმა გუდმენმა დაუჭირა მხარი. შემდეგ გამოწვვევად „ჩვეულებრივად ზებუნებრივი“ ბიჭის დახატვა იქცა, რისთვისაც მხატვარ ჯერ კირბის მიმართეს. ნახატების პირველი ვერსია ლის ზედმეტად გმირული მოეჩვენა და დაიწუნა.

საბოლოოდ, მათ შემქნეს პერსონაჟი - პიტერ პარკერი, სრულიად ახალი ვიზულითა და სუპერგმირისთვის არასტანდარტული ცხოვრებით. მას არ ჰყოლია მწვრთნელი და ობობის კბენამდე არც ფიზიკური შესაძლებლობებით გამოირჩეოდა. ეს იყო სწავლაზე ორიენტირებული ობოლი ბავშვი, რომელიც ბიძასა და ბიცოლასთან იზრდებოდა. პიტერ პარკერს იდეალურ პერსონაჟად თავისი მორალური კომპასი და პრინციპები აქცევს. ესაა ჭეშმარიტი გმირი, რომელიც არ კლავს, არ ძარცვავს, არაა შურისმაძიებელი და აქვს იუმორის საოცარი გრძნობა....

კომიქსი 1962 წლის 5 ივნისს სამეცნიერო ფანტასტიკის და ზებუნებრივი ძალების ანთოლოგიის სერიის Amazing Adult Fantasy-ის გამოცემების ნაწილი გახდა.

მან ეს ინდუსტირია აბსოლუტურად ახალ რელსებზე გადაიყვანა და მასში ისეთ თემებზე დაიწყო საუბარი, რაც აქამდე ტაბუირებული იყო. მაგალითად, ნარკოტიკებზე. 1971 წლის სამი ნომერი დაეთმო პიტერ პარკერის მეგობარ ჰარი ოსბორნს, რომელიც ნარკოტიკებით იყო შეპყრობილი. ეს იყო სპეციალური შეკვეთა ნიქსონის სახელობის ჯანმრთელობის, კეთილდღეობისა და განათლების ცენტრიდან — კერძოდ, მათ სურდათ „ანტინარკოტიკული“ გამოცემების ხილვა.

მოზარდებისთვის საინტერესო აღმოჩნდა მათი თანატოლის ორმაგი - ჩვეულებრივი, სასიყვარულო ისტორებითა და სუპერგმირული ცხოვრებით, რომელიც მრავალრიცხოვან მტერს ღირსეულად უმკლავდება. ამან მათ ფანტაზიას სრულიად ახლებური მიმართულება მისცა. გასაკვირი კი ის იყო, რომ ლიმ მიზანს მიაღწია და პერსონაჟი მკითხველმა თუ მაყურებელმა თავიანთ რიგებში მიიღო, რაც ერთ-ერთმა მათგანმა ზუსტად ახსნა:

„მას ბევრი უბედურება ატყდება, აქვს ბევრი ცხოვრებისეული პრობლემა... მოკლედ ის ერთ-ერთი ჩვენგანია“

სტენ ლი გასული წლის ნოემბერში გარდაიცვალა, რითაც როგორც Marvel-ის ფანები ამბობენ, ადამიანი ობობას განვითარების ეპოქა დასრულდა.

2002–2007 წლებში ადამიანი ობობას შესახებ რეჟისორ სემ რეიმის ტრილოგია გამოვიდა, რომელშიც მთავარი პერსონაჟი ტობი მაგუაიერმა ითამაშა. რეჟისორი გეგმავდა ფრენჩაიზის გაგრძელებას, თუმცა Columbia Pictures-მა გადაწყვიტა, სურათი თავიდან გადაეღო ახალი რეჟისორითა და მსახიობებიით. 2012 წელს გამოვიდა რეჟისორ მარკ უების საოცარი ადამიანი ობობა და მისი ეკრანიზაციის სხვადასხვა ვერსიებს დღემდე დიდი ენთუზიაზმით იღებენ.

საქართველოში წლების მანძილზე Marvel-ის ადამიანი-ობობას ხილვა მხოლოდ ტელეეკრანებიდან შეიძლებოდა.

3 მაისიდან კი Marvel-ის სუპერგმირების ოფიციალური კოლექცია უკვე საქართველოში იქნება ხელმისაწვდომი. პირველი გმირი, რომლითაც Marvel-ის მოყვარულები საკუთარი კოლექციის შევსებას დაიწყებენ, „ადამიანი-ობობაა“.

უკვე ერთი წელია, რაც გამომცემლობა „პალიტრა L” საქართველოში Marvel-ის პირველი ოფიციალური წარმომადგენელია და პროექტს ქართულ ენაზე ამზადებს. ახალი პროექტი Marvel-ის ოფიციალური 12 სუპერგმირის საკოლექციო ფიგურის ისტორიასთან ერთად გამოცემას გულისხმობს. წიგნი-ჟურნალი მოიცავს საინტერესო ფაქტებსა და ძირითად ისტორიებს თითოეული სუპერგმირის შესახებ, ესენია: ადამიანი-ობობა; რკინის კაცი; თორი; კაპიტანი ამერიკა; დედპული; შავი პანტერა და სხვა.

საკოლექციო ფიგურა ისტორიასთან ერთად გამოვა 2 კვირაში ერთხელ. შესაძლებელია სუპერგმირების გამოწერაც.

დამატებითი ინფორმაციისთვისა და გამოწერისათვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://marvelgeorgia.ge/

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი