კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ შეუფარდეს გირაო ლევან ჯიბღაშვილს - პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
რატომ შეუფარდეს გირაო ლევან ჯიბღაშვილს - პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა გან­მარ­ტავს, რა­ტომ მი­მარ­თა სა­სა­მარ­თლოს მსა­ხი­ობ ლე­ვან ჯი­ბღაშ­ვი­ლის­თვის გი­რა­ოს გა­მო­ყე­ნე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

„მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა გან­მარ­ტავს დად­გე­ნილ პრაქ­ტი­კას სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260-ე მუხ­ლით წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

რო­დე­საც პირს წარ­დგე­ნი­ლი აქვს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260 მუხ­ლის 1, 2 ან 3 ნა­წი­ლით, არ არის ნა­სა­მარ­თლე­ვი, აღი­ა­რებს ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულს და სა­ხე­ზე არ არის ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის გა­სა­ღე­ბის მი­ზა­ნი, პრო­კუ­რა­ტუ­რა, დად­გე­ნი­ლი პრაქ­ტი­კის შე­სა­ბა­მი­სად, სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე შუ­ამ­დგომ­ლობს არა­სა­პა­ტიმ­რო აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბის მო­თხოვ­ნით.

აღ­ნიშ­ნუ­ლი პრაქ­ტი­კა, პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ყვე­ლა იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ბრალ­დე­ბუ­ლი პირი აკ­მა­ყო­ფი­ლებს ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლილ პი­რო­ბებს.

რაც შე­ე­ხე­ბა ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის შე­ძე­ნას, შე­ნახ­ვას და გა­სა­ღე­ბას, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260-ე მუხ­ლის 4, 5 ან 6 ნა­წილს, რო­დე­საც საქ­მე­ში მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით უტყუ­ა­რად დას­ტურ­დე­ბა ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის გა­სა­ღე­ბის ფაქ­ტი ან პირს აღ­მო­აჩ­ნდე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა, ასე­ვე დად­გე­ნი­ლი პრაქ­ტი­კის მი­ხედ­ვით, სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე შუ­ამ­დგომ­ლობს სა­პა­ტიმ­რო აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბის მო­თხოვ­ნით“, - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

შსს კი იმ ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს ასა­ხე­ლებს, რო­მე­ლიც მსა­ხი­ობ ლე­ვან ჯი­ბღაშ­ვი­ლის ჩხრე­კი­სას ამო­ი­ღო.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ შსს-ში გა­ნუ­ცხა­დეს, ექ­სპე­რი­ზით დად­გინ­და, რომ მსა­ხი­ო­ბის­გან ამო­ღე­ბუ­ლია 0,5659გ კო­კა­ი­ნი და 0,1921გ ექ­სტა­ზი (MDMA).

„გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბა ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა და ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა არ გა­მოვ­ლინ­და. გა­მო­საკ­ვლე­ვად დარ­ჩა მცი­რე ოდე­ნო­ბით მა­რი­ხუ­ა­ნა, რომ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუხს ვე­ლო­დე­ბით“, - აცხა­დე­ბენ შსს-ში.

შე­გახ­სე­ნებთ, მსა­ხი­ო­ბი და ბიზ­ნეს­მე­ნი ლე­ვან ჯი­ბღაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს, 10 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­თა­ვი­სუფ­ლდა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და გირაოს გადახდას არ აპირებს
ავტორი:

რატომ შეუფარდეს გირაო ლევან ჯიბღაშვილს - პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

რატომ შეუფარდეს გირაო ლევან ჯიბღაშვილს - პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

გენერალური პროკურატურა განმარტავს, რატომ მიმართა სასამართლოს მსახიობ ლევან ჯიბღაშვილისთვის გირაოს გამოყენების შუამდგომლობით.

აღნიშნულთან დაკავშირებით, გენერალური პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს პროკურატურა განმარტავს დადგენილ პრაქტიკას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით.

როდესაც პირს წარდგენილი აქვს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის 1, 2 ან 3 ნაწილით, არ არის ნასამართლევი, აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და სახეზე არ არის ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზანი, პროკურატურა, დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, სასამართლოს წინაშე შუამდგომლობს არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით.

აღნიშნული პრაქტიკა, პროკურატურის მიერ გამოიყენება ყველა იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებული პირი აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ პირობებს.

რაც შეეხება ნარკოტიკული საშუალების შეძენას, შენახვას და გასაღებას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 4, 5 ან 6 ნაწილს, როდესაც საქმეში მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტი ან პირს აღმოაჩნდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, საქართველოს პროკურატურა, ასევე დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, სასამართლოს წინაშე შუამდგომლობს საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

შსს კი იმ ნარკოტიკული ნივთიერებების ჩამონათვალს ასახელებს, რომელიც მსახიობ ლევან ჯიბღაშვილის ჩხრეკისას ამოიღო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ექსპერიზით დადგინდა, რომ მსახიობისგან ამოღებულია 0,5659გ კოკაინი და 0,1921გ ექსტაზი (MDMA).

„განსაკუთრებით დიდი ოდენობა ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება არ გამოვლინდა. გამოსაკვლევად დარჩა მცირე ოდენობით მარიხუანა, რომლის ექსპერტიზის პასუხს ველოდებით“, - აცხადებენ შსს-ში.

შეგახსენებთ, მსახიობი და ბიზნესმენი ლევან ჯიბღაშვილი, რომელიც ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს, 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს