Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ადგილები თბილისში, სადაც ახალი საბაგიროები აშენდება
ადგილები თბილისში, სადაც ახალი საბაგიროები აშენდება

თბი­ლის­ში სა­ბა­გი­რო­ე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა იწყე­ბა. რო­გორც დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, სა­ბა­გი­რო­ე­ბი სამი მი­მარ­თუ­ლე­ბით აშენ­დე­ბა, ხოლო რო­მე­ლი პრო­ექ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა პირ­ვე­ლად, ამას ტექ­ნი­კურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი კვლე­ვის შე­დე­გის შემ­დეგ, 5 თვე­ში გა­და­წყვე­ტენ.

"ჩვე­ნი ქა­ლა­ქის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სოა სა­ბა­გი­რო­ე­ბის თემა. ჩვენ რამ­დე­ნი­მე ხნის წინ ვი­სა­უბ­რეთ და და­ვა­ლე­ბა იყო მი­ცე­მუ­ლი, რომ გა­მოგ­ვე­ყო კონ­კრე­ტუ­ლი არე­ა­ლე­ბი, ზო­ნე­ბი, სა­დაც არის შე­საძ­ლე­ბე­ლი სა­ბა­გი­რო­ე­ბის პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. მოკ­ვლე­ვის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ არის სამი სა­ინ­ტე­რე­სო მი­მარ­თუ­ლე­ბა. ეს არის სამ­გო­რი-ვა­ზი­სუ­ბა­ნი, ახ­მე­ტე­ლი-თემ­ქა და სა­მე­ბა-მა­ხ­ა­თას მთა. შე­სა­ბა­მი­სად, გვჭირ­დე­ბა ტექ­ნი­კურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბა და რო­გორც ვიცი, რა­მე­დე­ნი­მე დღე­ში ამას ვა­პი­რებთ. და­ახ­ლო­ე­ბით, 750 ათა­სი ლარი და­ი­ხარ­ჯე­ბა და 5 თვე დას­ჭირ­დე­ბა ამ კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბას. სრუ­ლი სუ­რა­თი გვექ­ნე­ბა, პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის მი­ხედ­ვით თუ რო­მე­ლია ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო მი­მარ­თუ­ლე­ბა ამ ჩა­მოთ­ვლილ მი­მარ­თუ­ლე­ბებს შო­რის. შე­სა­ბა­მი­სად, 5 თვის შემ­დეგ მი­ვი­ღებთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, თუ რო­მე­ლი იქ­ნე­ბა პირ­ვე­ლი პრო­ექ­ტი, რო­მელ­საც დე­და­ქა­ლაქ­ში გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ.

საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სოა ეს მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი, სა­მი­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი გა­და­ად­გილ­დე­ბა და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სა­ბა­გი­როს პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ეს იქ­ნე­ბა ისე­თი შე­აძ­ლებ­ლო­ბა, რო­გორც მეტ­რო, ავ­ტო­ბუ­სე­ბი, მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბია. საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტია და 5 თვის თავ­ზე გვექ­ნე­ბა სრუ­ლი სუ­რა­თი. შემ­დეგ მი­ვი­ღებთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რო­მე­ლი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და­ვი­წყოთ",- გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

ადგილები თბილისში, სადაც ახალი საბაგიროები აშენდება

ადგილები თბილისში, სადაც ახალი საბაგიროები აშენდება

თბილისში საბაგიროების მშენებლობა იწყება. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საბაგიროები სამი მიმართულებით აშენდება, ხოლო რომელი პროექტი განხორციელდება პირველად, ამას ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შედეგის შემდეგ, 5 თვეში გადაწყვეტენ.

"ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა საბაგიროების თემა. ჩვენ რამდენიმე ხნის წინ ვისაუბრეთ და დავალება იყო მიცემული, რომ გამოგვეყო კონკრეტული არეალები, ზონები, სადაც არის შესაძლებელი საბაგიროების პროექტის განხორციელება. მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ არის სამი საინტერესო მიმართულება. ეს არის სამგორი-ვაზისუბანი, ახმეტელი-თემქა და სამება-მახათას მთა. შესაბამისად, გვჭირდება ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარება და როგორც ვიცი, რამედენიმე დღეში ამას ვაპირებთ. დაახლოებით, 750 ათასი ლარი დაიხარჯება და 5 თვე დასჭირდება ამ კვლევის ჩატარებას. სრული სურათი გვექნება, პრიორიტეტების მიხედვით თუ რომელია ყველაზე საინტერესო მიმართულება ამ ჩამოთვლილ მიმართულებებს შორის. შესაბამისად, 5 თვის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რომელი იქნება პირველი პროექტი, რომელსაც დედაქალაქში განვახორციელებთ.

საკმაოდ საინტერესოა ეს მიმართულებები, სამივე მიმართულებაზე ძალიან ბევრი ადამიანი გადაადგილდება და დარწმუნებული ვარ, საბაგიროს პროექტების განხორციელების შემთხვევაში ეს იქნება ისეთი შეაძლებლობა, როგორც მეტრო, ავტობუსები, მიკროავტობუსებია. საკმაოდ საინტერესო პროექტია და 5 თვის თავზე გვექნება სრული სურათი. შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელი პროექტის განხორციელება დავიწყოთ",- განაცხადა კალაძემ.

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო